Posted by: burusi | 15/09/2010

ეკატერინე ბაღდავაძე

ეკატერინე ბაღდავაძე – ბედნიერების სამეფო – მანანა; Ekaterine Bagdavadze - Happiness kingdom - Manana. 1971

ეკატერინე ბაღდავაძე – Ekaterine Bagdavadze (1916-1975)

ქართველი ფერმწერი კატერინე ნიკოლოზის ასული ბაგდავაძე დაიბადა 1916 წლის 27 ივნისს. საქართველოში, თბილისში. 1934-1940 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მხატვრები- უ. ჯაფარიძე ვ. სიდამონ-ერისთავი, მ. თოიძე, კ. სანაძე, დ. კაკაბაძე.

აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ფერწერის ფაკულტეტის ასპირანტურაში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო მოსე თოიძე. ასპირანტურის დამთავრებისთანავე მოეწყო მისი ნამუშევრების პირველი საანგარიშო გამოფენა-მხატვართა კლუბში, თბილისში.

1948 წლიდან ე. ბაღაშვილი მხატვართა კავშირის წევრია. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა გამომცემლობა “ნაკადულში” მხატვრულ-რედაქტორად.

1957 წლის 5 დეკემბერს თბილისში, ხელოვნების მუშათა სახლში გაიხსნა მისი ნამუშევრების მეორე პერსონალური გამოფენა. 1958 წ. ხელოვნების განვითარებაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით.

1960 წ. მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1966-1975 წლებში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ფერწერასა და კომპოზიციას ასწავლიდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე.
ბაღდავაძის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია სუფთა კოლორიტი და მაუყე ფერწერული მონასმები. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “გიორგი სააკაძე” (1946, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), “მანანა ორბელიანი მეგობარ ქალებს შორის” (1947, საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი) და სხვა. 1954 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ეკ. ბაღდავაძის ინდივიდუალური მონაცემები – ფერისა და კოლორიტის ფაქიზი შეგრძნება, სამყაროს რომანტიკული ხედვა, მ.თოიძის ყურადღებასა და სიმპათიებს იმსახურებდა.

მხატვარმა თავის შემოქმედებითი მრწამსი გამოავლინა უკვე პირველ პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც 1946 წელს მოეწყო; იგი დამთვარიელებლის წინაშე წარსდგა, როგორც მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე ხელოვანი.

ეკ. ბაღდავაძის ნაწარმოებთა ძირითადი ნაწილი მისი ფანტაზიით შექმნილი ქალთა პორტრეტებია; მათ შორის ხვდება განსხვავებული გარეგნობისა და ფსიქოლოგიის ტიპები, მაგრამ ძირითადად მისი ქალები მხატვრის იდეალს შეესაბამებიან. ყველა მათგანში ხაზგასმულია ქალურობა, სინაზე, სულიერი სიწმინდე, კდემამოსილება, გარეგნული სილამაზე.

ქალთა განზოგადებულ – იდეალიზებულ და, ამავე დროს, ხელშესახებად ცოცხალ, კონკრეტულ სახეებში ავტორი ქალის სხვადასხვა განცდასა და განწყობილებას გადმოსცემს. ქალი დედა, ქალი ხელოვანი, ქალი ხელოვანთა შთაგონების წყარო, ქალი მშრომელი, მშვიდობის მოსურნე, სიცოცხლით სავსე თანამედროვე გოგონები – აი, ის გმირები რომელთა სულიერ მოძრაობის ფიქსირებაა მხატვრის პორტრეტული ჟანრის ნამუშევართა უმრავლესობა.

პორტრეტების ქრონოლოგიური განხილვა გვიჩვენებს, რომ ადრინდელი ნამუშევრები (40იანი წლებისა) უფრო სადაა. სურათზე გამოსახულთა სახეებზე ყოფითი ზრუნვის კვალი იკითხება. ისინი ჩაფლულნი არიან საკუთარ სამყაროში. პორტრეტთა პირველი გმირების გულდახურულობას შემდგომში თანდათან ცვლის სულიერი მოძრაობის უფრო გულახდილი გამჟღავნება. სხეულის მოძრაობაც უფრო დინამიკური ხდება. გმირები იძენენ თანამედროვეობისათვის დამახასიათებელ შინაგან ტონუსს და გარეგნულ ნიშნებს. უფრო თვალსაჩინო ხდება მხატვრის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი დეკორატიულობა.

ე. ბაღაშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 15 აგვისტოს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

პერსონალური გამოფენები

1981 მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო.
1957 თბილისი, საქართველო.
1946 მხატვართა კლუბი, თბილისი, საქართველო.

ჯგუფური გამოფენები

1999 თამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო.
1997 ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.

ნამუშევრები დაცულია

საქართველიოს სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, საქართველო
ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: