Posted by: burusi | 09/09/2010

ო. ჰენრი – “მწვანე კარი”

O. Henry, prior 1910

ო. ჰენრი – O. Henry (1862-1910)

ო. ჰენრი – “მწვანე კარი”

თარგმანი ემზვარ კახაძისა

ადაპტირებული ტექსტი

ახალგაზრდა ფორტეპიანოების გამყიდველი რუდოლფ სტეინერი თავგადასავლების ჭეშმარიტი მაძიებელი ბრძანდებოდა. თითზე ჩამოთვლიდი საღამოებს, როცა ახლის ძიების სურვილს იგი გარეთ არ გამოეყვანა. დარწმუნებული იყო ცხოვრებაში ყველაზე აინტერესო ამბები მხოლოდ ქუჩების კუთხეებში შეიძლებოდა მომხდარიყო. თავგადასავლებზე კი იგი მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

ერთხელ, როცა ქუჩას მიუყვებოდა და მისი ყურადღება ზანგმა მიიპყრო, რომელსაც ხელში კბილის ექიმის სავიზიტო ბარათი ეჭირა. ზანგმა რუდოლს ბარათი ხელში ჩასჩარა, რომელის ერთი მხარე ცარიელი იყო, მეორეზე კი სამი სიტყვა ეწერა: „მწვანე კარი“. შემდეგ ახალგაზრდა ფორტეპიანოების გამყიდველმა დაინახა, რომ მისგან სამი ნაბიჯის დაშორებით ვიღაც კაცმა, ზანგის მიცემული სადარბაზო ბარათები ქუჩაში გადაყარა, როდესაც კაცი თვალს მიეფარა რუდოლფმა ერთი ბარათი აიღო. მასზე დანტისტის სახელი და მისამართი ეწერა.

მამაცი ფორტეპიანოების გამყიდველი კუთხეში შეჩერდა და მიმოიხედა. შემდეგ კი უკან დაბრუნდა და კვლავ ხალხის ნაკადს შეერია. როცა ზანგს მეორედ ჩაუარა, სავიზიტო ბარათი კვლავ მიიღო. იჯი ისე გადადგა ბარათისთვის თვალი არ მოუშორებია. მასზეც „მწვანე კარი“ ეწერა და როგორც პირველზე, ხელწერაც იგივე იყო. სამი თუ ოთხი ბარათი ტროტუარზე ეყარა. თითოეულზე დანტისთის სახელი და მისამართი ეწერა. რაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ბარათზე, ფაქტია, ზანგმა რუდოლფი ამდენ ხალხში ორჯერ გამოარჩია.

ახალგაზრდა კაცი ხალხს გამოეყო და იმ შენობის პირისპირ დადგა, რომელშიც მისი აზრით თავგადასავალი უნდა ყოფილიყო ჩაბუდებული. შენობა ხუთსართულიანი იყო და პირველ სართულზე მაღაზია განეთავსებინათ. ზედა სართულები კი უკვე ოთახებს ეკავათ.

შენობის დათვალიერებისთანავე რუდოლფი კიბესჩქარი ნაბიჯებით აუყვა. შესასვლელში სინათლე ოდნავ ბჟუტავდა. რუდოლფმა უახლოეს კარს შეხედა და დაინახა, რომ იგი მწვანე იყო. რამდენიმე წამი იყოყმანა, შემდეგ პირდაპირ მწვანე კარისკენ წავიდა და დააკაკუნა. კარი ნელ-ნელა გაიღო და გოგო გამოჩნდა, რომელიც ოცი წლისაც არ იქნებოდა. რუდოლფმა იგი ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა. შემდეგ კარები დაკეტა და ოთახს მზერა სწრაფად მოავლო. სისუფთავე, წესრიგი და უკიდურესი სიღარიბე აი ამ ოთახის რუდოლფისეული შეფასება.

…” გრძნობა დავკარე, არა?” – ძლივსგასაგოონად იკითხა გოგონამ – გასაოცარი არაფერია, სცადეთ სამი დღე არაფერი ჭამოთ და თავადაც ნახავთ.

”ღმერთო ჩემო” – წამოიძახა რუდოლფმა და წამოხტა. ”დამიცადეთ, მალე დავბრუნდები”. მწვანე კარისკენ გაქანდა და ოცი წუთში კარაქიანი პურით, მოხარშული ხორცით, ნამცხვრებით, პაშტეტებით, რძითა და ცხელი ჩაი მოიტანა. ”სისულელეა შიმშილი, სხვა დროს ასე აღარ უნდა მოიქცე” – ვახშამი მზადაა – თქვა მან.

ცოტა ფერზე მოვიდა თუ არა გოგონამ რუდოლფს საკუთარი ისტორია მოუთხრო. ეს იმ გულგრილობით გაცვეთილი ათასობით მსგავსი ამბავი იყო, რომელიც ქალაქში ყოველდღიურად ხდება – ისტორია მაღაზიაში მომუშავე გოგონასი, რომელსაც მცირე ანაზღაურება ჰქონდა, ხშირი ავადმყოფობის გამო ჯერ გასამრჯელო შეუმცირდა, შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, და იმ დრო, როდესაც იმედი სრულად გადაეწურა და ფუჭი ოცნებაც გაუქრა კარზე დაუკაკუნეს.

რუდოლფს გული გოგონასადმი სიმპათიით აღევსო.

– ნუთუ ყველაფერი ეს თქვენ გადაიტანეთ? – წამოიძახა კაცმა – ამ ქალაქში არც მშობლები გყავთ და არც მეგობრები?

– არავინ მყავს

– ამ ქვეყანაზე მეც ფაქტობრივად მარტო ვარ – ცოტა ხნის შემდეგ თქვა კაცმა.

– მოხარული ვარ – თქვა გოგომ. კაცს მისი ნათქვამი მოეწონა, რადგან გოგოს აღაფრთოვანება იმით, რომ მასაც ნათესავები, მასაც არ ჰყავდდა, კაცი გაახალისა. ცოტა ხანში გოგომ ღრმად ამოისუნთქა ” ძალიან მეძინება” – თქვა მან.

რუდოლმი წამოდგა და ქუდი აიღო.

– როგორ მოხდა, რომ ჩემს კარზე დააკაკუნეთ?

– ფორტეპიანოს რამდენიმე ამწყობი ამ სახლში ცხოვრობს და შეცდომით თქვენს კარზე დავაკაკუნე.

არანაირი მიზეზი არ იყო იმისა გოგოს ნათქვამში ეჭვი შეეტანა.

თავისდა გასაოცარად, შენობიდან გასვლისას, აღმოაჩინა, რომ ყველა კარი მწვანე იყო,

ქუჩაში იგივე ზანგს გადაეყარა. ” შეგიძლიათ მითხრათ, რატომ მომეცით ეს სადარბაზო ბარათი და რისთვის დამჭირდება?” – შეეკითხა რუდოლფი.

ზანგმა გაკაშკაშებული თეატრის შესასვლელისკენ მიუთითა, თეატრში ახალ სპექტაკლს – ”მწვანე კარს” თამაშობდნენ. ”თეატრალურმა აგენტმა დოლარი მომცა, დანტისტის სავიზიტო ბარათებთან ერთად ესეც გაავრცელეო – აუხსნა ზანგმა.

”ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია, რომელმაც მასთან მიმიყვანა” – ჩაილაპარაკა რუდოლფმა.

წყარო: http://taobebi.site.ge


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: