Posted by: burusi | 23/07/2010

ალექსანდრე ჯანელიძე – ბიოგრაფია

ალექსანდრე ჯანელიძე - Aleksander Janelidze

ალექსანდრე ჯანელიძე – Aleksander Janelidze (1888-1975)

გეოლოგი, ქართული გეოლოგიური სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათ დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი.

1910 წელს დაამთავრა პარიზში სორბონის უნივერსიტეტი, 1916 წელს კი – ყაზანის უნივერსიტეტი. 1911-15 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში, 1918-20 წლებში კი თბილისში. 1920-23 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მუშაობდა გრენობლში, პარიზში, ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942-45 წლებში იყო მისი რექტორი. 1925 წელს დააარსა გეოლოგიური ინსტიტუტი და 1955 წლამდე იყო მისი დირექტორი. ამ ინსტიტუტს შემდგომ მისი სახელი ეწოდა.

ჯანელიძის აქტიური მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა გეოლოგიური საზოგადოება, რომელსაც 1937-78 წლებში თავადვე თავმჯდომარეობდა.

ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს. გამოკვლეული აქვს თბილისისა და მისი მიდამოების გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები (მეწყრული მოვლენები), ასევე მტკვრის ტერასები, ნატახტარის წყაროები და სხვ. შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა. დაჯილდოებულია ლენინის სამი ორდენით.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: