Posted by: burusi | 14/09/2010

ნათელა იანქოშვილი

ნათელა იანქოშვილი

ნათელა იანქოშვილი – Natela Iankoshvili (1918-2008)

ნათელა იანქოშვილი დაიბადა 1918 წლის 28 აგვისტოს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943). იანქოშვილი ძირითადად პორტრეტისტი და პეიჟასტია. თბილისში 1960–82 მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა. ძირითადი ნამუშევრებია: პორტრეტები – “ნინო ჭავჭავაძე” (1958), “მამის პორტრეტები” (1959, ორივე – საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), “ნუკრია” (1958), “ირმა ჩოფიკაშვილი” (1960), “ანა კალანდაძე” (1961), “მუხრან მაჭავარიანი” (1969), “მედეა ჯაფარიძე” (1976), “ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1978), “მიხეილ თუმანიშვილი” (1978, ყველა – მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები – “მცხეთის ჯვარი” (1967), “კახეთი” (1974), “შატილის კუთხე” (1980); დაზგური გრაფიკა – “მეფე თამარი” (1960), “მთვარიანი ღამე” (1945). ავტორია სერიებისა: “სვანეთი”, “მექსიკა”, “კუბა”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის დასურათება (18 ილუსტრაცია, 1964–66). იანქოშვილს გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). თბილისში არსებობს “ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის მუზეუმი”.

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – 2002.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: