Posted by: burusi | 13/09/2010

ზურაბ რთველიაშვილი – “მათი ნებაა…”

ზურაბ რთველიაშვილი – Zurab Rtveliashvili

ზურაბ რთველიაშვილი – Zurab Rtveliashvili

ზურაბ რთველიაშვილი – “მათი ნებაა…”

მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,
რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.
მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,
,,იცეკვონ ფრთხილად” მთელი დილა, მათი ნებაა…

მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,
თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.
მათ უფლება აქვთ გაამრავლონ ახალი მოდგმა,
ცვითონ ტერფები გატაცებით, მათი ნებაა…

მათი საქმეა ააშენონ მაღალი სახლი,
ვიწრო კარები ჩამოკიდონ მძიმე კედელზე _
მათი ნებაა ჩუმად ერქვათ რჩეული ხალხი,
გაჭრან არხები გადაკეტონ ყველა საზღვარი.

მათი სურვილი ნათელია _ იარონ სწრაფად,
ათრიონ ბარგი, ვიდრე გზები არ დამთავრდება.
მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად,
და მშვიდად მოკვდნენ მომავლისთვის, მათი ნებაა…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: