Posted by: burusi | 24/07/2010

გრიგოლ გიორგაძე – ბიოგრაფია

გრიგოლ გიორგაძე – Grigol Giorgadze

გრიგოლ გიორგაძე – Grigol Giorgadze (1927-2005)
ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გრიგოლ გიორგაძე დაიბადა 1927 წლის 28 ივლისს.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1991), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1988–იდან). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე (1991–იდან). ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ძველი ისტორიისა და რელიგიის სამეცნიერო–საკონსულტაციო სექციის თავმჯდომარე. მუშაობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში, კერძოდ, ხეთოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში. გიორგაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფო სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, სამართლის საკითხებს. იკვლევდა ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველ ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტურული ურთიერთობის საკითხებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: