Posted by: burusi | 04/11/2010

მატიანე ქართლისა – მეორმოცდაშვიდე კურაპალატი, ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა და ძმა ადარნესესი და გუარამისი. ბაგრატოანი

ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავი


ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავი (ბაგრატიონი) – Bagrat IV Eristavt-Eristavi (966)

მატიანე ქართლისა – მეორმოცდაშვიდე კურაპალატი, ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა და ძმა ადარნესესი და გუარამისი. ბაგრატოანი

ხოლო ამან ბაგრატ და ძმათა მისთა დაიპყრეს არტანუჯით გამოღმართ მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, და მორჩილობდეს სარკინოზთა. ხოლო ვითარ მოვიდა მოჰამედ ქართლს და მიერთო მას ბაგრატ კურაპალატი, მაშინ გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეჴს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რეჴს და იყო ბრძოლა მათ შორის: არ-ცა იგინი გაიქცეს და არ-ცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს.

ხოლო ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოსი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ ყ~ლ.

აქა ჟამამდის გარდასრულ იყვნეს წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებითგან, რომელმან სარკინოზთა სჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.

მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა ბაღდადით რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოჴრნა ყოველნი არენი მისნი.

და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
კუალად უკუ-მოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარის-გუერდსა, და ავნეს დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ სომეხთა ერის-თავმან და გუარამ აშოტის ძემან მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი. უშუელა ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკუდა ურიცხჳ ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი, და დაიჴოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.

შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინ-მე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი ვითარ სახლი ასი, და დასხნა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვა ოვსეთად. ხოლო ამირმუმნმან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტეოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წარვიდა ბუღა, და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისი-ვე.

და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოსისა. და წარვიდა ისე, და მოვიდა სხუა ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კუალად ამირად ხალილის ძე ჰუმედ, და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა: სომხითი, ქართლი და რანი.

და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისამან, შეიპყრა გაბულოც და წარსცა საბერძნეთად: რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი.

და ბრძოდა აშოტ მამის ძმის-წულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა: ზოგ-ჯერ სძლის გუარამ და ზოგ-ჯერ სარკინოზთა. ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თჳსთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა სომეხთა მეფესა.

და შემდგომად ამისა გარდაიცვალა ადარნასე, ძმა ამის გუარამისა და ძე აშოტ კურაპალატისა.

გარდაიცვალა ბაგრატ კურაპალატი, ძმა ამის ადარნასესი, ქორონიკონსა ე~ვლ, და დაუტევნა სამნი ძენი: დავით, აშოტ და ადარნასე.

გარდაიცვალა ესე ადარნასე ქორონიკონსა ჟ~დ.

გარდაიცვალა აშოტ, ძმა ამის ადარნასესი და ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ე.

მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერის-თავად ჩიხას ძე დემეტრესი, და ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორია-ქმნილობით.

და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერის-თავი ჩიხისა. და მცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი, და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისა. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.

თეოდოსი მეორე გარდაიცვალა ცოლ-შვილიანად, და დაჯდა მეფედ გიორგი, რომელსა საუფლისწულოდ ჰქონდა აღწეფი. ამისთჳს ეწოდა მას გიორგი აღწეფელი. თეოდოსიმ იბატონა ოცდაშჳდი წელი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: