Posted by: burusi | 24/06/2010

სოციალური გავლენები

მხატვარი ალექს ბერდიშევი

სოციალური გავლენები

რევაზ ქვარცხავას “სოციალური ფსიქოლოგია”-დან

ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ის სოციუმის გავლენას უნდა დაემორჩილოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში. ინდივიდმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას თავისი ინდივიდუალობა, ამას გარკვეული ღირებულება აქვს მისთვის და მეორეს მხრივ საზოგადოების ნორმებისადმი დაქვემდებარებასაც გარკვეული ღირებულება მიეწერება. ამ კომფლიქტის არსის გარკვევა, მისი გადაწყვეტის გზების ძიება სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება გაცნობიერებული სოციალური გავლენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები. როგორ შეიძლება მოვახდინოთ გავლენა სხვებზე? რა უნდა ვიცოდეთ, რომ შევძლოთ შევცვალოთ მათი ქცევები, ატიტუდები და გრძნობები სასურველი მიმართულებით? რა სიტუაციური და პიროვნული მახასიათებლების ცოდნაა საჭირო რათა ეფექტურად გადავწვიტოთ პრობლემები?
ესაა საკითხები რომლებიც სოციალური ფენომენების იმ სფეროში განიხილებიან, რომელიც სოციალური გავლენების სახელწოდებითაა ცნობილი და სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს.
სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია და დადგენილია მთელი რიგი პროცესები, რომელთა გამოყენებით შეიძლება გავლენა მოვახდინოთ სხვებზე – შევცვალოთ მათი რწმენები, ატიტუდები და ქცევები, მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა კონფორმიზმი, დამთმობობა და მორჩილება, რომლებიც მეტნაკლებად კარგადაა შესწავლილი.
კონფორმიზმი – როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით. ამრიგად, კონფორმიზმი განიხილება როგორც საშუალება რომლითაც ჯგუფი ან საზოგადოება აყალიბებს თავისი წევრების აქტიობას. ეს ხორციელდება იმ ფორმალური და არაფორმალუ¬რი წესებით, რომლებიც მიუთითებენ თუ რომელია სწორი (მისაღები) ქცევა.
დამთმობობა – წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულ ფორმას. დამთმობობასთან გვაქვს საქ¬მე როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი მოთხოვნით.
მორჩილება – ხორციელდება სიტუაციაში სადაც ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი პირდაპირი ბრძანებით. ჩვეულებ¬რივ ინდივიდს რომელიც ბრძანებას იძლევა იგულისხმევა რომ აქვს ძალა დაიმორჩილოს სხვა, რომ მას აქვს ძალაუფლება.

კონფორმიზმი

სოციალური გავლენების კვლევებში კლასიკურ ექსპერიმენტალურ გამოკვლევებადაა ჩათვლილი ს. აშის, მ. შერიფის და ს. მილგრამის ექსპერიმენტები. შერიფის გამოკვლევა ეხება ნორმების ჩამოყალიბების საკითხს, იგი ჯგუფის ინდივიდზე ზეგავლენის კანონზომიერებებს იკვლევს, ხოლო მილგრამი ავტორიტარული მორჩილების ფსიქოლოგიური თავისებურების კვლევას ეხება. ამჟამად შერიფისა და აშის გამოკვლევებს შევაფასებთ, ხოლო მილგრამის ექსპერიმენტებს მორჩილების ფენომენის განხილვისას გავარჩევთ.
შერიფის ექსპერიმენტი. არსებითად ეხება სოციალური ნორმების ჩამოყალიბების პროცესის კვლევას ლაბორატორიულ პირობებში. კვლევაში გამოყენებული იყო ავტოკინეტიკური ფენომენი (სრულ სიბნელეში, თუ მხედველობას დავაფიქსირებთ ერთადერთ განათებულ წერტილზე მოგვეჩვენება, რომ წერტილი მოძრაობს ქაოტურად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული სიჩქარით. თუმცა წერტილი უძრავია, მოძრაობის განცდა ილუზორულია). წინასწარ ექსპერიმენტებში, სუბიექტები შეყავთ ბნელ ოთახში და სთხოვენ შეაფასონ განათებული წერტილის მოძრაობის მანძილი დიუმებში (1 = დიუმი 2,5 სმ). რამდენიმე ცდის შემდეგ დადგინდა თუ როგორ აფასებს თითოეული სუბიექტი წერტილის მოძრაობის სიგრძეს. აღმოჩნდა, რომ სუბიექტების შეფასება განსხვავებული იყო. ზოგს ეჩვენება, რომ წერტილი მოძრაობდა დაახლოებით 1 დიუმზე, ზოგს ეჩვენებოდა, რომ მოძრაობდა ორ დიუმზე. ზოგის შეფასება კი იყო 8-10 დიუმი.
ცხადია, ასეთ ორაზროვან სიტუაციაში სუბიექტები არ იქნებოდნენ დარწმუნებული საკუთარ შეფასებაში. ეს იქედანაც ჩანდა, რომ სუბიექტები ხშირად ცვლიდნენ თავიანთ საწყის შეფასებას.
მას შემდეგ რაც დადგინდა თითოეული სუბიექტის მოჩვენებითი მოძრაობის სიგრძე, ლაბორატორიაში საექსპერიმენტოდ შემოყავდათ სუბიექტების სამკაციანი ჯგუფი და სთხოვდნენ კიდევ ერთხელ შეაფასონ წერტილის მოძრაობის სიგრძე. ჯგუფის წევრების შერჩევა ხდებოდა წინასწარი ცდების შედეგების საფუძველზე. ჯგუფში ხვდებოდა ის სუბიექტები, რომელთა შეფასება განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგ. ერთერთ ჯგუფში გაერთიანდა სუბიექტები, რომელთა წერტილის მოძრაობის სიგრძის შეფასება იყო 1, 2 და 8 დიუმი. ამჯერად ისინი წერტილის მოძრაობას აფასებდნენ რიგრიგობით. ექსპერიმენტი გრძელდებოდა რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასე რომ ერთიდაიგივე ჯგუფს სისტემატურად უხდებოდა წერტილის მოძ¬რა¬ობის სიგრძის შეფასება. მკვლევარებს აინტერესებდათ სუბიექტების შეფასებები დარჩებოდა განსხვავებული თუ ისინი შეეც¬დებოდნენ შეფასებების ურთიერთ დაახლოებას. შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ მიუხედავად იმისა რომ პირველ დღეს სუბიექტების შეფასება მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მეოთხე დღეს მათი შეფასებები უკვე ერთმანეთს ემთხვეოდა. აშკარად შეიმჩნეოდა შეფასებების ურთიერთდაახლოების ტენდენცია, ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბების ტენდენცია.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგივე სუბიექტები ხელახლა მოიწვიეს იმავე ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სუბიექტებზე ექსპერიმენტი ტარდებოდა ცალკცალკე. მკვლევარებს აინტერესებდათ სუბიექტების შეფასებები იქნება განსხვავებული თუ ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ ჯგუფური ნორმები? აღმოჩნდა, რომ სუბიექტებმა გამოავლინეს ჯგუფის ნორმების შენარჩუნების ტენდენცია.
საინტერესო კვლევები განახორციელეს ჯაკობსმა და კემპბელმა (Robert Jacobs & Donald Campbell, 1961) შერიფის მიერ მიგნე¬ბული ექსპერიმენტული პროცედურის გამოყენებით. მათ ავტოკინეტიკური ფენომენი გამოიყენეს იმის საკვლევად თუ რამდენად შეუძლია კულტურას მცდარი რწმენების განმტკიცება. ამისათვის გამოიყენეს ცრუ სუბიექტები, რომლებიც მოქმედებდნენ ექსპერიმენტატორების მითითებით. ექსპერიმენტში სუბიექტი ცრუ სუბიექტთან ერთად აფასებდა განათებული წერტილის მოძრაობას. ცრუ სუბიექტი მითითების თანახმად წერტილის მოძრაობას აფასებდა ნამდვილი სუბიექტის შეფასებისაგან საკმაოდ განსხვავებულად. თუ ნამდვილი სუბიექტი შეაფასებდა რომ წერტილი მოძრაობს 2 დიუმით, ცრუ სუბიექტის შეფასება იყო 10 დიუმი. რამდენიმე სერიის შემდეგ ხდებოდა შეფასებების ურთიერთ დაახლოება და საბოლოო შეფასება ხდება ის რომ წერტილი მოძრაობს დაახლოებით 5 დიუმით. ამის შემდეგ ცრუ სუბიექტს ცვლიდნენ ნამდვილი სუბიექტით. ასეთ სიტუაციაში ჯგუფის ნორმა აგრძელებდა მოქმედებას. ამის შემდეგ შემცვლელ სუბიექტს ისევ ცვლიდნენ ახალი სუბიექტით და ა.შ. ხორციელდებოდა სუბიექტის ჩანაცვლება რამდენიმე სერიაში. მკვლევარებს აინტერესებდათ რომელ შეცვლამდე შეინარჩუნებდა ჯგუფი თავის შეფასებას. აღმოჩნდა, რომ ილუზორული შეფასების ჯგუფის ნორმა შენარჩუნებულ იქნა სუბიექტების მეხუთე ჩანაცვლებამდე. კვლევის ავტორების დასკვნაა ის რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ხდებიან კულტურული სიცრუის გავრცელების მონაწილენი.
ს. აშის ექსპერიმენტი. აში დაინტერესდა საკითხით, კონფორმულობას მხოლოდ მაშინ იჩენს ადამიანი როცა სიტუაცია ორაზროვანია, როცა სუბიექტები არ არიან დარწმუნებულნი თავიანთ შეფასებაში, თუ მაშინაც გამოავლენს მას როცა სტიმული არაორაზროვანია და ინდივიდი დარწმუნებულია თავის შეფასებაში?
აშის ექსპერიმენტები ტიპიურად ტარდებოდა შემდეგნაირად:
ლაბორატორიაში შემოყავთ ხუთი სუბიექტი, რომელთაგან ნამდვილი სუბიექტია ერთი, დანარჩენი ექსპერიმენტატორის მითი¬თებით მოქმედებს. მათ სვამენ მაგიდის ირგვლივ და ეუბნებიან, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ პერცეპციის შესწავლის ექსპერიმენტებში. მათ ევალებათ ხაზების სიგრძის შეფასება. ამის შემდეგ მათ აჩვენებენ სამ განსხვავებული სიგრძის ხაზს (როგორც ეს მოცემულია ფიგურა 6-1-ში). ხაზები დანომრილია.
აჩვენებენ აგრეთვე ცალკე დახაზულ ერთ ხაზს – (ეტალონური ხაზი) რომელიც აშკარად ჩანს რომ შესაფასებელი სამი ხაზიდან ერთერთის ტოლია და დანარჩენი ორიდან აშკარად განსხვავდება. სუბიექტებს ევალებათ მიუთითონ ეტალონური ხაზი შესაფასებელი ხაზებიდან რომელი ხაზის ტოლია. უნდა მიუთითონ ხაზის ნომერზე. სუბიექტებს უნდა ეპასუხათ რიგრიგობით იმისდა მიხედვით როგორ იჯდნენ. სუბიექტები კი ისე დასვეს, რომ ნამდვილ სუბიექტს უნდა ეპასუხა სხვების პასუხების მოსმენის შემდეგ. რადგან ხაზებს შორის განსხვავება აშკარა იყო, ჩვეულებრივ პასუხებში არ იყო განსხვავება. ყოველი შეფასების შემდეგ სუბიექტებს შესაფასებლად უჩვენებდნენ ხაზების ახალ წყებას. ხაზების ახალი წყების შემოტანა შესაფასებლად ხდებო¬და სისტემატურად. მაგრამ, ხაზების ზოგიერთი წყების შეფასებისას ხდებოდა, ნამდვილი სუბიექტის თვალსაზრისით, უცნაური რამ, პირველი სუბიექტი ხაზის სიგრძეს აფასებდა აშკარად მცდარად. მაგ. ფიგ. 1-ის შემთხვევაში მიუთითებდა, რომ ეტალონური ხაზი შესაფასებელი ხაზებიდან პირველი ნომერი ხაზის ტოლი იყო. უცნაურობას აძლიერებდა ის, რომ სხვებიც რიგრიგობით იმეორებდნენ იმავე შეცდომას. ბოლოს დადგა ნამდვილი სუბიექტის ჯერი. და ასეთი რამ ექსპერიმენტების სერიებში ხშირად მეორდებოდა. მიუხედავად მისი გაოცებისა და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი სუბიექტები აშკარად ხედავდნენ, რომ სხვები მცდარად პასუხობდნენ, ხშირად თვითონაც მცდარ პასუხებს იძლეოდნენ. საბოლოო ჯამში ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში მართალია ყველა სუბიექტი არ ავლენდა კონფორმულობას, მაგრამ სუბიექტების სამი მეოთხედი თავის პასუხებში ერთხელ მაინც ეთანხმებოდა მცდარ შეფასებას, ე.ი. ავლენდა კონფორმულობას. ეს ნიშნავს, რომ პასუხების 63%-არ ექვემდებარებოდა კონფორმიზმის გავლენას, ხოლო პასუხების 37% კონფორმული იყო.

როგორ ახდენს ჯგუფი გავლენას

მრავალ სიტუაციაში, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რომლებიც მიუთითებენ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ესენი ცნობილია როგორც სოციალური ნორმები – და როგორც წესი ისინი ზუსტი და ნათელია. სახელმწიფო ფუნქციობს კონსტიტუციით, დაწერილი კანონებით და კოდექსებით. საზოგადოებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ გარკვეული დაწერილი ნორმებით, რომელიც არეგულირებს მათი წევრების ქცევებს.
ზოგიერთი ნორმები კი დაუწერელი და იმპლიციტურია. უმრავლესობა ჩვენთაგანი ასრულებს ასეთ დაუწერელ წესებს. სოციალური ნორმები, მიუხედავად იმისა არიან ისინი დაწერილი თუ დაუწერელი ექსპლიციტური თუ იმპლიციტური, იმორჩილებენ ადამიანთა უმრავლესობას. ეს ძლიერი ტენდენცია კონფორმულობისაკენ, იმოქმედოს საზოგადოების მოთხოვნის შესა¬ბამისად, თუ როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, შეიძლება მოგვეჩვენოს ხშირად უხერხულად, მაგრამ ის ადამიანებს იცავს სოციალური ანარქიისაგან. ასეთი კონფორმულობის გარეშე საზოგადოება წარმოუდგენელია. ამრიგად, კონფორმულობა საკმაოდ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონფორმულობა ყოველთვის სასარგებლოა. ზოგჯერ ნორმებს, რომლებიც მართავენ ადამიანის ქცევას, არა არქვთ ნათელი მიზანი, ისინი როგორც ამბობენ უბრალოდ არსებობენ. და ასეთი ნორმები საკმაო რაოდენობით არსებობენ. ასეთ შემთხვევაში, როცა ნორმა მართავს ადამიანის ქცევას იმის მითითების გარეშე თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მას, ინდივიდები მათ განიხილავენ როგორც არასასურველს.
მიუხედავად იმისა, რომ კონფორმულობისაკენ ძლიერი ტენდენცია გაცნობიერებული იყო როგორც სოციალური ფსიქოლოგიის ისე სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლების მიერ 1950-იან წლებამდე ის არ გამხდარა სერიოზული შესწავლის ობიექტი, სანამ არ გამოჩნდა აშის საკმაოდ გონებამახვილური ექსპერიმენტები.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფორმულობაზე

აშის კვლევები აჩვენებენ კონფორმულობის ტენდენციებს. თუმცა კვლევითი მონაცემები მიუთითებენ აგრეთვე რომ კონფორმულობა არ ვლინდება ერთიდაიგივე ხარისხით ყველა სიტუაციაში ან ყველა ჯგუფებსა და ინდივიდებში. ეს ფაქტი სვამს საკითხს, რა ფაქტორები განსსაზღვრავენ იმას, თუ რა ხარისხში ექვემდებარება ინდივიდი კონფორმულობას? მიუთითებენ ცვლადებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ტენდენციის ინტენსიობაზე, ესენია ჯგუფის შეჭიდულობა, ჯგუფის სიდიდე, სოციალური მხარდაჭერის არსებობა-არარსებობა და სქესი.
ჯგუფის შეჭიდულობა და კონფორმულობა. ჯგუფის შეჭიდულობაში იგულისხმება ე.წ. ჩვენ გრძნობა – თუ რამდენად თვლის ინდივიდი ჯგუფს მისთვის ღირებულად – ე.ი. ჯგუფის წევრებს შორის კავშირის ხარისხი – მაგ. ურთიერთ სიმპატიების ხარისხი. ჯგუფის შეჭიდულობა განიხილება როგორც ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ახდენს ერთი ჯგუფი მეტ გავლენას თავის წევრებზე, ვიდრე მეორე ჯგუფი. რაც უფრო დიდია შეჭიდულობის ძალა მით უფრო კონფორმულები არიან ჯგუფის წევრები ჯგუფის ნორმების და მიზნების მიმართ.
ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. თითქოსდა ლოგიკური იყო დაშვება, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობა მოქმედებს ერთნაირად, ან ამტკიცებს გარკვეულ მოსაზრებას, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა ჩვენც ისე გავაკეთოთ. მაგრამ ჯგუფის სიდიდესა და კონფორმულობას შორის დამოკიდებულება უფრო რთული აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ კონფორმულობისაკენ დაწოლა, დამორჩილების ტენდენცია, იზრდება 5 კაციან ჯგუფებამდე, და ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდა ძალიან მცირე დამატებით ეფექტს იძლევა. ამის ერთერთ მიზეზად თვლიან იმას, რომ ჯგუფის სიდიდის ზრდა 5 წევრის ზემოთ, შეიძლება წარმოშობს საიდუმლო გარიგების არსებობის შესახებ ეჭვს. ე.ი. შეიძლება ჯგუფის წევრმა, რომელზეც გავლენას ახდენს ჯგუფი, დაასკვნას, რომ ჯგუფის წევრები არ გამოხატავენ ინდივიდუალურ თვალსაზრისს.
ამ ფენომენის განსხვავებული ახსნა შემოგვთავაზა ლატანემ (Bibb Latane, 1981). მისი აზრით სოციალური გავლენის ზრდა დამოკიდებულია ჯგუფის სიმჭიდროვეზე და ზომაზე. ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად მცირდება თითოეულ წევრზე გავლენა. მაგ. ერთერთ კვლევაში უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს გაერჩიათ ერთი სასამართლო საქმე. სანამ გამოიტანდნენ თავიანთ განაჩენს სტუდენტებს უჩვენეს ამ საქმის ოთხი ცრუ სუბიექტის მიერ განხორციელებული გარჩევა. როდესაც ცრუ სუბიექტები წარმოდგენილი იყვნენ როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი, მათი მოქმედებები ნამდვილ სუბიექტებში მეტ კონფორმულობას იწვევდა, ვიდრე როცა ოთხივე ერთად წარმოდგენილი იყო როგორც ერთი ჯგუფი. ასევე ორი ჯგუფი შემდგარი სამ-სამი ინდივიდისაგან იწვევდა მეტ კონფორმულობას ვიდრე ექვსი ინდივიდისაგან შემდგარი ერთი ჯგუფი. ხოლო სამი ჯგუფი ორ-ორი ინდივიდისაგან შემდგარი გაცილებით მეტ კონფორმიზმს იწვევდა.
საინტერესო ახსნა შემოგვთავაზა ამ ფაქტისა ტანფორდმა და პენროდმა (Tanford, Penrod, 1984). მათი აზრით, თავიდან ყოვე¬ლი ინდივიდი რომელიც ემატება ჯგუფს იძლევა უფრო დიდ წანაზარდს კონფორმულობისკენ დაწოლაზე, მაგრამ მერე ფუნქცია სწორდება ისე, რომ ყოველი დამატებითი წევრის სოციალური გავლენის ტოტალურ ოდენობას გაცილებით ნაკლებს უმატებს ვიდრე წანმასწრები. ავტორები გვთავაზობენ ე.წ. სოციალური გავლენის მოდელს – (Social influence Model – SiM) – მათი აზრით, ჯგუფის ზომასა და კონფორმულობას შორის კავშირი – თუ მათ x და y ღერძზე გამოვხატავთ, მიიღებს შ ფორმას. ე.ი. მრუდი თაავიდან მაღლა მიიწევს და შემდეგ სწორდება.
SIM მოდელი აგრეთვე გვთავაზობს, რომ როცა სოციალური გავლენის სამიზნეთა რაოდენობა იზრდება, ფუნქცია ჯგუფის სიდიდის კონფორმულობასთან მიმართებაში იქნება სწორი. ე.ი. როცა ჯგუფი რაოდენობაში იზრდება, მისი გავლენა რამოდენიმე წევრზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გავლენა ერთადერთ წევრზე. ავტორები თვლიან, რომ SIM მოდელი უზრუნველყოფს საუკეთესო აღწერას თუ როგორ იცვლება სოციალური გავლენა ჯგუფის სიდიდისა და გავლენის სამიზნეზე ინდივიდების რაოდენობასთან ერთად.
ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტი. აშის (და ბევრი სხვა) კვლევებში სუბიექტებზე დაწოლა ხდებოდა ერთსულოვანი ჯგუფის პოზიციებიდან. ასეთ პირობებში ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო სოციალურ ზეგავლენას. რა მოხდება როცა ასეთი დაწოლისას სუბიექტი აღმოაჩენს თუნდაც ერთ მოკავშირეს? ე.ი. არსებობს ინდივიდი, რომელიც მის აზრს იზიარებს. კვლევითი მონაცემები ადასტურებენ, რომ ასეთ შემთხვევაში კონფორმულობა მკვეთრად მცირდება.
დადასტურება ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტისა მიღებულ იქნა ორი დამატებითი ფაქტიდან. პირველი – კონფორმულობა შემცირდა მაშინაც კი როცა ის ერთი მოკავშირე რომელიც არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას არ იყო კომპეტენტური მოცემულ სიტუაციაში. მაგ. ერთერთ კვლევაში რომელიც ეხებოდა ვიზუალურ შეფასებას, კონფორმულობა მცირდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერი, რომელიც არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას მოთავსებული იყო სქელი მინის ტიხარს მიღმა და არ ქონდა ნანახი ხელოვნური სტიმული. მეორე ფაქტი კი იყო ის, რომ კონფორმულობა მცირდებოდა მაშინაც კი, როცა იმ ერთი ინდივიდის შეფასება განსხვავდებოდა სუბიექტის შეფასებისაგან, მაგრამ განსხვავდებოდა უმრავლესობის შეფასებისგანაც. ე.ი. მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ ის არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას.
ამრიგად, აღმოჩნდა, რომ სოციალური მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმა შეიძლება სასარგებლო იყოს სოციალური დაწოლისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამასთან, შეიძლება დავიჭიროთ განსხვავება სოციალური მხარდაჭერის განსხვავებულ ფორმებს შორის. მაგ. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერა მანამდე, სანამ კონფორმულობისაკენ დაწოლა გაიზრდება უფრო ეფექტურია, ვიდრე მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც დაწოლა უკვე ხორციელდება. იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ინაწილებს თქვენს თვალსაზრისს გეხმარებათ საკუთარი შეფასებისადმი ნდობის განმტკიცებაში და ამდენად ზრდის ჯგუფის დაწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. მხარდაჭერა ადამიანს სოციალურ სიმამაცეს მატებს. ამ ფაქტს მთელ რიგ ცხოვრებისეულ სოციალურ სიტუაციებში აქვს მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი აზრი. თუ თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელშიც კონფორმულობისაკენ დაწოლა იზრდება და გრძნობთ, რომ საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა, პირველ რიგში უნდა სცადოთ გულახდილად ილაპარაკოთ რამდენადაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო დიდია შანსი შემოიერთოთ რომელიმე სხვა და ამით მეტია შანსი წინააღმდეგობა გაუწიოთ დაწოლას.
სექს განსხვავებულობა და კონფორმიზმი. ადრინდელი გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ეს მონაცემები გარკვეულწილად ქალებისა და მამაკაცების მახასიათებლების შესახებ გაბატონებული თვალსაზრისის კონსისტენტური იყო (მაგ. რომ მამაკაცები უფრო მტკიცენი არიან და ქალები დამთმობები). 1970 წლებამდე თვალსაზრისი, რომ ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალური გავლენის მიმართ ვიდრე მამაკაცები ეჭვმიუტანელი ჩანდა. 70-იან წლებში იწყება ასეთი მიდგომის შემოწმება. ახალი კვლევები შეიძლება ითქვას რომ არ ადასტურებდა სქესს შორის რაიმე განსხვავებას კონფორმულობის ტენდენციებში. აღინიშნა, რომ ასეთი შედეგები მიღებული იქნა უფრო დახვეწილი და თანამედროვე დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე. დადგა საკითხი, რატომ იყო ადრინდელ კვლევებში მიღებული განსხვავებული შედეგები? რატომ დასტურდებოდა რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან? როგორც ჩატარებული ექსპერიმენტების ანალიზმა აჩვენა, შედეგები არსებითად განსაზღვრა იმ მასალამ რომელიც კვლევისას იყო გამოყენებული. აღმოჩნდა, რომ დავალება ან ის მასალა, რომელსაც იყენებდნენ კვლევებში უფრო ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის, ვიდრე ქალებისათვის. რადგან ადამიანებს ტენდენცია აქვთ მიყვნენ სხვის გავლენას უფრო მაშინ, როცა ისინი გაურკვეველ სიტუაციაში არიან ვიდრე როცა სიტუაცია გარკვეულია, გასაგებია მონაცემების მიხედვით ქალები რატომ ავლენდნენ კონფორმიზმის უფრო მაღალ დონეს ვიდრე მამაკაცები. რომ ეს ფაქტორი მართლაც პასუხისმგებელია კონფორმულობაში სქესთა შორის განსხვავებულობაზე ადრეულ კვლევებში მიღებულ შედეგებზე, დაადასტურა კვლევებმა. ერთერთ კვლევაში დადგინდა, რომ როცა ქალებისათვის ნაკლებად იყო ცნობილი ის მასალა რომელსაც იყენებდნენ კვლევებში, ისინი მართლაც უფრო ავლენდნენ დამთმობლობას ჯგუფის დაწოლის მიმართ. მაგრამ როცა გამოყენებული მასალა ნაკლებად ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის ვიდრე ქალებისათვის, მაშინ მამაკაცები ავლენდნენ მეტ კონფორმულობას.
ამრიგად, ახალი მონაცემები არ ადასტურებენ მნიშვნელოვან განსხვავებას კონფორმულობაში მამაკაცებსა და ქალებს შორის. თუმცა მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არსებობს რწმენა, რომ ქალები უფრო ადვილად ექვემდებარებიან გავლენას, ვიდრე მამაკაცები. გამოითქვა მოსაზრება თუ რა შეიძლება იყოს ასეთი რწმენის წყარო. ერთერთ შესაძლებელ წყაროდ ასახელებენ რწმენას სტატუსის შესახებ. გარკვეულად ერთმანეთს დაუკავშირდა სტატუსი, გავლენიანობა და სქესი. კერძოდ, არსებობს რწმენა (და აღმოჩნდა რომ სამართლიანად), რომ დაბალი სტატუსის ინდივიდზე ზეგავლენა უფრო ადვილად შეიძლება მოვახდინოთ, ვიდრე მაღალი სტატუსის ინდივიდზე. გარდა ამისა, მრავალს სწამს, რომ საშუალოდ ქალებს უფრო დაბალი სტატუსი აქვთ ვიდრე მამაკაცებს სამუშაო სიტუაციის ძალიან ფართე რანგებში. ამ ორ რწმენას მივყავართ დაშვებამდე, რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ე.ი. კონფორმულობა ამ შემთხვევაში სტატუსის ფუნქციაა და არა სქესის. ეს მოსაზრება დადასტურდა ეგლისა და მისი კოლეგების კვლევებში. მაგ. ერთერთ კვლევაში (Eagly & Wood, 1982) სუბიექტებს (მამაკაცებს და ქალებს) სთხოვეს წაეკითხათ მოკლე მოთხრობა რომელშიც ბიზნესის ერთი დაქირავებული ცდილობდა გავლენა მოეხდინა მეორის, საწინააღმდეგო სქესის ინდივიდის თვალსაზრისზე. შემთხვევის ნახევარში ის ვისაც უნდა მოეხდინა ზეგავლენა იყო მამაკაცი, ხოლო მიმღები იყო ქალი. მეორე ნახევარში კი მიმართება საწინააღმდეგო იყო. მოთხრობის ნახევარში, ზუსტად იყო მითითებული სამუშაოს ტიტულები და ამდენად სუბიექტები ინფორმირებულნი იყვნენ ჩართული ინდივიდების სტატუსზე. მოთხრობის მეორე ნახევარში გამოტოვებული იყო ასეთი ტიპის ინფორმაცია. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ მიეთითებინათ თუ მიმღები რა ხარისხით იქნებოდა გავლენა მოხდენილი კომუნიკატორის მიერ. მკვლევარები წინასწარმეტყველებდნენ, რომ როცა მოთხრობაში გამოტოვებული იყო ინფორმაცია სტატუსის შესახებ, სუბიექტებს ექნებოდათ ტენდენცია ქალებისათვის მიეწერათ უფრო დაბალი სტატუსი, ვიდრე მამაკაცებისათვის. ამდენად მათი აზრით შეიძლებოდა გვეწინასწარმეტყველა რომ ქალი მიმღებები უფრო გამოავლენდა დამორჩილებას ვიდრე მამაკაცი მიმღებები. როცა მოთხრობაში მოცემული იყო როგორც მიმღების ისე კომუნიკატორის ზუსტი სტატუსი – ამ ფაქტორმა უნდა მოახდინოს მეტი გავლენა მათ შეფასებაზე ვიდრე სქესმა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ორივე წინასწარმეტყველება დადასტურდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები არ ადასტურებენ ქალის სტატუსის და დამთმობლობას შორის ზემოთ განხილულ მოსაზრებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი კვლევებით მიღებული შედეგები საწინააღმდეგოა ზემოთ განხილული კვლევებით მიღებული შედეგებისა. ნაცადია მონაცემების ამ განსხვავებების ახსნა. ერთის მხრივ ვარაუდობენ, რომ თვით ეგლისა და მისი კოლეგების მიერ გამოყენებული მასალა (მოთხრობა) იძლევა შედეგებს შორის განსხვავებას. ამასთან იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შეიცვალა ქალების მიმართ სტერეოტიპები და უახლოესი გამოკვლევები ამიტომ იღებენ განსხვავებულ შედეგებს.

კონფორმიზმის საფუძვლები

როგორც ვნახეთ, მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, განხორციელდება თუ არა კონფორმულობა და თუ რა ხარისხში გამოვლინდება ის. მიუხედავად ვარიაციებისა ერთი რამ ნათელია – კონფორმული ქცევა ჩვეულებრივია. ადამიანების უმრავლესობა კონფორმულია ნორმების მიმართ. დგება საკითხი რატომ?
ცხადია პასუხი არ არის მარტივი. კონფორმულობას ალბათ მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მიუთითებენ ადამიანის ორ ბაზისურ მოთხოვნილებაზე: სურვილი მოსწონდეს სხვებს და სურვილი იყოს სწორი (ჟნსკო, 1985)
სურვილი მოსწონდე სხვას – ანუ როგორც მას უწოდებენ ნორმატული გავლენა. კონფორმიზმი, რომელიც ემყარება ადამიანის სურვილს დააკმაყოფილოს სხვების მოლოდინები, როგორც წესი იმიტომ, რომ მოიპოვოს აღიარება. როგორ გამოვიწვიოთ სხვა ინდივიდები, რომ მოვწონდეთ ჩვენ? ალბათ ესაა სოციალური ურთიერთობის ერთერთი მუდმივი საზრუნავი. როგორც მოწონების ფენომენის განხილვისას აღვნიშნეთ, მრავალი სტრატეგია არსებობს საამისოდ. ერთერთი მათგანი იყო მსგავსება. ადამიანები ბავშვობიდან სწავლობენ, რომ დათანხმება ადამიანებისადმი, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ, მოიქცე ისე როგორც ისინი აკეთებენ ან მოელიან ჩვენგან, განსაზღვრავს იმას რომ ჩვენ მოვწონდეთ. მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, ხშირად უცნობებიც გვასაჩუქრებენ პრიზებით და მოწონებით როცა ასეთ მსგავსებას ვამჟღავნებთ. ამდენად, ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ კონფორმულები ვართ არის მარტივი: ჩვენ ვსწავლობთ, რომ თუ ასე მოვიქცევით მივიღებთ მოწონებას და აღიარებას სხვებისაგან, რაც ასე ძლიერ გვსურს. კონფორმულობა, რომელიც მომდინარეობს ამ წყაროდან ცნობილია როგორც ნორმატული სოციალური გავლენა, რადგან ის გულისხმობს საკუთარი ქცევის შეცვლას რათა მოერგო სხვების მოლოდინებს, სოციალურ ნორმებს.
სურვილი იყო სწორი – ანუ ინფორმაციული სოციალური გავლენა. მთელი რიგი საკითხების მიმართ ჩვენ არა გვაქვს საშუალება ვიცოდეთ თუ რამდენად სწორი ვართ. მაგ. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რამდენად ზუსტია ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ან როგორ გადავწყვიტოთ როგორი სახის ტანსაცმელია მოდური და მიმზიდველი? არ არსებობს მუდმივი მოხერხებული ტესტები ან გამზომი ხელსაწყო მათ დასაზუსტებლად. მიუხედავად ამისა ჩვენ ძლიერი სურვილი გვაქვს ვიყოთ სწორი ასეთ საკითხებში. ამ დილემის გადაწყვეტა კი საჭიროა. რათა ვუპასუხოთ ასეთ კითხვებს ან თუნდაც მოვიპოვოთ ინფორმაცია მათ შესახებ, მივმართავთ ხალხს. ჩვენ ვიყენებთ მათ აზრს, მათ აქტიობებს, როგორც სახელმძღვანელოს საკუთარი აზრისა და მოქმედებისათვის. კონფორმულობის ეს მეორე წყარო ცნობილია როგორც ინფორმაციული სოციალური გავლენა და ამავე დროს ის წარმოადგენს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. უამრავ სიტუაციაში ჩვენ ვარჩევთ აქტიობას და აზრს რომელიც სხვების აქტობის და აზრების მსგავსია და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს სისწორეში,
ეს ორი ფაქტორი – ძლიერი სურვილი ვიყოთ მოწონებული (ნორმატული სოციალური გავლენა) და ვიყოთ სწორი (ინფორმაციული სოციალური გავლენა) გვიბიძგებს კონფორმულობა და არა დამოუკიდებლობა იყოს ჩვენი ქცევის სტანდარტული მანერა. სოციალურ იმიჯზე ზრუნვა, შედეგად გვაძლევს ნორმატულ ზეგავლენას, ხოლო სურვილი ვიყოთ სწორი წარმოშობს ინფორმაციულ ზეგავლენას.

ვინ ავლენს კონფორმულობას?

საღი აზრით თითქოსდა უნდა დავუშვათ, რომ კონფორმუ¬ლო¬ბის დონეს განსაზღვრავს არა მარტო სიტუაციური ცვლადები, არამედ პიროვნული მახასიათებლებიც. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კონფორმიზმის ხარისხში და თუ განსხვავდებიან რა პიროვნული მახასიათებლები განსაზღვრავენ ამ განსხვავებას? ნაკვლევია რამდენიმე ფაქტორი რომელთა შორის მეტნაკლებად გამოიკვეთა სქესი, პიროვნული თვისებები და კულტურა. სქესსა და კონფორმულობას შორის ურთიერთობაზე ზემოთ გვქონდა საუბარი, ამიტომ ამჟამად ვარჩევთ პიროვნების და კულტურის მახასიათებლებს კონფორმიზმთან მიმართებაში.
პიროვნება. საღი აზრით თითქოსდა მართებული იქნება დავუშვათ, რომ ინდივიდი რომელსაც აქვს დაბალი საკუთარი ღირსების გრძნობა ან რომელსაც აქვს სოციალური მოწონების მიღების მაღალი დონე, კონფორმულობის უფრო მაღალ დონეს გამოავლენენ ვიდრე მაღალი საკუთარი ღირსების ან დაბალი სოციალური მოწონების მოთხოვნილების მქონე ადამიანები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ექსტერნალური ლოკუს კონტროლის მქონე ინდივიდები უფრო კონფორმულები იქნებიან ვიდრე ინტერნალური ლოკუს კონტროლის ინდივიდები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საღი აზრი ამ შემთხვევაში ცდება. უმრავლესობა კვლევებისა ამტკიცებს, რომ ზეგავლენაზე ინდივიდების კონფორმული ან არაკონფორმული რეაქცია არსებითად უფრო სიტუაციის თავისებურებებზეა დამოკიდებული და არა პიროვნულ მახასიათებლებზე. ამაზე მიუთითებს 1960-იან და 1970-იან წლებში ჩატარებული ექსტენსიური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პიროვნულ მახასიათებლებსა და კონფორმიზმს შორის კავშირის კვლევას. ამ ორ ცვლადს შორის დადასტურდა ძალიან სუსტი ურთიერთკავშირი.
1980-იან წლებში იდეამ, რომ პიროვნულ მახასიათებლებს არა აქვთ მნიშვნელობა, გაამძაფრა მკვლევარების ინტერესი და დაიწყეს ინტენსიური ძიება იმ პირობებისა, რომელშიც პიროვნული თვისებების ცოდნა ბოლოსდაბოლოს შესაძლებლობას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის ქცევა. კვლევის შედეგები არც თუ ისე იმედის მომცემი აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემების ანალიზიდან გაკეთდა ზოგადი დასკვნა საერთოდ პიროვნული თვისებებიდან ქცევის წინასწარმეტყველების შესახებ, რომ მართალია შინაგანი ფაქტორების ცოდნა (ატიტუდები, დისპოზიციები) იშვიათად გვაძლევენ სპეციფიკურ სიტუაციაში ქცევის ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას, ის შესაძლებელს ხდის, სიტუაციების გარკვეულ ერთიანობაში, ვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის გასაშუალებული ქცევა. ამით ხაზგასმულია ის, რომ ძნელია ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველება ცალკეულ სიტუაციაში. უფრო მეტი ალბათობით შეიძლება განვსაზღვროთ კონფორმიზმის საშუალო დონე სიტუაციის სიმრავლეში ვიდრე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.
გარდა ამისა მითითებულ იქნა, რომ ქცევის 3პიროვნული წინასწარმეტყველება უმჯობესდება თუ გამოვლენილი შინაგანი მახასიათებლები სპეციფიკურია სიტუაციისათვის და სოციალური გავლენა უმნიშვნელოა.
კულტურა. აღმოჩნდა, რომ კულტურა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კონფორმულები იქნებიან ადამიანები. აშის ექსპერიმენტები გაიმეორეს რამოდენიმე ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში კონფორმიზმის დონე ერთმანეთს ემთხვეოდა: ლიბანში 31%, ჰონკონგში 32%, ბრაზილიაში 34%, მაგრამ ზიმბაბვეში 51% – ე.ი. კულტურაში სადაც არაკონფორმულობა ისჯება კონფორმულობის დონე მაღალი იყო. ამასთან ისიც დადასტურდა, რომ შეიძლება კულტურა შეიცვალოს. მაგ. აშის ექსპერიმენტების გამეორებამ დიდი ბრიტანეთის, კანადის და აშშ-ს სტუდენტებთან აჩვენა, რომ ადრე ჩატარებულ კვლევებთან შედარებით შედეგები განსხვავებული იყო – კერძოდ კონფორმულობის უფრო დაბალ დონეს აჩვენებდნენ. საბოლოო დასკვნა, რომელსაც უჭერენ მხარს მკვლევარები არის ის, რომ: კონფორმიზმი მეტნაკლებად უნივერსალური ფენომენია, მაგრამ მისი გამოხატვის ფორმები იცვლება კულტურიდან კულტურამდე. ევროპული და ამერიკული კულტურა აქეზებენ ინდივიდუალურობას. აზიური კულტურა და მესამე სამყაროს ქვეყნების კულტურა უფრო კოლექტივიზმისაკენ იხრებიან. კვლევები ადასტურებენ, რომ კულტურული ღირებულებები გავლენას ახდენენ კონფორმიზმის დონეზე. კოლექტივისტური ქვეყნის ადამიანები სხვისაგან გავლენის უფრო მიმღებნი არიან ვიდრე ინდივიდუალისტური კულტურის ქვეყნის მცხოვრებლები.

უმცირესობის გავლენა

აქამდე ჩვენ ვიხილავდით კონფორმულობას როგორც უმრავლესობის უმცირესობაზე ზეგავლენას. უმრავლესობა ახორციელებს გავლენას და უმცირესობა პასიურია, განიცდის ზეგავლენას. უმეტეს შემთხვევაში ეს ასეცაა. მაგრამ ხშირია შემთხვევა როცა უმცირესობა ახდენს გავლენას უმრავლესობაზე. მაგ. ისეთი გიგანტები მეცნიერებაში როგორიცაა გალილეი, პასტერი, ფროიდი აღმოჩნდნენ დიდი და ურიცხვი უმრავლესობის წინაშე, რომლებიც უარყოფდნენ მათ თეორიებს და იდეებს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათი თვალსაზრისი თანდათანობით მიღებულ იქნა უმრავლესობის მიერ. ასევე ითქმის რეფორმატორულ მცირე ჯგუფების მიმართ, რომლებიც ხშირად თავიანთი შეუპოვარი აქტიობით წარმატებებს აღწევენ ღრმად ჩამჯდარი ატიტუდებისა და ღირებულებების შეცვლაში. ასეთი ფაქტები გვარწმუნებენ, რომ უმცირესობა ყოველთვის არ არის უსუსური დიდი და ერთსულოვანი უმრავლესობის წინაშე. ხშირად ისინი ახერხებენ დაძლიონ უთანხმოება და გაიტანონ თავიანთი თვალსაზრისი. ბოლოსდაბოლოს დადგა საკითხი უმრავლესობის ყოვლისშემძლეობის შესახებ და ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაჩნდა სიახლეები კონფორმიზმის კვლევებში, საფუძველი ჩაეყარა უმცირესობის უმრავლესობაზე გავლენის კვლევებს.
ახალი მიდგომის ერთერთი დამწყები იყო ფრანგი ფსიქოლოგი სერჟ მოსკოვიჩი. თავის ადრინდელ ექსპერიმენტებში მოსკოვიჩმა და მისმა კოლეგებმა ((Moscovici, Loge & Naiffrechaux, 1969) გამოიყენეს აშის ტიპის კონფორმულობის პარადიგმა იმ განსხვავებით, რომ უმრავლესობა იყო გულუბრყვილო სუბიექტი და უმცირესობა ცრუ სუბიექტი. სუბიექტებს უჩვენებდნენ არაორაზროვან ფიზიკურ სტიმულს, სახელდობრ ფერების სლაიდებს. ამ კვლევაში 6 წევრიან ჯგუფს სთხოვდნენ სლაიდის ფერის შეფასებას. ფაქტიურად ყველა სლაიდი იყო ცისფერი იცვლებოდა მხოლოდ მათი განათების ხარისხი. საკონტროლო 6 კაციანი ჯგუფი ყველა სლაიდს უშეცდომოდ აფასებდა როგორც ცისფერს. ექსპერიმენტულ ჯგუფში ორი ცრუ სუბიექტი მუდმივად ცისფერ სლაიდს აფასებდა როგორც მწვანეს. სუბიექტებს წინასწარ უთხრეს, რომ ჯგუფის წევრებს ქონდათ ნორმალური მხედველობა, ასე რომ უმცირესობის პასუხი 3მწვანე4 არ მიე¬წერებობდა მათ ფერთა სიბრმავეს. უმცირესობის გავლენით დაახ¬ლოებით სუბიექტების მესამედი მიუთითებდა, თუნდაც ერთხელ მაინც, რომ სლაიდი იყო 3მწვანე,” საერთოდ ყველა შეფასების 8 პროცენტი სლაიდის მწვანედ შეფასება იყო. ე.ი. უმცირესობის აზრს ქონდა მნიშვნელოვანი გავლენა უმრავლესობაზე.
წინააღმდეგ კონფორმიზმის ტრადიციული კვლევებისა, მოსკოვიჩი ვარაუდობს, რომ ჯგუფებს შორის ადგილი აქვს შეუთანხმებლობას, კონფლიქტს და რომ არსებობს სოციალური გავლენის სამი სახე, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები ასეთ სოციალურ კონფლიქტებზე:
1. კონფორმულობა – უმრავლესობის გავლენა რომელშიც უმრავლესობა არწმუნებს უმცირესობას მიიღონ უმრავლესობის თვალსაზრისი.
2. ნორმალიზაცია – ურთიერთ კომპრომისი რომელსაც მივყავართ კონვერგეციამდე ურთიერთდაახლოებამდე.
3. ინოვაცია – უმცირესობა ქმნის და ახდენს კონფლიქტის აქცენტუაციას, რათა დაარწმუნოს უმრავლესობა მიიღოს უმცირესობის თვალსაზრისი.
მოსკოვიჩის გამოკვლევებმა ბიძგი მისცა ახალ გამოკვლევებს სოციალური გავლენის სფეროში. დაიწყეს იმ ფაქტების ძიება, რომლებიც განსაზღვრავენ უმცირესობის გავლენის ეფექტურობას. თვითნონ მოსკოვიჩმა იკვლია უმცირესობის ქცევისეული სტილის მნიშვნელობა.
უმცირესობის ქცევის სტილი. რომ გახდეს ეფექტური, უმცირესობა თავის ქცევებში უნდა იყოს კონსისტენტური და ძალის მქონე. ქცევის ასეთი სტილი უმრავლესობის მიერ განიხილება როგორც უმცირესობის თავის პოზიციაში დარწმუნებულობის და გარკვეულობის მაჩვენებელი. შესაძლებელია კონსისტენტური უმცირესობა ნაკლებ მიმზიდველი ჩანდეს ვიდრე უმრავლესობის წევრები, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩნდება ტენდენცია ისინი აღქმული იქნან როგორც უფრო კომპენტენტურები და პატიოსნები. როცა უმცირესობა ყოველთვის დაჟინებით იცავს თავის პოზიციას, შესაძლოა უმრავლესობა იწყებს დაეჭვებას თავის თვალსაზრისზე. ბოლოსდაბოლოს შესაძლოა უმრავლესობის რომელიმე წევრი ცვლის თავის პოზიციას უმცირესობის პოზიციის მიმართულებით. თუ უმრავლესობის საჭირო რაოდენობა შეცვლის თავის თვალსაზრისს, უმცირესობა შეიძლება გარდაიქმნას ახალ უმრავლესობად.
კვლევები ახდენენ აგრეთვე ახალი ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომლებიც უმცირესობის გავლენის ეფექტურობას განსაზღვრავენ: პირველი, უმცირესობა უფრო გავლენიანი იქნება თუ შეძლებს უმრავლესობის თვალსაზრისის უარყოფას; მეორე, უმცირესობა უფრო ეფექტურია, როცა მათი ქცევისეული სტილი ლოგიკურად კონსისტენტურია, მაგრამ არა რიგიდული, ე.ი. როცა უმცირესობა აღქმულია რომ აქვთ კარგად განსაზღვრული პოზიცია, მაგრამ აქვთ პოზიციის პრეზენტაციის ფლექსიური სტილი. მესამე, სოციალური კონტექსტის მნიშვნელობა. მაგ. სექსუალური კონსერვატიზმის ეპოქაში სექსუალური თავისუფლების მტკიცება ნაკლებ ეფექტური იქნება ვიდრე უმცირესობას დაიწყო მტკიცება სექსუალურ შეზღუდულობაზე. და ბოლოს, უმცირესობა უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი ჯგუფის უმრავლესობას ემსგავსებიან მრავალ სხვა საკითხებში გარდა იმ კონკრეტული ქცევისა და ატიტუდებისა, რომელსაც ეხება საკითხი. მაგ. როცა რესპუბლიკური პარტიის წევრი ცდილობს დაარწმუნოს სხვა რესპუბლიკელები შეცვალონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა (ე.ი. ე.წ. ჯგუფის შიდა უმცირესობა), უმრავლესობას ემსგავსება სხვა დანარჩენ ატიტუდებსა და რწმენებში გარდა ამ ერთი საკითხისა, მეტი შანსი აქვს გავლენა მოახდინოს ვიდრე როცა დემოკრატიული პარტიის წევრი ცდილობს რესპუბლიკელებს შეაცვლევინოს საგარეო პოლიტიკა. ეს იქნება სიტუაცია სადაც უმცირესობა აღმოჩნდება ორმაგ უმცირესობაში (ჯგუფის გარე უმცირესობა), როგორც საერთოდ პოლიტიკური ორიენტაციით ისე საგარეო პოლიტიკის საკითხზე. ასეთ სიტუაციაში რესპუბლიკელს მეტი აქვს შანსი გავლენისა ვიდრე დემოკრატს (რომელიც ორმაგ უმცირესობაშია). ამრიგად, უმცირესობა უფრო გავლენიანია, როცა მისი პოზიცია მიღებულია როგორც სერიოზული და დანახულია, რომ გამოხატავს კომპეტენტურობას და გარკვეულობას. ნაკლებად ეფექტურია, როცა დანახულია როგორც აქცენტოფილი, დემაგოგიური და სელფ-დაცვითი. ე.ი. ჩანს, რომ ხელსაყრელ პირობებში შეთან¬ხმე¬ბულ კონსისტენტურ უმცირესობას შეუძლია გამოიწვიოს საკმა¬ოდ დიდი უმრავლესობის თვალსაზრისის შეცვლა.
უმცირესობის უმრავლესობაზე ზეგავლენის ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ არსებობს განსხვავებული თვალსაზრისები. არის მცდელობა ეს აიხსნას სოციალური ატრიბუციის პრინციპებით: როგორც სოციალური პერცეპციის განხილვისას აღვნიშნეთ სხვისი ქცევის მიზეზების ატრიბუციას შინაგან მახასიათებლებზე ვახდენთ როცა (1) კონსენსუსი არის დაბალი (სხვა ინდივიდები არ იქცევიან ისე, როგორც განსახილველი ინდივიდი); (2) კონსისტენტობა არის მაღალი (ინდივიდი არსებითად ერთი მანერით მოქმედებს სხვადასხვა დროს; და (3) განსხვავება არის დაბალი (ინდივიდი იმავე მანერით მოქმედებს სხვა სიტუაციაში). ეს პრინციპები კარგად შეიძლება გამოვიყენოთ მაღალი შინაგანი შეთანხმების მქონე უმცირესობის აქტიობის მიმართ. ასეთი გადახრილი უმცირესობა იღებს არაპოპულარულ პოზიციას, ინარჩუნებს ამ პოზიციას კონსისტენტურად და მოქმედებს ამ პოზიციის შესაბამისად განსხვავებულ სიტუაციებში. კაუზალური ატრიბუციის თანახმად ყოველივე ამის გამო, მათი მოქმედება განხილება როგორც გამომდინარე მათი შინაგანი ღრმა რწმენიდან და მოვალეობიდან. შედეგად, პატარა სასწაული, მათი თვალსაზრისი მიღებულია სერიოზულად და ბოლოსდაბოლოს უმრავლესობის მხრივ განხილულია მზრუნველობით. გარდა ამისა, როგორც მიუთითებენ, მოქმედებაში მოდის გაზვიადების ფენომენი. უმცირესობა აყალიბებს და ინარჩუნებს თავის არაპოპულარულ თვალსაზრისს მიუხედავად ძლიერი დაწოლისა, რომელსაც განიცდის უმრავლესობიდან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უმრავლესობის ტენდენცია უმცირესობის აქტიობა მიაწერონ მათ რწმენას და ვალდებულებებს გაზვიადებულია.
ბოლო წლებში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის გავლენების (კონფორმულობა) და უმცირესობის გავლენების (ინოვაცია) პროცესების შესახებ. კერძოდ, წარმოადგენენ ისინი ერთი და იგივე საფუძვლად მდებარე პროცესების გავლენას თუ მათ განსხვავებული პროცესები უდევთ საფუძვლად. ორივე მოსაზრებას ყავს თავისი მომხრეები.
ზოგიერთის აზრით (Letane & Wolf, 1981; Tanford & Penrod, 1984), როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის გავლენები – წარმოადგენს ერთიდაიგივე საფუძვლად მდებარე პროცესის გამოვლენას. მათ შორის განსხვავება უფრო რაოდენობრივია ვიდრე თვისობრივი. არსებობს კვლევები რომლებიც ადასტურებენ ამ პოზიციას.
მეორეს მხრივ, მოსკოვიჩი (და სხვა მკვლევარებიც) ვარაუდობს, რომ უმრავლესობის და უმცირესობის გავლენებს შორის არსებობს თვისობრივი განსხვავება. მაგ. მას მიაჩნია, რომ უმრავლესობის გავლენას ხშირად მივყავართ ღია ქცევის შეცვლამდე, მაგრამ ის აუცილებლობით არ იწვევს ატიტუდის შეცვლას. ამისგან განსხვავებით უმცირესობის გავლენას უფრო მივყავართ ატიტუდის შეცვლამდე, აზრის შეცვლამდე. ბოლოს, გვინდა მივუთითოთ ერთ ეფექტზე. უმცირესობაში ყოველთვის იგულისხმება, რომ ისინი რაღაც მახასიათებლებით გადახრილები არიან უმრავლესობისაგან. ამდენად თითქოსდა უმცირესობა არღვევს ჯგუფის ურთიერთქმედების ჰარმონიას, მაგრამ ამ შეუთანხმებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი სიკეთე მოუტანოს ჯგუფს. კვლევები აჩვენებენ (Nemeth, 1992), რომ უმცირესობამ შეიძლება მიზეზობრივად განსაზღვროს ჯგუფის უმრავლესობის უფრო საგულდაგულო ჩაფიქრება საკითხზე, რომ ჯგუფმა სცადოს განიხილოს შესაძლებელი ახსნის ან ახალი სიტუაციის ფართე განსხვავებულობები. ერთი სიტყვით, უმცირესობის აზრის გამოხატვას ზოგჯერ შეუძლია გააუმჯობესოს ჯგუფის ფუნქციონირება.

მიყოლა (დამთმობობა)

კონფორმიზმი წარმოადგენს სოციალური ზეგავლენის ერთ-ერთ სახეს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვაიძულოთ ადამიანები დაემორჩილონ ჯგუფის ერთსულოვნებას, მიუთითეთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავენ კონფორმიზმის დონეს. მაგრამ ყველაფერი ეს ეხება არა პირდაპირ ზეგავლენას. ამჯერად საუბარი გვექნება იმ სოციალურ ფაქტორებზე, რომლებსაც ძალუძთ პირდაპირ მოახდინონ ზეგავლენა იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი. საუბარია დამთმობობაზე.
დამთმობობა წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდა¬პირ და პიროვნულ ფორმას, როცა ინდივიდი თავის ქცევას ცვლის სხვისი მოთხოვნით.
სხვებისგან მოთხოვნა სოციალური ცხოვრების აუცილებელ, ბაზისურ პირობას წარმოადგენს. მეგობრები მოითხოვენ ერთმანეთისაგან კეთილგანწყობას, მშობლები გვთხოვენ შევცვალოთ ჩვენი ქცევის მრავალი ასპექტები. პოლიტიკოსები გვთხოვენ მხარდაჭერას ხმის მიცემით, გამყიდველი ცდილობს ვიყიდოთ მისი პროდუქტები და ა.შ. მცდელობა მიიღო დათმობა პირდაპირი მოთხოვნით, არის სოციალური გავლენის ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმა. როგორ შეიძლება ადამიანს გააკეთებინო ის რისი გაკეთებაც არ უნდა? როგორ ხდება დათანხმების აღძვრა? ერთი შეხედვით მიდგომა, მივიღოთ დათმობა მოთხოვნაზე, საკმაოდ პირდაპირი ჩანს. მაგრამ აღმოჩნდა რომ მიაღწიო დათმობას საკმაოდ ფაქიზია და შეიძლება განსხვავებული ფორ¬მით იქნას გამოხატული. ინდივიდი, რომელსაც სურს შეცვალოს სხვისი ქცევა თავის თხოვნას არ გამოხატავს 3ცივად4 ან უხე¬შად. ის უფრო იწყებს მოსამზადებელი საფეხურებით, მანევრირებით, ცდილობს დაამყაროს მასთან კეთილგანწყობითი დამოკიდებულება, ვარაუდობს რომ ამით ზრდის ალბათობას სამიზნემ თქვას დიახ ანუ დათანხმდეს მოთხოვნებზე. ერთი სიტყვით ამ მიზნის მისაღწევად არსებობს მრავალი სხვა ეფექტური ტაქტიკა, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ შორის შედარებით წარმატებითია მოთაფვლა (ingratiation), საპასუხო დათმობა (რეციპროკულობა) და მრავალჯერადი თხოვნა.
მოთაფვლა – როგორც ადრე აღვნიშნეთ ადამიანებს აქვთ ძლიერი სურვილი მოსწონდეს სხვას – შეიძლება ეს მოტივი განსხვავებული წყაროებიდან მომდინარეობდეს, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თუ სხვას მოვწონვართ, მაშინ მათ ექნებათ მეტი სურვილი კეთილი საქმეები აკეთონ ჩვენთვის. ე.ი. თუ სხვას მოვეწონეთ ისინი უფრო იქნებიან მზად დააკმაყოფილონ ჩვენი სურვილები, გაგვიწიონ დახმარება როცა გვჭირდება და თქვან დიახ ჩვენს თხოვნაზე. ამ ბაზისური ფაქტის გაცნობიერება უდევს საფუძვლად დამთმობობის მისაღებად ფენომენს, რომელიც მოთაფვლის სახელწოდებითაა ცნობილი. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ ვცდილობთ თავი მოვაწონოთ სხვას და ამის შემდეგ ვთხოვთ მას რამეს. სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია მოთაფვლის განსხვავებული სტრატეგიები, რითაც შეიძლება გავზარდოთ ჩვენი თხოვნისადმი დამთმობობის ალბათობა:
პირველი, ამ მიზნის მიღწევა შეიძლება ვცადოთ ჩვენი ფიზიკური გარეგნობის გაუმჯობესებით. როგორც ადრე მიუთითეთ, საერთოდ მიმზიდველი ადამიანი უფრო მოსწონთ ვიდრე არამიმზიდველი.
მეორე, შეიძლება დავარწმუნოთ სხვა, რომ ჩვენ ვართ მისი მსგავსი გარკვეულ საკითხებში. ეს შეიძლება იყოს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გვაქვს მისი მსგავსი ატიტუდები, ინტერესები, ან ერთნაირი პიროვნული მახასიათებლები.
მესამე, შეიძლება გამოვიყენოთ მისი განდიდების ტაქტიკური ხერხები; ყველა ეს ტაქტიკა ცენტრირებულია მიზანზე მივაღწიოთ კომუნიკაციის მაღალ ხარისხს იმ ინდივიდთან ვისზეც გვინდა გავლენა მოვახდინოთ იმის ჩვენებით, რომ ჩვენ მოგვწონს ის და ვზრუნავთ მასზე. სხვისი განდიდება შეიძლება განსხვავებული ქათინაურებითაც ვაგრძნობინოთ, რომ ვენდობით ყოველ მის სიტყვას, ან როგორც სიტყვებით ისე არავერბალური მინიშნებებით გამოვხატოთ პოზიტიური გრძნობები მის მიმართ.
მეოთხე, ჩვენ შეიძლება ვმართოთ შთაბეჭდილება, რომელსაც ვტოვებთ სხვებში. საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და დავარწმუნოთ ის იმაში, რომ ვფლობთ მრავალ სასურველ თვისებებს (პატიოსნება, ინტელექტი, მეგობრულობა).
ბოლოს, შეიძლება ზოგჯერ მივაღწიოთ სხვების მოწონებას უბრალოდ ჩვენი თავის ასოცირებით პოზიტიურ მოვლენებთან ან ადამიანებთან რომელიც მოსწონთ და პოპულარულია. მაგალითად, შეიძლება ვიტრაბახოთ” კავშირებით, რომ დაკავშირებული ვართ მნიშვნელოვან ინდივიდებთან.
ასეთი ტაქტიკის გამოყენების მონაცემები შემოგვთავაზეს ჯონსმა და ლორდმა (Godfrey, Jones & Lord, 1986) თავიანთ ცნობილ კვლევაში. ერთმანეთისთვის უცნობ წყვილს სთხოვეს (მამაკაცი და ქალი) განეხორციელებინათ მოკლე საუბარი ერთმანეთთან. ყოველ წყვილში ერთერთს სთხოვდნენ გაეკეთებინა ისე, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია მოსწონებოდა მეორეს. ექსპერიმენტში მონაწილეობდა საკონტროლო წყვილიც, რომელსაც ასეთი ინსტრუქცია არ ეძლეოდა. საუბრის დამთავრების შემდეგ სუბიექტები აფასებდნენ ერთმანეთს რამოდენიმე განზომილებაში. ყოველი წყვილი სასაუბროდ ორჯერ ხვდებოდა ერთმანეთს. გარდა ამისა, მათი საუბრების დაწვრილებით ვიდეოჩანაწერს აფასებდა ორი გავარჯიშებული შემფასებელი.
შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ სუბიექტები რომლებსაც სთხოვდნენ თავი მოეწონებინათ პარტნიორისთვის, წარმატებას აღწევდნენ ამ საქმეში. პარტნიორები მათ აფასებდნენ, როგორც უფრო მოსაწონს, მეორე საუბრის შემდეგ ვიდრე პირველი საუბრის შემდეგ. მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები ამას ვერ აღწევდნენ. ვიდეოჩანაწერების ანალიზმა ნათელი გახადა თუ რა ფაქტორები განსაზღვრავდა მოწონებას. მაგალითად, სუბიექტი რომელიც ცდილობდა თავის მოწონებას, ამცირებდა ლაპარაკის ხანგრძლივობას, გამოხატავდა პარტნიორებისადმი მეტ დათანხმებას, რაც არ შეიმჩნეოდა საკონტროლო ჯგუფების საუბარებში და ა.შ.
ამრიგად განსხვავებული ტაქტიკით ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ სხვების ჩვენდამი მოწონება, მათი სურვილი თქვან დიახ როცა რამეს ვთხოვთ.
რათქმაუნდა, საჭიროა ამ ტაქტიკის ფაქიზად გამოყენება. მათი გადაჭარბებული, განსაკუთრებით ხაზგასმული გამოყენება, საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა. ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი.
დათმობა, როგორც საპასუხო რეაქცია დათმობაზე (რეციპროკულობა) ანუ ვასიამოვნოთ სხვას რათა გვასიამოვნონ ჩვენ. თუ სხვები სიკეთეს იჩენენ ჩვენდამი, ვალდებული ვართ ვუპასუხოთ სიკეთით. რადგან რეციპროკულობა აშკარად პოზიტიურ როლს ასრულებს სოციალური ურთიერთობის მრავალ ფორმაში, ის შეიძლება ასევე წარმატებით იქნას გამოყენებულ რო¬გორც ტაქტიკა მივიღოთ დამთმობობა. კერძოდ, როცა გვსურს გავლენა მოვახდინოთ სხვაზე, შეიძლება დავიწყოთ იმით, რომ გაუკეთოთ მას მცირე სიკეთე, რომელსაც ჩვენგან არ მოითხოვდნენ. ასეთი ქცევა შედეგად გვაძლევს იმას, რომ სამიზნე ინდივიდი იგრძნობს თავს დავალებულად და ახლა უკვე ძალიან გაუჭირდება უარი თქვას ჩვენს თხოვნაზე, რაც არ გაუჭირდება სხვა შემთხვევაში. მეტიც, ეს ასე ხდება მაშინაც როცა ის რასაც მისგან ითხოვენ გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გაცემულ იქნა. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ხშირად ნეგატიურ გრძნობას იწვევს, როცა ვინმე საჩუქარს გვაძლევს. ნეგატიურ გრძნობას იწვევს იმის განცდა, რომ თქვენ რაღაცით დავა¬ლებული ხართ, რომ მოგიწევთ საპასუხო სიკეთის გაცემა.
მრავალჯერადი თხოვნა. ხშირად, როცა ცდილობენ სხვები დაიყოლიონ თხოვნაზე, ადამიანები არ იზღუდებიან ერთჯერადი თხოვნით. ადამიანები უფრო იყენებენ ორი ნაბიჯის პოლიტიკას, რათა გაზარდონ მათი წარმატების შანსი. ამ სტრატეგიის საფუძველი მარტივია – პირველმა თხოვნამ შეიძლება ითიმაშოს მოსამზადებელი როლი მეორე თხოვნისათვის, როცა პირველი თხოვნა უარყოფილია, ამან შეიძლება შეამციროს მეორე თხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევა და მოსალოდნელია მიიღოს მომდევნო წინადადება. მრავალჯერადი თხოვნის მრავალი ტექნიკაა გამოყენებული, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 1. ფეხი კარებში; 2. ჯერ დიდი და მერე მცირე თხოვნა და 3. წესების შეცვლა შუა თამაშში.
ფეხი კარებში – ანუ ჯერ მცირე თხოვნა და დიდი თხოვნა მერე. ლაპარაკია ფაქტზე, რომ როცა ინდივიდი ცდილობს დაიყოლიოს ვინმე, იწყებს მცირე, ტრივიალური თხოვნით და თუ ის შესრულდება გადადიან უფრო დიდ, მნიშვნელოვან თხოვნაზე. ეს ტექნიკა ცნობილია როგორც ფეხი კარებში, და საკმაოდ ხშირადაა გამოყენებული. ეს ტექნიკა შეფარვით თუ აშკარად გამოიყენება მრავალ პროპაგანდისტულ თუ სარეკლამო კომპანიებში. რეკლამისტები ხშირად კონცენტრირებულნი არიან აიძულონ მომხმარებელი გააკეთონ რამე თუნდაც ძალიან მცირე მათ პროდუქტთან დაკავშირებით – თუნდაც სარეკლამო ფოსტით მიღებული სარეკლამო ბარათის დაბრუნება პასუხით რომ მათ ეს საქონელი არ უნდათ. მიზანი აშკარაა, ჩათვლილია, რომ ნებისმიერი მოქმედება დაკავშირებული ამ პროდუქტთან ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელი მომავალში მას იყიდის. ცნობილია ფრიდმანის და ფრეზერის გამოკვლევა ამ საკითხზე (Freedman J.L & Fraser S.C., 1966). კვლევაში ექსპერიმენტატორები დადიოდნენ კარდაკარ და დიასახლისებს ეუბნებოდნენ, რომ მუშაობდნენ მანქანის ფრთხილად ტარების საზოგადოებრივ კომიტეტში. დიასახლისებს ეუბნებოდნენ, რომ მათ სურთ ამ კომპანიისათვის მხარდაჭერის აღრიცხვა და სთხოვდნენ მათ ხელი მოეწერათ პეტიციაზე, რომელიც უნდა გაეგზავნათ კალიფორნიელი სენატორებისათვის. პეტიცია სენატორს თხოვდა რათა ემუშავათ კანონზე, რომელიც განამტკიცებდა მანქანის ფრთხილად ტარებას. თითქმის ყველა დიასახლისი ვისთანაც კონტაქტში შევიდნენ, დათანხმდა ხელი მოეწერა პეტიციაზე. რამოდენიმე კვირის შემდეგ სხვა ექსპერიმენტატორები მივიდნენ ამავე დიასახლისთან და აგრეთვე სხვებთანაც, რომლებთანაც ადრე არ ყოფილან და არ მოუწერიათ ხელი პეტიციისათვის. ახლა დიასახლისებს თხოვეს ნება დართონ თავიანთ ეზოში დაუდგან დიდი შეუხედავი ფირნიში, რომელზეც ეწერა 3მანქანა ატარეთ ფრთხილად4. შედეგები გასაოცარი იყო. იმ ქალების 55%-მა, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მოწერილი პეტიციაზე, ახლაც დათანხმდნენ ფირნიშის თავიანთ ეზოში დადგმაზე, მაშინ როცა სხვების, რომლებსაც არ მოუწერიათ ხელი პეტიციაზე, მხოლოდ 17% დათანხმდა ფირნიშის დადგმაზე. ე.ი. პირველმა მცირე თხოვნაზე დათანხმებამ გაასამკეცა უფრო დიდ თხოვნაზე დაყოლიების ოდენობა. თუ რატომ აქვს ამ ტექნიკას ასეთი ძლიერი ეფექტი არსებობს ორი შესაძლებელი ახსნა. პირველი, ვარაუდობენ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ინდივი¬დის მიერ თავის თავის აღქმაში ფაქიზ გადაწევას. მცირე თხოვნაზე დათანხმების შემდეგ ისინი იწყებენ თავის თავის განხილვას როგორც ისეთი პიროვნებისა, რომელიც აკეთებს ასეთ საზოგადო საქმეებს – რომ ის არის ისეთი პიროვნება, რომე¬ლიც ეხმარება სხვებს როცა სთხოვენ. ამის შემდეგ, როცა მეორდ სთხოვენ მნიშვნელოვან რამეს, ისინი თანხმდებიან ამ თხოვნაზე რათა თავიანთ შეცვლილ სელფხატთან კონსისტენტურნი იყვნენ. ამ თვალსაზრისის არაპირდაპირი მხარდაჭერა უზრუნველყოფილია იმ ფაქტით, რომ ფეხი კარებშის ეფექტი უფ¬რო ძლიერია ან უფრო კონსისტენტურია პირობებში სადაც საწყისი თხოვნის დაყოლიებისათვის ძლიერი გარეგანი მიზეზები არ არსებობდნენ, ვიდრე პირობებში, სადაც ასეთი გარეგანი მიზეზები არსებობდა. უშვებენ შესაძლებლობას, რომ თუ დაყოლიებისავის გარეგანი მიზეზები არსებობენ, ინდივიდმა თავისი დახმარება შესაძლოა მიაწეროს ამ ფაქტორს და არ მოახდინოს სელფ-პერცეპციაში გადაწევა. როცა ასეთი გარეგანი მიზეზი არ არსებობს, ინდივიდი თავის საწყის დაყოლას მიაწერს შინაგან მიზეზებს და ამდენად განიცდის გადაწევას სელფ-პერცეპციაში. მეორე, შესაძლოა, მცირე თხოვნაზე დათანხმების შემდეგ, ადამიანებს ექმნებათ უფრო პოზიტიური თვალსაზრისი საერთოდ დახმარების სიტუაციისადმი. ე.ი. ახლა ისინი ასეთ სიტუაციას აღიქვამენ როგორც ნაკლებად მუქარიანს ან პოტენციალურად ნაკლებად არასასიამოვნოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა ადგილი. როგორც შედეგი, მათ მეტი სურვილი ექნებათ დაყვნენ მეორე უფრო ძლიერ თხოვნას. ეს მოსაზრებაც მხარდაჭერილია გარკვეული კვლევითი შედეგებით.
როგორც სელფ-პერცეპციაში გადაწევას ისე დახმარების სიტუაციისადმი რეაქციაში ცვლილებას შესაძლოა შეაქვს თავისი წვლილი ფეხი-კარებში ტექნიკის ეფექტში.
ჯერ დიდი თხოვნა, მცირე თხოვნა მერე. თუმცა ტაქტიკა ფეხი კარებში საკმაოდ ეფექტურია, აღმოჩნდა, რომ არანაკლებ ეფექტურია საწინააღმდეგოც. ესაა სტრატეგია, სადაც ინდივიდი იწყებს დიდი კეთილგანწყობის თხოვნით, რომელსაც ჩვეულებ¬რივ უარყოფენ და მას შემდეგ რაც მას უარყოფენ, ითხოვს მცირეს – იმ კეთილგანწყობას, რისი მიღწევაც სურდა. ეს სტრატეგია ცნობილია როგორც უარყოფა – შემდეგ- უკან დახევა. ეს ტაქტიკა შესწავლილია და საკმაოდ ეფექტურადაა აღიარებული.
ერთერთ კვლევაში, კოლეჯის სტუდენტებს აჩერებენ ქუჩაში და სთხოვენ ძალიან დიდ რამეს. მაგ. სთხოვდნენ, ევალდებუ¬ლათ მცირეწლოვანი დამნაშავეების მრჩევლობა უხელფასოდ, რომელიც მოითხოვდა კვირაში ორი საათის მათთან გატარებას ორი წლის განმავლობაში. როგორც წესი სტუდენტები არ თანხმდებოდნენ ამაზე. უარის მიღების შემდეგ ექსპერიმენტატორები ამცირებდნენ თავიანთ თხოვნას, წაეყვანათ არასრულწლოვანი დამნაშავე სასეირნოთ ზოოპარკში. აღმოჩნდა, რომ პირველ თხოვნაზე უარის შემდეგ სტუდენტების 50% – თანხმდებოდა მეორე, უფრო მცირე თხოვნაზე. მაშინ როცა იმ სტუდენტებიდან, რომლებსაც პირდაპირ მიმართეს არასრულწლოვანების ორი საათით გასეირნება (ე.ი. პირველი თხოვნის გარეშე) სტუდენტების მხოლოდ 17% დათანხმდა ამ თხოვნაზე.
ამ ტაქტიკის გამოყენებას შეიძლება შევხვდეთ მრავალ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში.
დგება საკითხი რატომ აქვს ამ ტაქტიკას ეფექტი? შემოთავაზებულია ორი მიზეზი თუ რატომ. პირველი – დაკავშირებულია რეციპროკულ დათმობასთან. როცა ინდივიდი იწყებს დიდი თხოვნით და შემდეგ გადადის მცირე თხოვნაზე, ეს ნაბიჯი სამიზნე ინდივიდის მიერ შეიძლება აღქმული იქნას როგორც უკან დახევა. სამიზნე ინდივიდში ამან შეიძლება წარმოშვას ტენდენცია თვითონაც შეუერთდეს ამ უკან დახევას. საპასუხო უკან დახევა იქნება მიიღოს მეორე თხოვნა. მან დათმო რაღაცა, მეც უნდა დავთმო. შედეგად შეიძლება გაჩნდეს მეორე, მცირე თხოვნის მიღების სურვილი.
მეორე შესაძლებელი ახსნა ეხება სელფ-პერცეპციას – კერძოდ, ჩვენი თავის სხვასთან პრეზენტაცია უპირატესობის კუთხით. როცა ჩვენ უარვყოფთ სხვის დიდ, არაგონივრულ მოთხოვ¬ნას, ამას სამართლიანად ვთვლით და ალბათ არაფერი ემუქრექა სელფ-იმიჯს. თუ ჩვენ ამის მერეც უარვყოფთ მცირე თხოვნასაც, თუნდაც იმავე წყაროდან, ჩვენ შეიძლება გამოვჩნდეთ არაკეთილგონივრულები. ამრიგად ჩვენ ხშირად ვუშვებთ უარყოფა – უკან დახევის ტაქტიკას იმიტომ რომ გვეშინია არ გამოვჩნდეთ სხვის თვალში ცუდი. კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი სხვის თვალში მართლაც გამოჩნდებიან არამეგობრულები და არაკეთილგონივრულები თუ ისინი უარყოფენ სხვისათვის ზომიერი დახმარების გაწევას.
წესის შეცვლა შუა თამაშში. ერთერთ კვლევაში, ქალაქის მაცხოვ¬რებელს, რომელიც თავისი სახლის გათბობისათვის იყენებდა ბუნებრივ აირს, უთხრეს, რომ თუ ისინი ეკონომიურად გამოიყენებდნენ აირს და მიაღწევდნენ მისი მოხმარების შემცი¬რებას, მათ გაზეთში მოიხსენიებდნენ როგორც სანიმუშო მოქალაქეებს და ა.შ. მართლაც მომდევნო თვის აირის ხარჯვას ეს ოჯახი მნიშვნელოვნად ამცირებდა. რათა ენახათ იქნებოდა თუ არა ეს ოჯახი მიჯაჭვული თავის საწყის შეთანხმებასთან, როცა შეთანხმების პირობები შეიცვლებოდა, მათ გაუგზავნეს წერილი სადაც მითითებული იყო რომ დაპირებული პუბლიკაცია არ განხორციელდებოდა. საღი აზრით ამას უნდა მოჰყვეს ის, რომ ოჯახი დაუბრუნდეს ბუნებრივი აირის ხარჯვის ადრინდელ დონეს. ფაქტიურად ასე არ მოხდა. პირიქით, ოჯახი აგრძელებდა აირის ეკონომიურ ხარჯვას. ასეთივე შედეგი იქნა მიღებული როცა კვლევა ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებას ეხებოდა. ტაქტიკას, სადაც უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე უარს ამბობენ, შუა თამაშში წესის შეცვლის სახელითაა ცნობილი. ტაქტიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეთანხმების მიღებით ადამიანი მიეწებება თავის გადაწყვეტილებას. შეთანხმების მიღწევისთანავე ინდივიდი იწყებს მასზე ფიქრს, პოულობს დამატებით მიზეზებს, რომლებიც მხარს უჭერენ მას. როგორც მიუთითებენ შეთანხმება რაკი მიღებულია მას ტენდენცია აქვს გაზარდოს 3საკუთარი კანონიერება და ის სასწრაფოდ იწყებს თავისი არსებობის დამატებითი მხარდაჭერის შექმნას.
დანაშაული და დანაშაულის გრძნობა. ის აზრი, რომ დანაშაულის გრძნობას აქვს ცოდვის მონანიების ტენდენცია საკმაოდ ძველია. დანაშაულის გრძნობა აღიძვრება როცა ადამიანი იმას აკეთებს, რაც არასწორად მიაჩნია. როცა ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს, ჩვეულებრივ ცდილობს ამ დანაშაულის შემცირებას. ეს სხვადასხვა გზით შეიძლება განხორციელდეს: ინდივიდს შეუძლია კარგი საქციელით ცუდი საქციელის ბალანსირება; მან შეიძლება ჩაიყენოს თავი უსიამოვნო მდგომარეობაში და ასე დასაჯოს თავის თავი ცუდი ქცევისათვის; ან მან შეიძლება სცადოს ცუდის აღმძვრელი მოქმედების უარყოფითი ასპექტების მინიმუმამდე დაყვანა. პირველი ორი ტაქტიკა გაზრდის ინდივიდის შესაბამისი მოთხოვნისადმი დათანხმების ალბათობას თუ მოთხოვნა მოიცავს ვინმესთვის კარგი რამის გაკეთებას ან საკუთარი თავისადმი უსიამოვნების მიყენებას რადგან ამით შეამცირებს საკუთარი დანაშაულის გრძნობას.
კარლ სმიტმა და გროსმა ჩაატარეს გამოკვლევა, სადაც გამოიყენეს დასწავლაზე ელექტროშოკის გავლენის კვლევის მსგავსი სიტუაცია. სუბიექტებს აუხსნეს რომ მონაწილეობას იღებენ დასწავლის ექსპერიმენტებში (ყველა შემთხვევაში ნამდვილი სუბიექტი იყო ის, ვინც ასწავლიდა და ცრუ სუბიექტი კი მოსწავლე, რომელიც იღებდა ელექტროშოკს). სუბიექტს ევა¬ლებოდა დაეჭირა ღილაკისთვის როცა მოსწავლე (ცრუ სუბიექტი) შეცდომას დაუშვებდა. სუბიექტის ერთი ჯგუფისთვის ღილაკზე თითის დაჭერისას გაისმოდა ზარის ხმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსწავლე იღებდა ელექტროშოკს. სუბიექტების მეორე ჯგუფმა კი იცოდა, რომ ღილაკზე თითის დაჭერა მხოლოდ ზარის ხმასთან იყო დაკავშირებული, რაც აცნობებდა მოსწავლეს რომ მან შეცდომა დაუშვა. ამრიგად, სუბიექტების ნახევარი ძალიან უსიამოვნო რამეს აკეთებდა, შოკს აყენებდა სხვას. მეორე ნახევარი კი აკეთებდა უწყინარ რამეს – უბრალოდ სიგნალს იძლეოდა რომ დაშვებულია შეცდომა.
ცდათა სერიების შემდეგ ექსპერიმენტატორი აღნიშნავდა, რომ გამოკვლევა დამთავრდა და სუბიექტებს (ყველას) სთხოვდა შეევსოთ მოკლე კითხვარი. კითხვარზე მუშაობის დროს ცრუ სუბიექტი სთხოვდა ნამდვილ სუბიექტს, ხომ არ დარეკავდა რამოდენიმეჯერ კალიფორნიის შტატის წითელი ხის გადარჩენის კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ყველა შემთხვევაში ცრუ სუბიექტმა არ იცოდა რომელი ექსპერიმენტული პირობის მონაწილე იყო სუბიექტი). დაყოლიების საზომს წარმოადგენდა დათანხმდებოდა თუ არა სუბიექტი დარეკვაზე და თუ დათანხმდებოდა რამდენჯერ დარეკვაზე დათანხმდებოდა.
დაშვებული იყო, რომ სხვის მიმართ ელექტროშოკის გამოყენება სუბიექტში დანაშაულის გრძნობას აღძრავდა, ხოლო მხოლოდ ზარის ჩართვა არა. თუ დანაშაულის გრძნობა ზრდის დაყოლიებას, ელექტროშოკის პირობებში სუბიექტები უნდა დათანხმდნენ უფრო მეტ დარეკვაზე ვიდრე მხოლოდ ზარის მიცემის პირობების სუბიექტები. შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ სწორედ ასე მოხდა.
ანალოგიური კვლევები ჩატარდა სხვადასხვა სახის დანაშაულის გრძნობის გამოწვევით. მაგ. დანაშაულის გრძნობა გამოწვეული იყო სიტუაციური სიცრუით, ძვირფასი ნივთის გატეხვით და ა.შ. ყველა შემთხვევაში შედეგები ერთი იყო. დანაშაულის გრძნობა ზრდიდა დაყოლიების ქცევას. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ დანაშაულის გრძნობის შემთხვევაში დაყოლიება იზრდებოდა მაშინაც, როცა დაყოლიებას ცდილობდა შემთხვევითი პირი.
ზოგიერთი მონაცემები მიუთითებდა, რომ დანაშაულის გრძნობა არა მარტო ზრდიდა ტენდენციას დახმარებოდა დაზარალებულს, არამედ ქმნიდა ტენდენციას თავი აარიდოს მასთან კონტაქტს.
დანაშაულისა და დაყოლიების დამოკიდებულების საინტერესო ასპექტს შეიცავს აღსარება. ერთერთ ზოგად დაშვებას წარმოადგენს ის რომ აღსარება კარგია სულისთვის, რაც ოპერაციონალურ ენაზე მონანიების ფორმას იღებს. ე.ი. აღსარება ამცირებს დანაშაულის გრძნობას – რაც დაადასტურა კვლევებმა.
გამოკვლევები გვიჩვენებენ აგრეთვე რომ როცა დანაშაულის გრძნობა გამოწვეულია სპეციფიკურად სხვა პირზე ზიანის მიყენებით, მისი გავლენა დაყოლიებაზე გარკვეულ წილად დამოკიდებულია სიტუაციის სხვა ასპექტზე. დამნაშავეს სურს დანაშაულის გამოსყიდვა და თუ ამის შესაძლებლობა არსებობს აკეთებს კიდეც ამას. თუ არ არსებობს ამის შესაძლებლობა, ან ერთადერთი შესაძლებელი გადასახადი ძალიან დიდია, რეაქცია განსხვავებულია. ინდივიდს უჩნდება ტენდენცია გადაწყვიტოს, რომ დაზარალებული არ იყო სასიამოვნო პირი, ან რომ მან თვითონ ჩაიდინა ცუდი რამ. ხდება დაზარალებულის გაუფასურება და სხვადასხვა ასპექტებით ხდება ზიანის მიყენების გამართლება, ან შეიძლება თვით ზიანის დონის შეფასება მინიმუმამდე დაიყვანოს, ან ზიანის მიყენების გამართლება ხდება მისაღები მიზეზებით.
სოციალური სამართალი და კომპენსაცია. ერთერთ ნორმას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე უწოდებენ სოციალურ სამართალს ანუ თანასწორობას (Adams J., 1965). მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა ინდივიდმა უნდა მიიღოს ის რასაც იმსახურებს და როცა ის არ იღებს მას, სხვები თავს არაკომფორტულად გრძნობენ. კერძოდ, როცა ორი ადამიანი ძალისხმევას, დროს, ცოდნას ამა თუ იმ საქმეზე ხარჯავენ თანაბრად, მაშინ ჯილდოც თანაბარი უნდა იყოს. თუ ასეთ სიტუაციაში ერთი მეტს იღებს ჩნდება უთანასწორობის გრძნობა და ის ვინც მეტს იღებს ავლენს ტენდენციას ამ უთანასწორობის შემცირებისაკენ, სოციალური სამართლიანობის აღდგენისაკენ.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი სამართლიანია ყველას მიმართ, რომ არ არსებობს სიხარბე, ან რომ ადამიანებს არ სიამოვნებთ დამსახურებულზე მეტის მიღება. ლაპარაკია იმაზე, რომ გარკვეული ოდენობით ადამიანები გრძნობენ დაწოლას სოციალური სამართლიანობისაკენ და უჩვენებენ გარკვეულ ტენდენციას მოქმედებისაკენ მიაღწიონ მას. ერთერთი ნაგულისხმევი აზრი ამ მოვლენისა ეხება დაყოლიების ეფექტს იმ შემთხვევაში, როცა სამართლიანობა დარღვეულია. კვლევებმა აჩვენეს, რომ ასეთ სიტუაციაში მართლაც ჩნდება დაყოლიების ტენდენცია.

როგორ ავიცილოთ მიყოლის ეფექტი?

სოციალურ ფსიქოლოგიაში მიუთითებენ მთელ რიგ საშუალებებზე, რითაც შეიძლება ავიცილოთ სოციალური ზეგავლენა. მათ შორის შედარებით ეფექტურია შემდეგი:
(1) რეციპროკულობის რეგულირება. როგორც აღვნიშნეთ, ერთერთი ეფექტური ტექნიკა, გაიზარდოს დაყოლიება არის რეციპროკულობის გამოთვლილი გამოყენება. მიეცი ინდივიდს საჩუქარი ან გაუკეთეთ მცირე კეთილი საქმე და აღმოჩნდება, რომ მას არ შეუძლია უარყოს საკომპენსაციოდ, თქვენი დიდი თხოვნა. როგორ შეიძლება ამ ცდუნებას გაუწიო წინააღმდეგობა? ერთერთი პასუხია ის, რომ გავაცნობიეროთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ მოვალენი ვართ დავუბრუნოთ სიკეთე იმ სიკეთის სანაცვლოდ, რაც სხვისგან მივიღეთ. მაგრამ არა ვართ ვალდებული დავუბრუნოთ სიკეთე, თუ სიკეთე რომელიც მივიღეთ ჩადენილია იმისათვის, რომ რამდენადმე ჩვენი მანიპულირება მოახდინონ, ანუ მოგვატყუონ. ამრიგად, თუ თქვენ იღებთ მოულოდნელ სიკეთეს, და ეს უკანასკნელი კეთდება იმიტომ, რომ მიიღონ თქვენი დაყოლიება, უბრალოდ გააცნობიერეთ ეს მიზანი. როგორც კი ასე გააკეთებთ გრძნობა, რომ მოვალენი ხართ სამაგიერო სიკეთისთვის, მაშინათვე გაქრება, მიყოლის ტენდენციასთან ერთად (შესაძლოა, იგივე პროცედურა ეფექტურად იქნას გამოყენებული ფეხი-კარებში ეფექტისათვის წინააღმდეგობის გასაწევად).
(2) მოწონების ეფექტის შეზღუდვა. ზოგადად, უფრო ძნელია არა უთხრა ინდივიდს, რომელიც მოგწონს ვიდრე იმას რომელიც არ მოგწონს. როგორ დავიცვათ თავი ინდივიდისაგან, რომელიც დაოსტატებულია თავის მოწონებაში და ამას იყენებს ეფექტურად, როცა უნდა რაიმე გთხოვოს? სოციალური ფსიქოლოგები ამასთან დაკავშირებით გვირჩევენ, სენსიტურნი ვიყოთ ასეთი პოზიტიური გრძნობებისადმი. თუ სხვა ინდივიდთან მოკლე შეხვედრის შემდეგ, ვაცნობიერებთ რომ ის განსაკუთრებით მოგვწონს, გონებაში უნდა გაისმას გამაფრთხილებელი ზარის ხმა და თუ ისინი გვთხოვენ რაღაცას, უნდა დავასკვნათ, რომ ისინი ცდილობენ მისი მოწონება დავუბრუნოთ გარკვეული სარგებლით. ასეთ დროს შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი იმით, რომ დავიხიოთ უკან და ჩვენი მისდამი გრძნობები, რომელსაც გავლენა უნდა მოეხდინა ჩვენზე, გამოვაცალკევოთ გადაწყვეტილებისაგან ან აქტიობისაგან. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბოლოსდაბოლოს უცხოსადმი ჩვენს მოწონებას ძალიან ცოტა კავშირი აქვს იმ ქცევასთან, რასაც მოითხოვენ.
(3) კარების მოჯახუნება, როცა ფეხი კარებშია ჩადგმული. ადამიანებს, როგორც მივუთითეთ, ძლიერი ტენდენცია აქვთ იყვნენ კონსისტენტურნი და როგორც ზემოთ მივუთითეთ ეს ტენდენცია ხშირად გარკვეულ როლს თამაშობს დაყოლიებაში. თუ ჩვენ დავთანხმდით ინდივიდის მცირე თხოვნაზე, ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ ვალდებულება, დავეთანხმოთ უფრო დიდზეც, რათა ვიყოთ კონსისტენტურნი. საბედნიეროდ, ამ ტენდენციასაც შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქაც მთავარია საკუთარ გრძნობებზე ყურადღების მიქცევა. თუ თქვენ აღმოაჩენთ თქვენს თავს სიტუაციაში, სადაც თქვენი ადრინდელი აქტიობიდან იძულებას გრძნობთ რომ უნდა თქვათ დიახ, შეყოვნდით და დასვით კითხვა, თქვენი ადრინდელი მიყოლა რომ არ არსებობდეს, დათანხმდებოდით ამჟამად? თუ პასუხი იქნება არა, მაშინ შეჩერება სამართლიანია.
(4) შუა თამაშში წესების შეცვლის ეფექტის აცილება. როცა ინდივიდი მიიღებს გადაწყვეტილებას და გახდება აქტიობის გარკვეული კურსის ერთგული, ძნელია მისი შეცვლა. ამ ტაქტიკას ხშირად საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ტაქტიკას? ჩალდინი (ჩიალდინი, 1985) გვთავაზობს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია შევძლოთ: პირველი დათანხმების ან გადაწყვეტილების მიზეზის განცალკევება იმისგან, რასაც ჩვენ შემდეგ ვაპირებთ. თუ აღმოვაჩენთ ჩვენს თავს სიტუაციაში, სადაც მეორე ინდივიდი მოულოდნელად ცვლის თავდაპირველ შეთანხმებას იმ მანერით, რომელიც თქვენგან მეტ საფასურს მოითხოვს, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ამ მოცემულ პირობებს დავეთანხმებოდი თავიდან? თუ პასუხი იქნება არა, შეეცადეთ ფაქტორების იდენტიფიკაციას, რომელმაც გაცდუნეს თქვენ. შანსი დიდია აღმოაჩინოთ, რომ ეს თქვენ თვითონ შექმენით და ძალიან ცოტა ან სულაც არავითარი წვლილი ექნება იმას, ვისაც გავლენა უნდა მოახდინოს თქვენზე. ამ მომენში, ალბათ დროა უარი ვთქვათ. ბოლოსდაბოლოს, რატომ უნდა დარჩეთ იმ ურთიერთობაში რომელიც ასე ძვირი გიჯდებათ თქვენ და სიკეთეს მოუტანს სხვას.

მორჩილება

მორჩილება წარმოადგენს სოციალური გავლენის ფორმას, რომელ¬შიც ერთი ან მეტი ინდივიდი ემორჩილება სხვის ბრძანებას. იგულისხმება, ინდივიდი რომელიც იძლევა ბრძანებას, ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას გავლენა მოახდინოს სხვაზე. ჩვეულებრივ არჩევენ ძალაუფლების ექვს წყაროს: დაჯილ¬დოვების ძალაუფლება, დასჯის ძალაუფლება, ექსპერტული ძალაუფლება, ინფორმაციული ძალაუფლება, რეფერენტული ძალაუფლება და კანონიერი ძალაუფლება. როცა მორჩილებაზე ლაპარაკობენ, ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ ის ემყარება კანონიერ ძალაუფლებას. თუმცა, არ არის გამორიცხული ძალაუფლების სხვა წყაროებიც თამაშობდნენ აქტიურ როლს.
ნებისმიერი ფორმალური სოციალური ჯგუფი, ორგანიზაცია, საერთოდ საზოგადოება, ემორჩილება ბრძანებებისა და განკარგულებების სისტემას, რომელიც მომდინარეობს კანონიერი ავტორიტეტიდან. მორჩილება ბრძანებებისადმი ემყარება რწმენას, რომ ავტორიტეტს აქვს მოთხოვნის უფლება. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ნებით ეთანხმებიან და ემორჩილებიან წესრიგს და ეს არა მარტო იქ სადაც დაქვემდებარების სისტემა აშკარად ჩანს, მაგ. სახელმწიფო ბიუროკრატულ სისტემაში, ნებისმიერი ორგანიზაციის სტრუქტურაში, ან ძალისმიერ სტრუქტურებში და სხვა, არამედ იქაც, სადაც ეს აშკარად არ ჩანს. მაგ. ადამიანები ემორჩილებიან მედიცინის მუშაკების მითითებებს ბავშვების ვაქცინაციაზე და ა.შ.
რა მოხდება სიტუაციაში, როცა ავტორიტეტის მოთხოვნები ინდივიდის საკუთარ რწმენებთან და ღირებულუბებთან კონფლიქტშია? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა სკოლა მოითხოვს ბავშვის ვაქცინაციას და თვითონ დარწმუნებულია რომ ეს საშიშია ბავშვისათვის? როგორ მოვიქცეთ როცა სახელმ¬წიფო პოლიტიკა მიგვაჩნია რომ მცდარია და ამორალური? მორჩილების დანაშაულის ცნებაც კი იქნა შემოტანილი (Herbert Kelman & Lee Hamilton, 1989), რათა აღწერონ ის ამორალური და არალეგალური მოქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა როგორც ავტორიტეტებიდან მომდინარე ბრძანებები¬სად¬მი პასუხი. კელმანი და ჰამილტონი უარყოფენ იდეას, რომ მორჩილების კრიმინალი ნაცისტურ გერმანიასა და ფანატიკურ პიროვნების კულტთან ერთად წარსულს ჩაბარდა. მათი აზრით და ალბათ სამართლიანად, მორჩილების კრიმინალი გრძელდება ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ნებისმიერ ფორმალურ თუ არაფორმალურ ორგანიზაციებში.
მორჩილების ფენომენი უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ავტორიტეტისადმი დამორჩილება. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ინდივიდები, რომელსაც არა აქვთ ძალაუფლების ასეთი ფორმები ზოგჯერ ახერხებენ გამოიწვიონ დამორჩილების მაღალი დონე. აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პირობებში ძალაუფლების არმქონე ინდივიდებიც კი ახერხებენ აიძულონ სხვები განახორციელონ აქტიობა, რომელსაც ჩვეულებრივ არ გააკეთებენ. ამის ბრწყინვალე დადასტურებას წარმოადგენს სტენლი მილგრემის ექსპერიმენტები.
მილგრემის ექსპერიმენტები. 1960-იან წლებში სტენლი მილგრემმა განახორციელა ექსპერიმენტების სერიები, რომელიც ეხებოდა ავტორიტეტისადმი დამორჩილების ბუნების გარკვევას. რადგან მილგრემის ექსპერიმენტებმა ერთერთი თვალსაჩინო ადგილი დაიკავა სოციალურ ფსიქოლოგიურ კვლევებში, საჭიროდ ჩავთვალე მისი დეტალური აღწერა.
მილგრემმა დაიწყო იმით, რომ გაზეთში მოათავსა განცხადება, სადაც თხოვდა ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ ფსიქო¬ლოგიურ კვლევებში. მსურველებს აჯგუფებდნენ ორ ორად. მათ ეუბნებოდნენ, რომ იკვლევდნენ დასჯის გავლენას დასწავლაზე. ამიტომ ერთერთი მათგანი შემთხვევითი პრინციპით შეირჩეოდა როგორც მოსწავლე და მეორე როგორც მასწავლებელი. მასწავლებელს ხმამაღლა უნდა ეთქვა სიტყვების წყვილები, რომელიც უნდა დაემთავრებინა მოსწავლეს. მოსწავლის მიერ დაშვებულ ყოველ შეცდომაზე მასწავლებელს უნდა დაესაჯა მოსწავლე ელექტროშოკით. მასწავლებელს სვამდნენ საკმაოდ გრძელ შთამბეჭდავ შოკის პულტის წინ, რომელსაც ქონდა ოცდაათი ჩამრთველი ღილაკი, რომელზეც აღნიშნული იყო თუ რა სიძლიერის ელექტროშოკს გამოიწვევდა მასზე დაჭერა. შოკის სიძლიერე იწყებოდა 15-ით და მთავრდებოდა 450 ვოლტით. სხვაობა ვოლტებში, ორ მოსაზღვრე ღილაკს შორის, იყო 15 ვოლტი. ღილაკებს ჰქონდა წარწერა ან სუსტი შოკი, ან ძლიერი შოკი, ან საშიშია: ძალიან ძლიერი შოკი.
მოსწავლეს მეორე ოთახში სვამდნენ სკამზე. მკლავებს ამაგრებდნენ სკამის სახელურზე და უერთებდნენ ელექტროდებს. მას ამის შემდეგ მასწავლებელი ვერ ხედავდა. მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლოთ მხოლოდ ინტერკომით. ექსპერიმენტის დაწყებამდე “მოსწავლე” მიუთითებდა რომ გული ჰქონდა სუსტი და იმედოვნებდა, რომ ექსპერიმენტატორი გაითვალისწინებდა ამას. ამის შემდეგ ექსპერიმენტატორი, გასინჯვის მიზნით 3მასწავ¬ლებელს4 ამ ხელსაწყოთი აყენებდა ელექტროშოკს, რათა წარმოდგენა ჰქონოდა თუ რა სახის ვნებას აყენებდა მოსწავლეს. სასინჯი ელექტროშოკი ძლიერი იყო, მაგრამ მასწავლებელს უთხრეს რომ გამოიყენეს საშუალო სიძლიერის ელექტროშოკი.
ექსპერიმენტის განმავლობაში მოსწავლე ხშირად უშვებდა შეცდომას. ყოველ შეცდომაზე მასწავლებელს უნდა აღენიშნა, რომ დაშვებულია შეცდომა და უნდა დაეჭირა თითი ღილაკისთვის. ყოველ მომდევნო შეცდომაზე მასწავლებელს უნდა გამოეყენებინა მომდევნო ღილაკი ე.ი. უნდა გაეძლიერებინა ელექტროშოკი. ელექტროშოკის გაძლიერებსთან ერთად მოსწავლის რეაქცია ხდებოდა დრამატული, რაც ახალი შეცდომის წყარო ხდებოდა. ის ითხოვდა შეეწყვიტათ ექსპერიმენტი, მეტი არ შეუძლია და ა.შ., მაგრამ ექსპერიმენტატორი ეუბნებოდა მასწავლებელს რომ გაეგრძელებინა ექსპერიმენტი.
ალბათ მიხვდით, რომ ექსპერიმენტში ჩართული წყვილიდან ნამდვილი სუბიექტი იყო ერთი, რომელსაც შემთხვევით “მასწავლებლის” როლის შესრულება უხდებოდა, ხოლო “მოსწავლე” იყო ცრუ სუბიექტი. რათქმაუნდა არ ხდებოდა ელექტროშოკის გამოყენება. მოსწავლის რეაქცია ელექტროშოკის მიღებაზე მასწავლებელს ესმოდა ინტერკომით. ხოლო რაც ესმოდა მასწავლებელს როგორც მოსწავლის რეაქცია იყო შემდეგი:
რეაქცია ელექტროშოკზე იწყებოდა 75 ვოლტიდან.
“მასწავლებელს” ევალებოდა ყოველ შეცდომაზე ელექტროშოკის გაძლიერება. რათა “მასწავლებელს” არ შეეწყვიტა ექსპერიმენტი, ექსპერიმენტატორი საკმაოდ ლაკონიურად ფრაზებს იყენებდა. ეს ფრაზები იყო შემდეგი:

ფრაზა 1: თუ შეიძლება გააგრძელეთ
ფრაზა 2: ექსპერიმენტის პირობები მოითხოვს, რომ გააგრძელოთ
ფრაზა 3: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ
ფრაზა 4: თქვენ არა გაქვთ სხვა არჩევანი; უნდა გააგრძელოთ

მილგრემმა ჩაატარა საინტერესო გამოკითხვა. მან გამოკითხა ფსიქიატრები, სტუდენტები და საშუალო კლასის წარმომადგენლები, სულ 110 ინდივიდი. მათ კითხეს ისინი რომ ყოფილიყვნენ ასეთ ექსპერიმენტებში “მასწავლებლის” როლში რა სიძლიერის ელექტროშოკი იქნებოდა ის მაქსიმალური, რომელსაც ისინი გამოიყენებდნენ. თითქმის ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დაემორჩი¬ლებოდნენ ექსპერიმენტატორს მხოლოდ 130 ვოლტის გამოყენებამდე. კითხვაზე, თუ მათი აზრით სხვები მაქსიმუმ რა სიძლიერის შოკის გამოიყენებამდე გამოიჩენდნენ მორჩილებას, არცერთი მათგანი არ უშვებდა, რომ სხვები გამოიყენებდნენ ღილაკს რომელიც 3საშიშის4 კატეგორიაში შედიოდა.
მაგრამ ილგრემის ექსპერიმენტებში რომელშიც მონაწილეობდა 40 განსხვავებული პროფესიის 20-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. გასაოცარი შედეგები იქნა მიღებული. იმის გამო, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებაყოფილობითი იყო, მიუხედავად იმისა რომ კვლევაში მონაწილეობისათვის მათ უხდიდნენ, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევდნენ არცთუ ისე გონივრულ მოთხოვნას. მაგრამ ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ სუბიექტების 65% აგრძელებდა ექსპერიმენტს 450 ვოლტის გამოყენებამდე. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო.
მომდევნო კვლევებში მილგრემი აჩვენებს, რომ მსგავსი შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას პირობებში, რომელშიც მოსა¬ლოდნელი იყო მორჩილების ტენდენციის შემცირება. კერძოდ, ექსპერიმენტები თავიდან ტარდებოდა იელის უნივერსიტეტის ბაზაზე. მილგრემმა ჩათვალა, რომ იელის უნივერსიტეტის ავტორიტეტს შეეძლო განესაზღვრა ასეთი შედეგები. ამიტომ მომდევნო კვლევები მან ჩაატარა უნივერსიტეტის გარეთ, ერთერთი უმნიშვნელო საზოგადოების სახელით. მიუხედავად ამის, შედეგები დაახლოებით იგივე იყო. ექსპერიმენტები გამეორებული იქნა სხვების მიერაც – როგორც მოზარდებთან ისე მოზრდილებთან და ჩანდა, რომ ეს შედეგები საგანგაშოდ ზოგადი იყო. ფერნომენი მოინათლა დესტრუქციულ მორჩილებად.

დესტრუქციული მორჩილების მიზეზები

მილგრემის ექსპერიმენტების შედეგები შემაშფოთებელი იყო. მაგრამ მან ამავე დროს დასაბამი მისცა იმ პირობების კვლევებს, რომლებიც ხელს უწყობენ მორჩილებას. აშკარად დადგა საკითხი რატომ ხდება, რომ სიტუაციაში, რომელიც თითქოსდა არ შეიცავს ავტორიტარულ ფიგურას, მორჩილების ტენდენცია მაინც არსებობს. სანუგეშო იქნებოდა დასკვნა, რომ წყაროს აქვს დიდი ძალა იმაზე, ვინც ემორჩილება და ამიტომ ნაკლები შანსია წინააღმდეგობის გაწევისა. ფაქტიურად ასე არ ხდება ყოველთვის. მილგრამის ცნობილ ექსპერიმენტში ექსპერიმენტატორს ფაქტიურად, მცირე ძალაუფლება ჰქონდა სუბიექტებზე, ისინი არ ახდენდნენ დაჯილდოვებას მორჩილებისათვის და არ სჯიდნენ წინააღმდეგობის გაწევისათვის. ასევე, მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ინდივიდს, რომელიც ემორჩილება სხვას აქვს პროტესტისა და წინააღმდეგობის გაწევის უფლება, მაგრამ, თუმცა ყოყმანით, ხშირად ახორციელებს აქტიობას რომელიც ადამიანურ ან იურიდიულ უფლებას ხელყოფს. რა განსაზღვრავს ადამიანის ასეთ სურვილს, მიიღოს რეალური ან წარმოდგენითი ავტორიტეტის წყაროდან გავლენა? აღმოჩნდა, რომ მრავალი ფაქორი თამაშობს გარკვეულ როლს.
პირველი, მრავალ სიტუაციაში ავტორიტეტული ინდივიდი პასუხისმგებლობის თავისთავზე აღებით უმსუბუქებს სიტუაციას იმას, ვინც ემორჩილება. ადამიანები ხშირად, როცა ემორჩილებიან მკაცრ და უმოწყალო განკარგულებას თავს იმართლებენ იმით, რომ ამბობენ 3მე მხოლოდ ვასრულებდი ბრძანებას. სასიცოცხლო სიტუაციაში, პასუხისმგებლობის ასეთი გადატანა შეიძლება იმპლიციტურად განხორციელდეს. მილგრემის ექსპერიმენტებში კი ასეთი გადატანა აშკარად ხორციელდებოდა. კერძოდ, სუბიექტებს თავიდანვე ეუბნებოდნენ, რომ ექსპერიმენტატორი, 3ავტორიტეტელი ფიგურა, იყო პასუხისმგებელი მსხვერპლის კეთილდღეობაზე და არა ისინი. ამის შემდეგ თითქოსდა არც იყო გასაკვირი რომ ისინი დამორჩილების ტენდენციას ამჟღავნებდნენ.
მეორე, ავტორიტეტულ ინდივიდს ხშირად აქვს მათი სტატუსის და ძალაუფლების ემბლემა ან ნიშანი. ეს შეიძლება იყოს სპეციალური უნიფორმა, ნიშნები, ტიტულები და მასთან დაკავშირებული ფაქტორები. ასეთი აშკარა მანიშნებლის წინაშე ადამიანებს უძნელდებათ წინააღმდეგობის გაწევა. ერთერთ კვლევაში ქუჩაში მოსიარულეს აჩერებს გამვლელი და თხოულობს 10 ცენტიანს თითქოსდა მანქანის გასაჩერებელი ავტომატური სადგომისათვის. ერთ პირობაში ის ვინც ითხოვდა იყო მეხანძრის უნიფორმაში ჩაცმული, მეორე პირობაში კარგად ჩაცმული, ხოლო მესამე პირობაში ღარიბად ჩაცმული ინდივიდი. შედეგი იყო ის, რომ მეხანძრის უნიფორმიანი ინდივიდი იღებდა სხვებზე მეტ 10 ცენტიანს. ამასთან, უმრავლესობა, რომლებიც აძლევდნენ 10 ცენტიანს მიუთითებდნენ, რომ ისინი (მეხანძრის ფორმიანები) ისე სთხოვდნენ რომ იგულისხმებოდა უეჭველი დამორჩილება. ე.ი. როცა მეხანძრის ფორმიანი სთხოვდა, ამ თხოვნას აღიქვამდნენ განსხვავებულად ვიდრე სხვების თხოვნას. თუმცა თხოვნა სტანდარტიზებული იყო. ამრიგად აღმოჩნდა გარეგნული სიმბოლოები – თუნდაც ის არსებული სიტუაციის არარელევანტური იყოს – გავლენას ახდენს როგორც ქცევაზე ისე მოტივზე, რომელიც ქცევის საფუძველშია.
მესამე – მიზეზი მორჩილებისა, მრავალ სიტუაციაში, შეიძლება იყოს მოთხოვნის თანდათანობითი ბუნება. ხშირად ბრძანება თავიდან შედარებით მცირე და უწყინარია და თანდათანობით იზრდება და ბოლოსდაბოლოს მოითხოვს იმას, რისი მიღებაც საშიში და არასასიამოვნო ხდება. მილგრემის ექსპერიმენტებში სუბიექტი თავიდან იყენებდა სუსტ ელექტროშოკს და შოკის ინტენსიობა იზრდებოდა შეცდომების სიხშირისდა მიხედვით, ასე რომ დასჯის ინტენსიობა თანდათანობით აღწევდა საშიშ დონეს. როცა ბრძანებების ესკალაცია ხდება თანდათანობით და არ არსებობს ნათელი გამყოფი ხაზი რომლის შემდეგ დაუმორჩილებლობა უფრო მისაღები ხდება ვიდრე დამორჩილება, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციაა ისეთი, რომელიც ხელს უწყობს დამორჩილებას.
ამრიგად, მთელი რიგი ფაქტორები განსაზღვრავენ დამორჩილების მაღალ დონეს, რომელიც გამოვლინდა როგორც ლაბორატო¬რიუ¬ლი კვლევების ისე რეალური ცხოვრების კონტექსტის საკმაოდ ფართე რანგში.

როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოთ მორჩილებას

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელიც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს მორჩილების ტენდენციის დასაძლევად:
პირველი, ინდივიდმა რომელიც ავტორიტეტული პირისგან იღებს ბრძანებას უნდა გააცნობიეროს, რომ სწორედ თვითონაა პასუხისმგებელი შედეგისათვის და არა ის, ვინც იძლევა ბრძანებას. ასეთ პირობებში უნდა მოველოდეთ დამორჩილების ტენდენციის მკვეთრ შემცირებას და მართლაც მთელი რიგი კვლევები გვარწმუნებენ რომ ასეც ხდება.
მეორე, დამორჩილების ტენდენცია შემცირდება, თუ ინდივიდს უზრუნველვყოფთ ნიშნით, რომ გარკვეული წერტილის მიღმა უსიტყვო დამორჩილება ბრძანებისადმი მიუღებელია. თვითონ მილგრემის ექსპერიმენტებით მტკიცდება, რომ როცა სუბიექტებს სთავაზობენ ნათელ ნიშანს რომლის შემდეგ დამორჩილება მიუღებელია, სუბიექტებისათვის დაუმორჩილებლობა გაცილებით უფრო ადვილია.
მესამე, გაცილებით უფრო ადვილია წინააღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტეტული წყაროს გავლენას თუ კითხვის ქვეშ დავაყენებთ მის ექსპერტულობას ან მის მოტივებს. ე.ი. საჭიროა გაცნობიერება იმისა, არიან ისინი უკეთეს პოზიციაში შეაფასონ თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა? ან მათი ბრძანების საფუძველში ეგოისტური მოტივებია თუ ალტრუისტული? ასეთი კითხვების დასმით ადამიანმა შეიძლება მიიღოს უფრო მხარდაჭერა დამოუკიდებლობისათვის ვიდრე დამორჩილებისათვის.
ბოლოს, შეიძლება სასარგებლო იყოს თვით ავტორიტეტული ფიგურის ძალის ცოდნა, იმ კანონზომიერების ცოდნა, რომელსაც ემყარება ავტორიტეტის ძალაუფლება. აღმოჩნდა, რომ ინდივიდები რომლებიც კითხულობენ სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევებს, იციან მათი შედეგები, უფრო სენსიტურნი ხდებიან იმ ფენომენების და იმ ეფექტების მიმართ, რომლებიც აღწერილია იმ გამოკვლევებში. ისინი ახერხებენ შეცვალონ თავიანთი ქცევა ამ ცოდნის მხედველობაში მიღებით. დამორჩილების პრობლემებთან დაკავშირებით იმედოვნებენ, რომ ამ პროცესების ცოდნას შეუძლია გაზარდოს წინააღმდეგობის გაღევის უნარი.
ამრიგად, ავტორიტეტული ინდივიდის ძალა გასცეს დამორჩილების ბრძანება დიდია. მაგრამ ის არ არის დაუძლეველი. გარკვეულ პირობებში ის შეიძლება გათვალისწინებული და დაძლეული იქნას.
ბოლოს, დესტრუქციული მორჩილების საკითხს გვინდა შევეხოთ პიროვნების პოზიციებიდან. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თვითონ პიროვნების ბუნებაშია დესტრუქციულობა, აგრესია, მაგრამ მას სოციალურობა ზღუდავს და ამიტომ არ ავლენს მას. ამიტომ თუ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც პასუხისმგებლობის გარეთ გატანა შეუძლია, გამოავლენს კიდეც. ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მილგრემის ექსპერიმენტებში სწორედ ამ ტენდენციის გამოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ რაღაც დეინდივიდუაციის მსგავს ფენომენთან გვაქვს საქმე, როგორც ეს ხდება ბრბოს სიტუაციაში.
რომ ეს ასე არ არის, ვფიქრობთ, კარგად დასტურდება ორნესა და ევანსის გამოკვლევებით.
ექსპერიმენტი ეხებოდა შედეგებისთვის პასუხისმგებლობის აღების მნიშვნელობის დადგენას მილგრემის კვლევების ანა¬ლოგიურ სიტუაციაში იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში დესტრუქციული მორჩილება ვნებას მოუტანდა თვითონ სუბიექტს და არა სხვას. ამდენად ვფიქრობთ ეს გამოკვლევა პასუხს გასცემს ჩვენს მიერ წამოჭრილ საკითხსაც. თუ ასეთ სიტუაციაში დესტრუქციული მორჩილება დადასტურდება, მისი მიზეზების ძიება თვით ადამიანის დესტრუქციულ ბუნებაში, მოკლებული იქნება აზრს.
ორნესა და ევანსის ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ ჰიპნოტიზირებული და არაჰიპნოტიზირებული სუბიექტები. არაჰიპნოტიზირებული სუბიექტების ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ საკონტროლო ჯგუფს ჰიპნოზის გამოკვლევებში და რომ მათ ევალებათ ექსპერიმენტატორის მოტყუება იმით, რომ თავი მოაჩვენონ ძლიერ ჰიპნოტიზირებულად (სიმულატორები). მეორე ჯგუფს ასევე უთხრეს, რომ ისინი წარმოადგენენ საკონტროლო ჯგუფს ჰიპნოზის გამოკვლევებში მაგრამ მათ არ მოსთხოვეს ჰიპნოზის სიმულირება. გარდა ამისა იყო მესამე ჯგუფი, რომელიც საერთოდ არაექსპერიმენტულ ჯგუფს წარმოადგენდა.
სუბიექტებს მოსთხოვეს განეხორციელებინათ შემდეგი ქცევები:
1. აჩვენეს ჩხრიალა (ძლიერ შხამიანი) გველები გალიაში და მოსთხოვეს ხელი შეყონ გალიაში და შეეხონ მათ.
2. აჩვენეს აზოტმჟავით სავსე მენზურა შიგ ჩადებული მონეტით. მას შემდეგ რაც მონეტამ დაიწყო დაშლა, ე.ი. ნათელი გახდა, რომ სითხე ნამდვილად მჟავაა, სუბიექტებს მოსთხოვეს მჟავიდან მონეტის ამოღება თითებით.
3. მჟავა შეესხათ ექსპერიმენტატორისთვის სახეში.
ცხადია ყველა ეს დავალება ისე იყო მოწყობილი, რომ არავინ ზიანდებოდა მაგრამ სუბიექტებმა ეს არ იცოდნენ. ასე რომ ჩვეულებრივ პირობებში ამას არავინ არ შეასრულებდა. ჰიპნოზმა მოგვცა მნიშვნელოვანი დაყოლიება. უმრავლესობამ განახორციელა აღნიშნული ქცევა. უფრო გასაოცარია სიმულაციური საკონტროლო ჯგუფის წევრების ქცევა, მათ ასი პროცენტით ყველა დაემორჩილა მოთხოვნას. ასევე მეორე საკონტროლო ჯგუფის წევრების უმრავლესობა დაემორჩილა მოთხოვნას. მაგრამ არასაკონტროლო ჯგუფის წევრებიდან არც ერთი არ დაემორჩილა მოთხოვნას.
ამრიგად, მილგრემის ექსპერიმენტის მსგავს სიტუაციაში, მაშინაც კი როცა ქცევა საშიში იყო თვით სუბიექტებისათვის, დესტრუქციული მორჩილების ტენდენცია დადასტურდა. ე.ი. ამ ტენდენციას ვერ ავხსნით თვით პიროვნების დესტრუქციული ბუნებით.

წყარო: http://www.davit.ge/


Responses

  1. ukacravad am imormaciis wyaro tu shegidzliat mitxarit : )

  2. ფსიქოლოგიის უნივერსიტეტი – http://www.davit.ge/


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: