Posted by: burusi | 13/09/2010

ლევან ბერძენიშვილი – ბიოგრაფია

ლევან ბერძენიშვილი – Levan Berdzenishvili

ლევან ბერძენიშვილი – Levan Berdzenishvili

ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის რედაქტორად (1978-80), ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლად (1981-84), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1987-94), კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს.

1979 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა”). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.

1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” დირექტორი (1996-97), დააარსა “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი” (1996), ასრულებდა ფონდ “ქართუს” დირექტორის მოვალეობას (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

ამჟამად არის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

შრომები:

“ლათინური ენა. ნაწილი I.” შემდგენლები ლევან ბერძენიშვილი და მანანა ფხაკაძე. თსუ გამომცემლობა. თბილისი 1984.
“არისტოფანე: კომედიები” (ტომი I, არქანელები.მხედრები) თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-3-9
“არისტოფანე: კომედიები” (ტომი II, ღრუბლები.კრაზანები)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-4-7
“არისტოფანე: კომედიები” (ტომი III, მშვიდობა.ფრინველები)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 97899940-64-17-5

წყარო: http://ka.wikipedia.org


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: