Posted by: burusi | 20/09/2010

ვასილ კობახიძე – “პროქართველობის მანიფესტი ანუ ბონჟურ პრენს დავიდ”

ბასილ კობახიძე – Basil Kobakhidze

ვასილ კობახიძე – Basil Kobakhidze

Nolite conformari huic saeculo (Rom. 12, 2)

ნუ თანა–ხატ–ექმნებით სოფელსა ამას (რომაელთა 12, 2)

მოციქულ პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ

– Вы автор знаменитого в 80-е годы вышедшего самиздате “Трактата о гнидах”. Ваше определение гниды – интеллектуального, научного или художественного помощника новых господ Польши в глубине души антикоммуниста, но занятого оправданием их власти и своего им подчинения… Теперъ спустя много лет вы что-нибуть исправили бы в своих мнениях?

– Нет, ибо гнида – историческое понятие. Я занимался не характерологическим типом человека, а позицией интеллектуальных сливок ПНР в 1970-х. Можно сказать что при Беруте гниды не существовало. Она сформиравалась 60-70-е, то есть в период стабилизации. В ситуации, когда с одной стороны стояли коммунисты, а с другой начал пробиватсья зародыш опозиции (мартовские события). Люди идут в тюрьмы, а как ведет себя интеллектуальная элита? Создает идеологию жизни по середке. Не дать себя изловить на коммунистической пропаганде, но в то же время ни в коем случае не вдаваться не в какую оппозиционную деятельность, которая была бы хоть сколько-то опасна. Как это оправдать? Они должны были сказать – я боюсь, потому что я не храбрец, а это кровавый режим. Но что характиризует гниду? То, что она в жизни ничего такого не сказала! Нет, она всегда утверждала, что делает это на благо польской культуры, ради выживания биологической ткани нации. А почему гнида – явление историческое? Потому что после объявления военного положения она исчезла. Она искренне превратилась в героя. Когда я был интернирован, ко мне домой, куда прежде ходитъ боялись, приходили те же самые люди, притом теперь это было действительно опасно. Военное положение стало потрясением для этой интеллигентской элиты. Оказалосъ, что гнида готова рисковать – даже безопастностю своих близких. Я в своем тезисе ничего не изменил бы. Я описал явление… Мне действительно было все равно какое впечетление произведет трактат: я жаждал написать правду и ничего больше…

– Может ли быть демократия такой же хорошей питательной почвой для гниды?

– Нет, тут моему трактату делать нечего, такие люди скользкие, лавирующие, лишенные характера, такие что и Богу свечку поднесут и черту кочергу, были всегда и в разговорной речи их называют “гнидами”. Они есть в любом обществе и при любом режиме – быть может даже составляют большинство… То, о чем мы говорим выходит наружу собственно в ситуации конфликта, борьбы. Конечно, при демократии вовсю распоясываются люди с такими чертами характера, и демократия от них ни в коем мере не защищает.

“Noblesse Oblige”. Беседа с Петром Вежбицким. Журнал “Новая Польша”, N 10, 2005.

მეტნაკლებად welcome.

დარჩიაშვილი დავითი, ესკვაირი

შესავალი

ცნობილი ქართველი ლიბერალის, დემოკრატის, პოლიტოლოგის, ექსპერტის, პოლიტიკოსის და ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის (უნდა გვახსოვდეს უახლესი ისტორია!) სტატიამ „რუსული და დასავლური ორიენტაციების შიდაქართული საფუძვლები “http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=41 იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე დამეწერა „პროქართულობის მანიფესტი“. ტექსტის შესავალში კი აუცილებლად უნდა შევეხო რამდენიმე გენიალურ თეზისს სერ დავითის სტატიიდან.

უპირველეს ყოვლისა, სრულიად და უსაზღვრო სიხარულით ვეთანხმები ავტორის აზრს, რომ „ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ წრეებსაც ყავს პერსონაჟები, რომლებიც სეზონურად იცვლიან შეხედულებებს თანამებრძოლებთან პიროვნული უთანხმოების, ოჯახურ-კლანური ტრადიციების სიმტკიცის თუ რაიმე უფრო მერკანტილური გარემოებების გამო“. მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, ვკითხულობთ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბატონი დავითი იმდენად ასცდა ჩვენს სამშობლოში არსებულ რეალობას, რომ მართლაც ვეღარ აღიქვამს ადეკვატურად მარტივ მოცემულობებს. გარეშე თვალისთვის კი ეს ჩანს, როგორც ელემენტარული ცინიზმი და კონიუქტურისადმი დამორჩილება. ავტორს მოყავს მარქსის ციტატა: „მარქსი ამბობდა და თანამედროვე ისტორიკოსებიც ეთანხმებიან, რომ ”ადამიანები საკუთარ ისტორიას ქმნიან, მაგრამ არა საკუთარი ნებით შერჩეულ გარემოებებში”, მაგრამ რატომღაც ავიწყდება მარქსის უფრო ცნობილი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. ჩემი აზრით, გერმანელი ფილოსოფოსის ამ შეხედულების ერთ–ერთი ნათელი დადასტურებაა ბატონი დავითის სტატია. მარქსის მოყვანილ ციტატასთან დაკავშირებით გავიხსენოთ პარიზის კრიმინალური პოლიციის ერთ–ერთი უფროსის ცნობილი გამონათქვამი (ეს პიროვნება წარსულში თვითონ იყო კრიმინალი): „არ არსებობენ არავითარი პრინციპები, არსებობენ მხოლოდ გარემოებები“.

საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები, წერს ბატონი დავითი „ორ, პირობითად პრორუსულ და პროდასავლურ ბანაკებად შეიძლება დავაჯგუფოთ“, მაგრამ განა როდესმე საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსს მართლაც გულწრფელად გაუზიარებია რომელიმე, თუნდაც ყველაზე შავბნელი პოლიტიკური იდეოლოგია? განა ვთქვათ ჩვენი რესპუბლიკელები მართლაც რესპუბლიკელები არიან? ან ქრისტიან–დემოკრატები ქრისტიან–დემოკრატები? ან ლეიბორისტები ლეიბორისტები? მართალია, მხოლოდ ახალი მემარჯვენეები მიყვებიან ერთგულად მათი ფრანგი კოლეგების (Nouvelle Droite) გზას, თუმცა დავით გამყრელიძეს ჯერ კიდევ ბევრი უკლია ალექსის დე ბენუამდე. განა საქართველოში მართლაც არსებობენ ევროპული გაგებით პოლიტიკური პარტიები? ასე რომ იყოს, განა პოლიტიკოსები კალიებივით იხტუნავებდნენ „პროდასავლური“ ბანაკიდან „პრორუსულ“ ბანაკში და „აბრატნა“? განა ავტორმა არ იცის, რომ საქართველოში არსებობენ მხოლოდ „სასტავები“, რომელთაგან ერთი ხელისუფლებაშია, ხოლო დანარჩენები ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან? ცნობისათვის, იგივე სიტუაცია არის სომალიშიც, ასე რომ რაღაცა განსაკუთრებული არ ხდება.

„სასტავები“ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებენ და პოლიტიკური იდეოლოგიასა და ღირებულებებს ამ პროცესში არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ. პატივცემული ავტორი წერს: „პრობლემა ისაა, როდესაც ლექსსა და პოლიტიკას, ესთეტიკურ ემოციასა და იდეოლოგიას ვერ არჩევენ. ცალკე ჯგუფი ან ქვეჯგუფია რელიგიის და პოლიტიკის, საერო და საეკლესიო სფეროების აღმრევთა კოჰორტა. ბოლო დროს მან განსაკუთრებით იმრავლა – ზოგჯერ დაუფიქრებლად თუ ემოციურად განწყობილთა, ზოგჯერ კი კონიუქტურის კარნახით მოქმედთა ხარჯზე. მათთვის დიდი სჯულის კანონი სამოქალაქო კანონმდებლობის ჩამნაცვლებელია და მნიშვნელობა არ აქვს, ეს უკანასკნელი სამართლიანი და დემოკრატიულია თუ არა“.

განა იმ „სასტავის“ წარმომადგენლები, რომლის წევრიც ბატონი დავითია, ზუსტად ასე არ იქცევიან? მაგალითად მართლმადიდებლურ– პატრიოტულ ფრონტზე „სასტავიდან“ დანიშნულები არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, დიმიტრი შაშკინი და სხვები. დავიჯეროთ, „სასტავმა“ რომ უბრძანოს გიგა ბოკერიას ან დავით დარჩიაშვილს უგულავას ჩანაცვლება ამ ფრონტზე, დიდი სანთლებით ხელში პატრიარქის წინ წამოჭიმვა, წვერის მოშვება, ჯვრიანი ეთნოქუდების დახურვა და ტელევიზიაში რელიგიურ–პატრიოტული „რეჩების დარტყმა“, ეს ორი ლიბერალი არ შეასრულებს ამ ბრძანებას? ვინ ჰგონია დავით დარჩიაშვილს მკითხველი? ხელისუფლებას ხიბლი აქვს და რყვნის,. ეს ხიბლი დღენიადაგ გვემუქრება ყველას, ვინც ხელისუფლებაში ვართო – აცხადებს ის ლორდ აქტონთან ერთად. მისი სტატიიდან კი ჩანს, რომ ხელისუფლება არამარტო რყვნის, არამედ მორალური და ინტელექტუალური სიცხადის დაკარგვასაც იწვევს.

ბატონი დავითი წერს: „პროდასავლური ორიენტაციის ბანაკში კი ორი ძირითადი ჯგუფია – უფრო ნაციონალისტური და უფრო ლიბერალური. ერთს რუსული იმპერიალიზმისათვის წინააღმდეგობის გაწევის მოთხოვნილება ამოძრავებს, მეორეს – დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე გაყრდნობით ახალი საქართველოს მშენებლობის სურვილი“. ეს ციტატა უბრალოდ სასაცილოა და აჩვენებს, რომ ავტორი მკითხველს უბრალოდ იდიოტად თვლის, ხოლო თვითონ კი იმდენად ჩაეფლო თავისი სახელისუფლებო „სასტავის“ კორპორატიულ სუბკულტურასა და „დვიჟენიებში“, რომ გარეთ ვეღარაფერს ხედავს. საინტერესოა, ვინ არის ამ „პროდასავლური“ ორიენტაციის ბანაკში უფრო ნაციონალისტური, ხოლო ვინ – უფრო ლიბერალური? აბა ერთი დავფიქრდეთ : უფრო ნაციონალისტური – დავით კირკიტაძე? თვითონ პრეზიდენტი? პუშკინის ძეგლთამჟლეტელი ნუგზარ წიკლაური? პირადად მე ერთადერთს ვხედავ მხოლოდ ელდარ კვერნაძეს. უფრო ლიბერალური – გიგა ბოკერია? უგულავა? თვითონ ესკვაირი დავითი? განა ერთი ბრძანება არ არის საკმარისი, რომ ამ „პოლიტიკოსებმა“ აქეთ–იქით ხტუნაობა დაიწყონ ან მსხვილი „მერკანტილური“ მიზეზის შემთხვევაში სრულიადაც პუტინის კალთაში ისკუპონ?! თუ მე ვიყავი ოთხი წელი ამ საცოდავი ქვეყნის პრემიერ–მინისტრი?

ავტორი ამით არ კმაყოფილდება და შემდეგ იწყება პოლიტოლოგიური ანალიტიკის ზეიმი. ცხადია, თავის „სასტავს“ ბატონი დავითი „პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ჯგუფს“ უწოდებს და აგრძელებს: „ამ ბანაკშიც არიან მედროვენი, მითუმეტეს თუ პროდასავლური ორიენტაციის მქონეთა საგრძნობი ნაწილი ხელისუფლებაშია. ხელისუფლება თავისთავადაა მიმზიდველი ნებისმიერი იდეოლოგიის არაფუნდამენტალისტური წევრებისათვის. ეს არაა ტრაგედია – სინამდვილეში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბნეული ან წინააღმდეგობრივი იმპულსების მატარებელია და ვინც რა მოტივით არ უნდა მოდიოდეს პროდასავლურ ბანაკში, რომელიც მე პირადად ქვეყნის მომავლის მშენებლობის ერთადერთ საფუძვლად მიმაჩნია, მეტნაკლებად welcome“.

აღნიშნული ციტატა წარმოადგენს უკიდურეს ცინიზმს, მკითხველის შეურაცხყოფას და გათვლილია იმ ახალგაზრდების გარყვნაზე, რომლებიც მომავალში პოლიტიკურ მოღვაწეობას დააპირებენ. თურმე „ხელისუფლება თავისთავადაა მიმზიდველი ნებისმიერი იდეოლოგიის არაფუნდამენტალისტური წევრებისათვის“, ანუ უპრინციპო და კონფორმისტი მამაძაღლებისათვის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისა და მატერიალური უზრუნველყოფისათვის ყველაფერზე წამსვლელნი არიან. „ეს არაა ტრაგედია“ – გვამშვიდებს ესკვაირი დარჩიაშვილი – ვინც რა მოტივით არ უნდა მოდიოდეს ჩვენს “სასტავში”, მეტნაკლებად ველქომო. გასაგებია, ბატონო დავით, რომ თქვენ, ბატონი გია ნოდია, ის სინიორი– ქართველი ჯოვანი ჯენტილე კარგად ცხოვრობდით და კარგად ცხოვრობთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ… მაგრამ იმ მცირერიცხოვანი ახალგაზრდა ინტელექტუალების, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლა უნდათ და გააჩნიათ პრინციპები და ღირებულებები, მათი გარყვნის უფლებას არ მოგცემთ, რადგან ამ საცოდავი ქვეყნის იმედი სწორედ ეს ახალგაზრდებია…

ბოლოს, სერ დავითი მომხიბვლელი უტიფრობით თვლის ლიბერალ–დემოკრატებს, ვისაც პოლიტიკური პრინციპები და ღირებულებები გააჩნია და არ მოსწონს ხელისუფლბაში მყოფი „სასტავის“ ქმედებები უპრინციპო ქამელეონებად და თითის ქნევით მოძღვრავს: “მაგრამ რა არ უნდა გააკეთოს, ეს ჩემთვის ცხადიცაა და უფრო ადვილად სათქმელიც. მიუხედავად იმისა, თუ რატომ და როგორ უპირისპირდება იგი ხელისუფლებას, არ უნდა შედიოდეს კავშირში, არ უნდა მოქმედებდეს კოორდინირებულად პრორუსულ ძალებთან”. ანუ სავალდებულოად, ის ადამიანი ვინც არ ეთანხმება, არც სახელისუფლო “სასტავისა” და არც ძალაუფლების წადილით აღტკინებულ დანარჩენი “სასტავების” პოლიტიკას, პრორუსულ ძალებთან ითანამშრომლებს, თუ თავისი “სასტავის” მიერ ჯერ–ჯერობით “ლიბერალი პოლიტიკოსის” პოსტზე დანიშნულმა ყველაფრის ექსპერტმა არ შეაჩერა!. საერთოდ ბატონი დავითის სტატიიდან კიდევ უფრო ცხადი ხდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ორი პოლუსის არსებობის დამღუპველობა და პოლიტილური ცხოვრების მრავალპოლუსიანობის სასიციცხლო აუცილებლობა.

მაგრამ ჩემში ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია სერ დავითის შემდეგმა შეხედულებამ : „ხშირად გავიგონებთ, რომ მთავარი პროქართველობაა. მაგრამ, სინამდვილეში დასავლურ-რუსული დიქოტომიიდან თავის არიდება და ქართველობაზე ლაპარაკი პოლიტიკური დემაგოგიაა“. ამიტომაც გადავწყვიტე დავწერო პროქართველობის მანიფესტი.

პროქართველობის მანიფესტი

უზენაესი ჭეშმარიტებაა, რომ ქართველი ერის ერთადერთი გზა მხოლოდ პროქართველობაა. ქართველი ერი, როგორც გენეტიკური ერთობა, წარმოადგენს სრულქმნილ და თვითკმარ ორგანიზმს. ამ ორგანიზმის დასახასიათებლად ვიხმარ ტერმინს კათოლიკური თეოლოგიიდან – societas perfecta. ანუ, ქართველი ერი თავის თავში მოიცავს ყველაფერს, რაც მას სჭირდება არსებობისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, ქართველი ერი არის სრულყოფილი, სრულქმნილი, უნაკლო, ავთარქიული ერთეული, რომელიც იმყოფება აბსოლუტურ ნირვანაში, ანუ ისევ ქართულად რომ ვთქვათ, ზეაღმატებულ სულიერობაში. აქედან ცხადია, რომ ქართველ ერს არ სჭირდება არავინ და არაფერი. დანარჩენ მსოფლიოს სჭირდება ეს ერი საზეპურო. და თვით ქართველობაზეა დამოკიდებული უწილადებს თუ არა ის სიბრძნესა თვისსა სხვა ხალხებს.

ქართველი ერის უამრავი სრულყოფილი თვისებებიდან ყურადღებას შევაჩერებ მხოლოდ ორზე: პირველი ეს არის ქართველების გენეტიკური სრულქმნილობა. მართლაც, ქართველის გენი არის ქართული, მართლმადიდებლური, ვაჟკაცური… გენი ქართული თვითონ იცავს საკუთარ გენეტიკურ კოდს უცხო მინარევებისაგან. ქართული გენეტიკის ეს საოცარი უნარი საკუთარ თავზე გამოვცადე. ბებიაჩემის ბებია ბაღდასაროვა გახლდათ, მაგრამ თაობიდან თაობამდე ქართული გენეტიკა განაგდებდა უცხო გენებს და სწორედ ჩემს თაობაზე ჩვენი გენეტიკური კოდი სრულიად სუფთა და წმინდაა, ისეთი, იულიუს შტრაიხერსაც რომ შეშურდებოდა. მკითხავთ, საიდან ვიცი ეს? საიდან, და ვგრძნობ, თვითონ ვგრძნობ, მამულიშვილნო, რომ გენები ჩემი მხოლოდ მართლმადიდებლური და ქართულია. და არყის მრავალ ბრენდთა შორის ყოველთვის ვარჩევ „უშბას“.

მეორე თვისება, ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი სიბრძნე, ზეაღმატებული სიბრძნე ესე ჩაბუდებული და კონდენსირებულია ჩვენი ეროვნული ფოლკლორის მარგალიტებში. მაგალითისთვის განვიხილოთ ყოველი ქართველისათვის საყვარელი სიმღერის ტექსტი და ვნახოთ მასში ჩაქსოვილი ვეებერთელა სიბრძნე. მტრებით გარშემორტყმული ქართველი ომახიანად მღეროდა და მღერის:

„ტრულაილას ფული რათ უნდა

ტრულაილა თვითონ ფულია.

ამოიღებს და დახარჯავს,

ვითომაც არა ჰქონია.

ტრულაილა, შენი ჭირიმე,

გიმღერის მთელი ერია…“

განა იმანუელ კანტმა თავის პირქუშ კენისბერგში მოიფიქრა ეს ჭეშმარიტება – საგანი თავის თავში ? განა ბებერი ერეტიკოსი კანტის გონებაში აღმოცენდებოდა Ding an sich? ქართველი ხალხი ჯერ კიდევ როდის მღეროდა : ტრულაილას, როგორც ასეთს, ფული არ უნდა, რადგან ამავე დროს ტრულაილა თვითონ არის ეს ფული თავის თავში და ამოიღებს და დახარჯავს რა, ის განაგებს ფულს, ანუ ონტოლოგიურ რეალობას. შემდეგ, სიმღერის ტექსტი გადადის პოლიტიკურ თეოლოგიაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ქართველი ერი, რომელიც არის societas perfecta, შენი ჭირიმეო უმღერის ტრულაილას. ცხადია, აქ ტრულაილა უკვე არის სიმბოლო, სიმბოლო იმისა, ვისაც შეიძლება უმღეროს ისეთმა ერმა, როგორიც არის ქართველი ერი. ვინ არის იგი? პასუხი მარტივია – ტერმინი „ტრულაილა“ აღნიშნავს ერის მამას, ხოლო თუ ვინ არის თვითკმარი და ავთარქიული საზეპურო ერის მამა, ამგვარი კითხვის დასმას მკითხველს ვერ ვაკადრებ! ამგვარად, კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე წარმოჩნდება, როგორც ჩვენი ერის ტრულაილა. პატრიარქი, როგორც ტრულაილა, თავის თავში შეკრებს ერის ყველა დადებით თვისებას (რადგან ქართველ ერს უარყოფითი თვისება არა აქვს). პატრიარქი, როგორც ერის ტრულაილა, ამ თვისებათა ერთობლიობის კონვერტაციას ახდენს იმ მეტაფიზიკურ სიდიდედ, რომელიც სიმღერაში სიმბოლურად აღინიშნება ტერმინით „ფული“. პატრიარქს, როგორც ერის ტრულაილას, ეს ერი უმღეროდა, უმღერის და კვლავაც უმღერებს. პატრიარქს, როგორც ერის ტრულაილას, ერი ესე უკვე ზეცაში მყოფი, ეუბნება – შენი ჭირი მეო!

უზენაესი ხელოვნებისა და ხალხური სიბრძნის სიმფონიის ნიმუში, ზემოთაღნიშნული სიმღერა ამით არ მთავრდება. იგივე სიტყვებით ქართველი აგრძელებს სიმღერას: “ასტამურას ფული რათ უნდა… ასტამურ, შენი ჭირიმე…“ გამოჩნდება ვინმე ბოროტი და ავადმსუნთქავი და იკითხავს : მოვიდა თოვლი და ქართველი ერი ვეღარ არჩევს ვის უმღერისო? მაგრამ ელემენტარული ანთროპოლოგიური და ისტორიული ინფორმაციის მფლობელმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტ ერს სჭირდება არა მარტო უმაღლესი ქურუმი, არამედ უმაღლესი ბელადიც. სწორედ ეს ორი ერკემალი უნდა მიუძღოდეს ქართველთა ერთობას დიადი მიზნისაკენ. ვინ არის ეს ასტამურა, რომელსაც ასევე მთელი ერი უმღერის შენი ჭირიმეო? პასუხი აქაც მარტივია: პრეზიდენტი სააკაშვილი. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც ქართველი ერის ასტამურა, აღავსებს და სრულქმნის ქართველი ერის მეტაფიზიკურ რეალობას, რომელიც უკვე დაფუძნებული და კურთხეულია იგივე ქართველი ერის ტრულაილას მიერ. პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც ქართველი ერის ასტამურას, იდეათა არსობის სამყაროში გაჰყავს გზები, რათა ერმან მისმან იხილოს ნათელი. პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც ქართველი ერის ასტამურა, კიდევ მრავალ დაბრკოლებას გაარღვევს, რათა გზა პროქართულობისა, იყოს ვრცელი და გრძელი.

მამულიშვილნო, გთავაზობთ ჩვენი ნამდვილი ეროვნული ჰიმნის ლინკს და დაბეჯითებით გთხოვთ კიდევ ერთხელ მოუსმინოთ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: