Posted by: burusi | 02/11/2010

გურამ თევზაძე – ბიოგრაფია

გურამ თევზაძე – Guram Tevzadze (1932)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გურამ თევზაძე დაიბადა ქ.თბილისში 1932 წლის 30 იანვარს. 1954 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1959-1965 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1966-1971 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 1971-2005 წწ. – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1993-2007 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 2002 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ასპირანტურის დამთავრებისა და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1963 წ., იცავს დისერტაციას თემაზე: “გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1963.). გურამ თევზაძის შრომებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს “ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა” (“მეცნიერება”, თბილისი, 1967 წ.), “იმანუელ კანტი” (“მეცნიერება”, თბილისი, 1974. რუსულ ენაზე გამოვიდა 1979 წელს), “ანტიკური ფილოსოფია” (“მეცნიერება”, თბილისი, 1993), “შუა საუკუნეების ფილოსოფია” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1996), “XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2002 წ.), “აღორძინების ეპოქის ფილოსოფია” (“ნეკერი”, თბილისი, 2008), აგრეთვე გამოკვლევები ქართულ ფილოსოფიაზე.

აღსანიშნავია გურამ თევზაძის გამოსვლები კანტის III, V და VII კონგრესებზე; მის მიერ იენის (1979 წ.), მოსკოვის (1981 წ.), ჩანჩუნის (1990 წ.), ბოხუმის (2002 წ.) უნივერსიტეტებში და ვილნიუსის (1986 წ.) ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტში, ასევე ათენში (1998 წ.) წაკითხული ლექციები; გერმანიაში გისენისა და ბოხუმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით 1990 და 1992 წლებში მის მიერ ორგანიზებული კონფერენციები, რომლებზეც ქართულ თემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი; ფილოსოფიის კლასიკოსთა შრომების მისი თარგმანები და კომენტარები – მ. ჰაიდეგერის “ყოფიერება და დრო” (1989 წ.) და ი. კანტის “რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში” (1990 წ.) ყველა ამ შრომას, გამოსვლას თუ ლექციას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომელმაც განსაკუთრებით მკაფიო სახე მიიღო გურამ თევზაძის ბოლოდროინდელ შრომებში და რომელიც მის ფილოსოფიურ პოზიციას გამოხატავს და გულისხმობს მსოფლმხედველობაში ცოდნისა და რწმენის წინააღმდეგობის გარეშე შეთავსების შესაძებლობას.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: