Posted by: burusi | 23/07/2010

ალექსანდრე გვახარია – ბიოგრაფია

ალექსანდრე გვახარია - Aleksander Gvakharia

ალექსანდრე გვახარია – Aleksander Gvakharia (1929 – 2002)

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ირანისტი, ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე გვახარია დაიბადა 1929 წლის 30 ივლისს. ბავშვობიდანვე იწვნია 1937 წლის სუსხი – მშობლების რეპრესირება. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანული ფილოლოგიის სპეციალობით და თავი გამოიჩინა წარმატებული სწავლითა და სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებით. მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების (1952 წ.) შემდეგ, როგორც “ხალხის მტრის” შვილმა, ასპირანტურაში სწავლა ვერ განაგრძო, თუმცა ლაბორანტად მიიღეს უნივერსიტეტში. ასე დაიწყო ალექსანდრე გვახარიას ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, დაძაბული შრომა ქართულ-ირანული ლიტერატურული ურთიერთობის საკითხების კვლევის, ქართველოლოგიის ცალკეული კარდინალური პრობლემების დამუშავების ხაზით. მან ღირსეულად გააგრძელა თავისი მასწავლებლების, გამოჩენილი ქართველი მეცნიერების: იუსტინე აბულაძის, ვლადიმერ ფუთურიძის, ალექსანდრე ბარამიძის, დავით კობიძის საქმე და ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა დიდ კოჰორტაში მყარად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

ალექსანდრე გვახარიას განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული მწერლობის შესანიშნავი ძეგლი “ვისრამიანი”, XI საუკუნის სპარსელი პოეტის ფახრადდის გორგანის პოემის “ვის ო რამინის” ქართული პროზაული თარგმანი, რომელიც XII საუკუნის ქართველ ავტორს სარგის თმოგველს მიეწერება. ა. გვახარიამ 1962 წელს მაგალი თოდუასთან ერთად გამოსცა “ვისრამიანის” კრიტიკულად დადგენილი ტექსტი გამოკვლევით, ვარიანტებითა და ლექსიკონით. ავტორებმა დაადგინეს სპარსული “ვის ო. რამინის” ტექსტიც, რომელიც ვარიანტებითურთ გამოიცა 1970 წელს თეირანში. იგი დღემდე საუკეთესო მეცნიერულ გამოცემად არის მიჩნეული. ტექსტის დადგენისას გამოიყენეს როგორც არსებული სპარსული ხელნაწერები, ისე ქართული თარგმანი, რომელიც ზედმიწევნით სიახლოვეს ამჟღავნებს ორიგინალთან. ა. გვახარიას სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია ინტერესი “ვისრამიანის” ტექსტისადმი. ჟურნალ “მაცნის” 1999-2001 წლების ნომრებში დაიბეჭდა მისი ვრცელი გამოკვლევები “ვისრამიანის” სპარსული და ქართული ტექსტების საკითხებზე.

1958 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე გვახარიას პირველი წიგნი – “იოსებზილიხანიანის ქართული ვერსიების სპარსული წყაროები”. ამას მოჰყვა “ფირდოუსი” (1963 წ.), “სპარსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები – ბახთიარნამე” (1968 წ.), “სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან” (1973 წ.), “ბალავარიანის” სპარსული ვერსიები” (1985 წ.), “ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან”, I (1995 წ.), II (2001 წ.). 1965 წელს სარგის ცაიშვილთან ერთად გამოსცა XVIII საუკუნეში ქართულად თარგმნილი სპარსული საგმირო-საფალავნო თხზულება “ყარამანიანი”.

დიდია ალექსანდრე გვახარიას ღვაწლი თვალსაჩინო ირანისტის იური ნიკოლოზის ძე მარის არქივის დამუშავებისა და გამოსაცემად მომზადების საქმეში. მეცნიერის ქვრივთან სოფიო მართან ერთად გამოსცა იური მარისა და მისი კოლეგის კონსტანტინე ჩაიკინის მიმოწერის ორი ტომი (1966 და 1976 წწ.).

ალექსანდრე გვახარიას, ამ დიდებული მეცნიერის, უზადო გამოვნების, პოეტური ბუნების კაცის, ერთ-ერთ დიდ გატაცებას წარმოადგენდა განიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი”. “ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნის დღიდან (1962 წ.) ამ კომისიის წევრი იყო, ხოლო 1992 წლიდან – კომისიის მთავარი რედაქციის წევრიც. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოემის ტექსტის დადგენაში, კომენტირებასა და ლექსიკონის შედგენაში. ალექსანდრე გვახარიას მრავალრიცხოვანი გამოკვლევები “ვეფხისტყაოსნის” ტექსტოლოგიის საკითხებზე რუსთველოლოგიის ოქროს ფონდში დარჩება მარად.

ალექსანდრე გვახარიას, მსოლიოს ორიენტალისტთა მიერ აღიარებულ მეცნიერს, ევროპის ირანოლოგიური საზოგადოების წევრს, მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მიუღია მონაწილეობა. დაუვიწყარია მისი გამოსვლები სხვადასხვა თავყრილობაზე მოხსენებით, მოგონებით თუ მისალმებით. მსმენელსა და მკითხველს ხიბლავდა მისი მდიდარი, ხატოვანი ენა, რომელიც არასოდეს გადადიოდა ნარცისულ ფუჭსიტყვაობაში.

პედაგოგიური მოღვაწეობა მისი ცხოვრების ორგანული ნაწილი იყო. მთელ თავის უზარმაზარ ცოდნას, გამოცდილებას უშურველად უნაწილებდა თავის სტუდენტებს, ასპირანტებს, სართოდ, ახალგაზრდებს, რომელთათვის იგი არა მარტო საყვარელი ლექტორი და მასწავლებელი, არამედ კეთილშობილების, სიკეთეს, კაცთმოყვარების, უანგარობის უმაღლესი საზომი იყო.

ერთხელ აკადემიკოს ალექსანდრე გვახარიამ მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს წერით ნამუშევარში 4 (კარგი)დაუწერა, მაგრამ როდესაც იმავე აბეტურიენტისგან ზეპირი გამოცდა ჩაიბარა და დარწმუნდა მის შესაძლებლობაში (ზეპირში აბიტურიენტამა 5 (ფრიადი) დაიმსახურა), ხელახლა გადახედა წერით ნამუშევარს “კარგი” “ფრიადად” გადააკეთა და რექტორატის წინაშე აბიტურუენტს ბოდიში მოუხადა. საგულისხმოა, რომ ის ერთი ქულა არ უშლიდა ხელს აბიტურიენტს, რომ სტუდენტი გამხდარიყო, ამდენად გამომცდელს მომჩივანიც არ ჰყავდა.

სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას აქტიურ მრავალმხრივ საზოგადოებრივ სამსახურს უხამებდა. იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების, სხვადასხვა ჟურნალისა და სამეცნიერო კრებულის, მათ შორის ალმანახ “კავკასიის მაცნის”, სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრი, “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნის” (ენისა და ლიტერატურის სერიის) რედაქტორის მოადგილე, ქართული ენციკლოპედიის აღმოსავლური ლიტერატურის სექციის ხელმძღვანელი.

საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს მინიჭებული ჰონდა აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება, დაჯილდოებული იყო თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთელის პრემიით.

წყარო: http://www.nplg.gov.ge/caucasia

ბიბლიოგრაფია

  1. ალექსანდრე გვახარია. ნიზამი და საქართველო. გარდაცვალებიდან 750 წლისთავის გამო // მნათობი. – 1953. – N12. – გვ.169-74
  2. ალექსანდრე გვახარია. “სიბრძნე სიცრუის” ერთი არაკის შესახებ. სტუდენტთა სამეცნიერო შრომათა კრებული. თბილისის უნივერსიტეტი. 1955. – N7. – გვ.117-125.
  3. ალექსანდრე გვახარია. ქართულ-აღმოსავლურ ლიტერატურული ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი აკად. კ. კეკელიძის შრომებში. საიუბილეო კრებული. კ. კეკელიძის დაბადების 80 წლისთავზე. – 1959. – გვ.97-109
  4. ალექსანდრე გვახარია. ქართულ-აღმოსავლურ ლიტერატურული ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი აკად. კ. კეკელიძის შრომებში. საიუბილეო კრებული. კ. კეკელიძის დაბადების 80 წლისთავზე. – 1959. – გვ.97-109
  5. ალექსანდრე გვახარია. ალიშერ ნავოის უცნობი ქართული თარგმანი. დაბადებიდან 525 წლისთავის აღსანიშნავად. ცისკარი. – 1968. – N9. – გვ.146-148
  6. ალექსანდრე გვახარია. იური ნიკოლოზის ძე მარი. აღმოსავლეთმცოდნე. დაბადების 80 წლისთავის გამო. მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. 1973. – N4. – გვ.188-193.
  7. ალექსანდრე გვახარია. იუსტინე აბულაძე – ვისრამიანის მკვლევარი. შრომები. თბილისის უნივერსიტეტი. 1976. გვ.43-48.
  8. ალექსანდრე გვახარია. თეიმურაზ პირველი – მეფე-პოეტის შემოქმედება. ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში. 1983. – N2. – გვ.4-16.
  9. ალექსანდრე გვახარია. “ვეფხისტყაოსნის” ლექსიკიდან. შრომები. თბილისის უნივერსიტეტი. 1983. – ტ. 241. – გვ.73-78.
  10. ალექსანდრე გვახარია. მასწავლებელთა მასწავლებელი. ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში. – 1984. – N1. – გვ.81-87.
  11. ალექსანდრე გვახარია. “ვეფხისტყაოსნის” ერთი ადგილის გასწორებისათვის (პირმან ბროლბალახძეულმან-ის ადგილის გასწორებისათვის) ლიტერატურა და ხელოვნება. 1991. – N4. – გვ.154-156.
  12. ალექსანდრე გვახარია. კიდევ ერთხელ “სარაჯის” შესახებ “ვეფხისტყაოსანში”. ალექსანდრე გვახარია. მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკდემია. 1994. – N1-4. – გვ.5-12. – (ენისა და ლიტერატურის სერია).
  13. ალექსანდრე გვახარია. ფიქრები დავით გურამიშვილზე ანუ მოგზაურობა “დავითიანის” ფურცლებზე. გარდაცვალებიდან 200 წლისთავის გამო. მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 1993. N3-4. – გვ.5-26. (ენისა და ლიტერატურის სერია).
  14. ალექსანდრე გვახარია. აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე და აღმოსავლური რენესანსის ზოგიერთი საკითხი. .ფილოსოფია. თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 317. – 1995. – გვ.140-146.
  15. ალექსანდრე გვახარია. იური მარი და ვლადიმერ ფუთურიძე. მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 1993. – N2. – გვ.10-14. (ენისა და ლიტერატურის სერია).
  16. ალექსანდრე გვახარია. ვეფხისტყაოსნის ლექსიკიდან (ნაღები). ქართული წყაროთმცოდნეობა. თბილისი, 1993. – ტ. VIII. – გვ.126-131.
  17. ალექსანდრე გვახარია. ალექსანდრე ბარამიძე – ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის მკვლევარი. მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. 1992. – N2. – გვ.128-134. – (ენისა და ლიტერატურის სერია)
  18. ალექსანდრე გვახარია. დავით კობიძე – ქართულ-სპარსული ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი (დაბადების 80 წლისთავის გამო) მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. 1987. – N2. – გვ.198-202.
  19. ალექსანდრე გვახარია. ქართული ფირდოუსიანას ახალი შენაძენი. (შაჰნამეს 1000 წლისთავი). მწიგნობარი. 1997. გვ.13-17
  20. ალექსანდრე გვახარია. ავთანდილ გადინადირა… (ე. ქორიძე-“ვეფხისტყაოსნისა” და “ტარიელიანის” ურთიერთმიმართება” მონოგრაფია. 1937. წ.). მწიგნობარი. 2001. გვ.256-258.
  21. ალექსანდრე გვახარია. ორი კრებული და ორი გახსენება (გურამ ჭილაშვილისა და გურამ ასათიანის გახსენება. დაბადების 70 წლისთავის გამო). მწიგნობარი. თბილისი, 1999. – გვ.255-259.
  22. ალექსანდრე გვახარია. “ვეფხვისტყაოსნის” აღმოსავლური ლექსიკიდან (მახალი, ნასი, ხლა). სამეცნიერო შრომების კრებული: შოთა რუსთაველი. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. 2000. ტ. 1. გვ.269-271
  23. ალექსანდრე გვახარია. “არილი” – ჩვენი უმცოსი მეგობარი ნ. კაკაბაძე. არილი. 2001. N4. გვ.3
  24. ალექსანდრე გვახარია. “ნურასოდეს დაბერდებით” (ნიკო ყიასაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავის გამო). არილი. – 2001. N17. – გვ.1-2.
  25. ალექსანდრე გვახარია. ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე ტაეპის აღმოსავლური კომენტარი (პოემის რამდენიმე სტროფის – “მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული”, “გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა” და სხვათა განხილვა აღმოსავლურ ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების მოხმობით). შრომები. თბილისის უნივერსიტეტი. 2002. ტ. 341. – გვ.48-54.
  26. ალექსანდრე გვახარია. ქართული ფილოლოგიის დიდოსტატი. (ალექსანდრე ბარამიძის დაბადების 100 წლისთავი. ცხოვრება და მოღვაწეობა). მწიგნობარი 02. თბილისი, 2002. – გვ.269-280.
  27. ალექსანდრე გვახარია. კიდევ ერთხელ “იოსებზილიხანიანის” ზაალისეული ვერსიის ლექსიკოლოგიური საკითხების შესახებ. (აღმოსავლური ლექსიკა, რომელიც გვხვდება ხელნაწერ (S-1283) “იოსებზილიხანიანის” ქართულ ვერსიებში). ენათმეცნიერების საკითხები. 1999. N3. გვ.107-110
  28. ალექსანდრე გვახარია. “ვეფხისტყაოსნის” ლექსიკიდან: (დარბაზი) ქართული დიპლომატია : წელიწდეული. – , 2004. – N11. – გვ.23-29
  29. ალექსანდრე გვახარია. გიორგი წერეთელი – “ვეფხისტყაოსნის” ლექსიკის მკვლევარი (დაბადებიდან 95 წლისთავის გამო). ენათმეცნიერების საკითხები. 1999. N4. გვ.104-109.
  30. ალექსანდრე გვახარია. “ვეფხისტყაოსნის” ლექსიკიდან (დარბაზი). 2004. NIII. გვ.200-213.
  31. ალექსანდრე გვახარია. “ბალავარიანის” ორი ადგილის გაგებისათვის (შუასაუკუნეებში გავრცელებული რომანის “ბალავარიანის” ძველი ქართული ვერსიის წარმოშობის საკითხი). შრომები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1989. ტ. 290. გვ.29-37.
  32. ალექსანდრე გვახარია. “ვისრამიანის” ქართული ტექსტის საკითხები. მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 2001. N1-4. გვ.183-202. (ენისა და ლიტერატურის სერია)
  33. ალექსანდრე გვახარია. გორგანის “ვის ო რამინის” სპარსული ტექსტის საკითხები. (XI საუკუნის შუა წლებში ისპაჰანში დაწერილი ფახრადდინ გორგანის პოემის “ვის ო რამინ” – ის (“ვისრამიანის”) ქართული და სპარსული ვერსიების ტექსტოლოგიური ანალიზი: სპარსული ტექსტის სწორების მაგალითები). მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკდემია. 1999. N1-4. გვ.201-227. (ენისა და ლიტერატურის სერია).
  34. ალექსანდრე გვახარია. “ვისრამიანის” ქართული ტექსტის საკითხები. (ტექსტოლოგიური ძიებანი). მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 2001. N1-4. გვ.183-202. (ენისა და ლიტერატურის პარტია).
  35. ალექსანდრე გვახარია. “ვისრამიანის” ქართული ტექსტის საკითხები. მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 2003. გვ.141-168. (ენისა და ლიტერატურის სერია).
  36. ალექსანდრე გვახარია. კიდევ ერთხელ გორგანის “ვის ო რამინის” სპარსული ტექსტის შესახებ (“ვისრამიანის” ქართული და სპარსული ტექსტების შეჯერების შედეგად სპარსული ტექსტის გასწორების მაგალითები). გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი. 2002. N4. გვ.15-18
  37. ალექსანდრე გვახარია. ქართული მთარგმნელობითი ოსტატობის მწვერვალი (“ვისრამიანის” ქართულ – სპარსული ტექსტების შედარება – შეპირისპირების მაგალითები წარმოჩენილი ქართული თარგმანის (სარგის თმოგველი) შეფასების საკითხები). ლიტერატურა და სხვა. 2001. N1(3). გვ.99-111
  38. ალექსანდრე გვახარია. იოსებზილიხანიანის ქართული ვერსიების სპარსული წყაროები. შრომები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960. N91. გვ.467-473
  39. ალექსანდრე გვახარია. ვასო აბაევის ხსოვნას (საქართველოში დაბადებული ოსი მეცნიერის, ირანისტ-ენათმეცნიერის ვასილ აბაევის ცხოვრება და მოღვაწეობა, ურთიერთობა ქართველ ენათმეცნიერებთან, საქართველოსა და ქართული ენისადმი მიძღვნილი გამოკვლევები). პერსპექტივა-XXI. 2005. VI. გვ.103-105.

Responses

  1. გმადლობთ. რატომ არავინ აწერს ამ წერილს (ბიოგრაფიას) ხელს? ვისი დაწერილია?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: