Posted by: burusi | 11/09/2010

იუზა ვერულავა

იუზა ვერულავა - Iuza Verulava

იუზა ვერულავა – Iuza Verulava (1944 – 2009)

იუზა შალვას ძე ვერულავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ”მშენებლობასა და არქიტექტურაში ავტომატიზებული პროექტირების” კათედრის დამაარსებელი და პირველი გემგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. მრავალი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

იუზა ვერულავა დაიბადა 1944 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში. 1961 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 1–ელი საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. აქტიური სტუდენტი გამოირჩეოდა მეცნიერული აზროვნებით, იყო სახელობითი სტიპენდიანტი. 1965 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად. 1967 წელს სწავლა განაგრძო სპი–ს აგტ ფაკულტეტის ასპირანტურაში. 1970-71 წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბუქარესტის მათემატიკის ინსტიტუში. 1972 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

უდავოდ დიდია ბატონი იუზა ვერულავას დამსახურება სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის თვალსაზრისით. თავიდან იგი მუშაობას იწყებს კათედრაზე ”საინჟინრო-ეკონომიკურ გაანგარშებაში ელექტრონული გამომთვლელი მანქანები”, ჯერ უფროს მასწალებლად, შემდეგ დოცენტად. მისი უშუალო აქტიურობით და ძალისხმევით ჩამოყალიობდა ახალი კათედრა ”ავტომატიზებული დაპროექტების სისიტემები არქიტექტურასა და მშენებლობაში”, რომლის პირველი კათედრის გემგეც თვითონ იყო.

მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მძლავრი გამოთვლითი ცენტრით, სასწავლო ლაბორატორიები, სახელმძღვანელოები და მეთოდური მასალები სტუდენტებისათვის. ამ კათედრამ ღირსეული ადგილი დაიკავა როგორც სამშენებლო ფაკულტეტზე, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. იგი იქცა მძლავრ სასწავლო–სამეცნიერო ცენტრად, სადაც სამშენებლო ინდუსტრიისა თუ არქიტექტურული ქალაქ–გეგმარების ავტომატიზებული პროექტირების ურთულესი პრობლემები იქნა გადაწყვეტილი. დამუშავდა მრავალი ტექნიკური სიახლე, შეიქმნა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, მჭიდრო კავშირი დამყარდა საზღვარგარეთის უნივერსიტეტების შესაბამის კათედრებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.

1997 წელს ი. ვერულავა იცავს სადოქტორო დისერტაციას და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ ენიჭება ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2000 წლიდან იგი არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, შედეგ – ნამდვილ წევრად. მისი სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის დიაპაზონი ფართო და მრავალმხრივია. კვლევის საგანს წარმოადგენდა განაწილებულ–პარამეტრებიანი ობიექტების ოპტიმალური მართვის საკითხები, რთული ტექნიკური ობიექტების იდენტიფიკაციის თეორია, სტოქასტიკური სისტემების მათემატიკური მოდელირება. ბატონმა იუზამ დაამუშავა შენობათა სეისმედეგობის გაანგარიშების სრულიად ახალი პრინციპები, რაც ამ დარგის სპეციალისტთა მიერ მეცნიერის ერთ–ერთ თვალსაჩინო მიღწევად იქნა მიჩნეული.

პროფესორი ი. ვერულავა სხვადასხვა დროს მიწვეული იყო დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინის და ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში ლექციების და სემინარების ჩასატარებლად. იგი იყო გერმანიის სამეცნიერო აკადემიის რეფერატული ჟურნალის ექსპერტი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „ავტომატიკა და ტელემექანიკა“ რეზენზენტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
საქართველოს საინჟინრო აკადემია,
ჟურნალის რედკოლეგია


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: