Posted by: burusi | 09/09/2010

მარკ ტვენი – “ძაღლის ნაამბობი”

Mark Twain

მარკ ტვენი – Mark Twain (1835 – 1910)

მარკ ტვენი – “ძაღლის ნაამბობი”

თარგმნა ემხვარ კახაძემ

მამა სერბერნარი იყო. დედა _ კოლი, მაგრამ მე პრესვიტერიანელი გახლავართ. ეს ამბავი დედისგან ვიცი. მე თვითონ ძაღლთა განსხავებების საკითხებში ნაკლებად ვერკვევი. ჩემთვის ეს ყოველგვარ აზრს მოკლებული, გრძელი და ლამაზი სიტყვებია. ჩემგან განსხვავებით, დედა სიტყვებისადმი მეტ სინაზეს ამჟღავნებდა _ უყვარდა მათი წარმოთქმა და იმით ტკბობა თუ როგორი შურდათ და უკვირდათ დანარჩენ ძაღლებს თუ საიდან ჰქონდა მას ამდენი განათლება. მაგრამ სინამდვილეში, ეს ჭეშმარიტი კი არა მოჩვენებითი ცოდნა იყო _ სიტყვებს სასადილო და სასტუმრო ოთახებში სტუმარ-მასპინძლის საუბრებიდან იმახსოვრება. გარდა ამისა ბავშვებს საკვირაო სკოლაში დაჰყვებოდა და მათ ლაპარაკს ისმენდა. ყოველ გაგონილ გრძელ სიტყვას გონებაში მრავალჯერ იმეორებდა, დიდი ტანჯვა-წამებით იმახსხოვრებდა, ცდილობდა დოგმარტიკოს მეზობელთა მორიგ შეკრებამდე თავიდან არ გაფრენოდა. მისი სიტყვები, ჯიბის ლეკვიდან დაწყებული ბულდოგამდე დამთავრებული ყველას აოცებდა და საგონებელში აგდებდა, რაც ამდენი ტანჯვა-წვალების ჯილდოს წარმოადგენდა. ძაღლურ შეკრებებზე ხშირად უცნობიც გამოჩნდებოდა, რომელიც დედის განათლება ყოველთვის აეჭვებდა და ამის გამო ხშირად სუნთქვაც კი ეკვროდა. ამოსუნთქვისთანავე დედას განმარტებას სთხოვდა და ისიც დაუყონებლივ პასუხობდა. ეჭვიანი ძაღლი ამას არასოდეს ელოდა, ეგონა დედას ტყუილში გამოიჭერდა და შეარცხვენდა, მაგრამ პასუხის მოსმენისთანავე, დარცხვენით აღიარებდა, რომ დედაჩემის გამოჭერის სურვილი ამოძრავებდა. დანარჩენები სწორედ ამას ელოდნენ, უხაროდათ მომხდარი და ამაყობდნენ მისით, თუმცა გამოცდილებით წინასწარ იცოდნენ რაც მოხდებოდა. უგრძესი სიტყვის განმარტებამ მეზობლის ყველა ძაღლი ისე მოიხიბლა, რომ არცერთი არ დაეჭვებულა მის სისწორეში. ეს ბუნებრივიც იყო, ჯერ ერთი, დედაჩემი ისე სწრაფად განმარტავდა სიტყვებს, რომ მოლაპარაკე ლექსიკონი გეგეონებოდათ და მეორეც, საიდან უნდა სცოდნოდა, რომელიმეს, სიმარლეს ამბობდა თუ ტყუილს. დედაჩემი ხომ მათ შორის ერთადერთი განათლებული ძაღლი იყო. ერთხელაც, მაშინ უვე დიდი ვიყავი, საიდანღაც სიტვა “არაინტელექტუალი” მოათრია. მოათრია და მას მერე, კარგა ხანი მეზობლის ძაღლებს ტვინი გაუბურღა და გული გაუწყალა. სწორეს მაშინ შევნიშნე, რომ სხვადასხვა შეკრებაზე “არაინტელექტუალის” განმარტება რვაჯერ ჰკითხეს და რვაჯერვე სხვადასხვანაირად უპასუხა. ამის გამო იყო, რომ დავასკვენი: დედაჩემი საზრიანი უფრო იყო, ვიდრე განათლებული. რასაკვირველია, ამის შესახებ არაფერი მითქვამს. დედაჩემს მარაგში ყოველთვის გქონდა სიტყვა, რომელსაც ისე, ჰაერზე არ ისროდა, და რომელსაც, მოულოდნელად გემბანს მიღმა აღმოჩენილი, სამაშველო კოსტუმად იყენებდა. ამ სიტყვას _ სინონიმი _ ერქვა. ასეც ხდებოდა, აიღებდა იმ კვირაში გამოყენებულ გრძელ სიტყვას, რომლის გამოგონილი განმარტებები უკვე ერთი კვირაა სანაგვეზე ეყარა და რამდენიმე წუთის წინ მოსულ უცნობს ეგრევე დააჯახებდა. ვიდრე გაოგნებულ სტუმარი აზრზე მოვიდოდა, დედას ნათქვამი ავიწყდებდა, ფიქრები სულ სხვა მიმართულებით გაურბოდა. როგორც კი ძაღლი გონს მოვიდოდა და დედას პასუხის გაცემისკენ მოუწოდებდა. დედა აფრად აღმართულ კუდს მიწამდე დაუშვებდა, შემდეგ მყისიერად ისევ აღმართავდა (ამ თამაშის გამოცნობა ძაღლთაგან მხოლოდ მე შემეძლო), ზაფხულის დღის სიმშვიდით იტყოდა: “ეს მოვალეობის გადამეტების სინონიმიაო”. შეიძლება მისი მსგავსი უღმრთო, გველივით გრძელი სიტყვა წარმოეთქვა. შემდეგ ვითომც არაფერიაო სავსებით მშვიდად სხვა საკითხებზე გადაერთვებოდა. უცხოელი კი ყოველთვის შერცხვენილი და შეცბუნებული რჩებოდა. მეზობლის ძაღლები, რომლებმაც ყველაფერი წინასწარ იცოდნენ, კუდებს უნისონში მიწას ურტყამდნენ და სახე ნათელი ღიმილით ეცვლებოდათ.

ისიც ხდებოდა, რომ დედა სახლში მთელ ფრაზას მოათრევდა. ფრაზებით ნამდვილ თეატრალურ პრემიერებს მართავდა, ზედმეტად მყვირალი ფრაზები ექვს საღამოსა და ორ დილის სპექტაკლს ყოფნიდა; ფრაზებს ყოველთვის სხვადასხვაგვარად განმარტავდა, მისი მნიშვნელობა საერთოდ არ აინტერესებდა. ერთი კი იცოდა, დანარჩენ ძაღლებს მახვილგონიერება არ ეყოფოდათ, როგორმე ტყუილში გამოეჭირათ. დიაღ, ნამდვილი ზიზილა იყო! იმდენად დარწმუნებული იყო დანარჩენების უვიცობაში, რომ უკვე არაფრის და არავის ეშინოდა. ხანდახან სუფრაზე გაგონილ სასაცილო ანეგდოტებსაც ჰყვებოდა, თუმცა ერთმანეთში ურევდა და წესით არცერთ ძაღლიშვილს არ უნდა გაეცინა. ეს წესით, თორემ, როგორც კი მოყოლას დაამთავრებდა, მიწაზე კარგა ხანს კოტრიალებდა, ხარხარებდა და უაზროდ ყეფდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, თვითონაც როგორ უკვირდა, ანეგდოტი რატომ აღარ გამოვიდა ისეთი სასაცილო, როგორიც მოისმინა. არც ამაში იყო დიდი ტრაგედია. სხვებიც დედაჩემივით მიწაზე კოტრიალებდნენ და უაზროდ ყეფდნენ. სადღაც გულის სიღრმეში რცხვენოდათ, მოსმენილში სასაცილო რომ ვერ აღმოაჩინეს, არასოდეს დაეჭვებულან იმაში, რომ “აღმოსაჩენი” არაფერი იყო და თავს ვერაფრით დაიდანაშაულებდნენ.

ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტები თავისთავად ღაღადებენ დედაჩემის საკმაო თავქარიანობასა და ქარაფშუტობაზე. თუმცა მის სათნოებაზეც უნდა ვისაუბროთ. გულკეტილი იყო და უწყინარი ხასიათი ჰქონდა, წყენას არ დამალავდა, მაგრამ იმ წუთასვე ივიწყებდა. გულკეტილი ხასიათი შვილებსაც გადმოგვცა. სწორედ მისგან ვისწავლეთ , რომ საფრთხეში მამაცები და მოხერხებულები ვყოფილიყავით და .არასოდეს დაგვეხია უკან მასინაც კი როცა საფრთხე მეგობარს, თუნდაც უცხოს ემუქრებოდა. არც კი უნდა დავფიქრებულიყავით იმაზე, რა ზიანის მოტანა შეეძლო ჩვენთვის ამგვარ ქმედებას. ამას სიტყვით, კი არა– ყველაზე საიმედო და მტკიცე, პირადი მაგალითით გვიჩვენებდა. მისი სიმამაცის გავეთილები, დიდებული გაკვეთილებია! იგი ნამდვილი ჯარისკაცი იყო! კარგით, მასზე მოკრძალებული საუბარი აქ დავამთავრებ და უბრალოდ გეტყვით, შეუძლებელი იყო დედაჩემით გაცნობისთანავე არ აღფრთოვანებულიყავით და მისაბაძად არ გაგეხადათ. მის საზოგადოებაში სამეფო სპანიელიც კი საზიზღრად მოგეჩვენებოდათ. აი, ასეა, დედაჩემს სხვებისგან არა მხოლოდ განათლება განასხვავებდა.

II
გავიზარდე თუ არა, მაშინვე გამყიდეს და მას შემდეგ დედა აღარასოდეს მინახავს. განშორებისას ორივე მწარედ ვტიროდით, დედა, როგორც მე, მწუხარებამ ლამის გული მოუკლა =, თუმცა, როგორც შეეძლო მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ჩვენ დედამიწაზე ბრძნული და კეთილი განზრახვით მოგვავლინეს და ჩვენი მოვალეობები ბუზღუნის გარეშე უნდა აღვასრულოთ. ცხოვრება ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის. ვიცხოვროთ სხვების კეთილდღეობისათვის და არ უნდა ვიფიქროთ თუ რა გველოდება მომავალშიო. ადამიანები, რომლებიც ასე ცხოვრობენ საიქიოში დამსახურებულად ცხონდებიან. მართალია ცხოველების ადგილი იქ არა არის, მაგრამ თუ მათ მივბაძავთ, ჩვენს ხანმოკლე წუთისოფელს, პატივსა და ღირსებას შევძენთ, რაც თავისთავად უკვე ჯილდოს ტოლფასი იქნებოდა. სხენებულ სიტყვებს დედაჩენი დრო და დრო ბავშვებთან ერთად საკვირაო სკოლაში სიარულისას აგროვებდა და სხვა სიტყვებსა და ფრაზებთან შედარებით მეტი გულმოდგინებით იმახსოვრებდა. მათ უფრო ღრმად სწავლობდა საკუთარი თავისა და ჩვენთვის. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მიუხედავად საკმაო სიმჩატისა და დიდების მოყვარულობისა, მხრებზე ჭკვინი და ფიქრებითდამძიმებული თავი ება.
ასე, რომ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ცრემლიანი თვალების მიღმა ერთმანეთს უკანასკნელად შევხედეთ. საბოლოოდ, კარგად, რომ დამხსომებოდა, საგანგებოდ, ამ დღისთვის შემონახული სიტყვებით მომმართა: “ნუ იფიქრებ საკუთარ თავზე, როცა სხვები საფრთხის წინაშე არიან _ გაიხსენე დედაშენი და მოიქეცი ისე, როგორც იგი მოიქცეოდა”.

როგორ ფიქრობთ შეიძლებოდა ამ სიტყვების დავიწყება? _ არა!

III

ჩემი ახალი საცხოვრებელი მართლაც, რომ თვალწარმტაცი გამოდგა. ოთახებს მდიდრული ავეჯი და გემოვნებით შერჩეული ნახატები ამშვენებდა და გაფორმებასაც მშვენიეირ იყო. ყველა კუთხე ბზინვარებდა და ერთ ჩაბნელებულ ადგილსაც ვერ ნახავდით. თვალუწვდენელ ეზოში უზარმაზარმაზარი ბაღი გაეშენებინათ და შიგ უამრავი ლამაზი ყვავილი და ძვირფასი ხე დაერგოთ. ოჯახის ნამდვილი წევრი გავხდი! ყველას ვუყვარდი და მოფერებასაც არ მაკლებდნენ. არც ჩემი საყვარელი ძველი სახელი გადაურქმევიათ, ეილინ მეივორნინი დედას რომელიღაც სიმღერიდან აეღო,რომელიც ახალმა პატრონეებმაც იცოდნენ და მიაჩნდტ, რომ ლამაზი სახელია.
ჩემი ქალბატონი, ოცდაათი წლის გრეი ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი სანდომიანი და საყვარელი ადამიანი ბრძანდებოდა. ათი წლის სედი დედიკოა ალიკვალი იყო. ყოველთვის მოკლე კაბას ატარებდა და უკანგადყრილი ოქროსფერ დალალები კიდევ უფრო ალამაზებდა. ლოყაზე ჩაკუჭულებიანი ბუთხუზა სულ ერთი წლის იყო და მასაც ძალიან ვუყვარდი. შეეძლო მთელი დღე კუდში ხელჩაჭიდებულს აქეთ–იქეთ ვეტარებინე და მომფერებოდა და ბედნიერებისაგან გულიანად ეცინა. ბატონი გრეი 38 წლის გახლდათ. მაღალს, ტანადს და მოხდენილს, შუბლთან სიმელოტე უკვე შეპარვოდა. სწრაფად, საქმიანად, ენერგიულად, გაბედულად და ყოველგვარ სენტიმენტალურს მოკლებულად მოძრაობდა. დახვეწილი და მუდამ მოწესრიგებული სახე თითქოს ყინვადაკრულ ინტელექტუალობას ასხივებდა! ბატონი გრეი ცნობილი მეცნიერი იყო. მე არ ვიცი თუ რაც ნიშანავს სიტყვა “მეცნიერი”, თუმცა დედამ იცოდა და მისი ეფექტურად გამოყენებაც შეეძლო. ყოველთვის სურდა გაეგო, თუ როგორ დაებეჩავება რეთტერიერი და ენანებინა დეკორატიულ იძაღლებისათვის, როგო ნანობდა მატ კომპანიაში შემოხეტებას. `მეცნიერება~ მის სიტყვათა არსენალში საუკეთესო როდი იყო. საუკეთესოს სიტყვა “ლაბორატორია” წარმოადგენდა.

ლაბორატორია, არც წიგნია და არც ფოტოა, არც ხელის დასაბანი ადგილია, არც საპირფარეშოა, რომელზეც კოლეჯის რექტორის ძაღლი მოგვითხრობდა. ლაბორატორია სულ სხვა რამეა. იგი სავსეა ქილებითა და ბოთლებით, ელექტრო მოწყობილობებით, მავთულებითა და სხვადასხვა უცნაური მექანიზმებით. ყოველ კვირას ბატონი გრეის კოლეგები სტუმრობდნენ, მანქანებს მიუსხდებოდნენ და როგორც თვითონ ამბობდნენ ექსპერიმენტებსა და აღმოჩენებს აკეთებდნენ. ლაბორატორიასი მეც ხშირად დავდიოდი, სადმე ჩამოვჯდებოდი მათ საუბარს ვისმენდი და ათვისებას ვცდილობდი. ამას დედის ხსოვნის პატივსაცემად ვაკეთებდი, თუმცა უზომოდ ვწუხდი, იმის გაცნობიერებით, რომ რამდენს ისწავლიდა დედაჩემი აქ ყოფნით და რა წყლის ნაყვა იყო ჩემთვის მათი მოსმენა.

ხანდახან პატრონის სამუშაო ოთახში შევდიოდი და იატაკზე ვიძინებდი, ქალბატონი გრეი ჩემს სხეულს სკამად იყენდა – ფეხებს ტანზე რბილად მაწყობდა, რადგან კარგად იცოდა, რომ მსიამოვნებდა – ეს ხომ მოფერება იყო. ხშირად, რამდენიმე საათს საბავშვო ოთახში ვატარებდი. ბავშვები ბალანს გვარიანად ამიწეწდნენ და ბედნიერებას მანიჭებდნენ. ზოგჯერ, როცა პატარას ეძინა და ძიძა რამდენიმე წუთით საქმეზე გადიოდა პატარას მეთვალყურედაც ვრჩებოდი. სხვა დროს ვცელქობდი და პატარა სედისთან ერთად მთელ ეზოსა და ბაღში ძალის გამოცლამდე დავრბოდი, შემდეგ რომელიმე ხესთან მივეგდებოდით და, როგორც კი სედი კითხვას დაიწყებდა მე თვლემას ვიწყებდი. მეზობლის ძაღლთა თავყრილობებზეც დავდიოდი. ჩვენს შორიახლო რამდენიმე სასიამოვნო გარეგნობისა და ზნის ძაღლი ცხოვრობდა, რომელთას შორს განსაკუთრებით ლამაზი, თავაზიანი და გრაციოზული ირლანდიური სეტერი, სახელად რობინ ედეირი გამოირჩეოდა. იგი, როგორც მე პრესვეტერიანელი იყო და შოტლანდიის ელჩს ეკუთვნოდა.

სახლში მსახურებიც კარგად მექცეოდნენ და ვუყვარდი. უკეთეს ცხოვრებას ძაღლი კი არა კაცი ვერ ინატრებდა. ქვეყანაზე ძაღლი არ იტო ჩემი ბედი რომ არ ენატრა. ცხოვრების მადლიერი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი ჩემს გარშემო მყოფთსატვის საკადრისი პატივი მიმეზღო. დედის ხსოვნას პატივს ვცემდი და მისი რჩევა-დარიგებები ყოველთვის მახსოვდა. მინდოდა დამსახურებული ყოფილიყო ის რაც ბედმა ჩემთვის გამოიმეტა.

ცოტა ხანში შვილი შემეძინა, რითაც ჩემმა ბედნიერებამ პიკს მიაღწია. ბაჯბაჯა, გლუვი და ხავერდივით რბილი, მოუქნელი თათებით, მომნუსხველი თვალებითა და გულუბრყვილო სახიანი – ციცქნა ლეკვი ჩემვის ყველაზე საყვარელი არსება გახდა, თანაც რა ამაყი გავხდი, როცა დავინახე თუ როგორ აღმერთებდნენ და ეფერებოდნენ ქალბატონი გრეი და მისი შვილები ჩემს პატარას და როგორ ყიჟინას დასცემდნენ მის ყველა უჩვეულო საქციელზე. ამის გამო ცხოვრება მშვენიერი მეჩვენებოდა.

დაზამთრდა. ერთ დღესაც საბავშვო ოთახში ვიწექი. ბავშვს ბუხართან ახლოს აკვანში. ეძინა. აკვანზე გამჭვირვალე ქსოვილი ეფარა და ამიტომ შეგეძლოთ ყველაფერი დაგენახათ. ოთახში მხოლოდ ორნი ვიყავით, ძიძა ოთახიდან გასულიყო. ბუხრიდან გამოყრილი ნაპერწკლები აკვანზე გადაფარებულ ქსოვილს ეცემოდა. ალბათ, კიდევ დიდხანს ვიძინებდი, ბავშვის ყვირილდს რომ არ გამოვეღვიძებინე. ვხედავდი ქსოვილს წაკიდებულ იცეცხლი, როგორ მიიწევდსა ჭერამდე! სანამ რამეს მოვიფიქრებდი, შეშინებული იატაკზე ჩამოვხტი. კარამდე ნახევარიგზა ერთ წამში დავფარე. შემდეგი ნახევარი წამი ყურში დედის გამოსამშვიდობელი სიტყვები ჩამესმოდა, ისევ ლოგინზე ავხტი, ცეცხლში თავი გავყავი და ბავშვს ქამარში კბილებით ჩავეჭიდე და მოვქაჩე. სულ რამდენიმე წამში კვამლით დაფარულ იატაკზე ვეყარეთ. აბღავლებულ პატარას ქამარში კბილები ხელეახლა ჩავჭიდე და კარებისკენ გავაქანე. სულმთლად აღზნებული, ბედნიერი და ამაყი უკვე კორიდორის ბოლოსკენ მივრბოდი, როცა პატრონის ყვირილი მომესმა: “რას აკეთებ, წყეულო მხეცო?”
თავდასაცავად გვერდზე გადავხტი, თუმცა იგი საოცრად სწრაფი აღმოჩნდა, დამეწია და ხელჯოხი რამდენჯერმე გამძინვარებით გადამიჭირა. აქეთ-იქით უსწრაფესად ვმორაობდი, როგორმე მისგან თავი, რომ დამეღწია. წინა მარცხენა ფეხზე უძლიერესი დარტყმამ გულგამგვირავად ამაყვირა და იატაკზე უმწეოდ დამცა. პატრონმა ძლიერი დარტყმისატვის ხელჯოხი ჰაერში აღმართა, მაგრამ დაშვება ვერც კი მოასწრო რომ მთელ სახლში ძიძის არაადამიანური ყვირილი გაისმა: `საბავშვო ოთახი იწვის!”

პატრონი საბავშვო ოთახისკენ გაიქცა, ჩემი ძვლები კი დამტვრევას გადაურჩნენ.

ფეხი სასინლად მტკიოდა, თუმცა დროის დაკარგვა არაფრით არ შემეძლო. იგი ყოველ წუთს შეიძლება უკან დაბრუნებულიყო. კოჭლობით, როგორც იქნა კორიდორის ბოლოში პატარა და ბნელ კიბემდე მივაღწია. კიბე ყუთებითა და ათასგვარი ხარახურით გამოტენილ სხვენში ადიოდა, რომელსაც, ადამიანები იშვიათად სტუმრობდნენ. როგორღაც ავძვერი, მადენ უსარგებლო ნივთს შორის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მოვძებნე და ჩავიმალე. დიდი სისულელე იყო აქ რამის მშინებოდა, თუმცა შისისგან თავს წკმუტუნსაც ვუკრძალავდი. თუმცა, წკმუტუნი, როგორც ამცირებს ტკივილს თავადაც უნდა იცოდეთ. ერთადერთი რაც ჩვებას მანიჭებდა მტკივანი ფეხის ალოკვა იყო.

მთელი ნახევარი საათი სახლში შეძახილები და აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმოდა. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. სიჩუმე რამდენიმე წუთი გაგრძელდა და სულის მალამოსავით დაედო. შიშიც მინელდა. შიში ხომ ტკივილზე უარესია _ გაცილებით უარესი! უეცრად ხმა გავიგონე, რომელმაც ადგილზე გამაქვავა! მეძახდნენ, ჩემ სახელს იძახოდნენ და მეძებდნენ!

ნამდვილი სასოწარკვეთა იყო! მოქმედების არავითარი გეგმა არ მქონდა. ადგილზე დარჩენა და ლოდინი გადავწყვიტე. რაც შემდეგ მოხდებოდა ჩემი საქმე უკვე აღარ იყო. სწორედ, რომ ასეთია ცხოვრება _ მითხრა ერთხე დედამ. კვლავ დამიძახეს და დარდიც განმიახლდა. პატრონი არასოდეს მაპატიებს _ ვთქვი ჩემთვის, თუმცა არც კი ვიცოდი ასეთი საშინელი და მიუტევებელი რა ჩავიდინე. ერთადერთი რაც დავასკვენი ის იყო, რომ ძაღლებს ასეთების არაფერი ესმით. ეს მხოლოდ ადამიანებისათვისაა ნათელი და ჩემთვის _ საშინელი.

მეჩვენებოდა, რომ დღე და ღამე შეუჩერებლად მეძახდნენ. შიმშილმა და წყურვილმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. თავს გამოვუტყდი, რომ საშინლად დავუძლურდი. ავდექი და ისე მოვიქეცი, როგორც თქვენ მოიქცეოდით _ დავიძინე. შიშმა გამომაღვიძა. მომეჩვენა, რომ უკვე სხვენსიც მეძებდნენ. ამრთლაც ასე ყოფილა: ეს სედის ხმა იყო; საწყალი ბავში ტიროდა და ნაწყვე-ნაწყვეტ ჩემს სახელს იძახდა. გახარებულმა ყურსაც კი არ დავუჯერე, როცა მისი სანთქვამი გავიგონე: “დაგვიბრუნდი, გთხოვთ, დაგვიბრუნდი და გვაპატიე _ უშენოდ რა სამწუხაროა”.

მადლიერების ნიშნათ ცოტა წავიყეფე და მისკენ გავქანდი. რამდენინე წამში ჩაბნელებული სხვენის უწესრიგოდ მიყრილი ხარახურაში ფორთხვითა და ბორძიკით ჩემსკენ მომავალი სედი მთელი სახლის გასაგონად ყვიროდა: “ვიპოვე, ვიპოვეეეეეეეეე!”.

ულამაზესი იყვნენ მომდევნო დღეები ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ქალბატონი, სადი და მოსამსახურეები, რომ იტყვიან ფეხსქვეშ მეგებოდნენ. რბილ საწოლი მაძინებდნენ და უგემრიელესი საჭმელებით მიმასპინძლებოდნენ. მიაჩნდათ, რომ, ზამთარში ასე ძნელად საშოვი ნანადირევითა და დელიკატესებით უნდა მეკვება. მეგობრებისა და მეზობლების ყოველდღიურ შეკრებაზე საუბრის ძირითადი თემა, როგორც ისინი უწოდებდნენ, გმირობა იყო. დედამ ჩვენს ერთ-ერთ ძაღლურ შეკრებაზე მსგავს საქციელს, “აგროკულტურა” _ უწოდა. რამდენადაც მახსოვს დედას “აგროკულტურა” არ განუმარტია, უბრალოს აღნიშნა, რომ “შინაგანი სიმძაფრის” სინონიმიაო.

ხანძრის გაჩენიდან მეთორმეტე დღესაც კი ქალბატონი გრეი და სადი ახალმოსულ სტუმრებს უყვებოდნენ სიცოცხლის რისკის ფასად, თუ როგორ გადავარჩინე პატარა; სხეულზე დამწვარი ადგილებზეც უამბობდნენ. დასარწმუნებლად სტუმრები ხელში ამიყვანდნენ, მეფერებოდნე და დამწვრობის აღმოჩენისთანავს წამოიყვირებდნენ კიდეც. სადისა და დედამისის მთელ სიამაყეს მათ თვალებში დაინახავდა კაცი. სტუმრები ცოტა ხანში ნატკენი ფეხით ინტერესდებოდნენ და შესაბამისი კითხვაც უჩნდებოდათ. პასუხის ნაცვლად დადარცხვენილი დედა-შვილი ჩემსკენ გამოიხედავდნენ. იყო შემთხვევები, როცა რომელიმე სტუმარი ბოლომდე ჩაეძიებოდათ, მაშინ ვხედავდი, რომ მზად იყვნენ ეტირათ.

ეს ყველაფერი ჩემი დიდების მწვერვალი როდი იყო. პატრონთან ლაბორატორიაში 20 ყველაზე უფრო ღრმადპატივცემული მეცნიერი მობრძანდა. მეც იქ გახლდით. ჩემი იმღამინდელი ქმედება ერთგვარ აღმოჩენად მონათლეს. რამდენიმე მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ მე უმშვენიერესი უტყვი ცხოველი ვარ და ვერ იხსენებენ ცხოველური ინსტიქტის ამგვარი გამოვლენის ვერც ერთ შემთხვევას. პატრონმა, რომ იტყვიან ცოფები ყარა და აღნიშნა: “რომელ ინსტიქტზე საუბარი, აქ საქმე გონებასთან გვაქვს და ბევრი პრივილეგირებული ადამიანი, რომლებმაც გადარჩნენ და სიცოცხლესივე მოიპოვეს ცათა სასუფეველში დამკვიდრევის უფლება, ნაკლები ჭკუა აქვთ, ვიდრე ამ საწყალ და სულელ ოთხფეხა ცხოველს, რომელიც წინასწარ განზრახულადაა დაღუპული იქ მოხვედრის უუფლებობის გამო”. შემდეგ კი გაღიმებულმა გააგრძელა: “ერთი კარგად შემომხედეთ, ნამდვილი სარკაზმი არაა?! ღმერთმა იცოდეს, მთელი ჩემი უდიდესი ინტელექტის მიუხედავად, ერთადერთი რაც გავიფიქრე, ის იყო რომ ძაღლი გაგიჟდა და ბავშს დამიფლეთს; მხედველობაში მიიღეთ, რომ არა ძაღლის გონიერება, დიაღ გონიერება! მე თქვენ გეუბნებით, რომ ბავშვი დაიღუპვა გარდაუვალი იყო!”

დიდხანს მსჯელობდნენ და კამათობდნენ. საუბრის თემა მე და ჩემი საქციელი იყო. ვუსმენდი მათ და ვწუხდი, იმაზე რომ დედას აღარ შეეძლო გაეგო თუ როგორი აღიარება მხვდა წილად. აუ, რას იამაყებდა!

დისკუსია ოპტიკის, მათ ასე უწოდეს, თემით გაგრძელდა. განსახილველ საკითხს “გამოიწვევს თუ არა ტვინის გარკვეული დაზიანება სიბრმავეს?” წარმოადგენდა. შეთანხმებას ვერაფრით მიაღწიეს, ამიტომ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. შემდეგ სამეცნიერო ინტერესთა ცენტრში მცენარეები აღმოჩნდა, რამაც მეც დამაინტერესა. ზაფხულში მე და სადიმ მცენარეთა თესლებიი მოვიტანეთ და ორმოების ამოთხრაში მივეხმარე. რამდენიმე დღეში ზოგან ბუჩქი, ზოგან კიდევ ყვავილი ამოვიდა. პირდაპირ სასწაული იყო, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ვწუხდი, რომ ლაპარაკი არ შემეძლო და ამ ადამიანებს ჩემ ცოდნაზე ვერაფერს გავაგებინებდი. რაც შეეხება ოპტიკას, იგი საერთოდ არ მაინტერესებდა: უხალისო იყო და როცა მას კვლავ დაუბრუნდნენ, მოვიწყინე და დავიძინე.

საკმაოდ მალე, გაზაფხულის ერთ მზიან, სასიამოვნო და მშვენიერ დღეს ქალბატონი შვილებთან ერთად ნათესავებთან სტუმრად გაემგზავრა, გამგზავრებამდე ჩემი და ლეკვის მოფერებას არ დავიწყებიათ. შვილთან ერთად მარტო დავრჩი _ ბატონი გრეი კომპანიობას როდი გვიწევდა. ერთად ვთამაშობდით, მშვენიერი დრო იყო! მოსამსახურეები თბილად და მეგობრულად გვექცეოდნენ. ჩვენს ირგვლის სრული ბედნიერება სუფევდა. დღეებს ვითვლიდით და დედა-შვილის დაბრუნებას ველოდით.

ერთ დღესაც ამ მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს და ლეკვი ლაბორატორიაში წაიყვანეს.მეც კოჭლობით ავედევნე. სიმაყის გრძნობა დამეუფლა, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა ლეკვისადმი ყურადღებას, რომ იჩენდნენ. ისინი მსჯელობდნენ და ექსპერიმენტს ატარებდნენ. უცებ ლეკვი გულგამგმირავად აყვირდა; იატაკზე დასვეს და ხელი გაუშვეს. ლეკვი ბარბაცით დაიძრა. თავი სისხლისგან ჰქონდა მოსვრილი. პატრონმა ხელისგულები ერთამნეთს შემოკრა და გახარებულმა წამოიძახა: “აღიარეთ ჩემი გამარჯვება! იგი ისეთივე ბრმაა, როგორც ღამურა!”

დანარჩენებმაც დაუდასტურეს: “სწორედ რომ ასეა _ თქვენ დაამტკიცეთ თქვენი თეორიის ჭეშმარიტება. მრავალტანჯული საზოგადოება დღეიდან დიდ ვალში იქნება თქვენს წინაშე”. შემდეგ მის ირგვლივ შეჯგუფდნენ, ხელს ართმევდნენ, ულოცავდნენ და ათასგვარ საქებარ სიტყვას ეუბნებოდნენ.
მე კი ყველაფერ ამას ძლივს ვხედავდი და მესმოდა, რამდენადაც ჩემი პატარა და საყვარელი შვილისკენ გავრბოდი. მივირბინე სადაც იწვა თუ არა გასისხლიანებულ ადგილის ლოკვა დავუწყე. თავი ჩემს საპირისპიროდ მოაბრუნა და ჩუმად წკმუტუნებდა. მიუხედავად სიბრმავისა, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ დედასთან ყოფნით ტკივილი ისე მტანჯველი და გაუსაძლისი აღარ იყო. სულ მალე დაეცა, პატარა ხავერდოვანი ცხვირი იატაკს მიადო და გათავდა.

პატრონმა სულ რამდენიმე წუთითშეწყვიტა საუაბრი, მოსამსახურეს დაუძახა და უთხრა: სადმე ბაღის ბოლოში ჩაფალიო. მოსამსახურეს კოჭლობით ავედევნე. ბედნიერი და კამაყოფილი ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ შვილს უკვე აღარაფერი ტკიოდა და იმიტომ რომ ეძინა. ბაღის იმ შორეულ კუთხეში მივედით, სადაც მაღალი თელის ჩრდილქვეშ _ ბავშვები, ძიძა და მე, ლეკვთან ერთად მთელი ზაფხული ვთამაშობდით. მოსამსახურემ ორმოს ამოთხრა დაიწყო და მივხვდი, რომ ლეკვს შიგ ჩადებდა. აპირებდა. მე მიხაროდა, რადგან იგი ისეთივე ლამაზი და მშვენიერი გაიზრდებოდა, როგორც რობინ ადაიერია და ეს იქნება მშვენიერი სიურპროზი სახლში დაბრუნებული ქალბატონი გრეისა და მისი შვილებისათვის. ამიტომ იყო რომ მოსამსახურის დახმარებას ვცდილობდი, თუმცა ვერაფერს ვშველოდი, რადგან გახევებული ნატკენი ფეხი არ მემორჩილებოდა. მორჩა თუ არა საქმეს მოსამსახურემ უმცროს რობინს მიწა დააყარა. თავზე ხელიგადა მისვა, თვალები აუცრემლიანდა და თქვა: “საწყალი ძაღლუკა… შენ, შვილი გადაურჩინე”.

მთელი ორი კვირაა, ამ ადგილისათვის თვალი არ მომიცილებია, მაგრამ იგი არ გამოჩენილა. გასულ კვირაში უკვე შიშმა შემიპყრო. ვიფიქრე, რაღაც საშინელი შეემთხვა. მე არ ვიცოდი რა იყო ეს, მაგრამ შიშმა ძალ-ღონე გამომაცალა. ვერაფერს ვჭამ თუმცა მოსამსახურებს ყოველთვის საუკეთესო საკვები მოაქვთ. არც მზრუნველობას მაკლებენ. ხშირად ღამითაც მოდიან, ტირიან და ამბობენ: `საწყალი ძაღლი, გულს ნუ მოგვიკლავ, სახლში დაბრუნდი”. მათი სიტყვები კიდევ უფრო მაშინებენ და მარწმუნებენ, რომ რაღაც საშინელი მოხდა. ისე დავუძლურდი, რომ გუშინდლიდან ფეხზე წამოდგომასაც ვეღარ ვახერხებ. ერთი საათის წინ მზემ ჩასვლა დაიწყო და აგრილდა. მოსამსახურეები ჩამავალ მზეს გასცქეროდნენ; მოულოდნელად ისეთი რამ თქვეს, რომელსაც თუმცა ვერაფერი გავუგე, მაგრამ გული ერთბაშად გამიყინა. “ეს მათხოვრები, გულში ეჭვის ნასახიც რომ არ გააჩნიათ, დილით სახლში მოეთრევიან და დიდი ენთუზიაზმით იკითხავენ: სად არის ჩვენი ძაღლი, ჩვენი გმირი? და რომელი ჩვენგანი აღმოჩნდება იმდენად ძლიერი, რომ მათ თვალებში ჩახედოს და პირში სიმართლე მიახლოს: თქვენი დამცირებული პატარა მეგობარი გაემგზავრა იქ სადაც მხოლოდ მართალნი ამა ქვეყნისანი განისვენებენ”.

წყარო: თაობები


Responses

  1. ბატონო თენგიზ,
    ნახეთ იქნებ თქვენთანაც დადოთ

    http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1823


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: