Posted by: burusi | 25/07/2010

დათო ლაღიძე – ”ჰესი”

შანდორ პეტეფი – Sándor Petőfi, 1848

დათო ლაღიძე – David Lagidze

”ჰესი”

უკვე ათი საათია, რამდენი მეძინა… სწრაფად ვდგები ხოლმე. აბაზანაში შევდივარ, აქ კიდე ვიცი რო წყალი არ მოდის, მაგრამ ინსტიქტურად მაინც აქეთ მოვდივარ, ეს ღვთის უარყოფაა. შემდეგ ქვევით ჩავდივარ, კიბეებს კრაჭუნი გაუდით, მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ომარმა გადამაგდო და წაბლის მაგივრად, ნაძვიდან გააკეთა ეს ბილიკი. ქვევით ანგელოსა მხვდება, ჩემი ძაღლი, ინგლისური სეტერი, ადრე თეოფანოსი ერქვა ახლა კიდე გადავარქვი – ერთფეროვნებას ვერ ვიტან. მაგარი როჟაა, ყურები გუანჯოუს ჩუსტებივით ააქ, რომელიც ყველას არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჰგონია. მე აბაზანისკენ მივდივარ, ისიც მომყვება, ვჩერდები… ისიც… მე ვაგრძელებ გზას, ანგელოსა არა. წყალს ვუშვებ, ვკეტავ, ვუშვებ… ხელს ვიმშრალებ. თეოფანოსი კარებთან მიცდის, უკაცრავად… მე გეზს სასტუმრო ოთახისკენ ვიღებ. ოთახში შესვლისთანავე უარყოფით აურა დამხვდა, ყველაფერი ისევ ისეა, ადრე რო იყო. ოღონდ ახლა მარტო ვარ აქ, ოთახში ოთხი კედელია, სადაც ყველაფერი გაყინულია, მეც გაქვავებული ვარ… გონს მოვდივარ, მუსიკალურ ცენტრს ვრთავ – ვოლფგან ამადეუს… დიახ, მოცარტი, ლაკრიმოცა. იატაკი კრაჭუნებს, ოხ ომარ, ომარ. მოცარტს შეყავს… გარეთ ღრუბელია, მე ლუდს ვისხამ.

იცით, ზოგი გენიას ვერ აფასებს, მე დანაშაულად მიმაჩნია რომ მოცარტი, ბეთჰოვენი, ვივალდი… არ გიყვარდეს. მაგრამ ყველაფერს დრო გადააფასებს, ნიჭიერი ცოცხლობს სანამ ცხოვრობს, აი გენიოსი კიდევ ყოველთვის ცოცხალია. ისინი ღმერთები არიან, მათ სამყარო შექმენეს, რომელიც იდენტური და ამავე დროს განსხვავებულია იმისგან, რაც ასევე ღმერთებმა შექმნეს. ტელევიზორის ვრთავ, მოცარტი არ ჩერდება… ამ ოსტატაურად ვარირებულ ხმებში, სადღაც ბოლოდან, შეპარვით, მაგრამ ძალიან ახლოს ჩაერთო კენი ვესტის ბიწიერი ხმა. ვოლფაგნი ამას ვერ ამჩნევს და ძლიერად უბერავს, მაგრამ ვესტი თანდათან მძლავროვს. ეს მარაზმია… სამყარო გახრწნის პროცესშია. ბოლოს ვრთავ, მოცარტი ისვენებს, მას აღარ ებრძვიან. ლუდს ვსვამ და გერმანულ არხს ვეძებ, უხერხულად რო არ იგრძნოს თავი ჩემმა გმირმა, არდ-ი… გერმანიის ნაკრები თამაშობს, 37 წუთია, ხმას ბოლომდე ვაგდებ და ვუყურებ, ჯერ ლუდს შემდეგ მატჩს. ფეხბურთს თავისი საკრალური დატვირთვა აქვს, ის ხელოვნებაა, თუ ამ კუთხით მიუდგები. აი დააკვირდით, მეკარე, ის ტრაგიკული მოვლენაა. მას ყველაზე ნაკლებად აფასებენ და ყველაზე მეტად საჭიროა. ფეხბურთი შეიძლება წარმოვიდგინოთ თავდამსხმელის გარეშე, ნახევარმცველის გარეშე, ცენტრალური მცელის გარეშე, მაგრამ არა მეკარის გარეშე. შესვენება დაიწყო, აქეთ ბეთჰოვენის ჯერი დადგა… მოცარტი დაიღალა, ლუდვიგის ჯერია… ვიცი რო ამის შემდეგ ისევ დაბრუნდება ამადეუსი, თურქული მარშით. მე კიდევ წიგნებისკენ მივდივარ… რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა. მისტერ პრეზიდენტი მახსენდება, როცა წიგნებს ვუახლოვდები… დღესაც ცრემლი მადგება თვალზე 2012 წელს, რომ მიმართა ქართველ ხალხს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა კიდევ, ვიღაც ლაწირაკები რუსეთის დროშით დარბიან. ეს ჩმორი ქურდები კიდევ ყველა ჩამოლაგდა… მეზიზღება აქაურობა. შანდორ პეტეფის ლექსებს ვიღებ, მუსიკას ვუწევ, სარჩევში ვეძებ ლექსს… ვიპოვე, “ავსტრიისადმი”. მე ფაბრიკაციას ვახდენ ტექსტის, სადაც ავსტრიაა, იქ რუსეთს ვწერ, ასე გამოდის: ”შენც დაემხობი რუსეთო (ავსტრიავ), როგორც დაემხო ძველი იერუსალიმი, ვით ისრაელის მოდგმა განიბნა ისე განიბნევიან ამაყი შენი შვილები მთელს ქვეყანაზე… სიკვდილი გელით, დამხობა გელით იმპერატორებს…” ვკეცავ რბილყდიან წიგნს და თაროზე ვდებ. ცრემლს ვიწმენდ, ვტრიალდები და ლუდს ვასხამ… ბოთლში აღარაფერია, მაცივრიდან ახალს ვიღებ. დივანზე ვჯდები, თვალებს ვხუჭავ, წაროვიდგენ სამყაროს, რომელიც ჩემში არსებობს. მარტო მე ვიცი, ეს ჩემია და არავისი. ეს ისტორიაა, რომელიც ყოველთვის თავს მახსენებს.

მარტის მზიანი დღე, თამაში და ტრაგიკული ინციდენტი. მაშინ სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი. ისე ვიყავი გართული, რომ არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ამ დროს,სივრციდან ყვირილის ხმა შემომესმა. ახლაც ჩამესმი ყრუთ, ეს ჩემი მეზობელი იყო, მაგრამ საიდან ყვიროდნენ ვერ გავარკვიე. მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე… “ჩემიანი არავინ იქნება მეთქი”, ღმერთმანი. ყვირილი გაძლიერდა, ის სასწრაფოში დარეკვას ითხოვდა. ტვინში სისიხლი ჩამექცა, როცა მივხვდი, რომ ეს ჩემი სახლიდან გადმომდინარე ხმა იყო, ნამდვილად. სწრაფად გავიქეცი, ოთახში შევედი და ნანახმა შემზარა, მამაჩემი უგონო მდგომარეობაში იყო, ისტერიკულად მივვარდი, ხელი მოვკიდე, ის კიდე არ რეაგირებდა, უფრო სწორად გონებიდან იყო გადასული. ამის შემდეგ სასწრაფო მოვიდა. მე გვერდით ოთახში გამიყვანეს… აქედან თვე-ნახევარში მამა გარდაიცვალა.

თვალებს ვახელ, ირგვლივ სამყარო ტრიალებს, ტელევიზორს ნაციონალურ არხზე ვრთავ… ეკრანზე რუსეთის პატრიარქი კირილე და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მესამე არიან, სამების საკათედრო ტაძარში. ეკრანს ვაფურთხებ და ოთახიდან გავდივარ. გასვლისთანავე, ყველაფერი გათეთრდა ირგვლივ… ზედამხედველი მაღვიძებს და წამალს მაწვდის. უკვე მეექვსე წელია, რაც საგიჟეში ვარ…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: