Posted by: burusi | 15/09/2010

ეკატერინე ბაღდავაძე

ეკატერინე ბაღდავაძე – ბედნიერების სამეფო – მანანა; Ekaterine Bagdavadze – Happiness kingdom – Manana. 1971

ეკატერინე ბაღდავაძე – Ekaterine Bagdavadze (1916-1975)

პორტრეტის ჟანრში ეკატერინე ბაღდავაძე ფაქიზ ფსიქოლოგად და შესანიშნავ ფიზიონომისტად გვევლინება. ადამიანის განცდები და განწყობილებები, რომელთა ასახვაც მრავალი მისი ნამუშევრის მთავარი ამოცანაა, სწრაფად იცვლება და დიდ დაძაბვას მოითხოვს მხატვრისაგან. უმრავლეს შემთხვევაში ბაღდავაძე წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანას. მისი წერის მეთოდი “ა ლა რიმა” სავსებით შეესიტყვება განწყობილებათა დინამიზმს…

ეკატერინე გაჩეჩილაძე

ეკატერინე ბაღდავაძის გმირთა გამომეტყველება ყოველთვის ამჟღავნებს მათ აქტიურ ემოციურ დამოკიდებულებას სამაყროსთან. ავტორი ცდილობს მნახველთა მჭიდრო კონტაქტის დამყარებას. ამ მიზნის განსახორციელებლადაა მიმართული ბაღდავაძის ნამუშევართა ფორმა: მისი პორტრეტებისთვის, დამახასიათებელი ლაკონური კომპოზიციები, სივრცის შეზღუდვა მუქი ფონით: პიროვნების გამოსახვა სასურათო სიბრტყესთან ახლოს, რელიეფური მონასმები, რომელთაც თითქოს ჩარჩოდან გადმოჰყავთ ფიგურა, მიმზიდველი ფერადოვანი გადაწყვეტა: გარე ფორმის დაუსრულებლობა ნაწარმოების შინაგანი დასრულების დროს, რასაც შესრულების ეტიუდური მანერაც განაპირობებს, აძლიერებს მაყურებელთა კონტაქტს, თანაავტორობის შესაძლებლობას აძლევს მას. უპირველეწს ყოვლისა კი მაყურებელთან კონტაქტის დამყარებას განაპირობებს. ასახულ პიროვნებათა განწყობილებისა და განცდებისგულწრფელი გამომჟღავნება და ის კეთილგანწყობილება, რაც გამოსჭვივის მათ სახეებში…

კ. სანაძე

ეკატერინე ბაღდავაძის შემოქმედებაში შრომის თემა მშვიდობის თემასთანაა გადაჯაჭვული. ამ თემაზე შექმნილ ნამუშევრებშიც ნათლად ვლინდება მხატვრის ესთეთიკური კონცეფცია. მას ომთან და ყოველგვარ ბოროტებასთან ბრძოლის საუკეთესო გზად მიაჩნია მშვენიერების ასახვა. საინტერესო ნამუშევრები შექმნა ბაღდავაძემ პეიზაჟის ჟანრში. მისი პეიზაჟები ყოველთვის მაცოცხლებელია ადამიანთა ფიგურებით, ხოლო კომპოზიციებში თითქმის ყოველთვის შეტანილი პეიზაჟი, რომელიც აქტირუ როლს თამაშობს განწყობილების შექმნაში, ამიტომ ბაღდავაძის პეიზაჟებსა და კომპოზიციებს შორის მკვეთრი საზღვარი არ არსებობს. მას ბუნება აინტერესებს მხოლოდ ადამიანთან დამოკიდებულებაში…

გ. თოიძე

ეკატერინე ბაღდავაძის მრავალფიგურიანი კომპოზიციები თემატურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ თემას. ეკატერინე ბაღდავაძე ბუნებით რომანტიკოსია და ბუნებრივია, რომ ისტორიულ წარსულში განსაკუთრებით ის თემები აინტერესებს, რომელთაც პოეზიის შარავანდედი მოსავს, კერძოდ ეპიზოდები ქართველი და რუსი პოეტების ურთიერთობიდან. მათში მჟღავნდება სტუმართმოყვარეობისა და მოძმე ხალხთან მეგობრობის ეროვნული ტრადიციები. ეს თემები იმითაც იზიდავს მხატვარს, რომ საშუალებას აძლევს გადმოსცეს ფერწერის თვალსაზრისით საინტერესო მდიდარი მასალა-ძველებური ქართუილი ტანსაცმელი და აქსესუარები…

ვ. სიდამონ ერისთავი

წყარო: http://art.dlf.ge
ეკატერინე გაჩეჩილაძე “ეკატერინე ბაღდავაძე”


Responses

  1. სალამი! ძალიან სასიამოვნოა რომ ხელს უწყობთ ქართველი მოღვაწეების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თაობისათვის საინტერესო ფორმით ახერხებთ ყოველივე ამას!
    ერთი თხოვნა მექნება ამ კონკრეტულ ინფორმაციასთან მიმართებაში: იქნებ მიუთითოთ ის წყარო საიდანაც ზემოთ მოყვანილი აბზაცებია ციტირებული. წყარო ეკატერინე გაჩეჩილაძის შესავალი წერილია, რომელიც ეკატერინე ბაღდავაძის ალბომშია დაბეჭდილი. თქვენს მიერ მოყვანილი აბზაცები ნამდვილად არ ეკუთვნის ქვემოთ მიწერილ ავტორებს.

    დიდი მადლობა, წინასწარ!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: