Posted by: burusi | 06/10/2010

სილოვან ნარიმანიძე – ხომ შეიძლება, ისე აღარ მიყვარდე მერე

ხელოვნებათმცოდნის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili. 1976

სილოვან ნარიმანიძე – Silovan Narimanidze (1925-2007)

ხომ შეიძლება, ისე აღარ მიყვარდე მერე…

ხომ შეიძლება, ისე აღარ მიყვარდე მერე,
და ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად!
რატომ დამჩემდა, მეც არ ვიცი, ასეთი შიში,
მაშინ, როდესაც, ძველებურად ვისმენ მქუხარი,
მდინარეების სრბოლასა და ზღვის მიმოდენას…
ქარიც ხომ ისევ დანავარდობს და ელვაც ელავს!…
ოდესღაც, როცა შევიცანი სიცოცხლის არსი,
ერთგულებათა ბარიერთან ვიწვევდი ყველას,
ჩვენ ხომ ოდითგან, ჟამისმიერი,
შეუქცევადი, გვთავნს ბედისწერა;
მე ამ ბრძოლაში დავმარცხდი და
წუხილს არც ვმალავ…

გამარჯვებულიც ვერავინ ვნახე!

ცხოვრების ურჩი, ამაოების, უკურნებელი
ხელწერა ვიცან:
ბედნიერების მაუწყებელი დაფნის რტოც დაჭკნა
და გაიცრიცა!
დამცხრალი ჟინით, მიიძინა დაისის მწუხრმა;
უხმოდ ჩამოდის სევდიანი საღამო მთიდან,
სულში ღამეთა აჩრდილები იწყებენ როკვას…
გზაჯვარედინთან, მაღალ ხეებზე,
ლეშზე ნაგეში
სვავები სხედან.
–შენ საით?… – ქარი მეკითხება,
და ვერ ვპასუხობ:
წლებით დაღლილი,კვლავ ძველებურად,
როგორ შევუდგე მთებისკენ აღმართს?
სატრფოს ალერსსაც დაეკარგა ნანატრი ჟინი,
ისე,რომ ცრემლიც ვერ დააცხრობს
ტკივილებს ჩემსას.
სულის სიობლევ,თანამგზავრო,ერთგულო ჩემო,
ქვეყნად შენს გარდა, ვინღა ვიწამო?!
სასაფლაოთა ჯვრები იფარავს
და შესრუდული
მოსჩანს მიდამო…
ხომ შეიძლება, ისე აღარ მიყვარდე და მე,
რაღა ვქნა მაშინ,როცა შენ იყავ,
ნუგეში დიდი, უღონობის ჟამს, საიმედო
ძალა და რწმენა!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: