Posted by: burusi | 21/07/2010

თამარა თუმანიშვილი

თამარა თუმანიშვილი - Tamara Toumanova (Tumanishvili)

თამარა თუმანიშვილი – Tamara Toumanova (Tumanishvili) (1919 – 1996)

თამარას დედა, ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელი თავად თუმანიშვილითა შთამომავალი იყო. 1918 წელს ევგენია მეუღლესთნ ერთად ტოვებს საქართველოს და რუსეთის გავლით მიემგზავრება ჩინეთში ემიგრაციაში. გზაში ინფექციური დაავადებისგან გარდაეცვალა მეუღლე. მარტოდ დარჩენილმა ევგენიამ 1919 წლის 2 მარტს იმშობიარა ციმბირსა და შანხაის შორის გზაში და ახალშობილს მისცა თავისი გვარი თუმანიშვილი. ქალაქ ხარბინში რამოდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ ევგენიამ და თამარამ დატოვეს ჩინეთი და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ქაიროში ლტოლვილთა ბანაკში მცირე ხნით ყოფნის შემდეგ ტოვებენ ეგვიპტეს და საცხოვრებლად ჩადიან პარიზში.

თამარას პირველი პედაგოგი ფორტეპიანოსა და ქორეოგრაფიაში იყო ცნობილი რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჯენსკაია. თამარას დებიუტი სცენაზე შესდგა 10 წლის ასაკში პარიზის ოპერის სცენაზე ბალეტით L’ Evantail de Jeanne. სწორედ ამ პერიოდში შენიშნა თამარა ცნობილმა ქორეოგრაომა ჯორჯ ბალანჩინმა და მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში De Basil Ballet Russes de Monte Carlo. იმ პერიოდიდან მოყოლებული თამარას კარიერა ძირითადად დაკავშირებული და ასოცირებული იყო ჯორჯ ბალანჩინთან. თამარა ცეკვავდა ირინა ბარონოვასა და ნატალია რიაბოჩენსკაიასთან ერთად ცნობილ საბალეტო ჯგუფში ”ბეიბი ბალერინას” .

1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა სპეციალურად თამარასთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში Cottilon, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ამავე წელს თამარამ მონაწილეობა მიიღო ბალეტში Concurrence და Le Bourgeois, რომლებმაც თამარა ვარსკვლავად აქციეს. ამავე 1932 წელს სპეციალურად თამარასთვის ჯორჯ ბალანჩინმა შექმნა ბალეტი Le Palaid de Cristal, რომელიც ასევე დაიდგა პარიზის ოპერის სცენაზე. ეს ბალეტი შემდგომში ცნობილი გახდა სახელწოდებით Symphony in C. პარისის პრესამ მას ბალეტის შავი მარგალიტი შეარქვა. როგორც ინგლისელი მწერალი და ბალეტის კრიტიკოსი ა. ვ. კოტონი წერდა: “ბალეტის ისტორიაში თამარა ულამაზესი მოვლენა იყო”.

თამარას შთაგონებით იქმნებოდა საბალეტო ნაშრომები ცნობილი ქორეოგრაფების ლეონოდ მიასინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერგეი ლიფარის, ბრონისლავა ნიჯინსკას მიერ. ხოლო მისი სასცენო პარტნიორები იყვნენ სერგი ლიფარი, ჯორჯ ბალანჩინი, ლეონიდ მიასინი, ვლადიმერ ოუხტომსკი, მიხეილ ფოკინი, ჯორჯ ზორიჩი , დევიდ ლიჩინი.

1939 წელს თამარა დედასთნ ერთად საცხოვრებლად გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჯორჯ ბალანჩინის რჩევით გვარი თუმანიშვილი გადაიკეთეს და დაეწერნენ თუმანოვად. თამარა ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა მონტე კარლოს საბალეტო დასსთან, St.James theatre , San Francisco Civil Ballet, New York City Ballet-თან… 1939 წელს იღებს მონაწილეობას ბროდვეის მიუზიკლში “Stars In Your Eyes” . ამავე დროს მონაწილეობას ღებულობს მსოფლიო საგასტროლო ტურნეებში. წარმატებით მონაწილეობდა მსოფლიოს ცნობილ საოპერო სცენებზე – American Ballet Theatre 1944-45; the Paris Opéra Ballet 1947 , 1950; De Cuevas Company 1949; La Scala 1951 , 1952. ლონდონის 1952 , 1954 წლების ფესტივალზე.

1944 წელს თამარამ იქორწინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, რომელთანაც მალევე განქორწინდა. სწორედ კეისიმ გადაიღო თამარა 1943 წელს მხატვრულ ფილმში Days Of Glory, სადაც თამარას პარტნიორობას უწევდა დებიუტანტი გრეგორი პეკი.

1933 წელს მონაწილეობას ღებულობს ფილმში Jeux d’ Enfante

1942 წელს მონტე კარლოს საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას ღებულობს ფილმში Spenish Fiesta, სადაც მას პარტნიორობას უწევს ლეონიდ მიასინი .

1950 წელს რამოდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო გადაცემაში Your Show Of Shows.

1953 წელს მონაწილეობს ფილმში Tonight We Sing , სადაც ასრულებს ანა პავლოვას როლს.

1954 წელს მონაწილეობს ფილმში Deep In My Heart, სადაც ასრულებს ლეგენდარული გაბი დესლის როლს.

1956 წელს მონაწილეობს ჯინ კელის მიერ გადაღებულ ფილმში Invitation To The Dance , სადაც პარტნიორობას უწევს თავად ჯინ კელის . ეს ფილმი 1956 წელს რიგით მე-6 ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე გახდა ოქროს დათვის პრიზიორი.

1966 წელს თამარა მონაწილეობს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში Torn Curtain, სადაც მას პარტნიორობას უწევენ პოლ ნიუმენი და ჯული ენდრიუსი.

1970 წელს მონაწილეობს ბილი უაილდერის ფილმში The Private Life Of Sherlock Holmes .

1970 წელს მონაწილეობას ღებულობს სატელევიზიო ფილმში Billy Wilder.

1985 წელს თამარა მონაწილეობას იღებს ჯეკ ჰელის დოკუმენტურ ფილმში That’s dancing.

ცნობილია, რომ თამარას ჰყავდა ბევრი თაყვანისმცემელი. მისი შთაგონებით იქმნებოდა ლეგენდარული ამერიკელი მხატვრის ჯოსეფ კორნელის შემოქმედება. ცნობილია კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარას გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. გარდა ჯოსეფ კორნელისა თამარას პორტრეტები აქვთ დახატული მხატვრებს ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ), ვლადიმერ ტრეტჩიკოვს, ხუან მიროს…

სიცოცხლის ბოლო წლები თამარამ გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი ჰილსში. ანდერძის თანახმად მისი მთელი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა.

თამარა თუმანიშვილი გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს სანტა მონიკაში და დაკრძალულია დედასთან ევგენია თუმანიშვილთან ერთად ლოს ანჯელესის სასაფლაოზე ” Hollywood Forever”.


Responses

  1. რა მშვენიერი თითები აქვს, თითა თითები

  2. mshvenieri qalbatonia,cudia rom mas icnobdnen rogorc russ da ara qartvels.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: