Posted by: burusi | 13/09/2010

ზურაბ რთველიაშვილი – “ტატჰაგატა”

ზურაბ რთველიაშვილი – Zurab Rtveliashvili

ზურაბ რთველიაშვილი – Zurab Rtveliashvili

ზურაბ რთველიაშვილი – “ტატჰაგატა”

(ჩემს მეგობრებს, ტყე-პარკებს და ტბებს)

ის ისევ მოვა, ისევ მეტყვის ,,დაწერე ლექსი” ,
მას ჰქვია ბუდა, ის სიგარეტს ეწევა მშვიდად,
წავიდეთ ერთად, ტბის ნაპირებს ვაჩვენოთ პირი,
წავიდეთ სწრაფად ქალაქიდან ვისაც ეს უნდა.

ნახეთ ის ხალხი, რომ მოძრაობს იდუმალ წრეზე,
ასე უსახლო, უდაბური კედლების მიღმა,
ნახეთ ის თვალი ოცი წყვილი, ნახეთ ის სიტყვა,
თვალის ორბიტებს რომ ატყვია სიჩუმის მერე.

მე მივალ მასთან, ის ბუდაა, მან იცის ზუსტად,
როგორ გავიდე კარის მიღმა, რომ მივწვდე ხელებს,
ვისა ცარ დარჩა ამ ქალაქში არცერთი ბინა,
ვინც ალიონზე გამოექცა ქალაქის მცველებს…

მან მომცა სიყვა, რომ ტყვიებად არ აქცევს ბგერას,
მან მომცა ბგერა, რომ 108-ჯერ დავთვალო სიტყვა,
მას ჰქვია ტანტრა, ის არ მიშლის ლექსების წერას,
მას ჰქვია ბუდა, ის სიგარეტს ეწევა მშვიდად.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: