Posted by: burusi | 26/09/2010

მერაბ ღაღანიძე – მერაბ მამარდაშვილის ლექციები

მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili (1930 – 1990)

მერაბ ღაღანიძე – Merab Gaganidze

მერაბ ღაღანიძე – მერაბ მამარდაშვილის ლექციები 

1990 წლის 25 ნოემბერს, მოსკოვის აეროპორტში, თბილისისაკენ მომავალი თვითმფრინავის რიგში გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილი. მისი პიროვნული მასშტაბების, მისი აზროვნების შესახებ მანამდეც და მერმეც არაერთხელ დაწერილა არაერთ ენაზე, ამჟამად კი მისი ოდინდელი მსმენელი მერაბ მამარდაშვილის გახმაურებულ თბილისურ ლექციებს და მათ გარემოს იხსენებს იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროს კონტექსტში.

* * *

როცა ლეონიდ ბრეჟნევი უკვე კრემლის კედელთან განისვენებდა, მიხაილ გორბაჩოვი კი ჯერ მხოლოდ პოლიტბიუროს რიგითი წევრი იყო, როცა დაავადებული, არაქათგამოცლილი იური ანდროპოვი და კონსტანტინ ჩერნენკო ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხოლო ამ დაუჯერებლად უხეში სიმბოლოს მნიშვნელობას ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა დედამიწის ზურგზე, როცა კომუნიზმი სულს ღაფავდა და შხამის უკანასკნელ შხეფებს ანთხევდა, _ იმხანად თბილისში მილიცია რაიონის განყოფილებაში მიაქანებდა რესტორნიდან გამოსულ შექეიფიანებულ კაცს და საგულდაგულოდ ამოწმებდა სამუშაო დროს ავტობუსის გაჩერებაზე ნებისმიერ მდგომს, მეტროებსა და ხელფასების რიგებში პოლიტიკური ანეკდოტების თხრობის მსურველები შესამჩნევად კლებულობდა, შინნაკეთი სტუდენტურ-ახალგაზრდული ჟურნალების ავტორები უხმაუროდ იგზავნებოდნენ მორდოვეთის ბანაკებში, ხელისუფლება დიდი მონდომებით ზეიმობდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს, ხოლო მართლმადიდებელ მღვდელს ხვრეტდენ იმის გამო, რომ რამდენიმე ახალგაზრდას ურჩია (თუ არ ურჩია), საზღვარგარეთ მოსახვედრად თვითმფრინავი გაეტაცებინათ. და მაინც, შესაძლოა, ეს წლები უკანასკნელი იყო საქართველოსათვის, როცა საზოგადოება მშვიდად ცხოვრობდა, როცა პოლიტიკური ვნებები ერთმანეთისათვის ტყვიის დაშენაში, ქალაქების ნგრევასა და ოჯახების გახლეჩაში არ გადადიოდა, როცა ყველა ერთსულოვნად შეთანხმებული იყო, რომ კომუნიზმი უვარგისი სისტემაა, ხოლო გაზეთებისა და ტელევიზიის ნდობა გულუბრყვილობაა, როცა ავად თუ კარგად ყველა თავის საქმეს აკეთებდა: მევენახე ღვინოს წურავდა, მუშა ასფალტს აგებდა, მასწავლებელი გაკვეთილს ატარებდა, ქართველი დიახლისი კი ხაჭაპურებს აცხობდა. ეს წლები უკანასკნელი იყო, როცა სულიერ სფეროში მოღვაწე ადამიანი ხელისუფლებასთან კეკლუცს შეუფერებელ საქციელად მიიჩნევდა და ყოველგვარი პარტიულ-პოლიტიკური ანგაჟირებისაგან თავს შორს იჭერდა. ამიტომ ის, ვინც ფილმებს არ იღებდა, რომანებს არ ბეჭდავდა და მეცნიერულ აღმოჩენებს არ აკეთებდა, მოსკოვიდან დადგენილ ხელფასს სჯერდებოდა, თავისთვის იჯდა შინ და წიგნებს კითხულობდა.

სწორედ ამ დროს თბილისის მეტად არაფართო წრეებში შეიძლება ყური მოგეკრათ, რომ პროფესორი მერაბ მამარდაშვილი თეატრალური ინსტიტუტის შენობაში კითხულობს მეტად უჩვეულო ლექციებს მარსელ პრუსტის შესახებ, მოულოდნელს და უჩვეულოს _ სიღრმით, სიფართოვით, სითამამით, არტისტულობით. Mმაშინ მერაბ მამარდაშვილის სახელი ბევრს არაფერს ეუბნებოდა ქალაქის ინტელექტუალურ ფენებსაც კი, _ მისი სახელგანთქმული ლექციების დიდებას თბილისამდე თითქმის არ მოეღწია, ბიბლიოთეკებში კი მისი ორიოდ თხელტანიანი წიგნი და რამდენიმე სტატია თუ მოიძებნებოდა, რომლებიც მეტისმეტად რთული და აბსტრაქტული იყო ჰეგელის, მარქსის ან ბუდიზმის გასაგებად, და მაინცამაინც არც ავტორის რეალური სახის წარმოსადგენად გამოდგებოდა. ბევრისათვის იგი შორიდან ცნობილი იყო როგორც საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიური ბურჯების _ ჟურნალების “პრობლემი მირა ი სოციალიზმა”-სა და “ვოპროსი ფილოსოფიი”-ს წამყვანი თანამშრომელი, ამ უკანასკნელის მთავარი რედაქტორის მოადგილეც კი, თუმცა ასევე ბევრმა ისიც იცოდა, რომ თუ მის მეგობართა და კოლეგათა უმეტესობამ დასავლეთის უნივერსიტეტებს შეაფარა თავი, მან თბილისისკენ აიღო გეზი, რათა დილით “იმელ”-ის შენობაში მისჯდომოდა საწერ მაგიდას, შუადღით “ივერიის” კაფეში ესაუზმა, საღამოობით კი ლექციები წაეკითხა უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მეორადი ფაკულტეტის მსმენელთათვის, _ მათთვის, ვისთვისაც ხელოვნება გატაცება იყო და არა პროფესია.

თავდაპირველად საუბარ-სემინარები ტარდებოდა ერთ პაწაწინა ოთახში, თითქმის სხვენზე, რუსთაველის თეატრსა და სასტუმრო “თბილისს” შორის, მოზრდილი დარბაზის გვერდით, სადაც სტუდენტები საბალეტო თუ საცეკვაო პრაქტიკას გადიოდნენ, შემდგომში ლექციებმა, _ რომელსაც ცხრილის მიხედვით “დრამის თეორია” ერქვა, შინაურულად კი “პრუსტს” უწოდებდნენ, _ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის მყუდრო კინოდარბაზში გადაინაცვლა, მაგრამ მსმენელთა რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობდა და “პრუსტმაც” სხვადასხვა კორპუსებსა და აუდიტორიებში დაიწყო მოგზაურობა, ძირითადად მაინც იმ სხდომათა დარბაზში ბანაკდებოდა, რომლის კათედრასთან ადრე რომან იაკობსონი და ნილს ბორი მდგარან; ლექტორს კი სულ თან დაჰყვებოდა ერთგულ, შეფიცულ მსმენელთა თითქმის უცვლელი ჯგუფი, _ მსმენელები, რომელთათვისაც იმ აუდიტორიებში ყოფნა, სადაც მერაბ მამარდაშვილი საუბრობდა, ორდენის წევრთა იმგვარივე ამაღელვებელი ვალდებულება იყო, როგორც ტამპლიერთა ან როზენკროიცერთათვის თავიანთ სატაძრო რიტუალებზე დასწრება.

კურსი თითქოსდა მარსელ პრუსტს, უფრო კონკრეტულად მისი რომანების ციკლს _ “დაკარგული დროის ძიებაში” _ ეძღვნებოდა, რომელიც მსმენელთაგან ცოტა ვისმე თუ ჰქონდა წაკითხული, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი ქართულად საერთოდ არ იყო თარგმნილი, ხოლო რუსულად ორჯერ წამოწყებული თარგმანი პირველ ტომებზე იყო შეჩერებული. ასე რომ, ვინც ფრანგულ ორიგინალში არ იცნობდა ამ შვიდ უზარმაზარ ტომს, ძნელად ხვდებოდა, რას და ვის გულისხმობდა პროფესორი, როცა მარსელისა და სენ-ლიუს, სვანისა და შარლიუსის, ოდეტისა და ალბერტინის შესახებ საუბრობდა. Lლექტორი ხანდახან ეპოპეის რომელიმე ტომის რომელიმე გვერდს გადაშლიდა და საჭირო ციტატს მოძებნიდა, ხშირად იქვე თარგმნიდა, ხშირად შინ მომზადებულ საკუთარ თარგმანს ჩაიკითხავდა, მაგრამ იმ მსმენელსაც კი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა გერმანტებსა და სვანს შორის გაორებული გმირის შესახებ, არც უხერხულობას და არც სინდისის ქეჯნას არ გრძნობდა, რადგან ლექტორი საუბრობდა სიცოცხლისა და სიკვდილის, ისტორიისა და ბედისწერის, ხელოვნებისა და სიყვარულის, ადამიანისა და ღმრთის შესახებ.

მერაბ მამარდაშვილი _ იშვიათი გამონაკლისის გარდა _ ლექციების დაწყებამდე საკმაოდ ადრე მოდიოდა და საგულდაგულოდ ამზადებდა სამუშაო მაგიდას, _ ჩანთიდან დინჯად ამოალაგებდა და წინ გაშლიდა ჩიბუხს, თუთუნს და ყველა თანმხლებ მოწყობილობას, პორტატიულ მაგნიტოფონს, კასეტებს, წიგნს _ ძირითადად პრუსტის რომელიმე ტომის თხელყდიან, ჯიბის გამოცემას და ერთ ან ორ ფურცელს, _ იმ ციტატით ანდა ლექსით, რომლითაც ხშირად იწყებდა ლექციას და რომელიც საწყის განწყობას, ტონალობას აძლევდა დარბაზსაც და მთხრობელსაც, _ იქნებოდა ეს უილიამ ბლეიკის, მანდელშტამის, გოტფრიდ ბენის ლექსი თუ ნაწყვეტი დანტედან, ანტონენ არტოდან, ბორხესიდან, _ ორიგინალის ფრაგმენტებს თარგმანი მოჰყვებოდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ლექტორს ეკუთვნოდა.

ლექციები ძირითადად მეტ-ნაკლებად ნაკითხი აუდიტორიისათვის იყო გამიზნული, ხოლო ნაკლებად ნაკითხს, მართალია, მთლიანი მსჯელობისათვის თვალის გადევნება უფრო უჭირდა, მაგრამ მასაც ეძლეოდა გამოცოცხლების საშუალება, თუნდაც რომელიმე ყოფითი ან მხატვრული ეპიზოდის გადმოცემისას, თუნდაც ანეკდოტის თუ ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიის პიკანტური დეტალის მოხმობისას, თუნდაც თავად პროფესორის ავტობიოგრაფიული მომენტის გახსენებისას, _ მაგალითად, როგორ გადაწყვიტა მან სკოლის მოწაფეობისას ინგლისური ენის შესასწავლად ჯონ რესკინის “ვენეციის ქვების” წაკითხვა, _ თუნდაც მკვეთრად ანტიკომუნისტური განცხადებისას, “დოქტორი ჟივაგოს” ან “გულაგის არქიპელაგის” დამოწმებით, _ ამ დროს მსმენელებს ცივი ოფლი ასხამდათ ხოლმე, _ პერესტროიკამდე ჯერ შორი იყო! თუმცა ეს ყველაფერი მთავარი სათქმელის შემზადებასა და შეფარვას, სიმბოლოთა და მეტაფორათა ენაზე მტკივნეულ გადატანას წარმოადგენდა: შეჯამებებსა და მცნებებს არავინ ელოდა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ თითქოს არც ეს მთავარი სათქმელი არსებობდა, _ მთავარი იყო არა სათქმელი, არამედ თავისუფალი აზრის თავისუფალი მდინარება, აზრის იდუმალი და მოულოდნელი მწვერვალებისაკენ სვლა, რასაც ემსახურებოდა ლექტორის ინტელექტუალური ვაჟკაცობა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილებად ქცეული განცდა, აღტაცებისა და ღიმილის უნარი, გაგებისა და ჩაწვდომის ნიჭი. თავისი დიდი მასწავლებლების მსგავსად, მას უყვარდა და სჭირდებოდა აგორა, _ ირგვლივ შემოკრებილ მსმენელთა გარემო, მას სურდა, რომ მის შინაგან სივრცეში გათამაშებული დრამისათვის მაყურებელს ედევნებინა თვალი და იგი ცდილობდა, მხედველობიდან არ გამოჰპარვოდა, უყურადღებოდ არ დარჩენოდა ეს მაყურებელი _ ხშირად მისი ლექციები, განსაკუთრებით ახალზიარებულთათვის, მსუბუქი, ლაღი, ნათელი, ეფექტური ჩანდა. მას უწევდა დრამის რეჟისორიც ყოფილიყო და მსახიობიც, ამიტომ სათქმელის არტისტულობას თქმის არტისტულობაც ერწყმოდა, _ იგი სიტყვებს მკაფიოდ, დინჯად, გემრიელად გამოთქვამდა, ყურადსაღებ პაუზებს აკეთებდა, ამაღლებულ სტილს სლენგს უნაცვლებდა, დახვეწილი ჟესტითა და გამჭოლი მზერით ხაზს უსვამდა სათქმელის მნიშვნელობას, მაგრამ ხანდახან თითქოს უეცრად დაავიწყდებოდა მსმენელის არსებობა და საკუთარ თავთან განმარტოვდებოდა, საკუთარ თავში ჩაიძირებოდა; არავინ იცოდა, იმგვარ წუთებში იგი სიღრმეში მიგნებულ დაიმონს ესაუბრებოდა თუ თავის მარადიულ, უკვდავ თანამოსაუბრეებს. ალბათ, სწორედ მაშინ იბადებოდა ყველაზე იდუმალი, ყველაზე უცნაური, ყველაზე გამოუთქმელი აზრები, _ მეგზურის გარეშე დარჩენილ მსმენელს ამ დროს მეტად უჭირდა გზის გაგნება, მაგრამ მაინც სინათლესთან ზიარების ბედნიერი გრძნობა ეუფლებოდა, რადგან იმ სასწაულის შემსწრე ხდებოდა, რასაც აზრის მშობიარობა ჰქვია.

1990 წლის ნოემბრის მიწურულს მერაბ მამარდაშვილი სამუდამოდ ტოვებდა უკვე სხვაგვარ თბილისს და ეს სხვაგვარი თბილისიც უკვე საყოველთაოდ ცნობილ ადამიანს ემშვიდობებოდა, _ ქართულმა წვრილფეხა ნაციზმმა სწორედ იმ დღეებში მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება და ახლადგამოჩეკილი ბელადის თაყვანისმცემელთა მოზეიმე მასებს იგი სახიფათო და გასანადგურებელ მტრად ჰყავდათ მიჩნეული. გამარჯვებულებთან სხვადასხვა მიზეზით დაპირისპირებულთათვის იგი მომავალ დიქტატორთან ბრძოლის დროშა და სიმბოლო, საყვირი და მეხამრიდი უნდა ყოფილიყო, კიდევ უფრო მცირეთათვის იგი იყო მოძღვარი, მასწავლებელი, შესაძლოა, ცხოვრებაში ერთადერთხელ პირისპირ შეხვედრილი დიდი ადამიანი, პიროვნება, ვინც მის ნამდვილ მსმენელს ცხოვრებისა და თავისუფლების ვნებიანი სიყვარული ასწავლა, ჭვრეტის გემო გაუღვიძა, უცნობი სამშობლოს გალავნები დაანახა, ყველაფერში გაბნეული სილამაზის დანახვის უნარი შესძინა, კაცი, რომელიც აზროვნებისა და ხელოვნების მოციქულად მოვლინებოდა ქალაქს.

რამდენიმე ათასი თბილისელი ნოემბრის იმ სუსხიან დღეს მერაბ მამარდაშვილს ემშვიდობებოდა. საქართველოს წინ შემზარავი ქარიშხლები, უგონობა და სისასტიკე, შიმშილი და სუსხი, ცეცხლი და ცრემლი ელოდა.

1995

პირველად გამოქვეყნდა:

აფრა, # 13, 2007-2008, გვ. 293-296.

წყარო: http://lib.ge


Responses

  1. აქამდე არ წამიკითხავს. ამგვარი ვითარებს არსებობა, ინტელექტუალური კომუნიკაციების თვალსაზრსით, მრავლისმთქმელია.
    მერაბის არც ერთ ლექციას არ დავსწრებივარ, მხოლოდ ჩანაწერებით ვიცნობ. მასზე არავისი მოგონება (ისე რომ დამმახსოვრებოდა) აქამდე არ წამიკითხავს.
    მერაბ ღაღანიძის ნამუშევარში დიდი დამაჯერებლობითაა გადმოცემული ის, რომ მამარდაშვილი, პერესტროიკამდე ბევრად ადრე,
    თბილისისაკენ სამშობლოს მსახურების მიზნით გამოემართა.
    მამარდაშვილის სიდიდე და მნიშვნელობა, მის სამშობლოს დღემდე ვერ გაუცნობიერებია.
    მადლობა ბ-ს მერაბ ღაღანიძეს და თენგიზ ვერულავას.

  2. mamardashvilis pasi arts mashin vitsodit da arts dges vitsit,chveni ubedureba imashia rom xvalets ar chans dampasebeli.

  3. მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვისეული პროექტით. ამის რეალიზაციისთვის გამოიგზავნა მამარდაშვილი საქართველოში…‎……..სახაროვის-მამარდაშვილის გეგმას( საქართველო-”მცირე იმპერია”) იზიარებდნენ პრაღის 24-ე რეზოლუციით,ტალიავინი თავისი ქართველი ექსპერტებით( რეგიონალიზაციის კონცეფციის მხარდამჭერები) … ანუ ” მცირე იმპერიას ”- საქართველოს უნდა გამოეყოს თვითგამორკვევის პრინციპით აფხაზები, ოსები, სვანები(მით უმეტეს არსებობს სვანური ენა), მეგრელები(მეგრული ენა არსებობს), აჭარლები, ჯავახები………”

  4. >„განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვისეული პროექტით- ყველაზე არსებითი იყო ის, რომ სსრკ-დან შესაძლო გასვლის პროცესში განსაკუთრებული და სპეციფიური სეპარატისტული უფლებები მიენიჭათ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს — რომელთაც ამა-თუ-იმ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში მიენიჭათ უფლება გამოჰყოფოდნენ გამავალ რესპუბლიკას ‎..განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა საბჭოთა ვითომ დისიდენტს .სახაროვს — ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტრიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული მ.მამარდაშვილი – გორბაჩევის ოჯახის ახლო მეგობარი…. ამიტომ იყო მერაბ კოსტავასა და მამარდაშვილს შორის პოლემიკა!”………სამწუხაროდ სახაროვ-გორბაჩოვ-მამარდაშვილის პროექტი -”მცირე იმპერიიდან”- საქართველოდან დაპყრობილი ერების გამოყოფის პროცესი მიმდინარებს ”წარმატებით”…ჯერ ოსები და აფხაზები გამოგვეყნენ ,შემდეგ მეგრელების ,სვანების,აჭარლების, ჯავახების …ჯერია… ამაზე მეტი მტრობა საქართველოსთვის მე არ ვიცი…By: mariko აი ესაა მისი ფასი ამ დარგში… ფილოსოფიაში კი დაწერეთ რაც გინდათ:)

  5. „განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა საბჭოთა ვითომ დისიდენტს (სინამდვილეში კი სსრკ და მსოფლიო ფარული პოლიტიკური ელიტის უგავლენიანეს წევრს, ა.სახაროვს — არაკაცსა და ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტრიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული არაკაცი მ.მამარდაშვილი – გორბაჩევის ოჯახის ახლო მეგობარი და არაკაც ა.სახაროვის უახლოესი თანამზრახველი.
    მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვისეული პროექტით.

    მათს შორის უმნიშვნელოვანესები იყო:

    О ПОРЯДКЕ РЕШЕНИЯ ВОПРОСОВ, СВЯЗАННЫХ С ВЫХОДОМ СОЮЗНОЙ РЕСПУБЛИКИ ИЗ СССРЗАКОН ВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 3 апреля 1990 г. N 1409-I(ВВСС 90-15)

    Статья 2. Решение о выходе союзной республики из СССР принимается свободным волеизъявлением народов союзной республики путем референдума (народного голосования). Решение о проведении референдума принимается Верховным Советом союзной республики по собственной инициативе или по требованию, подписанному одной десятой частью граждан СССР, постоянно проживающих на территории республики и имеющих право голоса согласно законодательству Союза ССР.

    Референдум проводится в порядке, определяемом Законом СССР, Законом союзной, автономной республики о референдуме, если их положения не противоречат настоящему Закону.

    Статья 3. В союзной республике, имеющей в своем составе автономные республики, автономные области и автономные округа, референдум проводится отдельно по каждой автономии. За народами автономных республик и автономных образований сохраняется право на самостоятельное решение вопроса о пребывании в Союзе ССР или в выходящей союзной республике[/U], а также на постановку вопроса о своем государственно правовом статусе.

  6. ამ კანონში ყველაზე არსებითი იყო ის, რომ სსრკ-დან შესაძლო გასვლის პროცესში განსაკუთრებული და სპეციფიური სეპარატისტული უფლებები მიენიჭათ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს — რომელთაც ამა-თუ-იმ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში მიენიჭათ უფლება გამოჰყოფოდნენ გამავალ რესპუბლიკას და თვით დარჩენილიყვნენ სსრკ შემდაგენლობაში.

    О РАЗГРАНИЧЕНИИ ПОЛНОМОЧИЙ МЕЖДУ СОЮЗОМ ССР И СУБЪЕКТАМИ ФЕДЕРАЦИИЗАКОНВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 26 апреля 1990 г. №1457-I (ВВСС 90-19)

    Статья 1. Союз Советских Социалистических Республик является суверенным социалистическим федеративным государством. Союз ССР обладает полномочиями, которые субъектами федерации совместно отнесены к ведению Союза ССР.

    Союзные республики – суверенные советские социалистические государства, добровольно, на основе свободного самоопределения народов и равноправия объединившиеся в Союз Советских Социалистических Республик. Союзные республики обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР.

    Автономные республики – советские социалистические государства, являющиеся субъектами федерации – Союза ССР. Автономные республики, автономные образования входят в состав союзных республик на основе свободного самоопределения народов, обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР и союзных республик.

    ამ კანონში – რომელიც უმჭიდროვესად იყო დაკავშირებული ზემოთ მითითებულთან – სსრკ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით – ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ) .

    ზემორე ორი კანონი შეიქნა საფუძველი გორბაჩევის საკავშირო ტელევიზიით გამოთქმული მუქარისა საქართველოს მიმართ: „თუ საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან – იგი გავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“-ო. მიაქციეთ ყურადღება – გორბაჩევს არ უზსენებია აჭარა (რომლის სტატუსიც სპეციფიური იყო თურქეთთეან დადებული ხელშეკრულებით).

  7. კანონიერი სეპარატიზმს რეალიზება საქართველოში და მასთან ბრძოლა

    ● 1990 წლის 20 ივნისს – ეროვნული ძალების ზეწოლით — საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაიგმო საქართველოს ოკუპაცია და სსრ კავშირში ანექსია და იგი გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი ახალი, კანონიერი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.

    ● 1990 წლის 10 აგვისტოს – სამხრეთ-ოსეთის დეპუტატთა საბჭოს XIII სესიამ მიიღო პირველი კითხვით „სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის სუვერენიტეტის დეკლარაცია“.

    ● 1990 წლის 20 სექტემბერს – სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ”. რითაც იგი ცხადდებოდა “საკავშირო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად”, რომელიც “… დამოუკიდებელ კურსს განახორციელებდა ფედერაციასა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში”…

    ● 1990 წლის 20 სექტემბერს – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“.

    ● 1990 წლის 21 სექტემბრის – ეროვნული ძალების ზეწოლით – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ” დეკლარაცია, როგორც ანტიკონსტიტუციური, ცნო ბათილად.

    ● 1990 წლის 16 ოქტომბერეს – სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს XV (I) სესიამ კვლავ მიიღო ძალაში დატოვა თავისი დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

    ● 1990 წლის 28 ოქტომბრის – მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”.

    ● 1990 წლის 22 ნოემბერს – საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

    ● 1990 წლის 23 ნოემბერს – საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო მიმართვა სსრკ პრეზიდენტ გორბაჩევისადმი „ახალი საკავშირო ხელშეკრულების“ პროექტია შესახებ და უარი განაცხადა მის ხელმოწერაზე.

    ● 1990 წლის 28 ნოემბერს – სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს XV (II) სესიამ კვლავ დაადასტურა „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნა“, ამოღო დასახელებიდან „დემოკრატიული“ და დაადასტურა მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ დამოუკიდებელი სუბიექტი.

    ● 1990 წლის 11 დეკემბერს – მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება – „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“.

    ● 1991 წლის 23 მარტს – დაბა ყაზბეგში შედგა ზ.გამსახურდიასა და რუსეთის პრეზიდენტის ბ.ელცინის ოფიციალური შეხვერდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმება რუსეთთან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე – რუსეთმა აღიარა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება.

    ● 1991 წლის 31 მარტს – საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 კაცს (90,3 პროცენტი). რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

    ჩამოთვლილი სსრკ კანონები და ამ კანონების საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეალიზების მცდელობები ნათელს ხდიან და დოკუმენტურად ასაბუთებენ, რომ

    1. სეპარატიზმს საქართველოში „კანონიერი“ საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა სისტემამ.

    2. პრაქტიკული სეპარატიზმი საქართველოში დაიწყო მაშინათვე – როგორც კი „კანონიერი“ საფუძველი გაუჩნდა.

    3. „განახლებული საბჭოთა კავშირის“ ანუ „დსთ“-ს საზღვრები (ისევე როგორც საქართველოს ფაქტობრივი საზღვრები — აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე) შეთანხმებული იყო და არის სსრკ-აშშ-ს მალტის გარიგებით.

    4. 2008 წლის ბოლოს მოვლენებმა დაადასტურა, რომ მალტის ხელშეკრულება კვლავ ძალაშია და საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა შეუძლია მხოლოდ აფხაზეთისა და „სამხრეთ-ოსეთის“ რუსეთისათვის დათმობის ხარჯზე.

  8. ..სახაროვის ამ გეგმას( საქართველო-”მცირე იმპერია”) იზიარებდნენ პრაღის 24-ე რეზოლუციით,ტალიავინი თავისი ქართველი ექსპერტებით( რეგიონალიზაციის კონცეფციის მხარდამჭერები) … ანუ ” მცირე იმპერიას ”- საქართველოს უნდა გამოეყოს თვითგამორკვევის პრინციპით აფხაზები, ოსები, სვანები(მით უმეტეს არსებობს სვანური ენა), მეგრელები(mეგრული ენა არსებობს), აჭარლები, ჯავახები…

  9. ,,დიდი ფილოსოფოსი მამარდაშვილი” გორბაჩოვის რუსეთმა გამოიგონა. ამ გამოგონებას მხარი აუბა ოფიციალურმა თბილისმა და მისმა ყურმოჭრილმა ინტელიგენციამ. მამარდიზმი შედგება ორი შრისგან. ერთია ანტიქართული იდეა, რაც მასში ჩანერგა მამამ, რუსის ოფიცერმა. მეორეა არაჯანსაღი ჟურნალისტური ჟონგლიორობა, რასაც თვითონ ფილოსოფიას უწოდებდა. როცა რუსეთი გონს მოვა და გორბაჩოვს გაასამართლებს, მამრდაშვილი იქ აღარავის ეხსომება. ხოლო თუ ქართველმა ერმა როდისმე გაიღვიძა, აქ ვერავინ გაბედავს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას – ვერც ფირალიშვილი, ვერც გვახარია, ვერც ზედანია, ვერც ლადარია. ერთი დაუკვირდით, ვინ სცემს თაყვანს ბატონ მამარდაშვილს. ის თავისებურად განათლებული კაცი იყო, მაგრამ ფილოსოფოსობა, მით უფრო დიდი ფილოსოფოსობა სულ სხვაა.

  10. ,,დიდი ფილოსოფოსი მამარდაშვილი” გორბაჩოვის რუსეთმა გამოიგონა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ გამოგონებას მხარი აუბა ოფიციალურმა თბილისმა. როცა რუსეთი გონს მოვა და გორბაჩოვს გაასამართლებს, იქ მამარდაშვილი სამუდამოდ დაავიწყდებათ. მამარდიზმი ორფენოვანი მოვლენაა. ერთია ანტიქართული იდეა, რაც მამამ, რუსის ოფიცერმა ჩაუნერგა შვილს. მეორეა ჟურნალისტური ჟონგლიორობა, რაც ბატონმა მერაბმა ფილოსოფიად გაასაღა. ავადმყოფი ხალხი ყოველივე არაჯანსაღს ფილოსოფიად მიიჩნევს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: