Posted by: burusi | 24/06/2010

აგრესია

Self fragmentation - ალექს ბერდიშევი, Alex Berdysheff

აგრესია

სამყარო ჯერ კიდევ გაჯერებულია ომებით, ტეროროზმით, მკვლელობებით, ადამიანების გატაცებებით, ბავშვების დასჯით და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს, რომ აგრესია სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუნდაც, რომ ავიცილოთ აგრესიის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები, აგრესიას მაინც განვიცდით სხვა კონტექსტში, რომელიც მართლაც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. იშვიათია ადამიანი,რომელსაც არ განუცდია კრიტიკა, დაცინვა, არ მიუღია შენიშვნა, ან არ დაუკარგავს მოთმინება სხვისგან გაღიზიანებულს.
სტატისტიკა შემაშფოთებელ მონაცემებს იძლევა მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ამ მხრივ მდგომარეობა შეერთებულ შტატებში. სტატისტიკური მონაცემებით, მძიმე დანაშაულის რაოდენობის მიხედვით (მკვლელობები, გაუპატიურება და ა.შ.) შეერთებული შტატები პირველ ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში. სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები გვთავაზობენ იმის ახსნას თუ რამ განსაზღვრა აგრესიის ასეთი მაღალი დონე შეერთებულ შტატებში. მიუთითებენ, რომ: შეერთებული შტატებისთვის, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დამახასიათებელია ეკონომიკური რესურსების არათანაბარი განაწილება. ვარაუდობენ, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განსხვავებები მკვლელობების სტატისტიკა იზრდება; რომ, თავისი სპეციფიკის გამო, შეერთებული შტატები გამოირჩევა სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონით. ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს მრავალი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები, რაც მიაჩნიათ, რომ ქმნის სოციალურ არა მდგრადობას; რომ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში, სადაც მაღალია 15 დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, დიდი იქნება ძალადობის და მკვლელობების რაოდენობა. შეერთებული შტატები სწორედ ასეთ ქვეყანას წარმოადგენს; მიაჩნიათ აგრეთვე, რომ ქვეყანაში სადც არსებობს ოფიციალურედ სანქცირებული ძალადობა, მკვლელობების სტატისტიკა მაღალი იქნება. სანქცირებულ ძალადობაში გულისხმობენ ომებში მონაწილეობას და დაშვებულია თუ არა კანონით სიკვდილით დასჯა. შეერთებულ შტატებში ორივე ეს ფაქტორი არსებობს; და ბოლოს, არ გამორიცხავენ ცეცხლსასროლი იარაღის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას რაც შეერებულ შტატებში დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.
რომ გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას, რაც ამავე დროს ცივილიზაციის განვითარების ისტორას წარმოადგენს,.დავინახავთ, რომ ის წარმოადგენს მუდმივი ომებისა და წინააღმდეგობების ისტორიას, სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფი დაუნდობლად ანადგურებდა ადამიანთა მეორე ჯგუფს. მართალია ომებს შორის იყო მშვიდობიანი ცხოვრების წლები, იქმნებოდა ცივილიზაციის შედევრები. მიუხედავად ასეთი ბედნიერი წუთებისა, საერთო ჯამში ადამიანები საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებიან. მიუთითებენ, რომ ცხოველთა სამყაროში ადამიანები –განვითარების უმაღლეს დონეზე მყოფი ცხოველები – განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი აგრესიულობით. თითქმის არც ერთი სახეობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასე თანმიმდევრულად არ ხოცავს თავისივე მოდგმის არსებას, როგორც ამას აკეთებს ადამიანი. ყოველივე ამის გამო, გასაგებია ის დიდი ინტერესი რომელსაც იჩენენ მეცნიერები აგრესიის ფენომენის მიმართ. განსაკუთრებულია ამ საკითხისადმი სოციალური ფსიქოლოგიის ინტერესი.
დეფინიციით, სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის სოციალურ აქტიობას, რაც ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მეორე ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე გავლენას გულისხმობს. აგრესიის უკიდურესი ფორმა – თავისივე მოდგმის ინდივიდის ფიზიკური განედგურება – შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური გავლენა მაქსიმალური ხარისხით. ამდენად, აგრესიის მეცნიერული შესწავლა სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს. სოციალური ფსიქოლოგია მიზნად ისახავს გაიგოს აგრესიის ბუნება, არის თუ არა ის ადამიანისთვის თანდაყოლილი თავისებურება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი, შეიძლება თუ არა აგრესიის მოდიფიცირება და როგორია ის სოციალური და სიტუაციური ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ აგრესიის გამოვლენის ალბათობას.

აგრესიის დეფინიცია
საღი აზრის დონეზე თითქოსდა ნათელია თუ რა იგულისხმება აგრესიის ცნებაში, მაგრამ ცნების დონეზე მისი დეფინიცია არც თუ ისეთი იოლი აღმოჩნდა. სიძნელეს ქმნის ის მდგომარეობა, რომ ტერმინი აგრესია მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას აერთიანებს. აგრესიად ითვლება მანიაკის მიერ განხორცელებული მკვლელობებიც და კალათბურთელის მიერ განხორციელებული თამაშის სტილიც. მეუღლის უყურადღებობით გაბუტული ქმრის ჩუმი პროტესტიც – პასიურ აგრესიად ითვლება და ა.შ. არსებობს ე.წ. უწყინარი ქცევები, რომლებიც ასევე აგრესიის კატეგორიაში მოიაზრებიან. შესაბამსად, რომ ნათელი იყოს აგრესიის გაგება, აგრესიის ცნებამ უნდა მოიცვას ყველა ეს განსხვავებული მნიშვნელობა, ამასთან საჭირო გახდა, ამ ყოველდღიურ ტერმინოლოგიურ სირთულეში გარკვევა და პირველ რიგში კალათბურთელის თამაშის აგრესიული სტილის განსხვავება დესტრუქციული აქტიობისაგან. ერთი სიტყვით, საჭირო გახდა სხვისთვის ზიანის მომტანი აქტიობის გამიჯვნა აქტიობისაგან, რომელსაც სხვისთვის ზიანი არ მოაქვს. ამ მიზნით ბიჰევიორისტული ორიენტაციის ფსიქოლოგიურმა თეორიებმა შემოგვთავაზეს შემდეგი დეფინიცია –აგრესიულია ქცევა რომელიც ვნებას აყენებს ან მიაყენებს სხვას. ამ დეფინიციის უპირატესობაა ის, რომ ქცევა თვითონ განსაზღრავს გარკვეული აქტიობა არის თუ არა აგრესიული. საჭიროა უბრალოდ დადგენა იყო თუ არა აქტიობა ვნების მომტანი. თუ აქტიობა იწვევს ან გამოიწვევს ტკივილს ან რაიმე სახის ზიანს, ის აგრესიულია.
მაგრამ, მხოლოდ ასეთი გამიჯვნა არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან მხოლოდ ქცევის შედეგებზე მითითება არაფერს ამბობს ქცევის განზრახვაზე, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის ბუნების გასაგებად. თუ ინდივიდი არ ცდილობს ვნება მიაყენოს სხვას და უნებლიედ ზიანი მიაყენა, ის არ განიხილება როგორც აგრესია. განსაზღვრა იმისა არის თუ არა აქტიობა აგრესიული, არ არის დამოკიდებული მხოლოდ დაკვირვებად ქცევაზე. ამიტომ უფრო მიღებულია აგრესიის დეფინიცია როგორც ქცევა ან განზრახვა ქცევისა რომელიც ვნებას მიაყენებს სხვას.

გარდა ამისა, მკვლევარები ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და ინსტრუმენტალურ აგრესიას. ე.ი. აგრესიას სადაც აგრესია თვითმიზანს წარმოადგენს განასხვავებენ აგრესიისაგან, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს გარკვეული მიზნის მისაღწევად. მაგ. როცა კალათბურთელი თავისი აგრესიულისტლით აღწევს გარკვეულ მიზანს, მისი აგრესიულობა განიხილება როგორც ინსტრუმენტალური. მაგრამ, თუ მისი აგრესია მიმართულია იქითკენ, რომ ამით შური იძიოს მოწინააღმდეგის კარგი ტექნიკური ილეთით მისი მოტყუებისათვის, ეს უკვე მტრული აგრესიაა. აგრესია ამშემთხვევაში თვითმიზანი ხდება.
არჩევენ აგრეთვე ანტისოციალურ და პროსოციალურ აგრესიას. საქმე ისაა,რომ აგრესია ყოველთვის არ განიხილება როგორც მიუღებელი, ცუდი. მაგ. პოლიციელი, რომელიც თავისი აგრესიული ქცევით უვნებელყუფს ტერორისტს ან ხულიგანს, ამით იცავს სოციალურ ნორმებს. მისი აგრესიულობა განიხილება როგორც პროსოციალური. მაშინ როცა, ტერორისტი, რომელსაც მძევლები ყავს აყვანილი, ან ხულიგანი, რომელიც ქუჩაში დებოშს აწყობს, არღვევს სოციაკურ ნორმებს და მათი ქცევა განიხილება როგორც ანტისოციალური.

აგრესიის წყაროები

დგება საკითხი, რატომაა ადამიანი აგრესიული? რატომ შეუძლია ადამიანს იყოს ასეთი სასტიკი თავისივე მოდგმის მიმართ? ეს საკითხი ყოველთვის იყო ადამიანების განსჯის საგანი. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, ხშირად ურთიერთ საწინააღმდეგოც. ამ აზრთა სხვადასხვაობაში მაინც მოხერხდა ამხსნელი თეორიების კლასიფიკაცია და გამოიყო აგრესიულობის სამი ბაზისური წყარო: 1. შინაგანი დეტერმინანტები; 2. გარეგანი პირობებით აღძრული მითხოვნილება; და 3. არსებული სოციალური პირობა, მიმატებული ადრინდელი შეძენილი გამოცდილება.

აგრესია როგორც შინაგანი ტენდეცია
ფსიქოლოგები, ფიზიოლოგები, ეთოლოგები, ფილოსოფოსები დიდი ხანია დაობენ იმაზე აგრესიულობა არის თანდაყოლილი ფენომენი თუ შეძენილია გამოცდილებით. კამათი დღესაც გრძელდება. საკითხი ეხება იმას ადამიანი თავისი ბუნებით არის კეთილი თუ ბოროტი. ჯერ კიდევ ჟან ჟაკ რუსო თვლიდა, რომ ადამიანები თავიანთი ბუნებრივი მდგომარეობოთ არიან კეთილები, მაგრამ საზოგადოება თავისი აკრძალვებით თავს ახვევს მათ აგრესიას და ცოდვებს. ამის საწინააღმდეგოდ, ჩამოყალიბდა თეორიები, სადაც უხეშობა და აგრესიულობა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობადაა მიჩნეული, ხოლო საზოგადოება თავისი კანონებით და წესებით ახდენს ადამიანის ინსტინქტური აგრესიულობის მოთოკვას, მის სუბლიმირებას. ასეთ ცნობილ ინსტინქტ თეორიას წარმოადგენს ფროიდის ფსიქოანალიზური თეორია, ლორენცის თეორია და მაკდაუგოლის ფსიქოლოგიური თეორია.
ზ. ფროიდის აზრით ადამიანის საფუძვლებში დავს ორი ბაზისური ინსტინქტი ეროსი და თანატოსი –სიცოცხლის და სიკვდილის ინსტინქტი. მისი აზრით აგრესიულობის საფუძვლები სიკვდილის ინსტინქტში უნდა ვეძებოთ. როცა სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია შიგნით, ის ვლინდება თვით-დასჯის, თვით-დარღვევის ფორმით, რომლის უკიდურესი გამოხატულება თვითმკვლელობაა. როცა ეროსის გავლენით სიკვდილის ინსტინქტი მიმართულია გარეთ, ის ვლინდება სხვებისადმი მტრობის, სხვათა მკვლელობის ფორმით.
ფროიდს მიაჩნია, რომ აგრესიის ენერგია რაღაც ფორმით უნდა გამოვლინდეს, ანუ უნდა მოხდეს მისი განტვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევები. ამიტომ მის თეორიას უწოდებენ აგრესიის “ჰიდრავლიკურ თეორიას”, რომელიც დახურულ ქვაბში დუღილის მსგავსად მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აგრესიას არ მიეცა გამოვლენის საშუალება, ადრე თუ გვიან “აფეთქდება.” შესაბამისად, ფროიდის აზრით საზოგადოების მნიშვნელოვანი ფუნქცია მდგომარეობს იმაში რომ მოახდინოა ამ ენერგიის რეგულირება, დაეხმაროს ადამიანს მოახდინოს ამ ენერგიის სუბლიმირება, დამანგრეველი ენერგია მიმართოს საზოგადოებისათვის სასარგებლო ქცევის განხორციელებისაკენ.
ზოგიერთი მეცნიერი უფრო შორს მიდის და აგრესიის ე.წ. ინსტინქტ თეორიას უფრო უკიდურესი ფორმით გვთავაზობს. ისინი უშვებენ, რომ ადამიანი არა მარტო მკვლელია, არამედ მისთვის დამახასიათებელია უაზრო დამარღვეველი ლტოლვა და ამაში ის უნიკალურია, რადგან ამის ანალოგი ცხოველთა სამყაროში არ არსებობს. ლაპარაკია იმაზე, რომ მხოლოდ ადამიანი კლავს თავისივე მოდგმის არსებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომას არა აქვს მყარი ექსპერიმენტული საფუძვლები.
საერთოდ ძნელია, თუ არა შეუძლებელი, შევაფასოთ მოვლენის ინსტინქტის ტერმინებით ახსნა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ ინსტინქტით მავლენის ახსნა ტავტოლოგიადაა ჩათვლილი, შეუძლებელია მისი მართებულობის ექსპერიმენტული შემიწმება. ადამიანში აგრესიულობის იმპულსების თანდაყოლილობა რომ ეხპერიმენტულად დავასაბუთოთ საჭიროა ადამიანის სრულ იზოლაციაში ყოფნა, ადამიანი დაბადებიდან ზრდასრულობამდე ვამყოფოთ სრულ იზოლაციაში, ისე რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გარე სტიმული. ამის გაკეთება კი შეუძლებელია როგორც ტექნიკური ისე ეთიკური თვალსაზრისით. რომც მოხერხდეს ადამიანის ასეთი სრული იზოლაცია, ეს იმდენად ხელოვნური სიტუაცია იქნება,რომ შედეგებიდან რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იქნება.
გასაგებია, რომ აგრესიის ფენომენის შესწავლისას, ფაქტების უმრავლესობა მიღებულია ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვებებიდან და ექსპერიმენტებიდან. ცხოველები ბევრს ჩხუბობენ საკვებისთვის, ტერიტორიისთვის. დაიცვან თავიანთი პატარები და ა.შ. მაგრამ ცხოველების ასეთი ქცევების შეფასებისას სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ აგრესიის ჩვენს მიერ მიღებული დეფინიცია, მრავალი ქცევისათვის არ აღმოჩნდება ადექვატური. მაგ., როცა ლომი თავს ესხმის ზებრას, რა იმპულსი ამოძრავებს მას? ის თავს ესხმის ზებრას იმიტომ რომ გაბრაზებულია თუ იმიტომ რომ შია? აღმძრავი იმპულსია აგრესიულობის იმპულსია თუ შიმშილი? იგივე პრობლემა დგება როცა საკითხი ეხება ცხოველის მიერ თავისივე სახეობის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული აგრესიული ქცევის ახსნას. ერთიდაიგივე სახეობის ცხოელები ერთმანეთში ჩხუბობენ ტერი-ტორიისთვის, მდედრისთვის. მდედრისთვის ბრძოლა მოტივირებულია სექსუალური მოთხოვნილებით და არა აგრესიულობით. შედარებით რთულია დომინირებისთვის ბრძოლის ფენომენი. მასში შეიძლება ჩართული იყოს როგორც სქესის ისე შიმშილის მოთხოვნილება, რადგან 1. დომინირებული მამრი ჩვეულებრივ ირჩევს როგორც მდედრს ისე საკვების სასურველ წილს. 2. დომინანტობის დემონსტრირება მათ ააცილებს მომავალში ბრძოლის აუცილებლობას. ცხოველები დომინანტობისათვის იბრძვიან მხოლოდ ერთხელ,რათა ჩამოაყალიბონ პოზიციები და შემდგომისთვის განახორციელონ მშვიდობიანი თანაარსებობა. 3. დომინანტობის ჩამიყალიბება ხელს უწყობს აგრეთვე ჯგუფის დაცვას, რადგან ის გსნსაზღრავს თუ რომელმა ცხოველმა რა როლი უნდა ითამეშოს თავდაცვისას. ამდენად დომინანტობისთვის ბრძოლა ემსახურება მრავალ მიზანს და არ შეიძლება მისი ახსნა აგრესიულობის ინსტინქტით.
უამრავი კვლევა მიეძღვნა საკითხს არსებობს თუ არა აგრესიულობის იმპულსი. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგები ერთმნიშვნელოვანი პასუხის შესაძლებლობას არ იძლევა. მაგ. ერთერთ ექსპერიმენტში კატა და თაგვი გაზარდეს ერთად, ერთ გალიაში. გარდა იმისა რომ ასეთ სიტუაციაში კატა და თაგვი საკმაოდ კარგად თამაშობდნენ ერთმანეთთან და კატა არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდა ამ თაგვის მიმართ, კატა არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდა სხვა თაგვების მიმართაც. აღინიშნა, რომ ეს ექსპერიმენტი უბრალოდ აჩვენებდა, რომ გარკვეულ პირობებში შეიძლება ჩავაქროთ აგრესიულობის იმპულსი. მაგრამ ასევე ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ თგვი რომეკლიც აბსოლუტურ იზოლაციაში გაზარდეს, ისე რომ არ ჰქონია თავისივე სახეობის სხვა წარმომადგენელთან ურთიერთობის ან ჩხუბის გამოცდილება, ამჟღავნებდა გამოკვეთილ აგრესიულ რეაქციას გალიაში უცხო თაგვის გამოჩენისას, ისე როგორც ამას აკეთებენ თაგვები ჩვეულებრივ სიტუაციაში. ამრიგად ჩვენს მიერ განხილული პირველი ექსპერიმენტი აჩვენებდა, რომ გარკვეული პირობების შექმნით შეიძლება აგრესიული ქცევის მოდიფიცირება. ხოლო მეორე ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ აგრესიულობა დასწავლას არ საჭიროებს.
როგორც მკვლევარები მიუთითებე, ამ საკითხთან დაკვშირებული კვლევის შედეგებიდან არ გამომდინერეობს, რომ აგრესიულობა აუცილებლად ინსტინქტურია. აგრესიულობის ინსტინქტურობა რომ დადასტურდეს საჭირო დადასტურდეს ფიზიოლოგიური იმპულსების არსებობა, რომლებიც იწვევენ აგრესიას. გამომდინარე აქედა ასკვნიან, რომ არ არსებობს მოჩხუბარობის (აგრესიის) თანდაყოლილი მოთხოვნილება. ეს დასკვნა ეწინააღმდეგება ინსტინქტის ფროიდისეყლ გაგებას, რომელიც უშვებს აგრესიულობის ინსტინქტის (თანატოსი) არსებობას.
ამ დავაში ჩაერთო კონდრატ ლორენცი (ეთოლოგიის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი). ლორენცი აკვარიუმში აკვირდებოდა ტროპიკული თევზების ერთერთი სახეობის ქცევას, რომელიც გამოირჩევა აგრესიულიბით. თევზების ამ სახეობისათვის დამახასიათებელია ის, რომ მამრი თავს ესხმის თავისივე სახეობის მამრებს. ცნობილია, რომ სადაც ეს თევზები ბუნებრივ სიტუაციაში ცხოვრობენ სხვა სახეობის თევზები არ არიან. ამასთან მდედრები არ ესხმიან მდედრებს. ლორენცი აწარმოებდა დაკვირვებას ამ თევზების ქცევაზე როცა აკვარიუმში დატოვა მხოლოდ ერთი მამრი და დედალი თევზები. ინსტინქტის ჰიდრავლიკური თეორიის თანახმად, ასეთ სიტუაციაში, სადაც არ არსებობდა მამრისთვის ე.წ. სპარინგ-პარტნიორი, აგრესიულობის მოთხოვნილება თანდათანობით უნდა გაიზარდოს იმ დონემდე,რომ შეუტიოს მდედრს. სწორედ ასე მოხდა. მამრმა იერიში მიიტანა მდედრებზე, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ წარმოადგენს მისი თავდასხმის ობიექტს. მეტიც როცა აკვარიუმიდან ამოიყვანა მდედრებიც და მხოლოდ ერთი წყვილი მამრი და მდედრი დატოვა მამრმა იერიში მიიტანა მდედრზე.
ლეონარდ ბერკოვიცს, ადამიანური აგრესიის ერთერთ წამყვან სპეციალისტს, მიაჩნია,რომ ადამიანი არსებითად იმით განსხვავდება არაადამიანური არსებისაგან, რომ ადამიანის აგრესიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლა. მისი აზრით, ადამიანურ დონეზე აგრესია წარმოადგენს თანდაყოლილი მიდრეკილებების და დასწავლილი რეაქციების ურთიერთქმედების რთულ ფუნქციას.
განვითარების ევოლუციური თეორიის მიმდევრებმა ჩამოაყალიბეს ახალი მეცნიერებაე.წ.სოციობიოლოგია, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ლორენცის ინსტინქტ თეორიას და განსხვავებულ ბიოლოგიურ იდეებს. სოციობიოლოგები ამტკიცებენ, რომ სოციალური ქცევის ყველა ასპექტი, მათ შორის აგრესია, შეიძლება აიხსნას ევოლუციური თეორიის პოზიციებიდან. რომ რადგან აგრესია მამრებს ეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში, დაეუფლოს მდედრს და ასევე მდედრებს ეხმარება დაიცვან თავიანთი ნაშიერები, აგრესიის ამ ფორმებზე სრულად ვრცელდება ცნობილი ბუნებრივი შერჩევის პრინციპი.
სოციალური ფსიქოლოგიის მრაველი წარმომადგენელი ეთანხმება სოციობიოლოგიის აქ წარმოდგენილ მოსაზრებას, მაგრამ ზოგიერთი მაინც ვარაუდობს, რომ ასეთი მიდგომა ვერ მოგვაემს სრულ სურათს ადქმიანური აგრესიის მიზეზების შესახებ. მიაჩნიათ, რომ ადამიანური აგრესია ბევრად უფრო რთული ფენომენია, და ხშირად განსხვავებული სოციალური კონტექსტის გავლენას განეცდის. ამიტომ ასკვნიან, რომ სოციობიოლოგიური მიდგომა ვერ მოგვცემს ადამიანური აგრესიის სრულ გაგებას.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგია უმნიშვნელო როლს თამაშობს ადამიანური აგრესიის გაგებაში. დადასტურებულად ითვლება, რომ ფიზიკურ აგრესიაზე გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალური ჰორმონი ტესტოსტერონი. გავლენას ახდენს აგრეთვე სისხლში შაქრის რაოდენობა და ა.შ. მტკიცდება აგრეთვე გენეტიკური ფაქტორეგბის მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს აგრესიის გენეტიკური და ბიოქიმიური წანამძღვრები, აშკარაა, რომ ადამიანების აგრესიის გამოვლენის ფორმებზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები.

აგრესია როგორც გარემოპირობებით გამოწვეული მოთხოვნილება ზიანი მიაყენო სხვას

იდეა, რომ აგრესიულობა ჩაშენებულია ადამიანის ბუნებაში, საკმაოდ პოპულარულია. თუმცა მრაველი ევოციალური ორიენტაციის ფსიქოლოგი, უარყოფს აგრესიის ინსტინქტის ცნებით ახსნას. მათი აზრით საერთოდ მოვლენის ინსტინქტებით ახსნა არ არის მეცნიერული. მიუთითებენ, რომ ინსტინქტ თეორიის წარმომადგენლები იწყებენ იმის მითითებით, რომ აგრესია არის ადამიანური ქცევის გარკვეული ფორმა. ამ დაკვირვებადი ფაქტის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ასეთი ქცევა უნდა მომდინარეობდეს უნივერსალური, ადამიანის ბუნებაში ჩაშენებული ლტოლვებიდან ან ტენდეციებიდან. ბოლოს ღია ქცევებს იყენებენ როგორც ამ იმპულსების ანე ინსტინქტების არსებობის მხარდამჭერ ფაქტებს. როგორც ვხედავთ ლოგიკა, მართლაც ძალიან საეჭოა. შედეგი მიზეზითაა ახსნილი და მიზეზი შედეგითაა დასაბუთებული. ტავტოლოგია ახსნსში. სწორედ ამიტომ და იქიდან რაც გამომდინარეობს ინსტინქტ-თეორიული მიდგომიდან , სოციალურ ფსიქოლოგებს ტენდენცია აქვთ უპირატესობა მიანიჭონ საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელიც ემყარება რწმენას, რომ აგრესია მომდინარეობს გარემოპირობებით განპირობებული მოთხოვნილებიდან ზიანი მიაყენო ან აწყენინო სხვას. ეს მიდგომა აისახა განსხვავებულ ე.წ.დრაივ თეორიბში ( ბერკოვიჩი, ფეშბახი და სხვები). ამ მიდგომის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გარკვეული გარემო პირობები (მაგ. ფრუსტრაცია, სახის დაკარგვა) წარმოშობს ძლიერ მოტივს განახორციელო ზიანის მომტანი ქცევა. ასეთ აგრესიულ მოთხოვნილებას (დარაივს)თავის მხრივ მივყევართ სხვების წინააღმდეგ მიმართულ ღია ქცევამდე. აღნიშნული მიდგომა ცნობილია როგორც ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა. ამ მიდგომის თანახმად, ფრუსტრაციას მივყევართ მოთხოვნილების აღძვრამდე რომლის მიზანია ზიანი მიაყენო გარკვეულ ადამიანს ან ობიექტს. მოთხოვნილების იმპულს, თავის მხრივ მივყევართ გარკვეულ სამიზნეზე –განსაკუთრებით ფრუსტრაციის წყაროზე- თავდასხმამდე.
რადგან, თეორია უშვებს, რომ გარეგანი პირიბები და არა შინაგანი ტენდენციებია კრიტიკული, ამ მიდგომის თანახმად, აგრესიული ქცევის აცილება პრინციპში შესაძლებელია. ამდენად აგრესიის ე.წ. დრაივ თეორია რამდენადმე უფრო ოპტიმტსტური ჩანს. აგრესია ამ თეორიაში განხილულია, როგორც რეაქცია, როგორც ნეგატიური აფექტი, არაკეთილსასურველ მოვლენებზე.
მართლაც, თუ გავიხსენეგთ შემთხვევას როცა მოვიქეცით აგრესიულად სხვის წინააღმდეგ, არ გაგვიჭირდება გავიხსენოთ თუ რას ვგრძნობდით. ეს იყო ალბათ გრძნობიას მოზღვავება, გაღიზიანება, წყენა და ა.შ. ერთი სიტყვით გვქონდა ნეგატიური გრძნობა. ურთერთობას ნეგატიურ, არასასიამოვნო გრძნობებსა და აგრესიას შორის მივყევართ აგრესიის მესამე თეორიული პერსპექტივის ფორმულირებამდე, რომელიც ცნობილია როგორც კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თვალსაზრისი (გერკოვიცი 1984)
თეორია ვარაუდობს, რომ არაკეთილსასურველი მოვლენების (რომლის არიდებასაც ვარჩევდით) ექსპოზიცია წარმოშობს ნეგატიურ გრძნობებს (წყენინების არა სასიამოვნო გრძნობა, გაღიზიანება, გაბრაზება). ეს რეაქცია თავის მხრივ ავტომატურად ააქტიურებს ტენდენციას როგორც აგრესიისაკენ ისე განრიდებისაკენ (ძალისხმევა გაექცე არასასიამოვნო სიტუაციას), ასევე ავტომატურად ააქტიურებს გარკვეულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, მეხსიერების გარკვეულ შინაარსებს, ფიქრებს, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ განცდასთან. ყოველივე ამას მოჰყვება თუ არა ღია აგრესია, ეს უკვე დამოკიდებული ხდება მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა აზროვნება და სხვა მაღალი დონის კოგნიტური პროცესები. მაგ. თუ ინდივიდს მიღებული აქვს გარკვეული ანტიპატიური გამოცდილება ( ტკივილი ან დისკომფორტის სხვა ფორმები) ის შეიძლება მიდრეკილი იყოს იმოქმედოს აგრესიულად. თუ ინდივიდი აცნობიერებს,რომ აგრესიული ქცევა არა შესატყვისი ან მიუღებელია, მან შეიძლება აქტიურად შეაკავოს ასეთი ტენდენციები.
როგორც ვხედავთ აგრესიის კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თვალსაზრისი ეხება საკითხს თუ რაგორ შეიძლება ემოციონალური და კოგნიტური ფაქტორების გაერთიანება რათა გავლენა მოვახდინოთ ადამიანის აგრესიაზე. ამდენა აღნიშნული თეორია საკმაოდ იმედის მომცემია დავაკონტროლოთ ადამიანის გრესიული ტენდენციები.
კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თვალსაზრისი, დრაივ თეორიის მსგსვსად ვარაუდობს, რომ ადამიანები ხშირად არიან სიტუაციაში, რომელიც იწვევს აგრესიას.
კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თეორია, სიტუაციის ასეთ გამოწვევას უპირისპირებს აზროვნების არგუმენტაციულობის მაღალ დონეს.
ხშირად ასეთ სიტუაციაში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს დროის დეფიციტის პირობებში, შეიძლება რაციონალური პროცესებისათვის საჭირო დრო არ იყოს საკმარისი. ამდენად ამ თვალსაზრისის პრაქტიკულობა პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს.

აგრესია როგორც შეძენილი ქცევა

ადამიანური აგრესიის მეითხე თეორიულ პერსპექტივას წარმოადგენა ე.წ. სოციალური დასწავლის თეორია. ამ თვალსაზრისის მხარდამჭერები (ბანდურა, ბერკოვიცი, ბერონი) ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ აგრესია, პირველ რიგში, განიხილება როგორც სოციალური ქცევის ფორმა. ინსტინქტთეორიის ცენტრალური დაშვების წინააღმდეგ, ეს მიდგომა ამტკიცებს, რომ ადამიანი არ იბადება აგრესიული რეაქციების ფართე არეალების დისპოზიციით. ქცევის აგრესიულ ფორმებს ისინი განიხილავენ როგორც ქცევის შეძენილ ფორმებს და მათი დასწავლა ხდება ასევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამის დასწავლა. ამ თვალსაზრისის თანამედროვე მხარდამჭერები უფრო შორს მიდიან და უშვებენ, რომ აგრესიის ბუნების სრულყოფილად გასაგებად საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია სამ ბაზისურ საკითხზე: 1. მანერა, რომელშიც ასეთი ქცევაა შეძენილი; 2ჯილდო და დასჯა, რომელიც მოქმედებს მის შესრულებაზე; 3.სოციალური და გარემოსეული ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ მოცემულ კონტექსტში მის შესრულებაზე.
განსხვავებით სხვა თეორიებისაგან, სოციალური დასწავლის თეორია აგრესიის საფუძვლად არ განიხილავს ერთ ფაქტორს ან ფაქტორების მცირე რაოდენობას. დასწავლის თვალსაზრისი უშვებს, რომ აგრესიული ქცევის საფუძველს წარმოადგენს ფაქტორების მთელი წყება და ამ ფაქტორებს შორის რთული ურთიერთობა, კერძოდ: აგრესიის წარსული გამოცდილება (რა აგრესიული ქცევაა წარსულში შეძენილი? რა არის დასწავლილი ასეთი ქცევების გამოყენების შესახებ?); მიმდინარე პირობები რომლებიც განაპირობებენ აგრესიის როგორც წახალისებას ისე დასჯას; მრავალი სოციალური, კოგნიტური და გარემოსეული ცვლადები რომლებსაც ტენდენცია აქვთ როგორც აგრესიის აღძვრისა ისე შეკავებისა (მაგ. ფრუსტრაცია,სხვების მიერ აგრესიული ქცევის ექსპოზიცია, აგრესორის მიმდინარე გუნებგანწყობა და აღძვრის დონე და ა.შ.)
როგორც ვხედავთ, სოციალური დასწავლის თვალსაზრისი არის უფრო რთული ვიდრე აგრესიის სხვა პერსპექტივები, მაგრამ მიუთითებენ მის ორ მნიშვნელოვან უპირეტესობაზე: 1. ის არის უფრო ცხოვრებისეულად გამოცდილი და ამდენად უფრო ზუსტი ვიდრე სხვა მიდგომები; 2. აგრესიის არიდებისა და კონტროლის თვალსაზრისით ის უფრო ოპტიმისტურია. ბოლოსდა ბოლოს, ამ თვალსაზრისით ქცევა არის შეძენილი და და ამდენად ღიაა მოდიფიცირებისა და შეცვლისადმი. ყოველივე ამის გამო აღნიშნული მიდგომა მხარდაჭერას პოულობს ფსიქოლოგებისგან

აგრესიის სოციალური და სიტუაციური დეტერმინანტები

აგრესია ჩვეულებრივ არ ხორციელდება სოციალურ და სიტუაციურ ვაკუუმში. ჩვეულებრივ აგრესია მომდინარეობს სპეციფიკური სოციალური და სიტუაციური ფაქტორებიდან. ეს ფაქტორები განსაზღრავენ აგრეთვე აგრესორის მიერ მსხვერპლის არჩევას. ამ ფაქტორებიდან გამოიკვეთა შემდეგი:
1.ფრუსტრაცია. შედარებით გავრცელებული მიდგომა აგრესიისადმი არის ე.წ. ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა. ამ ჰიპოთეზის თანახმად ფრუსტრაციას ყოველთვის მივყევართ აგრესიის ამა თუ იმ ფორმამდე და აგრესია ყოველთვის მომდინარეობს ფრუსტრაციიდან. ერთ სიტყვით, ფრუსტრირებული ადამიანი ყოველთვის ავლენს ამა თუ იმ ტიპის აგრესიას და აგრესიის ყოველი აქტი, თავის მხრივ არის ფრუსტრაციის შედეგი.
როგორც ვხედავთ დებულება საკმაოდ კატეგორიალურია. ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ მსგავსი კატეგორიული დებულება სადაოა. ამიტომ დგება საკითხი მათი ჭეშმარიტების შესახებ. ფრუასტრაციას მართლა აქვს ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აგრესიისათვის?
პასუხი არის ის რომ ფრუსტრაცია – აგრესიის ჰიპოთეზის ორივე ნაწილი ზედმეტად რადიკალურია. აღმოჩნდა, რომ ფრუსტრირებული ადამიანი ყოველთვის არ რეაგირებს აგრესიული აზრებით, სიტყვებით და ქცევით. ფრუსტრაციაზე საპასუხო რეაქცია შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს დაწყებული უარის თქმიდან და სასოწარკვეთლებიდან ფრუსტრაციის წყაროს დაძლევით დამთავრებული.
მეორეს მხრივ, არც ყოველი აგრესია არის ფრუსტრაციის შედეგი. ინდივიდის აგრესიული ქცევა შეიძლება განსხვავებული ფაქტორებით იყოს დეტერმინირებული. მაგ. სპორტსმენმა (მოკრივემ) შეიძლება თავისი ოპონენტის მიმართ გამოავლინოს აგრესიული ქცევა, გამომდინარე შეჯიბრის სიტუაციაში თავისი როლიდან, ან იმიტომ, რომ მოიგოს მისთვის მნიშვნელოვანი პრიზი და არა იმიტომ, რომ ის ფრუსტრირებულია. ან კიდევ, ინდივიდი, რომელსაც სურს კარიერაში დაწინაურება ზოგჯერ იყენებს კომპლექსურ პოლიტიკურ მანერებს რათა დაძლიოს მეტოქე. ამ და სხვა მრავალ ანალოგიურ სიტუაციებში აგრესია მომდინარეობს ფრუსტრაციიდან განსხვავებული ფაქტორებიდან. ამრიგად, მტკიცება რომ აგრესია ყოველთვის არის დაბრკოლების შედეგი, მცდარია.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,მრავალი სოციალური ფსიქოლოგი არ ვარაუდობს,რომ ფრუსტრაცია წარმოადგენს აგრესიის ერთადერთ მნიშვნელოვან მიზეზს.
უმრავლესობას მიაჩნია, რომ ფრუსტრაცია ერთერთია იმ მრავალ ფაქტორთაგან, რომელსაც შეუძლია აგრესიის გამოწვევა. გარდა ამისა, არსებობს თანხმობა იმაში, რომ ფრუსტრაცია გამოიწვევს თუ არა აგრესიას დამოკიდებულია ორ პირობაზე: ფრუსტრაციის ინტენსიობაზე და აღქმულ კანონიერებაზე. ფრუსტრაციას აქვს ტენდენცია გაზარდოს აგრესიის ალბათობა მხოლოდ მაშინ როცა ის არის ძლიერი ან მხოლოდ მაშინ როცა ის აღქმულია როგორც არბიტრალური ან არაკანონიერი. თუ ფრუსტრაცია არის სუსტი ან აღქმულია როგორც კანონიერი, აღმოჩნდა, რომ მას ნაკლებად შეუძლია აღძრას აგრესია.
2.პირდაპირი პროვოკაცია – ანუ, როცა აგრესია ბადებს აგრესიას. თუ ფრუსტრაციამ გარკვეულ ინტენსიობას უვდა მიაღწიოს რათა შესძლოს აგრესიის გამოწვევა, პირდაპირ ვერბალურ ან ფიზიკურ პროვოცირებას, ჩანს, რომ შეიძლება ჰქონდე ეს ეფექტი მაშინაც კი, როცა ის ძალიან სუსტია. არაფორმალური დაკვირვება გვარწმუნებს, რომ ინდივიდები ხშირად რეაგირებენ, და საკმაოდ ძლიერადაც მსუბუქ დაცინვაზე ან სხვების ქცევაზე რომელსაც აღიქვამენ ,როგორც გარკვეული დონის თავდასხმად. მეტიც, ხშირად ამ დროს ადგილი აქვს პროცესის ესკალაციას და ხდება უფრო და უფრო ძლიერი პროვოკაციების სწრაფი ერთიერთ გაცვლა, ორივე მხარისთვის საშიში შედეგებით..
ფიზიკურ პროვოკაციასა და აგრესიას შორის მჭიდრო კავშირის არსებობის შესახებ მონაცემები მიღებულ იქნა მთელი რიგი კვლევებიდან. ერთერთ კვლევაში სუბიექტის პროვოცირებას იწვევდა (ძლიერი ელექტრო შოკის გსმოყენებით) უცნობი, რის შემდეგ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა ელექტრო შოკი მის წინააღმდეგ. ასეთ სიტუაციაში პროვოკაციის ინტენსიობის ზრდა აწვევდა საპასუხოდ გამოყენებული შოკის ინტენსიობის ზრდას. მუქარაზე საპასუხო მუქარა უფრო სამაგიეროს გადახდას ემსგავსებოდა და არა “მეორე ლოყა მიუშვირეს” სტრატეგიას. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ვერბალური აგრესიის შემთხვევაშიც. ასევე პასუხობს ადამიანების უმრავლესობა რეალურ ან წარმოსახვით დაცინვაზე.
მართალია, სამაგიეროს გადახდის პრინციპი, როგორც პროვოკაციაზე რეაქცია, უფრო დომინირებს, მაგრამ მიუთითებენ, რომ ასე არ არის ყოველთვის. აღმოჩნდა, რომ თუ როგორი იქნება პროვოკაციაზე რეაქცია, ინდივიდი უპასუხებს სამაგიეროს გადახდით თუ უგულებელყოფს მას მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღქმული განზრახვა და პროვოკატორის მახასიათებლები.
აღქმ0ული განზრახვა და პროვოკაციაზე რეაქცია. საღი აზრის დონეზეც აშკარად ჩანს, რომ პროვოკაციაზე რეაქცია გაშუალებულია იმით თუ როგორ აღვიქვამთ პროვოკატორის აქტიობას. თუ პროვოკატორის აქტიობა აღქმულია, როგორც წინასწარ განზრახული, საპასუხო რეაქცია რა თქმა უნდა იქნება გაბრაზება და სურვილი გავცეთ პასუხი. თუ პროვოცირება აღქმულ იქნა როგორც არაგანზრახვითი, შემთხვევითი ფაქტორების შედეგი, ფაქტორების რომელიც ინდივიდის კონტროლს არ ექვემდებარება, ნაკლებია ალბათობა მან გამოიწვიოს აგრესია. ერთი სიტყვით, აღქმული აქტიობის შესახებ ჩვენი ატრიბუცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის დეტერმინაციაში თუ როგორი იქნება საპასუხო რეაქცია. როგორც ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებული ისე კორელაციური კვლევები აშკარად ადასტურებს აღქმულ განზრახვასა და პროვოკაციაზე რეაქციას შორის კსვშირს. ერთერთ ცნობილ კვლევაში, გოგონა სუბიექტების რანჟირება ხდებოდა იმისდამიხედვით თუ რა ინფორმაციას იღებდნენ ისინი ოპონენტის (ფაქტიურად გოგონა ცრუ სუბიექტები) განზრახვის შესახებ, თუ რა ინტენსიობის ელექტრო შოკს გამოიყენებდა ოპონენტი. სობიექტების ნაწილს ეუბნებოდნენ რომ ოპონენტს განზრახული აქვს ძლიერი ელექტრო შოკის გსმოყენება. ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ ოპონენტს განზრახული ჰქონდა სუსტი ელექტრო შოკის გამოყენება. ამის შემდეგ, ექსპერიმენტში, სუბიექტების ნახევარი მართლაც იღებდა ელექტრო შოკს იმ ინტენსიობით, რომელიც შეესაბამებოდა მიღებულ ინფორმაციას. ხოლო მეორე ნახევარი იღებდა ელექტრო შოკს იმის საწინააღმდეგო ინტენსიობისა რა ინფორმაციაც მიიღეს. თუ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ პონენტს განზრახული ჰქონდა ძლიერი ელეტრო შოკის გამოყენება, სუბიექტები ფაქტიურად სუსტ ელექტრო შოკს იღებდნენ. ხოლო თუ განზრახული იყო სუსტი ელექტროშოკის გამოყენება სუბიექტები იღებდნენ ძლიერ ელექტრო შოკს. კვლევის შემდგომ ფაზაში, სუბიექტებს ეძლეოდათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ ნებისმიერი სიძლიერის ელექტრო შოკი თანამონაწილე ოპონენტის მიმართ.
თუ ინდივიდი ირეაგირებს ოპონენტის პროვოკაციული აქტიობის აღქმულ განზრახვაზე,უნდა მოველოდეთ, რომ სუბიექტები გამოიყენებენ ძლიერ ელექტრო შოკს იმოპონენტის წინააღმდეგ რომელსაც განზრახული ჰქონდა ძლირი ელექტრო შოკის გამოყენება. და სუსტ ელექტრო შოკს გამოიყენებდნენ იმ ოპონენტის მიმართ რომლებსაც განზრახული ჰქონდათ სუსტი ელექტრო შოკის გამოყენება. უფრო მეტი, მოსალოდნელი იყო ასეთი რეაქცია მიუხედავად იმისა თუ ოპონენტები რა ინტენსიობის ელექტრო შოკს გამოიყენებდნენ ფაქტიურად. კვლევის შედეგები ადასტურებდა ნაწინასწარმეტყელებ მოლოდინებს. მიუხედევედ ფაქტიურად გამოყენებული ელექტრო შოკის სიძლიერისა, სუბიექტები რეაგირებდნენ იმაზე თუ რა ინრფორმაცია ჰქონდათ ოპონენტის განზრახვის შესახებ.
პროვოკატორის მახასიათებლები. გარდა პროვოკატორის განზრახვისა, თუ როგორი იქნება პროვოკაციაზე რეაქცია, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, პროვოკატოპის მახასიათებლებზე. პირველ რიგში ცხადია ნაკლები ალბათობაა აგრესიულად ვირეაგიროთ პროვოკაციაზე თუ პროვოკატორი აშკარად ჩვენზე ძლიერი და საშიში ჩანს. ასევე, კვლევები აჩვენებენ, რომ მამაკაცები ნაკლებად ამჯღავნებენ სამაგიეროს გადახდის სურვილს ქალების მიმართ ვიდრე მამაკაცების მიმართ. დადასტურდა აგრეთვე, რომ ადამიანებს ნაკლები ტენდენცია აქვთ აგრესიულად ირეაგირონ ფიზიკურად მიმზიდველი ინდივიდების პროვოკაციაზე. ერთი სიტყვით სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბედნიერი და მიმზიდველი გარეგნობის ადამიანები პროვოცირების სიტუაციაში ნაკლებად მიიღებენ აგრესიულ საპასუხო რეაქციას.

ძალადობის ფილმების ყურება და აგრესია

ბოლო პერიოდში სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა კინოფილმაბსა და ტელე ეკრანებზე მოჭარბებული ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. ფსიქოლოგების კვლევის საგანი გახდა , საკითხი თუ რა კავშირია ტელეკრანებზე ძალადობის ფილმების ხშირ ექსპოზიციასა და მაყურებლის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, აგრესიულობის დონეს შორის. უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა ამ საკითხს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს, გაკეთდა დასკვნა, რომ მედიუმების საშუალებით ძალადობის ხშირი ექსპოზიცია წარმოადგენს ერთერთ ფაქტორს, რომელიც განსაზღრავს საზოგადოებაში აგრესიულობის მაღალ დონეს. კვლევების მრავალი განსხვავებული მიმართულება, შესაძლოა განსხვავებული საშუალებებით, თითქოსდა ადასტურებს საკითხის ასეთ ინტერპრეტაციას.
უ.ყ. ასეთ ინტერპრეტაციას ადასტურებს ლაბორატორიული კვლევები. ერთერთ ადრინდელ კვლევაში, ბავშვები უყურებდნენ მოკლე ფილმს, სადაც მოზრდილი წარმოადგენდა აგრესიულ მოდელს (ბანდურა, 1965). ფილმში მოზრდილი რომელიც გარკვეულ საქმიანობას ეწეოდა, გამოხატავდა გამოკვეთილ აგრესიას რეზინის თოჟინის მიმართ. ბავშვების მეორე ჯგუფი ასევე უყურებდა იმავე მოკლე ფილმს, იმ განსხვავებით, რომ ფილმიდან ამოღებული იყო აგრესიის გამომხატველი სცენები. ამის შემდეგ ბავშვებს ტოვებდნენ მარტო და აკვირდებოდნენ მათ ქცევას. სიტუაციაში არსებობდა რეზინის თოჯინა რომლის მიმართ ფილმში ხორციელდებოდა აგრესია. შედეგები აჩვენებდა, რომ ბავშვები რომლებმაც ნახეს ფილმი აგრესიული მოდელით თვითონაც გამოხატავდნენ გამოკვეთილ აგრესიას რეზინის თოჯინის მიმართ. მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფის ბავშვები რეზინის თოჯინის მიმართ ინდიფერენტულები იყვნენ.
მსგავსი ეფექტი დადასტურდა ტელეგადაცემების ყურებისას, სადაც ხდებოდა ძალედობის ფილმების დემონსტრირება. სუბიექტებს ფილმის ყურების შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდათ თვითონ გამოეხატათ აგრესია. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც ნახეს ძალადობის ფილმი ავლენდნენ გაცილებით მეტ აგრესიას ვიდრე ის ბავშვები, რომლებმაც ნახეს არა ძალადობრივი ფილმი. ანალოგიური კვლევა ჩატარდა მოზრდილებზეც, და მიღებულ იქნა იგივე შედეგი. ერთი სიტყვით, დღეისათვის სოციალურ ფსიქოლოგიაში უფრო მხარდაჭერილია მოსაზრება, რომ სუბიექტები, რომლებიც უყურებენ ე.წ. ძალადობის ფილმებს ძალადობის უფრო მაღალ დონეს ამჟღავნებენ ვიდრე ისინი რმლებიც არ უყურებდნენ ასეთ ფილმებს.
ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული კვლევებიდან, რომელიც განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარდა. ე.წ. ხანგრძლივი ველის კვლევებში, სუბიექტების განსხვავებულ ჯგუფებს ეძლეოდათ შესაძლებლობა ენახათ განსხვავებული რაოდენობის ძალადობის გამომხატველი ფილმები. შემდეგ ბუნებრივ სიტუაციაში აკვირდებოდნენ სუბიექტების ქცევას და ხდებოდა აგრესიის გამოვლენის დონის ფიქსირება.. მაგ. ლეგენსი და მისო კოლეგები (ლეგენს და სხვ. 1975), პრივატ-სკოლის მოსწავლე ბიჭების ორ ჯგუფს უჩვენებდნენ ფილმებს. ერთი ჯგუფი ნახულობდა ძალადობის გამომხატველ ხუთ ფილმს, თითოს ყოველ დღე, მაშინ როცა მეორე ჯგუფი ნახულობდა ხუთ ნეიტრალურ ფილმს, თითოს ყოველდღე. ამის შემდეგ აკვირდებოდნენ ამ ბიჭებს, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი მათ ყოველდღიურ სიტუაციაში- მეგობრებთან ურთიერთობაში პედაგოგებთან ურთერთობაში და ა.შ. კვლევის შედეგები ადასტურაბდა მედიუმებით ძალადობის ფილმების ყურებასა და მაყურებლებში აგრესიას შორის კავშირს იგივე ეფექტი დადასტურდა მოზრდილებშიც. მაგ. აღმოჩნდა, რომ (ფილიპს, 1983) შეერთებულ შტსტებში მკვლელობების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება მძიმე წონის მოკრივეთა შორის მსოფლი ჩემპიონობისთვის ბრძოლის მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში.
ვარაუდობე, რომ ყოველივე ეს მიუთითებს მედიუმების საშუელებით ძალადობის ფილმების ჩვენების მნიშვნელოვან სოციალურ ეფექტზე.
როგორც ვხედავთ, განსხვავებული მეთოდებით ჩატარებული კვლევები მხარს უჭერენ თვალსაზრისს, რომ მასიური მედიუმებით ძალადობის ხშირი ექსპოზიცია იწვევს მაყურებელში .მსგავსი ქცევის განხორციელების ტენდენციას. თუმცა უნდა აღიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაგ. ფეშბახ და ზინგერ,1971; ფრიდმანი 1984. საერთო ჯამში, თუ განვაზოგადებთ კვლევით მონაცემებს, ისინი აშკარად მიუთითებენ ასეთ კავშირზე. ასეთ კავშირს კი, როგორც აღვნიშნეთ დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გასაგებია ფსიქოლოგების ინტერესი გასცენ პასუხი კითხვას, რატომ. ძალადობის ფილმების ხშირი ექსპოზიცია რატომ ზრდის აგრესიულობის დონეს ადამიანებში? ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე არსებობს რამოდენიმე თვალსაზრისი:
1.მიუთითებენ, რომ მედიუმებით ძალადობის ექსპოზიცია ასუსტებს მაყურებელში ანალოგიური ქცევის განხორციელების შეკავებას. ასეთი ფილმების ნახვის შემდეგ მაყურებელი ნაკლებად იგრძნობს თავს შეზღუდულად მსგავსი ქცევის განხორციელებისათვის. ისინი, ჩანს ფიქრობენ, რომ ბოლოსდაბოლოს “თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მეც შემიძლია”.
2. ვარაუდობენ, რომ მედიუმებით ძალადობის ექსპოზიცია აიარაღებს მაყურებელს ახალი ტექნიკით თუ როგორ შეუძლია შეუტიოს და ავნოს სხვას უფრო დახვეწილი მანერებით. ერთი სიტყვით მაყურებელი ამით იძენს აგრესიის გამოხატვის ისეთ “დახვეწილ” მანერებს, რომელიც მის დისპოზიციაში მანამდე არ ყოფილა. და რაკი ეს მიღწეულია,ე.ი. თავდასხმის ახალი ხერხია შეძენილი, შემდეგი ნაბიჯი მისი პრაქტიკაში გამოყენება უნდა იყოს, როცა შესატყვისი სიტუაცია გაჩნდება ( როცა პროვოცირებული იქნება).
3. სხვის მიერ განხორციელებული აგრესიული ქცევის ხშირმა ყურებამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს მაყურებლის კოგნიციაზე (ბერკოვიცი,1984). ნავარაუდევია, რომ ძალადობის ხშირმა ყურებამ შეიძლება მოახდინოს საფუძვლის მომზადების (პრაიმინგის) მსგავსი ეფექტი. ძალადობის ხშირმა ყურებამ შეიძლება მაყურებლის კოგნიციაში განსაზღვროს დამატებითი იდეების და აზრების არსებობა. ყოველივე ამის შემდეგ მედიუმებით ძალადობის ხშირი ექსპოზიციის შემდეგ ადამიანები უფრო მიდრეკილნი ხდებიან მოვლენები აღიქვან ნეგატიურად და მტრულად.ან ორაზროვანი სიტუაციის ინტერპრეტაცია მოახდონონ, როგორც ბუნებით უფრო აგრესიული. ასევე, შესაძლოა ინდივიდმა გააზვიადოს მის ირგვლივ სოციალურ სამყაროში აგრესიის სიხშირის შეფასება, შეიძლება აგრესია დაინახოს როგორც ჩვეულებრივი და ამდენად უფრო მისაღები. ასეთმა იდეებმა და აზრებმა თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს სხვის წინააღმდეგ ღია აგრესიის ალბათობა.
4.ბოლოს, ვარაუდობენ, რომ მედიუმებით ძალადობის ხშირმა ექსპოზიციამ შეიძლება შეამციროს ძალადობისა და მისი მტკივნეული შედეგების მიმართ ინდივიდის ემოციონალური მგრძნობიარობა.. მოკლედ,უამრავი მკვლელობების, თავდასხმების და ბრძოლების ყურების შემდეგ, შესაძლოა, ზოგიერთი მაყურებელი არა მგრძნობიერი ხდება ასეთი მასალის მიმართ და შედარებით სუსტ ემოციონალურ რეაქციას გამოავლენს მასზე. ემოციონალური დამოკიდებულების ასეთი გადაწევა ინდივიდს გაუადვილებს თვითონაც განახორციელოს აგრესია.

აღძვრის დონე და აგრესია

ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ აღძვრის დონის ამაღლება იწვევს მიმდინარე ქცევის გაძლიერებას. ანუ, როცა ინდივიდი ფიზიოლოგიურად აღძრულია, მის მიმდინარე რეაქციის ენერგიას გაზრდის ტენდენცია აქვს. დგება საკითხი, აღძვრის დონის ამაღლებას აქვს თუ არა იგივე ეფექტი აგრესიის მიმართ? კვლევები მიუთითებენ რომ აქვს. აღმოჩნდა, რომ ფიზიოლოგიური აღძვრა მომდინარე ისეთი განსხვავებული წყაროებიდან როგორიცაა კონკრეტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა, ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც გარკვეული ტიპის მუსიკა ხლს უწყობს აგრესიის დონის ამაღლებას. ერთერთი ახსნა ამ ეფექტისა, რომელიც მიღებულია სოციალური ფსიქოლოგების მიერ ცნობილია როგორც აგრესიის ტრასფერის თეორია (ზილლმენნი). თეორია ყურადღებას ამეხვილებს იმ ფაქტზე, რომ ფიზიოლოგიური აღძვრა ვრცელდება დროში. შედეგად აღძვრის გარკვეული ნაწილი შეიძლება დროში გამძლე აღმოჩნდეს, როცა ინდივიდი ერთი სიტუაციიდან მეორეში გადადის. მაგ.სტუდანტი რომელიც აღძრულია მისი აზრით გამოცდაზე ნაწილობრივი მარცხით, შეიძლება გააგრძელოს მსუბუქად აღძრულად ყოფნა რამოდენიმე წუთის შემდეგაც, როცა ის ურთერთქმედებას იწყებს მეგობრებთან ან ნაცნობებთან. ასეთმა ნარჩენმა აღძვრამ შეიძლება გამოიწვიოს მისი შემდგომი ემოციონალური განცდების გაძლიერება, თანაც ისეთი განცდებისაც კი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აღძვრის საწყის მიზეზთან. ასე მაგ., თუ მეგობარი მის მიმართ გააკეთებს შენიშვნას, მან შეძლება ამ პროვოკაციაზე ირეაგიროს უფრო მწვავედ ვიდრე მისი რეაქცია იქნებოდა თუ არ იარსებებდა ნარჩენი, ახალ სიტუაციაში გადატანილი აღძვრა. აგზნების ტრანსფერის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომასეთ ეფექტს უფრო მაშინ აქვს ადგილი, როცა ინდივიდი არ აცნობიერებს ნარჩენ აღძვრას, ან როცა ინდივიდი აღძვრას, აწმყო სიტუაციაში მიმდინარე მოვლენებს მიაწერს. ამრიგად, ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში, სტუდენტი, მოსალოდნელი იქნება, რომ უფრო მწვავედ ირეაგირებს მეგობრის შენიშვნაზე თუ ის არ გააცნობიერებს იმ აღძვრას რომელიც წინა სიტუაციიდან მოდის და თუ ის მის ემოციონალურ რეაქციას მეგობრის შენიშვნას მიაწერს. თუ სტუდენტი გააცნობიერებს, რომ მისი აღძვრის ნაწილი წინა სიტუაციიდან მომდინარეობს, ის ნაკლებ აგრრესიულად ირეაგირებს მეგობრის პროვოკავციაზე.
სექსუალური აღძვრა და აგრესია. თუ აღძვრა, რომელიც მომდინარეობს წყაროდან, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აგრესიასთან ( ფიზიკური ვარჯიში, კონკურენცია), ზრდის აგრესიის დონეს, ხომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ სექსუალურ აღძვრასაც იგივე ეფექტი ექნება? ხშირად სექსუალურ აღძვრას და აგრესიულობას ერთმანეთთან კავშირში განიხილავენ. მაგ ფროიდი ვარაუდობს, რომ სურვილი ატკინო სხვას ან მიიღო ტკივილი სხვისგან სექსულური ურთიერთობის ნორმალური მდგომარეობაა. ფრომი თვლის, რომ ნებისმიერი ძლიერი ემოცია –ატკინო სვას ან სხვისგან ტკივილის მიღების სურვილის ჩათვლით- შეიძლება შერეული იყოს სექსუალურ სურვილთან და ა.შ. როგორც ვხედავთ ზოგიერთი მკვლევარი თვლის,რომ მართლაც არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი სექსულურ აღძვრასა და აგრესიას შორის. რამდენადაა სწორი ეს მოსაზრება? ზოგიერთი კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ ეს მართლაც ასეა.
კვლევები აჩვენებენ, რომ სექსუალური აღძვრის სუსტი დონე, როგორიცაა აღძვრა გამოწვეული საწინააღმდეგო სქესის მიმზიდველი წევრის შეშველი ან ნახევრად შეშველი სურათის ექსპოზიცია, ამცირებს აგრესიას იმ ინდივიდის მიმართ რომელიც ახდენს პროვოცირებას. ამასთან, აღმოჩნდა, რომ სექსუალური აღძვრის მაღალი დონე, გამოწვეული ეროტიკული პასაჟის კითხვით ან აშკარა სასიყვარულო სცენის ყურებით, ფაქტიურად ზრდის აგრესიის დონეს. ამრიგად, სექსუალურ აღძვრასა და ღია აგრესიას შორის ურთიერთობა არასწორხაზოვანი აღმოჩნდა. სექსუალური აღძვრის სუსტი დონე ამცირებს აგრესიულობას ხოლო აღძვრის მაღალი დონე აგრესიას ზრდის. ზილლმანნ-მა ამ დამოკიდებულების ასახსნელად შემოგვთავაზა ე.წ. ორკომპონენტიანი მოდელი (ზილლმანნ, 1984)
ამ მოდელის თანახმად, ეროტიკულისტიმულის ექსპოზიცია იძლევა ორ ეფექტს, პირველი, ის ინდივიდში ზრდის აღძვრის დონეს და მეორე, ეროტიკული სტიმული გავლენას ახდენს ინდივიდის მიმდინარე აფექტურ მდგომარეობაზე- მის პოზიტიურ ან ნეგატურ გრძნობებზე. სექსუალური აღძვრა ხელს უწყობს თუ შეაკავებს აგრესიას დამოკიდებულია ამ ეფექტის ნემუშზე. რადგან სუსტი ეროტიკული სტიმული წარმოშობს აღძვრის სუსტ დონეს და რადგან ამ დროს ადამიანების უმეტესობა განიცდის სიამოვნებას, არ არის გასაოცარი, რომ ამ დროს ადამიანს აქვს ტენდენცია შეამციროს აგრესია. ამის საწინააღმდეგოდ, ეროტიკის უფრო გამოკვეთილი ფორმა წარმოშობს აღძვრის უფრო მაღალ დონეს, გაწყვილებულს ნეგატიურ გრძნობასთან. შედეგად ამ სახია ეროტიკამ შეიძლება გაზარდოს აგრესია. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყვალა არ ეთანხმება მოვლენის ასეთ ახსნას).
ამრიგად, მიუთითებენ, რომ მართლაც არსებობს კავშირი სექსუალურ აღძვრასა და აგრესიას შორის. მაგრამ, მიუთითებენ, რომ ამ ურთიერთობის ბუნება უფრო რთულია ვიდრე ამაზე მიუთითებს აქ წარმოდგენილი ორ ფაქტორიანი მოდელი.

აგრესია მჭიდრო ინტერპერსონალურ ურთიერთობაში

მჭიდრო ინტერპერსონალურ ურთიერთობაში – როგორიცაა ოჯახი, მშობელი შვილის ურთიერთობა, მეგობრებს შორის ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივ ღრმა მოწონებით და სასიყვარულო ურთიერთობაზეა აგებული- საღი აზრი უშვებს, რომ ძალმონრეობას იშვიათად უნდა ჰქონდეს ადგილი. თუმდა ზოგიერთი მკვლევარი გვარწმუნებს, რომ საღი აზრის ასეთი დასკვნა მცდარია. თანაც, როგორც მიუთითებენ საშიშად მცდარი. ორი ათასი ოჯახის, შერჩეული როგორც შეერთებული შტატების პოპულაციის რეპრეზენტაციულები,შესწავლის შედეგად მკვლევარები ასკვნიან, რომ ძალადობა არის ოჯახის ცხოვრების ინტეგრალური ნაწილი. სტატისტიკა ადასტურებს ამ ფაქტს. პირველ რიგში მიუთითებენ ცოლქმარს შორის არსებულ აგრესიაზე. კითხვაზე, გამოუყენებიათ თუ არა მოცემული რვა ნიმუშიდან რომელიმე თავის მეუღლის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, მონაწილეთა 16 პროცენტი პასუხობს “დიახ”, ე.ი. გამოუყენებიათ. ძალადობის რვა ნიმუში იყო შემდეგი: 1. მეუღლეს ესროლა რაღაცა; 2. ხელი კრა; 3. გაარტყა; 4. ფეხი კრა,მუშტით ცემა,უკბინა; 5. ცემა საგნით; 6. მაგრა ცემა; 7. დაემუქრა იარაღით ან დანით; 8.იარაღი ან დანა გამოიყყენა.
შედეგებში საკმაოდ მაღალი პროცენტით დაფიქსირდა აგრესიული ქცევის შემდეგი ფორმები: ხელი კრა, გაარტყა, ცემა საგნით. საინტერესოა, რომ ძალიან ცოტა იყო განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის ამ სახის აგრესიული ქცევის გამოვლენაში. ამასთან აღმოჩნდა, რომ უფრო ქალები აღნიშნავდნენ, რომ მეუღლეს ესროლა ან გაარტყა საგანი; ქმრები კი უფრო ხელის კვრას და გარტყმას აღნიშნავენ. ერთი სიტყვით, მონაცემები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ ბევრისთვის ქორწინების ლიცენზია (მოწმობა ) არის “ ცემის ლიცენზია”.
რა თქმა უნდა, რომ ცოლქმარს შორის ურთერთობაში ადგილი აქვს ძალადობას, შემაშფოთებელია. მაგრა, უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მშობლები ხშირად თავიანთ გაშმაგებას წარმართავენ შვილებზე, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ თავის დაცვა. სტრაუსი და მისი კოლეგების მონაცემები მიუთითებენ, რომ მშობლების უმრავლესობა (სამი მეოთხედი) აღნიშნავს შვილების მიმართ აგრესიის ამა თუ იმ ფორმის გამოყენებას. თანაც, თავდასხმა თავისი ბუნებით არ იყო სუსტი. თავიანთი კვლევითი მონაცემების ანალიზის საფუძველზე სტრაუსი და მისი კოლეგები აკეთებენ განზოგადოებას, რომ დაახლოებით 2.3 მილიონი ბიჭუნა ბავშვობაში ნაცემი იქნა მშობლების მიერ და ერთ მილიონზე მეტ ბავშვს მშობელი დაემუქრა დანით ან იარაღით. შემაშფოთებელი სტატისტიკაა.
ამას უნდა დაუმატოთ ისიც, რომ ძალადობის შემაშფოთებელი ფაქტები რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, არ შემოიფარგლება ოჯახით. ძალადობა ხშირია მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. ეს კარგად გამოჩნდა კოლეჯის სტუდენტების გამოკვლევებში.
იკვლიეს ხუთი კოლეჯის სტუდენტაბი. მათ სთხოვეს ეთქვათ მიუღიათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობის რვა ფორმიდან რომელიმე ან თვითონ გამოუყენებიათ თუ არა რომელიმე მათგანი თავიანთი ტოლების მიმართ. ორივე სქესის სტუდენტთა 50 პროცენტზე მეტი მიუთითებდა, რომ ჩამოთვლილი რვა სახის ძალადობიდან ერთი ან მეტი გამოუყენებია თვითონ. ამასთან,უფრო მამაკაცები ვიდრე გოგონები (56,9პროცენტი წინააღმდეგ 47,8 პროცენტისა)მიუთითებდნენ, რომ მათზე განხორციელდა ასეთი სახის ძალადობა. სქეს შორის განსხვავება მხოლო ერთ საკითხში იყო მნიშვნელოვანი. ბიჭები მიუთითებდნენ უფრო რომ ჩაუდენიათ სექსუალური ძალადობა ვიდრე გოგონები.

მჭიდრო ურთიერთობაში აგრესიის მიზეზები

განსხვავება დიდი იყო სიტუაციაში სადაც აგრესია ჩანდა რომ იყო მოთხოვნილი ვიდრე სპონტანურად არჩეული. გარდა ამისა განცხვავება იყო აგრესიისადმი ატტიტუდებში. გარდა ამისა, მამაკაცები ნაკლებ დანაშაულის გრძნობაზე და ენზაიტზე მიუთითებდნენ აგრესიული ქცავის განხორციელებისათვის ვიდრე ქალები.
ქალები უფრო მიუთითებდნენ შესაძლებლობაზე, რომ სხვების წინააღმდეგ აგრესია შეიძლება შეიცავდეს თავიანთი თავის წინააღმდეგ მუქარას (რომ აგრესიის მსხვერპლი აირჩევს სამაგიეროს გადახდას). ამასთან მონაცემების ანალიზი აჩვენებდა, რომ ორივე სქესი შედარებით მეტ აგრესიას ანჟღავნებდა მამაკაცების წინააღმდეგ ვიდრე ქალების წინააღმდეგ.
როგორც ვხედავთ, მამაკაცები და ქალები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთ სურვილებში ინტერპერსონალურ ურთიერთობებს მოუარონ აგრესიით. დგება საკითხი, რაში უნდა ვეძებოთ ამ განსხვავები ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა, რა თქმა უნდა შემაშფოტებელია, მაგრამ ის არაფერს ამბობს თუ რატომაა ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა ოჯახში ან სხვა ინტიმურ ურთიერთობებში. ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს კომპლექსური, და მოიცავს მრავალ ფაქტორს. შესაძლოა იმის ერთერთი მიზეზი იყოს ის, რომ ხშირად ძალადობა ბადებს ძალადობას. ანყ ინდივიდი რომელიც ხშირად გამხდარა მშობლებს შორის ძალადობის მოწმე უფრო საალბათოა გახდეს მოძალადე ქმარი ან ცოლი, ვიდრე ის რომელსაც გამოცდილებაში არ ჰქონია ასეთი ძალადობა. ან ბავშვი, რომელიც ბავშვობაში ფიზიკურად ისჯებოდა ხშირად, მეტი ალბათობაა, რომ უფრო შეურაცჰყოფს საკუთარ შვილებს, ვიდრე ის ვისაც არ განუცდია ფიზიკური დასჯა. აღმოჩნდა რომ ძალადობის ოჯახური ტრადიცია გადაეცემა თაობიდან თაობაზე.
ძალადობის მეორე მიზეზად ჩათვლილია სტრესი. მიუთითებენ, რომ ოჯახები, რომლებიც განიცდიან სტრესის მაღალ დონეს, ექნებათ ტენდენცია ჰქონდეთ ძალადობის მეტი სცენები ვიდრე ოჯახებს, რომლებიც საბედნიეროდ ახერხებენ აიცილონ ასეთი პირობები. ამ მიზეზთანაა დაკავშირებული ოჯახის ზომა ( რაც უფრო დიდია ოჯახში ბავშვების რაოდენობა, მით უფრო დიდია ძალადობის ალბათობა), ეკონომიური პირობები ( სამუშაოს დაკარგვა, ვალის გადახდის უუნარობა), ახლო მეგობრის სიკვდილი, არა სასურველი ორსულობა, სიძნელეები კანონთან. ვარაუდობენ, რომ რაც უფრო განიცდის ინბდივიდი ამ ტიპის სტრესულ მოვლენებს, მით უფრო დიდია ოჯახში ძალადობის ალბათობა.
მესამე მიზიზი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ოჯახის ძალადობასთან არის ოჯახში ძალაუფლების განაწილება და ის თუ როგორ ხდება ოჯახში გადაწყვეტილიბის მიღება. ოჯახში, სადაც ძალაუფლება განაწილებულია ცოლ – ქმარს შორის და რომელშიც გადაწყვეტილება დემოკრატიულად (წევრებს შორის შეთანხმების შედეგად) მიიღება, ნაკლებად განიცდიან ძალადობის განსხვავებულ ფორმებს ვიდრე ოჯახში სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთერთის (ქმრის ან ცოლის) ხელში და ის ვინც ფლობს ძალაუფლებას, ის იღებს კიდეც უმეტეს გადაწყვეტილებას. ცხადია, ერთად ცხოვრების პირობებში თუ არ მოხდა ძალაუფლების განაწილება და რომელიმე ვერ იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებაში, ეს შეიძლება გახდეს ძალადობის განსხვავებული ფორმების საფუძველი.
ამრიგად,მჭიდრო ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ძალადობა განსხვავებული მიზეზებიდან მომდინარეობს. მიუთითებენ, რომ საბედნიეროდ უმრავლესობა მათგანი, თუ არა ყველა, ღიაა მოდიფიკაციის ამა თუ იმ ფორმისათვის. ამდენა ციკლი ასეთი აგრესიისა შეიძლება გაწყვეტილ იქნას, თუმცა მხოლოდ კონკრეტული საფეხურებით. ამგვარად, მოსაზრება, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი იშვიათად იქნებინ ჩაბმული ძალადობაში, არის სერიოზული შეცდომა.

აგრესიის გადამდებობა და დეინდივიდუაცია

მიბაძვითი აგრესიის თავისებურ ფორმას წარმოადგენს აგრესიის გადამდებობა ( ინფექცია), რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრიმინალურ და ბრბოს ქცევაში. ფრანგი სოციოლოგი ტარდი ლაპარაკობს ძალადობის გადამდებ ბუნაბაზე იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ეფექტური კრიმინალის განხორციელების შესახებ ცნოგბას მოჰყვება მისი მიბაძვის მთელი ტალღა. აგრესიულობის გადამდებობის მაგალითად განიხილება აგრეთვე ბრბოს ქცევა. ზიმბარდომ ამ ფენომენს უწოდა დეინდივიდუაცია და ივარაუდა მისი გამომწვევი ფაქტორების არსებობა: ანონიმურობა, პასუხისმგებლობის დიფუზია, ჯგუფის სიდიდე, ქცევის ხასიათი, ახალი არასტრუქტურირებული სიტუაცია, ხმაური და დაღლილობა. მაგ. ომებში ძალადობის განსაკუთრებით მკაცრი ფორმების გამოყენებისას პრიმიტივები დეინდივიდუაციის ისეთ საშუალებებს იყენებდნენ როგორიცაა მასკები, სახის და სხეულის შეღებვა, სპეციალური ტანსაცმელი. დაახლოებით ასევე აკეთებდნენ მეოცე საუკუნეში თეთრკანიანები, როცა ახდენდნენ შავკანიანების ლინჩირებას.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, რომ ნამდვილად იწვევენ დეინდივიდუაციას დადასტურდა ექსპერიმენტული გამოკვლევებით. ექსპერიმენტში გამოყენებულ იქნა დასწავლის პროცედურა, სადაც ხდებოდა ელექტრო შოკის გამოყენება. ექსპერიმენტულ სიტუაციაში, რათა გამოეწვიათ დეინდივიდუაცია, სუბიექტებს არ მიმართავდნენ სახელებით, სუბიექტებს ეუბნებოდნენ, რომ ექსპერიმენტატორისთვის არ იქნებოდა ცნობილი თუ რა ინტენსიობის ელექტრო შოკი იქნებოდა გამოყენებული, რომ თავიანთ “მსხვერპლს” არასოდეს შეხვდებოდნენ. “მსხვერპლის” მდგომარეობაზე მთელ პასუხისმგებლობას თავისთავზე იღებდა ექსპერიმენტატორი. ოთახი სადაც ტარდებოდა ექსპერიმენტი სუსტად იყო განათებული. ხოლო ექსპერიმენტულ სიტუაციაში სადაც არ იყო განზრახული დეინდივიდუაციის გომიწვევა, სუბიექტებს მიმართავდნენ სახელებით, მკერდზე მიმაგრებული ჰქონდათ ნიშანი მათი საკუთარი სახელებით, ექსპერიმენტატორი ამჟღავნებდა ინტერესს თუ რა სიძლიერის ელექტრო შოკს გამოიყენებდა სუბიექტი, ამასთან სუბეექტებს ეუბნებოდნენ,რომ ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ ისინი შეხვდებოდნენ თავიანთ მსხვერპლს და რომ მსხვერპლის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ სუბიექტებს. ოთახი კარგად იყო განათებული. აღმოჩნდა, რომ დეინდივიდუაციის გამომწვევ ექსპერიმენტულ სიტუაციაში სუბიექტები იყენებდნენ გაცილებით ძლიერ ელექტრო შოკს, ნაკლებ კონტროლს უწევდნენ იმპულსებს და უგულებელჰყოფდნენ მსხვერპლის, ექსპერიმენტატორის და ჯგუფის სხვა წევრების რეაქციებს.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ დეინდივიდუაციას ჩვეულებრივ თან ახლავს დეჰუმანიზაცია. აღმოჩნდა, რომ როცა ადამინები ამა თუ იმ მიზეზით ახორციელებენ აგრესიულ ქცევას სხვის მიმართ, ისინი იწყებენ თავიანთი მსხვერპლის დეჰუმანიზირებას იმით, რომ აგრესიის ობიექტს მიაწერენ განსხვავებულ ღირებულებებს და რწმენებს.

აგრესიის ინდივიდუალური დეტერმინანტები

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმით თუ რამდანად აქვთ აგრესიულობის ტენდენცია. ზოგი აგრესიულობის მაღალ დონეს ამჟღავნებს მაშინ როცა სხვები ნაკლებ აგრესიულები არიან. ამ ფაქტმა სოციალურ ფსიქოლოგიას უბიძგა განეხორციელებინა კვლევები და მოეხდინა იმ პიროვნული ნიშნებისდა მახასიათებლების იდენტიფიკაცია რომლებიც ინდივიდების ასეთ განსხვავებებს განსაზღრავდა. იდენტიფიცირებულ იქნა ფაქტორები, რომლებიც აღწერილ იქნა როგორც აგრესიულობის ინდივიდუალური დეტერმინანტები. მათ შორის განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ა და ბ ტიპის პიროვნების ქცევისეულ ნიმუშებზე და სქესს შორის განსხვავებაზე
ტიპი ა-ს ქცევისეული ნიმუშები. ბოლო წლებში ყურადღება დაეთმო იმას თუ რა არის ცნობილი ტიპი ა-ს ქცევის ნიმუშებზე. ერთერთი მიზეზი ამ ინტერესისა არის ის, რომ ა ტიპის ინდივიდს აქვს გულ-სისხლ ძარღვთა სისტემის დარღვევის საკმაოდ მაღალი რისკი. ასეთი ინდივიდების ( რომლებიც მიეწერებიან ტიპ ა-ს) ძირითადი მახასიათებლებია: უკიდურესი კონკურენტულობა ( მას ყოველთვის და ყველა სიტუაციაში სურს მოგება), გადაჭარბებული სიჩქარე (ისინი მუდმივ სისწრაფეში არიან, არიან ჩქარი მოსიარულეები, ერთდროულად ისახავენ რამოდენიმე მიზანს ამიტომ მუდამ დროის დეფიციტს განიცდიან), აქვთ მტრობის და აგრესიის მაღალი დონე. ამიტომ, ცხადია ეს ტიპი ასოცირებულია ღია აგრესიულობასთან. შეჯიბრის სიტუაციაში ის აგრესიულია უფრო ხშირად ვიდრე ტიპი ბ – რომელიც არის უფრო მშვიდი, ნელი მოსიარულე, სოციობილური და მოდუნებულია. მრავალ გამოკვლევაში დადასტურდა ა და ბ ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. შედარებით გამოიკვეთა სტრუბე და მისი კოლეგების კვლევა (სტრუბე 1984). მკვლევარებმა ჯერ მოახდინეს მამაკაცი სუბიექტების დიფერენციაცია ა და ბ ტიპებად. ამის შემდეგ კვლევის პროცედურა ისე დაიგეგმა, რომ სუბიექტების ნაწილი ფრუსტრირებულნი იყვნენ ხოლო მეორე ნაწილი არა (ფრუსტრირება მოხდა იმით, რომ სუბიექტებმა ვერ შეასრულესძნელი დავალება დაწესებულ დროში). ამის შემდეგ სუბიექტებს ეძლეოდათ შესაძლებლობა დაეჯილდოებინათ ან დაესაჯათ მიორე პირი (რომელიც ექსპერიმენტატორის თანამონაწილე იყო ). პირი იღებდა ჯილდოს დასწავლის ამოცანებში სწორი პასუხისთვის და სასჯელს როცა შეცდომას უშვებდა. გარდა ამისა ექსპერიმენტული პროცედურა ისე წარიმართა, რომ სუბიექტების ნახევარს სწამდა, რომ მათ პარტნიორს (ცრუ სუბიექტს) უნდა სცოდნოდა რა ინტენსიობის სასჯელი ან ჯილდო იქნებოდა გამოყენებული (სრული უკუკავშირის პირობა). ამის საწინააღმდეგოდ, სუბიექტების მეორე ნახევარი ინფორმირებული იყო, რომ თანამონაწილეს ეცოდინებოდა რა რაოდენობის ჯილდო იქნებოდა გამოყენებული, მაგრა მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დასჯის ოდენობის შესახებ (ნაწილობრივი უკუკავშირის პირობა). მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ ნაწილობრივი უკუკავშირის პირობებში თუ სუბიექტები თანამონაწილის წინააღმდეგ გამოიყენებენ ძლიერ საჯელს ამით ისინი მხოლოდთავიანთი მტრული აგრესიულობის დემონსტრირებას მოახდენდნენ. საქმე იმაშია, რომ როცა ინდივიდმა არ იცის სასჯელის რა ფორმატს მიიღებს შეცდომისთვის, სასჯელი არ იქნება ეფექტური საშუალება შესრულების დონის გასაუმჯობესებლად. ასეთ სიტუაციაში სუსტი იქნება სასჯელი თუ ძლიერი, ფაქტიურად მნიშვნელობა არა აქვს. ამრიგად ასეთ სიტუაციაში თუ სუბიექტი გამოიყენებს ძლიერ სასჯელს, ეს მისი თანამონაწილესათვის ზიანის მიყენების სურვილის მაჩვენებელი იქნება. თუ სუბიექტი ძლიერ სასჯელს გამოიყენებს სრული უკუკავშირის პორობებში, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ინსტრუმენტალური აგრესიულობა- რომ დასჯა ხორციელდება რათა ინდივიდმა დავალების უკეთესად შესრულებას მიაღწიოს. ავტორები ვარაუდობდნენ, რომ ტიპი ა პიროვნებას უფრო უნდა განეხორციელებინა მტრული აგრესია ვიდრე ტიპ ბ-ს. შედეგები აჩვენებდა, რომ ასეც მოხდა. ნაწილობრივი უკუკავშირის პირობებში. ტიპი ა, რომელიც ფრუსტრირებული იყო, იყენებდა უფრო ძლიერ სასჯელს ვიდრე ტიპი ბ. არა ფრუსტრაციის პირობებში ამ ორი ტიპის ქცევა არ იყო განსხვავებული. დამატებითი კვლევითი მონაცემები ადასტურებენ ამ შედეგებს. მაგ., არმოჩნდა,რომ ტიპი ა უფრო მეტი ალბათობით ახორციელებს ისეთ ქცევებს როგორიცააბავშვების გაკიცხვა, დასჯა. აღმოჩნდა, რომ ქალების, რომლებიც ბავშვების მიმართ იყენებენ დასჯის და გაკიცხვის მეთდს, 75 პროცენტი იყო ა ტიპის.

სქესი და აგრესია

დგება საკითხი არიან მამაკაცები უფრო აგრესიულები ვიდრე ქალები, როგორც ამას ფოლკლორი ვარაუდობს? სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობითი აქტიობისათვის მამაკაცები უფრო ხვდებიან საპატიმროებში ვიდრე ქალები.
მიუთითებს ეს იმაზე,რომ აგრესიულობაში განსხვავება სქესს შორის მართლა არსებობს? ეგლი და სტეფფენი (ეაგლი და სტეფფენი, 1986) ამ საკითხზე არსებული კვლევების ანალიზის საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცები მართლაც ავლენენ მეტ აგრესიულობას ვიდრე ქალები. მაგრამ განსხვავების ოდენობა არის მცირე. ამასთან, განსხვავება ჩანს, რომ არის მნიშნ\ვნელოვანი ზოგიერთ კონტექსტში და არა ყველაში. მაგ. განსხვავება გამოკვეთილი იყო როცა კვლევა ეხებოდა ფიზიკურ აგრესიულობას. მაგრამ განსხვავება თითქმის არ დადასტურდა როცა კვლევა ეხებოდა აგრესიის არა ფიზიკურ ფორმებს (ვარბალურითავდასხმას მიზეზი? არიან მამაკაცები “დაპროგრამირებულები” ძალადობისათვის უფრო მეტ ხარისხში ვიდრე ქალები? თუ ეს განსხვავება არის უბრალოდ კონტრასტული როლების, კულტურით განმტკიცებული რწმენების, შედეგი, რომ მამაკაცი უნდა იყოს უფრო მტკიცე და აგრესიული, ხოლო ქალი უნდა იყოს კეთილი, მზრუნველი და ფრთხილი? მიუთითებენ, რომ ჯერ კიდევ მცირე მონაცემები გვაქვს ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად. ისე ერთი რამ ფაქტია, მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ საკითხში გენდერულ როლებს, საერთოდ სოციალიზაციის პროცესებს. რომ აგრესიულობაში გენდერული განსხვავება ამ საკითხებთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ აგრესიაში გენდერული განსხვავება უგრო გამოვლინდება გარკვეულ პირობებში და არა ყველაში. ვარაუდობენ, რომ აგრესიულობაში ეს განსხვავება უნდა შესუსტდეს “მამაკაცურობასა” და “ქალურობის” შესახე ტრადიციული სტერეოტიპების შესუსტებასთან ერთად.

აგრესიის არიდება და კონტროლი

გაბრაზებულია, აგრესიის გამოხატვა ამცირებს გაბრაზებას და მას ნაკლებად აგრესიულს ხდის. მეორეს მხრივ, გამოხატულ აგრესიას ტენდენცია აქვს ასწავლოს ინდივიდს იმოქმედოს აგრესიულად და საერთოდ ზრდის ალბათობას, მომდევნო შემთხვევისთვის იყოს აგრესიული. ე.ი.თუ ინდივიდი არ არის გაბრაზებული უ.ყ. დომინანტურია დასწავლის ეფექტი აგრესიულობის ტენდენცია იზრდება. თუ ინდივიდი გაბრაზებულია ჩვეულებრივ დომინირებულია კათარზისის ეფექტი და აგრესიულობა მცირდება. აგრესიის ფენომენის ცნობილი მკვლევარები ბერკოვიცი, ბაასი, ფეშბახი, ჩანს რომ ეთანხმებიან ფრუსტრაციის ფენომენის ასეთ ანალიზს.
ამრიგად, კათარზისის ჰიპოთეზის თანახმად, როდესაც ინდივიდი გაბრაზებულია და განახორციელებს ძლიერ მაგრამ არა ზიანის მომტან ქცევას შედეგი შეიძლება იყოს: 1.აღძვრის დონის შემცირება და 2.ღია აგრესიული ქცევის ტენდენციის შემცირება.
მიუხედავად ამ დებულებების ოპტიმისტური ტონალობისა, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ეს დებულება მხარდაჭერილი არ არის კვლევითი შედეგებით. პირველი დებულება, რომ პროვოცირებიდან ან ფრუსტრაციიდან მომდინარე ემოციონალური დაძაბულობა შეძლება არა აგრესიულ აქტიობაში მონაწილეობით შემცირდეს, კვლევებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. მაგ.,მართალია ფიზიკურად დამღლელი აქტიობა ამცირებდა ემოციონალურ დაძაბულობას, მაგრამ ეს ეფექტი აღმოჩნდა მხოლოდ დროებითი.საკმარისი აღმოჩნდა დასვენება რათა ეს ეფექტი გამქრალიყო. საერთოდ, ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ აგრესიულობის დონეს არ ამცირებს:
1 კინო და ტელე ფილმების ყურება სადაც მოჭარბებული ძალადობის სცენებია
2. თავდასხმა არა სულიერ ობიექტებზე
3. სხვების წინააღმდეგ ვერბალური აგრესის არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ რომ თითოეულ ამ პირობამ შეიძლება გაზარდოს აგრესიულობა.   ამრიგად წინააღმდეგ პოპულარული რწმენისა, კათარზისი ჩანს რომ არ არის აგრესიული ქცევის შემცირების ეფექტური საშუალება.

აგრესიის შემცირების სხვა ტექნიკა

გამომდინარე იმ დიდი უბედურობიდან, რაც სოზოგადოებისთვის მოაქვს აგრესიას გასაგებია ფსიქოლოგების დიდი ინტერესი საკითხისადმი შეიძლება თუ არა აგრესიის არიდებ? თუ განწირულები ვართ ძალადობისა და სიმკაცრის უსასრულო ციკლის გამეორებისთვის, სანამ კაცობრიობა არ შეწყვეტს არსებობას? არადა, დღეს, მსოფლიოში ადამიანის ხელთ არსებული აკუმულირებული ენერგიის რაოდენობა ამის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. ყოველივე ეს და ის დიდი დისკომფორტი, რომელსაც აგრესია უქმნის ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აშკარად მიუთითებს ადამიანური აგრესიის კონტროლის და არიდების უდიდეს მნიშვნელობაზე.

მართალია არსებობს პესიმისტური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მაგრამ სოციალური ფსიქოლოგების უმრავლესობა იქითკენ იხრება,რომ აგრესიის არიდება და კონტროლი შესაძლებელია. მიაჩნიათ, რომ სოციალურ ფსიქოლოგიას აქვს ეფექტური ტექნიკა და სტრატეგიები, რომელთა სათანადოდ გამოყენება სასურველ შედეგებს მოგვცემს. ჩვენ აქ განვიხილაბთ ზდგიერთ მათგანს, შევეხებით მათ სიძლიერესა და სისუსტეებს.

დასჯა, როგორც აგრესიის შემაკავებელი

ადამიანი ყოველთვის იყენებდა დასჯას, როგორც აგრესიის შემაკავებელ საშუალებას. საკმაოდ ძლიერი სასჯელი იყო გამოყენებული ისეთი მძიმე დანაშაულისთვის როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება და ა.შ. არის მართლა ეს საშუალება ეფექტური? რა თქმა უნდა გარკვეული გაგებით ის ეფექტურია. თუ ინდივიდი, რომელიც მიუღებელ ძალადობის დანაშაულს ჩადის დაპატიმრებულია, სიკვდილმისჯილია, ის უკვე ვერ გაიმეორებს მსგავს საქციელს მომავალში. მაგრამ დგება საკითხი რამდენად იქნება ის ეფექტური როგორც აგრესიის შემაკავებელი? ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა დღეისათვის, ჩანს საკმაო საფუძველი გვაქვს დავასკვნათ, რომ თუ გონივრულად გამოვიყენებთ, დასჯა შეიძლება იყოს მომავალი ძალადობის ეფექტური შემაკავებელი. არსებული მონაცამები გვარწმუნებენ, რომ დასჯას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქცევაზე, თუ ის განხორციელდება გარკველ პირობებში. ეს პირობებია: 1. დასჯა დაუყონებლივ. ანუ არასასურველ ქცევას დასჯა უნდა მოსდევდეს დაუყონებლივ; 2. სიმკაცრე. დასჯა მიმღებისთვის უნდა იყოს საკმაო სიძლიერის;3 მაღალი ალბათობა – დასჯა უნდა მოსდევდეს არასასურველი ქცევის ყველა შემთხვევას.
გარდა ამისა, დადგენილი ფქტია, რომ ინდივიდზე ხშირად ძლიერ გავლენას ახდენს სხვისი ქცევის შედეგების ყურება. თუ ინდივიდი მოწმეა იმისა, რომ სხვა ინდივიდი ჯილდოვდება გარკვეული ქცევისათვის, ტენდენცია თვითონ განახორციელოს ანალოგიური ქცევა იზრდება.. თუ ინდივიდი ხედავს როგორ დაისაჯა სხვა გარკვეული ქცავისათვის ის თავს შეიკავებს განახორციელოს მსგავსი ქცევა (ბანდურა). ამდენად არსებობს საფუძველი მტკიცებისთვის, რომ თუ პოტენციონალური აგრესორი მოწმეა დასჯისა, რომელსაც ღებულობს განაშაულის ჩამდენი, ის თავს შეიკავებს თვითონ განახორციელოს მსგავსი ქცევა.
სამწუხაროდ, პირობები რომელზეც ვისაუბრეთ, იშვიათადაა გათვალისწინებული როცა დასჯას იყენებენ რათა აღკვეთონ აგრესია. ხშირად, ძალადობის დანაშაულსა და ამ ქცევისთვის ინდივიდის დასჯას შორის ინტერვალი არის დიდი. გარდა ამის დასჯის ინტენსიობა იცვლება დიდ დიაპაზონში და ა.შ. ყოველივე ამის გამო, არ უნდა იყოს გასაოცარი, რომ ჩვეულებრივდასჯა არ არის გააზრებული როგორც ძალადობრივი დანაშაულის აღკვეთის ეფექტური საშუალება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასჯას არა აქვს ეფექტი. დასჯას ექნება ეფექტი თუ დაცული იქნება გარკველი პირობები.

კატარზისი

გარკვეულ სიტუაციაში იქნება თუ არა ინდივიდი აგრესიული დეტერმინირებულია ორი ცვლადით – აგრესიულობის იმპულსის სიძლიერით და იმით თუ რა აქვს ინდივიდს დასწავლილი მოცემულ სიტუაციაში აგრესიის გამოვლენასთან დაკავშირებით. აგრესიულობის იმპულსის სიძლიერე ნაწილობრივ დეტერმინირებულია ფრუსტრაციის ხარისხით და პროვოკაციის ხასიათით, ნაწილობრივ კი პიროვნული მახასიათებლებით და იმით თუ რა აქვს დასწავლილი ინდივიდს აგრესიის გამოხატვასთან მიმართებაში. ტენდენცია გამოხატო აგრესია ღია ქცევაში დეტერმინირებულია იმით თუ რა აქვს საერთოდ დასწავლილი ინდივიდს აგრესიულობაზე და მოცემულ სიტუაციაზე კერძოდ.
როდესაც ინდივიდი გაბრაზებულია და არ შეუძლია თავისი აგრესია გრძნობის გამომწვევ წყაროზე თავდასხმით გამოხატოს, აგრესიულობის გრძნობის შემცირება შეიძლება მისი არა აგრესიული ან ყოველ შემთხვევაში სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვით, მაგ. ითამაშოს ფეხბურთი, ან უბრალოდ უყუროს მოკრივეების ბრძოლას, გახდეს სხვისი აგრესიული ქცევის მოწმე და ა.შ. და ბოლოს შეიძლება ადამიანმა მოახდინოს თავისი გრძნობის სუბლიმაცია, ანუ მასა გადატანა შედარებით კონსტრუქციული ქცევის არხებში. შეუძლია ჩაიძიროს თავის სამუშაოში, ან გააკეთოს რამე, რაც სოციალურად მისაღებია და მოითხოვს დიდ ენერგიას. ფენომენს, რომ რომელიმე ასეთი ქცევა (სოციალურად მისაღები აგრესია, შემცვლელი აგრესია, სუბლიმაცია) ამცირებს გაბრაზების გრძნობას და ამდენად ახდენს აგრესიის შემცირებას უწოდებენ კათარზის.
კათარზისის იდეას საფუძველი ჩაუყარა არისტოტელემ, ბერძნული ტრაგედიების გავლენით, როცა ამ ტრაგედიების მიზნებზე საუბრობდა. ტრაგედიის მაყურებელი ტრაგედიის ყურებისას განიცდის მთელ რიგ ემოციებს. მაგ., როცა ტრაგედიის გმირი საფრთხის წინაშეა, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს არაფერი ემუქრება ის მაინც განიცდის შიშს. რა თქმა უნდა ეს შიში არ მოქმედებს მის ქცევაზე, ისინი არ გარბიან. მაყურებელი შიშს გამოხატავს პიესის გმირის აქტიობით. არისტოტელეს აზროთ, ემოციის ასეთი აღძვრა და გამოხატვა შედეგად იძლევა ემოციის განტვირთვას ანუ კეთერზისს. არისტოტელე ამ ეფექტში გულისხმობს იმას, რომ შემდგომში მაყურებელს ნაკლებად ექნება ტენდენცია განიცადოს ეს ემოცია.
კატარზისის ფროიდისეული კონცეპცია რამდენადმე განსხვავებულია. ფროიდი ხაზს უსვამს გრძნობის ექსპრესიის მნიშვნელობას. მისი აზრით, გერკვეული იმპულსის გამოხატვა (ექსპრესია) ამცირებს მის სიძლიერეს. მაგ., თუ ინდივიდი გაბრაზებულია, აგრესიული აქტიობა ამცირებს გაბრაზებას.
მართალია კათარზისის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ინდივიდმა თვითონ გამოხატოს ეს იმპულსი, მაგრამ გრძნობის სიძლიერის შემცირება მის არა პირდაპირ გამოხატვასაც შეუძლია. აღმოჩნდა, რომ თუ ფრუსტრაციის წყაროზე სხვა პირი განახორციელებს აგრესიულ თავდასხმას, ეს შემცვლელი აგრესიაც ამცირებს გაბრაზებას. ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ აგრესიის ყოველი გამოხატვა (პირდაპირი, გადანაცვლებული ან შემცვლელი) იწვევს გარკვეულ კათარზისს.
მაშ, კათარზისი გულისხმობს იმას, რომ გამოვლენილ აგრესიას ტენდენცია აქვს შეამციროს მომდევნო აგრესია. მრავალ სიტუაციაში კათარხისი შესაძლ;ოა ასეც მოქმედებს. აგრესიული ქცევის განხორციელება ან ფრუსტრაციის წყაროს დასჯილად ხილვა ინდივიდში ამცირებს აგრესიულ გრძნობას და შესაბამისად ნაკლებად ექნება გაბრაზება ან ტენდენცია ვნება მიაყენოს სხვას. რა თქმა უნდა შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ნების დართვა გამოხატოს ღია აგრესია, ინდივიდს ნაკლებად აგრესიულს გახდის. პირიქით, აგრესიის დაშვებას ხშირად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ის ზრდის აგრესიას.
კვლევები,რომლებიც კათარზისის ბუნების გარკვევას ეხება, გარკვეული განზოგადოების შესაძლებლობის იძლევა. ჩანს, რომ როცა ინდივიდი გარდა დასჯისა და კათარზისისა, შემათავაზებულ იქნა ადამიანის აგრესიულობის კონტროლირების სხვა პროცედურები. კერძოდ არა აგრესიული მოდელის ექსპოზიცია, სოციალური უნარების გავაჯიშება და რეაქციების შეუთავსებლობა არა აგრესიული მოდელის ექსპოზიცია – ანუ თავშეკავების გამბედაობა. თუ ძალადობის ფილმების ექსპოზიცია, მაყურებელში ზრდის აგრესიულობას, გონივრული ჩანს მოველოდეთ, რომ სასურველ ეფექტს მივიღებთ თუ მოვახდენთ იმ ინდივიდის ქცევის ექსპოზიციას, რომელმაც სავსებით ეფექტურად გაართვა თავი მასზე განხორციელებულ პროვოკაციას. როცა ტელეეკრანზე ნაჩვენებ იყო ე.წ. არა აგრესიული მოდელი მისი პოზიტიური შედეგებით, ბერონისა და მისი კოლეგების კვლევითი შედეგები ადასტურებენ ქცევის არა აგრესიული მოდელების გამოყენების ეფექტურობას.

სოციალური უნარების გავარჯიშება

ხშირად ერთერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ აღმოჩნდა ინდივიდი აგრესიულ სიტუაციაში, არის ის, რომ მას აკლია სოციალური უნარი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას აიცილოს ასეთი სიტუაცია. კერძოდ აღმოჩნდა, რომ მათ არ შეუძლიათ სხვებთან საკუთარი სურვილების კომუნიკაცია, აქვთ თავისთავის ექსპრესიის არც თუ ისი ეფექტური სტილი, ერემგრძნობი არ არიან იმ მანიშნებლების მიმართ, რომლებიც ამჟღავნებენ სხვის ემოციონალურ მდგომარეობას.
ყოველივე ამის გამო ისინი ხშირად ხდებიან ფრუსტრირებულები ( ყოველ შემთხვევაში ძნელია პარტნიორისთვის გაიგოს თუ რა სურს მას) და ამბობენ და აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც აბრაზებს იმ ინდივიდებს ვისთანაც არიან ურთიერთობაში. კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ ინდივიდები, რომლებსაც არა აქვთ ეს უნარები, წარმოდგენენ, საზოგადოებაში არსებული ძალადობოს შემთხვბევების უმეტესი ნაწილის მიზეზს. თუ ეს ასეა, მაშინ გასაგებია რა დიდი მნიშვნელობა ექნება თუ ადამიანებს დავეხმარებით ამ უნარების დაუფლებაში. ერთი სიტყვით ადამიანებს ვასწავლო ის.

შეუთავსებელი რეაქციები: ემპატია, იუმორი და სუსტი სექსუალური აღძვრა.
აგრესიულობის დონის შემცირების ეს ტექნიკა ეფუძნება ბაზისურ პრინციპს, რომ შეუძლებელია განვახორციელოთ ორი შეუთავსებადი რეაქცია ან განვიცადოთ ორი შეუთავსებადი ემოციონალური მდგომარეობა ერთდა იმავე დროს. მიუთითებენ, რომ ამ ბაზისური პრინციპის გამოყენება შეიძლება აგრესიის მამართაც. პოტენციონალურ აგრესორში, შეიძლება აგრესიულობის დონე შევამციროთ თუ მასში გამოვიწვევთ ემოციას ან რეაქციას რომელიც შეუთავსებელია აგრესიულ ქცევასთან ან გაბრაზების ემოციასთან. რომ ეს მართლაც ასეა დასტურდება მთელი რიგი გამოკვლევებით. თუ გაბრაზებულ ადამიანში გამოვიწვევთ ემოციებს, რომლებიც გაბრაზებისადმი ან ღია აგრესიისადმი შეუთავსებელნი არიან (ემპატია, იუმორი, სუსტი სექსუალური აღძვრა),
ჩნდება აგრესიის შემცირების თენდენცია. ადამიანები სასიამოვნო ან ბედნიერი ფონით, არ არიან ძალადობის ქცევის განხორციელების კანდიდატები.

პროსოციალური ქცევა

პროსოციალური ქცევის ინტენსიურ კვლევებს ბიძგი მისცა აღმაშფოთებელმა ფაქტმა, რომელიც მოხდა ნიუიორკში 1964წელს. შემთხვევამ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ქეთი ჯ. გვიან საღამოს სამუშაოდან ბრუნდებოდა სახლში. მოულოდნელად მას თავს დაესხა ხულიგანი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში ქეთის რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ქეთიყვიროდა, ითხოვდა შველას, მაგრამ მას არავინ გამოესარჩლა.
ძიებამ დაადასტურა, რომ ახლო მდებარე სახლიდან 38 მაცხოვრებელი ფანჯრიდან უყურებდა ქეთის ბრძოლას კრიმინალთან, მაგრამ არა თუ არავინ გამოვიდა დასახმარებლად, პოლიციაშიც არ დარეკა არცერთმა. პოლიცია გამოიძახეს მხოლოდ 20 წუთის შემდეგ , მას შემდეგ რაც ბოროტმოქმედმა დატოვა მოკლული ქეთი და გაიქცა. პოლიცია მოვიდა გამოძახებიდან 2 წუთში. ხოლო თვითმხილველები გამოვიდნენ ეზოში მხოლოდ იმის შემდეგ რაც სასწრაფო დახმარებამ გაასვენა მიცვალებული. დადგა საკითხი, რატომ არავინ გამოვიდა ქეთის დასახმარებლად? თუნდაც რატომ დროზე არდარეკა ვინმემ პოლიციაში?
საბედნიეროდ, ხშირია შემთხვევა როცა ადამიანები არა მარტო სიამოვნებით ეხმარებიან სხვებს, იჩენენ ქველმოქმედებას, არამედ ხშირად, სიცოცხლისთვის საშიშ რისკზეც კი მიდიან სხვის დასახმარებლად. კაცობრიობამ ადამიანების ასათი ალტრუისტული ქცევის უამრავი შემთხვევა იცის.
ყოველივე ამან უბიძგა სოციალურ ფსიქოლოგებს, მეცნიერყლი მეთოდების გამოყენებით გაეცათ პასუხი კითხვაზე – თვითმხილველებიზოგჯერ რატომ არ ეხმარებიან უცხოს, როცა ეს მათ ძალიან სჭირდებათ? ან რატომაა, რომ ზოგჯერ ადამიანები სიცოცხლის რისკზეც კი მიდიან რათა დახმარება გაუწიონ უცხოს. ამ პრობლემის განხილვამდე ალბათ საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა.

ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა
ალტრუისტულს უწოდებენ ინდივიდის მიერსაკუთარი ნებით განხორციელებულ დახმარებით, რაიმე სარგებელის მიღების მოლოდინის გარეშე. ასეთი ქცევისათვის ერთადერთი სარგებელიიქნება ის რომ გაკეთდა კეთილი საქმე. ამ დეფინიციით ქცევა არის თუ არა ალტრუისტული განისაზღვრება იმ ინდივიდის განზრახვით, ვინც დახმარებით ქცევას ახორციელებს.
პროსოციალური ქცევა თავისი მნიშვნელობით შედარებით უფრო ფართეა და მოიცავს ნებისმიერ ქცევას, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისთვის დახმარების გაწევისკენ, მიუხედევად იმისა თუ რა მოტივი უდევს მას საფუძვლად. უმრავლესობა ასეთი პროსოციალური ქცევა შეიძლება არ იყოს უანგაროდ განხორციელებული. თუ ასეთი დახმარებითი ქცევა ხორციელდება რათა შტაბეჭდილება მოახდინო ვინმეზე ან იმისთვის, რომ ქულა დაიწერო, რომელიც შემდგომში გამოგადგება ცხოვრებისეული კარიერისათვის, ქცევა არ ჩაითვლება ალტრუისტულად.
კვლევები ადასტურებენ, რომ პროსოციალური ქცევა საზოგადოებრივ ურთიერთობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. 3-5 წლის ბავშვებზე დაკვირვებებიც კი აჩვენებენ, რომ ისინი ერთი საათის განმავლობაში 15 ასეთ პროსოციალურ ქცევას ახორციელებენ. ასევე დასტურდება პროსოციალური აქტიობა, გარკვეული სიხშირით, ყველა ასაკის ადამიანებში.
აღმოჩნდა, რომ პროსოციალურ ქცევაზე გავლენას ახდენს ადამიანებს შორის ურთერთობის ხასიათი. მიუხედავად იმისა პროსოციალური ეფუძნება მოვალეობის გრძნობას, ემპატიას თუ სხვა მოტივებს, მეტი ალბათობით იმ ადამიანების მიმართ ხორციელდება ვისაც ვიცნობთ ან ვინც გვიყვარს ვიდრა იმათ მიმართ ვისაც არ ვიცნობთ. თანაც აღმოჩნდა რომნაცნობებისა და მეგობრებისადმი დახმარება ხორციელდება წინასწარ განზრახვით. თუმცა, როგორც ზემოთ მიუთითეთ, უდცხოსადმი დახმარება, როცა მეს ეს სჭირდება არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.
სოციალურ ფსიქოლოგიაში იყო მცდელობა პროსოციალურ ქცევასთან დაკავშირებული მოვლენები აეხსნათ თანაგრძნობა –ინდიფერენტულობის ფენომენით, მაგრამ შემდგომ კვლევებში განსხვავებული ცვლადების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვისადმი დახმარების საჭიროებისას პოტენციონალური დამხმარე მარტოა თუ სხვების კომპანიაშია. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა მოწმე უფროა მზად (და დახმარებას ახორციელებს უფრო სწრაფად) ვიდრე როცა მასთან ერთად სხვებიც არიან. ამ ფაქტს მოწმის ეფექტი უწოდეს.

მოწმის ეფექტი

შემთხვევებზე დაკვირვების საფუძველზე დარლეი და ლატანემ წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ როცა ინდივიდს სჭირდება დახმარება, ადამიანებისაგან დახმარება მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მეტია შემთხვევის მოწმე ადამიანების რაოდენობა. ჰიპოთეზა შემოწმდა ექსპერიმენტულად სადაც სუბიექტი, სხვისთვის დახმარების საჭიროების სიტუაციაში, იყო ან ერთი ან ორ ან ხუთ სხვა ინდივიდებთან ერთად. Fქტიურად ნამდვილი სუბიექტი იყო ერთი. სხვები იყვნენ ე.წ. ცრუ სუბიექტები. ექსპერიმენტულ სიტუაციაში ცრუ სუბიექტი, შიდა სატელეფონო სისტემით აწარმოებდა დისკუსიას. სატელეფონო დისკუსიის ხმები სინამდვილეში ჩაწერილი იყო ფირზე. დისკუსიის დაწყებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩანაწერში ჩანდა თითქოს ინდივიდი ძლივს სუნთქავდა, რაც მიუთითებდა იმაზე რომ ინდივიდი განიცდიდა სუნთქვის შეკავებას. დაკვირვება ხდებოდა იმაზე თუ როგორ მოიქცეოდა ნამდვილი სუბიექტი. ჰიპოთეზა წინასწარმეტყველებდა, რომ სიტუაციაში რაც უფრო მეტი იქნებოდა მოწმეების რაოდენობა მიტ უფრო იქნებოდა სუბიექტის მიერ დახმარების ქცევის განხორციელების ალბათობა. შედეგები აჩვენებდა, რომ როცა სუბიექტი იყო მარტო, მას რეაგირებისთვის სჭირდებოდა ერთი წუთი. ხოლო როცა სიტუაციაში იყო ხუთი მოწმე, სუბიექტი რეაგირებდა სამ წუთიანი ყოყმანის შემდეგ. ანალოგიური შედეგები დადასტურდა მთერ რიგ ლაბორატორიულ და ვე;ის კვლევებში. ამასთან აღმოჩნდა, რომ მოწმის ეფექტს (რომ, რაც უფრო მეტია პოტენციური დამხმარის რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია დახმარების ქცევის ალბათობა) უფრო გამოკვეთილად ადგილი აქვს სიტუაციაში, სადაც მაღალია ორაზროვნობის ხარისხი იმაზე თუ რა ხდება ან რისი გაკეთება შეიზლება. დარლეი და ლატანე (Latane,  Darlley, 1970) პიროვნების ქცევის კოგნიტურ მოდელს, სადაც განხილულია გადაწყვეტილების სერიები რომელსაც ინდივიდი ახორციელესც გარკვეულ სიტუაციაში. მოდელი ეხება იმას, თუ გადაწყვეტილების რა სერიებს გაივლის ინდივიდი რათა მინიმუმამდა დაიყვანოს სიტუაციის ორაზროვნობა და განსაზღვროს თუ რისი გაკეღებაა საჭირო.
ამრიგად, სხვისი არსებობა ხელს უშლის პროსოციალურ აქტიობას. დგება საკითხი რატომ? ამ კითხვაზე იძლევა პასუხს ლატანე და დარლეის მიერ შემოთავაზებული კოგნიტური მოდელი, რომელიც წარმოადგენს პროსოციალური ქცევის ერთერთ თეორიულ მიდგომას. გარდა ამისა ცნობილია პროსოციალური ქცევისადმი შემდეგი თეორიული მიდგომები, ესენია: დასწავლის ტეორიული მიდგომა; ევოლუციონისტური მიდგომა; და ბოლოს პროსოციალური ქცევის გააზრება სოციალური ნორმის პოზიციებიდან.
ლატანე და დარლეის აზრით, სხვისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილები მიღების სიტუაცია შეიცავს სოციალური აზროვნების პროცესებს და რაციონალური გადაწყვე ტილების მიღებას. სქემა დაახლოებით ასეთია:

1 საფეხური
შეამჩნია ინდივიდმა, რომ
რაღაცა ხდება?

დიახ

2 საფეხური
სიტუაცია არის სწორად
გაგებული?

დიახ

3 საფეხური
ინდივიდი იღებს
პასუხისმგებლობას?

დიახ

4 საფეხური დახმარების ქცევა არ განხორციელდა
ანდივიდი იღებს გადაწყვე-
ტილებას რა გააკეთოს?

დიახ

5 საფეხური
ინდივიდი იწყებს აქტიობას?

დიახ

6 საფეხური
დახმარება განხორციელდა

აქ წარმოდგენილი საფეხურების თანამიმდევრობაში, ინდივიდი ყოველ საფეხურზე ირჩევს აქტიობას, რომელიც მიიყვანს ან არ მიიყვანს დახმარების ქცევის განხორციელებამდე. ამ პროცესის ყოველ საფეხურზე მოქმედებს სპეციფიკური ცვლადი რომელიც მხარს უჭერს ან აფერხებს პროსოციალურ ქცევას. შედარებით კარგადაა შესწავლილი ორი ასეთი ცვლადი: პასუხისმგებლობის დიფუზია და დაცინვის შიში.

პასუხისმგებლობის დიფუზია

როცა შემთხვევის რამოდენიმე მოწმე არსებობს, თითოეული პოტენციონალური დამხმარეა, შედეგად ვიღებთპასუხისმგებლობის დიფუზიას.
ეს იმას ნიშნავს, რომ დგება საკითხი ვისი საქმეა დახმარების გაწევა? ეს კი აღმოჩნდა, რომ პროსოციალური ქცევის განხორციელების ერთერთი მნიშვნელოვანი შემეფერხებელი ფაქტორია. მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს თუ როგორ შეიძლება აცილებულ იქნას პასუხისმგებლობის დიფუზია. კვლევები აჩვენებენ, რომ საკმაოდ ეფექტურიე ჯგუფში გაცნობიერებული ლიდერის არსებობა, რომელიც ორგანიზაციას უკეთებს იმას თუ ვინ რა უნდა გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ჯგუფი საკმაოდ ეფექტურად და შეუფერხებლად ახორციელებს დახმარების ქცევას. თუნდაც ლიდერის არ არსებობისას, თუ ერთერთი მიწმეთაგანი თავისი ინიციატივით დაიწყებს დახმარების ქცევას, ჩნდება ტენდეცია ის გახდეს მოდელი სხვებისთვის, და ადვილად აუბამენ სხვები მას მხარს (Morgan, 1978).
გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ თუ ჯგუფში დომინირებს სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა, სხვისი არსებობა ფაქტიურად ზრდის პროსოციალური ქცევის განხორციელების ალბათობას. საინტერესო ფაქტია, რომ ისინი ვინც პროსოციალურ ქცევას ახორციელებენ მას შემდეგ რაც ნახეს დამხმარე მოდელი, თავიანთ თავს ნაკლებად ალტრუისტულად აღიქვამენ ვიდრე ისინი ვინც სხვებს ეხმარებიან სპონტანურად (Thomas,  Batson, coke, 1981).
ხშირად ადამიანები, აღმოჩნდა, რომ უცნობისადმი დახმარების ქცევას არ ახორციელებენ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ როგორ გააკეთონ ეს. ესაა ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ლიდერის ან სხვა მოდელის არსებობას თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ბუნებრივია თუ ინდივიდი ისწავლის როგორ მოუაროს პრობლემას, შედეგად მივიღებთ პროსოციალური ქცევის ალბათობის გაზრდას. მართლაც ერთერთ კვლევაში, რომელიც ეხებოდა ადამიანისათვის დახმარებას, რომელსაც სისხლის დენის პრობლემა ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ თუ სუბიექტს წაკითხული ჰქონდა წითელი ჯვრის მიერ გამოცემული ბროშურაპირველი დახმარების შესახებ, და გარკვეულა გავარჯიშებული იყო ამ საკიში უფრო მეტი ალბათობით და ეფექტურად ახორციელებდნენ დახმარებას ვიდრე ისინი,რომლებსაც არ ჰქონდათ წაკითხული აღნიშნული ბროშურა ( 1985)
მსგავსი შედეგი იქნა მიღებული, როცა კომპეტენტურობის დონე აამაღლეს იმით, რომ გოგონებს აყურებინე ფილმების სერია ( სამი ფილმი) რომელიც კარგ ინფორმაციას იძლეოდა პირველადი დახმარების საკითხებზე.
სხვისადმიდახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღიბისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდი შეიძლება დადგეს გარკვეული პრობლემის წინაშე. საქმე იმაშია, რომ დახმარების გაწევისას შეიძლება მივიღოთ საწინააღმდეგო შედეგი, ზიანი მივაყენოს იმას ვისი დახმარებასაც ვცდილობთ.. ერთი სიტყვით შესაძლებლობამ, რომ პროსოციალურმა აქტიობამ მეტი ზიანი მოუტანოს ინდივიდს ვიდრე სიკეთე, მოქმედებს როგორც შემაკავებელი ფაქტორი
განსაკუთრებით, როცა სხვა მოწმეებიც არსებობენ.
შესაძლებელი დაცინვის არიდება. სიტუაციაში სხვა მოწმის არსებობა აფერხებს პროსოციალურ აქტიობას იმიტომაც, რომ ეშინიათ არ დაუშვან სოციალურად უხეში შეცდომა. ინდივიდმა, რათა ირეაგიროს მოულოდნელ შემთხვევაზე, უნდა შეწყვიტოს ის საქმიანობა რასაც ის ამ დროს აკეთებდა და ჩაერთოს მოულოდნელ, შესაძლოა მისთვის უჩვეულო საქმიანობაში. მარტოხელა მოწმე სწორედ ასე იქცევა, თანაც ყოველგვარი მერყეობის გარეშე. როცა სხვა მოწმეებიც არსებობენ, ჩნდება ტენდენცია დაუცადოს მეტი ინფორმაციის მიღებას ვიდრედაუშვას შეცდომა, არ გამოჩნდეს “სულელი”. ხომ შეიძლება სიტუაცია მცდარად იქნას გაგებული ან ყველაფერი ხუმრობა იყოს. ასეთ სიტუაციაში სოციალური სიფრთხილე აკავებს დახმარებითი ქცევის განხორციელებას.
ამასთან კვლევები აჩვენებენ, რომ თუ შემთხვევის მოწმეები ართმანეთისთვის უცხოები არიან, დახმარების ქცევა ფერხდებაიმის გამო, რომ ისინი, როგორხც ერთმანეთისთვის უცხოები, ყოყმანობენ კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან, რაც აუცილებელია რათა გაიგონ რა ხდება ან თუ რისი გაკეთებაა საჭირო. თუ მოწმეები ნაცნობები არიან ურთერთ კომუნიკაცია გაადვილებულია, ადვილად იგებენ სიტუაციის ბუნებას და პროსოციალური ქცევაც ეფექტურად ხორციელდება.
გამოთვლილი სარგებელი და დანაკარგი. პროსოციალურ ქცევას ინდივიდისთვის შეიძლებაარ ჰქონდეს რაიმე სარგებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა მრავალი მკვლევარი უშვებს, რომ ალტრუისტული ქცევა ხორციელდება იმიტომ, რომ ფაქტიურად ის მომგებიანია.  პროსოციალური ქცევა ინდივიდში იწვევს პოზიტიურ გრძნობას თავის თავის შესახებ. ამიტომაა, რომ პროსოციალური ქცევა რაც უფრო საშიში და შფოთვის გამოწვევია მით უფრო დამაჯილდოვებელია სუბიექტისათვის. ერთი სიტყვით, სხვისთვის დახმარების გაწევა იადამიანში დადებით ემოციებს იწვევს. ერთერთი ახსნა ამისა არის ის, რომ ალტრუიზმი თანდაყოლილი რეაქციის ტენდენციაა, რომელსაც გარკვეული შეგუებითი ღირებულება აქვს. ერთი და იგივესახეობის ერთმანეთზე დამოკიდებულ წევრებს შორის თანამშრომლური ქცევა, ჩათვლილია, რომ ზრდის უპირატესობის მინიჭებას სხვებისთვის, რომლებიც საერთო გენებს ინეწილებენ. საკითხის ასეთმა გააზრებამ, ჰოფმანი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ალტრუიზმი ადამიანის ბუნების ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს (Hofman, 1981).. მაგრამ, თუნდაც ბიოლოგიური საფუძვლების დაშვების გარეშე, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პროსოციალურ ქცევას ხშირად მივყევართ ჯილდომდე და ამდენადის შეიძლება ადვილსდ იქნას დასწავლილი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა რამ. რა თქმა უნდა ზოგჯერ პროსოციალური ქცევისათვის ვიღებთ უარყოფით განმტკიცებას, და ამდენად ადამიანმა შეიძლება ისწავლოს, რომარ უნდა დაეხმარო სხვას. მთელი რიგი კვლევებით დადასტურებულუია პროსოციალური ქცევის განმტკიცების თეორიის პრინციპებით ახსნის მართებულობა. ერთი სიტყვით მნიშვნელობა აქვს იმას პროსოციალური ქცევისათვის ინდივიდი დაისაჯა თუ დაჯილდოვდა.
ევოლუციონისტური მიდგომა. ზემოთ ჩვენ განვიხილეთ პროსოციალური ქცევისადმი კოგნიტური და დასწავლის თეორიული მიდგომა. ცნობილია აგრეთვე ამ საკითხისადმი ევოლუციონისტური მიდგომა.
ჯერ კიდევ დარვინი მიუთითებდა ცხოვალთა საგანძურში არსებული ქცევითი ნიმუშების მნიშვნელობაზე მისივე სახეობის ცხოველებისათვის. მაგ., კურდღელი მტაცებელი ცხოველის მოახლოების შესახებ თავის მოძმეებს “აცნობებდა” თავისი უკანა თათებით ხმაურის გამოწვევით. ფაქტიურად კურდღელი ასეთი ქცევით თავისთავს ავჟღავნებდა, მაგრამ მას თავისი მოდგმის გადარჩენის თვალსაზრისით დიდი შეგუებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მსგავცსი რამ შემჩნეულია ცხოველთა სხვა სახეობებშიც..
ცხოველებში ასეთი ურთიერთ დახმარების ქცევები, შეიძლება ითქვას, რომ არ ჯდება ჯუნგლების კანონების შესახებ არსებულ ჭარმოდგენებში, რომ მკაცრ კონკურენციაში იმარჯვებს ძლიერი. ე.წ. ალტრუისტული ქცევა არ ჯდება ევოლუციონისტურ თვალსაზრისში თვითშეწირვით მათი შანსი გადარჩენისა საკმაოდ მცირდება. ისინი კარგავენშესაძლებლობას თავიანთი განაბი გადასცენ მომდევნო თაობას.
ამ პარადოქსის ახსნა ნაცადია ე.წ. ევოლუციონისტურ ფსიქოლოგიაში. ამ მიდგომის თანახმად, გენეტიკურად განპირობებულინებისმიერი ნიშანი, რომელსაც შეგუებისათვის მაღალი ღირებულება გააჩნია, ტენდენცია აქვს გადაეცეს მომავალ თაობას. სხვებზე დახმარების ტენდენციასშეიძლება გენების შენარჩუნებისთვის მაღალი ღირებულება ჰქონდეს მაგრამ არა თვით ინდივიდისთვის. მაგ., ფრინველი,რომელიც თავს სწირავს თავისი ექვსი ბარტყის გადარჩენისათვის, ფაქტიურად მისი გენეტიკური ფონდი გრძელდება მას ექვს ბარტყში და ამით მეტი სარგებლობა მოაქვს სახეობის გადარჩენისათვის ვიდრე მას თვითონ შეენარჩუნებინა სიცოცხლე ბარტყების გაწირვის ხარჯზე.
ევოლუციონისტური მიდგომა გვთავაზობს რამოდენიმე სპეციფიკურ პროგნოზს. რომ ცხოველები უმთავრესად დახმარებას გაუწევენ იმათ, რომლებსაც მეტი გენეტიკური კავშირები აქვთ მათთან. რომ მათ დახმარება უნდა გაუწიონ უფრო თავიანთი ოჯახის წევრებს ვიდრე შორეულ ნათესვებს ან უცხოებს. გარდა ამისა მშობლები უფრო ალტრუისტულები იქნებიან თავიანთი ჯანსაღი შტამომავლობის მიმართ ვიდრე იმათ მიმართ რომლებსაც გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ. რომ დედები უფრო ალტრუისტულები იქნებიან თავიანთი შტამომავლიბის მიმართ ვიდრე მამები. ამის მიზეზს ხედავენ იმაში, რომ ცხოველთა სამყაროს მთელ რიგ სახეობებში, მამრებს აქვთ ბიოლოგიური პოტენციალი ყავდეთ შტამომავლების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ამით დაამკვიდრონ თავიანთი გენები ისე, რომ მაინცდა მაინც არ იზრუნონ ცალკეული წევრებისათვის. მაშიონ როცა მდედრი შედარეით უფრო მცირე რაოდენობის შტამომავლობას იძლევა, ამიტომ მან უნდა იზრუნოს თავისი თითოეული შტამომავლობისთვის რათა საკუთარი გენების დამკვიდრება შეძლოს.
თუ რამდენად მისაღებია ევოლუციონისტური მიდგომა ადამიანის პროსოციალური ქცევის ასახსნელად, ჯერ კიდევ ღიად რჩება. საეწვოდ ჩანს დებულება, რომ ალტრუისტული ქცევა ადამიანში გენეტიკურადაა განსაზღვრული. ევოლუციონისტური მიდგომა, მიუხედავად ამისა, ვარაუდობს, რომ თვითშენახვის პრინციპი, რომელიც დომენირებს ევოლუციონისტურ მიდგომებში, შეიძლება ყოველთვის არ იყოს ქცევის მთავარი მოტივი. ალტრუისტულ ტენდენციებთან შეიძლება თანაარსებობდეს ეგოიზმისა და აგრესიულობისაკე ბიოლოგიური მიდრეკილება,
სოციალური ნორმები. საკითხისადმი ევოლუციონისტური მიდგომის კრიტიკოსები, ყურადღებას არსებითად იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ ადამიანის პროსოციალური ქცევის დეტერმინაციაში მეტი მნიშვნელობა სოციალურ ფაქტორებს აქვს ვიდრე ბიოლოგიურს. მიუთითებენ, რომ გენეტიკური ევოლუცია შესაძლოა გვეხმარება ავხსნათ პროსოციალური ქცევის მხოლოდ ზოგიერთი ფუნდამენტალური ფორმები, როგორიცაა მშობლების თავიანთ შვილებზე ზრუნვა, მაგრამ ვერაფერს ამბობს იმ ქცევაზე, როცა დახმარება უცხოს მიმართ ხორციელდება. მიაჩნიათ, რომ ევოლუციონისტური მიდგომა ვერ ხსნის ალტრუისტულ ქცევას რომელიც აბსოლუტურად უცხო ადამიანის მიმართაა განხორციელებული. ამის მაგალითად მოჰყავთ ოცეოლას, შავკანიანი ქალის, შემთხვევა. ოცეოლამ რათა თავი ერჩინა სწავლას გაანება თავი და მრეცხავად დაიწყო მუშაობა. ის არ გათხოვდა, მთელი სიცოცხლე გაატარა მძიმე შრომაში და თავისი ისედაც მწირი შემოსავალიდან აგროვებდა ფულს. 87 წლის ასაკში მან, მთელი თავისი დანაზოგი (150 000 დოლარი) ანდერძით გადასცა სამხრეთ მისისიპის შტატის უნივერსიტეტს, რათა სტიპენდიები დაენიშნათ გაჭირვებულ შავკანიანებისათვის. მიაჩნიათ, რომ ასეთი ფაქტის ახსნა შეიძლება მხოლოდ “სოციალური ევოლუციის”, საკაცობრიო კულტურის და ცივილიზაციის ისტორიული განვითარების ფარგლებში. ჩათვლილკია, რომ საზოგადოება თანმიმდევრულად აყალიბებდა უნარებს და წარმოდგენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სოციალური ჯგუფების კეთილდღეობას. რამდენადაც, პროსოციალური ქცევა პირველ რიგში საზოგადოებისთვისაა სასარგებლო ის თანდათანობით გახდა სოციალური წესი და ნორმა. ასეთ სოციალურ ნორმებად განიხილება სოციალური პასუხისმგებლობა, რეციპროკულობა და სოციალური სამართლიანობა.
სოციალური პასუხისმგებლობა – ადამიანისგან მოითხოვს დახმარება გაუწიოს იმ ადამიანებს, რომლებიც მასზეა დამოკიდებული. ეს ნორმა მშობლებისგან მოითხოვს უყვარდეთ და ზრუნავდნენ თავიანთ შვილებზე. მასწავლებელი პასუხისმგებელია მის მოწაფეებზე და ა.შ.
სოციალური რეციპროკულობის ნორმა მიუტიტებს იმაზე, რომ ადამიანი პასუხისმგებელია დაეხმაროს იმას ვინც მას დაეხმარა.
სციალური სამართლიანობის ნორმა ეხება რესურსების სამართლიან და პატიოსან განაწილებას.
სოციალური პასუხისმგებლობა, რეციპროკულობა და სოციალური სამართლიანობა არის უნივერსალური და გვხდება ყველა ადამიანურ საზოგადოებაში. ისინი ქმნიანპროსოციალური ქცევის კულტურულ საფუძვლებს. სოციალიზაციის პროცესშიადამიანები იშინაგანებენ ამ ნორმებს და თანდათანობით იწყებენ ამ ნორმების შესაბამისად მოქმედებას.

გარემო პირობები და პროსოციალური ქცევა

აღმოჩნდა, რომ განზრახვაზე დახმარება გაუწიო სხვას გავლენას ახდენს გარემოპირობებიც.. კვლევები აჩვენებენ, რომ ისეთი გარემო პირობები როგორიცაა ამინდი ქალაქის სიდიდე, გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად ვართ მზად დახმარება გაუწიოთ სხვას.
ამინდიდ გავლენა პროსოციალურ ქცევაზე ველის ექსპერიმენტულ სიტუციაში. ერთერთ კვლევაში, უცნობი ქუჩაში აჩერებს უცნობს სთხოვს დახმარებას, შეავსოს კითხვარი. ასეთ სიტუაციაში ადამიანები თნხმდებოდნენ დახმარებაზე კარგ ამინდში. დახმარების სურვილი გაცილებით ნაკლები იყო ცუდ ამინდში. ან კიდევ კვლევა ჩატარდა რესტორანში, სადც ტემპერატურის რეგულირება ხდებოდა კონდიციონერებით. აღმოჩნდა რომ, კლიენტები უფრო გულუხვები იყვნენ გადახდისას გარკვეული ტემპერატურის პირობებში. ან კიდევ, შემთხვევითი გამვლელები კარგ ამინდში უფრო ადვილად სთავაზობდნენ დახმარებას მძღოლს, რომელიც თავისი ავტომობილის რაღაც დეფექტის გამოსწორებას ცდილობდა,აშინ როცა ასეთი დახმარების სურვილი მცირე იყო ცუდ ამინდში.
დახმარების გაწევის ალბათობაზე, აღმოჩნდა, რომ გავლენას ახდენს ქალაქის სიდიდე. უცნობა დახმარებას უფრო სთავაზობენ პატარა ქალაქში ვიდრე დიდში. როგორც ჩანს პატარა ქალაქის ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რაც გავლენას ახდენს დახმარების ქცევაზე. რასაც მოკლებულია დიდი ქალაქი.
საინტერესო კვლევა ჩაატერა ამ საკითხთან დაკავშირებით ამატომ (Amato, 1983) მან ავსტრალიის 55 დასახლებულ პუნტში იკვლია პროსოციალური ქცევის გამოვლენაში განსხვავება. კვლევისათვის მან გამოიყენა ხუთი სიტუაცია: 1. ინდივიდი შემთხვევით გამვლელს სთხოვდა დაესახელებინა მისი საყვარელი ფერი. ეუბნებოდა, რომ ეს მას სჭირდებოდა თავისი საკურსო შრომის შესასრულებლად; 2. გამვლელს შემტხვევით უვარდება კონვერტი; 3. თხოვნა გაეღოტთ თანხა სკლეროზით დაავადებულთა დახმარების ფონდისათვის; 4. გამყიდველი აშკარად მცდარად ასწავლიდა უცნობს გზას; და 5. ინდივიდი, შეხვეული ფეხით ვარდება და კვნბესის “ტკივილისაგან”. შედეგები აჩვენებდა, რომ ჩამოთვლილი ხუთი სიტუაციიდან ოთხში დახმარებითი ქცევის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო პატარა ქალაქებში ვიდრე დიდ ქალაქებში. ერთადერთი გამონაკლისი იყო შემთხვევით დავარდნილი კონვერტის მიწოდება. აქ ქალაქის სიდიდეში განსხვავებას არ ჰქონდა მნიშვნელობა. იგივე შედეგები დაადასტურა შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევებმა. უნდა აღინიშნოს ეს კვლევები ეხებოდა უცნობისადმი დახმარებას.
არ არის გამორიცხული განსხვავებული შედეგები მივიღოთ თუ კვლევა ნაცნობისადმი დახმარებას შეეხება.
თუ რატომ ამჟღავნებენ დიდი ქალაქის მაცხოვრებლები უცნობისადმი დახმარების ნაკლებ ტენდენციას, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მათ შორისმიუთითებენ დიდ ქალაქებში მაცხოვრებლების ანონიმურობაზე, დიდ ქალაქებში კრიმინალის მაღალ დონეზე, მრავალრიცხოვანი სტიმულაციით უწყვეტ ბომბარდირებაზე, და ბოლოს, დიდ ქალაქებში არსებული ბიუროკრატიის წინაშე იქ მცხოვრებ ადამიანების საკუთარი უსუსურობის გრძნობაზე. ჯერ კიდევ მიმდინარეობ კვლევები და კამათი ამ საკითხებზე და განსაკუთრებით იმაზე თუ რომელი მათგანი თამაშობს შედარებით მნიშვნელოვან როლს.
ინდივიდი განახორციელებს თუ არა დახმარებით ქცევას, ამაში აღმოჩნდა როლს გარკ- ვეულ როლს თამაშობს დროითი დეფიციტი. ადამიანები, ზოგჯერ ვერ ახერხებენ შეცერაბას და სხვისადმი დახმარების გაწევას დროითი დეფიციტის გამო. როცა ადამიანს ძალიან ეჩქარება, შეიძლება შეამჩნიოს და სურვილიც ჰქონდეს დახმარების გაწევისა, მაგრამ დროითი დეფიციტის გამო ვერ ახერხებს ამას. დროითი დეფეცეტის გავლენა დახმარების ქცევაზე იკვლიეს დარლეიმ და ბეიტსონმა (Darley, Batson 1873). ისინი კოლეჯის სტუდენტებს სთხოვდნენ წაეკითხათ ლექცია, რომელიც დანიშნული იყო მეზობელ კოპუსში.
ამასთან, ზოგიერთებს ეუბნებოდნენ, რომ ლექცია დანიშნული იყო ცოტა მოგვიანებით. ასე რომდრო საკმარისი ჰქონდათ. ზოგიერთებს კი აფრთხილებდნენ. რომ ჰქონდათ დროითი დეფიციტი და სთხოვდნენ რაც შეიძლება სწრაფად მისულიყვნენ ადგილზე. გზაზე სუბიექტები ხდებოდნენ მოწმე იმისა თუ როგორ ხდება ადამიანი ცუდა და აშკარად ითხოვს შველას. კვლევის კიდევ ერთი თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ სუბიექტები იყვნენ სასულიერო სემინარიის სტუდენტები რომალთა ერთ ნაწილს ლეექცია უნდა წაეკითხა ბიბლიური ისტორიიდან კეთილ სამარიატენელზე, რომელმაც დახმარება გაუწია ინდივიდს, რომელიც ყაჩაღებმა გაძარცვეს, სცემეს და დატოვეს ცოცხალმკვდარი.. სუბექტების მეორე ნაწილს აუდიტორიისთვის უნდა მოეხსენებინა თავის მომავალ სამუშაო ადგილზე. შედეგები აჩვენებდა, რომ დროითი დეფიციტი გარკვეულად მოქმედებდა პროსოციალურ ქცევაზე. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ლექციის თემას.

ემოციები, ატრიბუცია და ალტრუიზმი

პოზიტიური ემოციები და ალტრუიზმი. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ პოზიტიური გუნებგანწყობის მქონე ინდივიდი უფრო იქნება ალტრუისტი ვიდრე ნეგატიური გუნებგანწყობის მქონე. კვლევებით დადასტურდა, რომ დადებითი ემიციების ფონზე, სუბიექტები უფრო ავლენდნენ პროსოციალურ აქტიობებს ვიდრე საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები. სუბიექტებში დადებითი ემოციონალური მდგომარეობის გამოწვევა ხდებოდა ამოცანის წარმატებით გადაწყვეტით, ფულის პოვნით, ყურადღების ბედნიერ მომავალზე ფიქსირებით.
მიუხედავად იმისა, რომდადასტურებულად ითვლება პოზიტიურ გუნებგანწყობასა და პროსოციალურ ქცევას შორის ურთიერთობა, ღიად რჩება საკითხი ამ კავშირის მიზეზების შესახებ. ერთერთი ჰიპოთეზის თანახმად კარგ გუნებგანწყობაზე მყოფი ადამიანი სხვისთვის დახმარების გაწევით ახდენს საკუთარი ემოპციონალური მდგომარეობის გახანგრძლივებას.
“კეთილი’ საქმე საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს კარგი გუნებგანწყობა. არსებობს მოსაზრება აგრეთვე, რომ კარგ გუნებგანწყობაზე ყოფნა ხელს უწყობს უფრო პოზიტიური აზრების აღმოცენებას რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პროსოციალურ აქტიობას. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგი გუნებგანწყობა შეიძლება დახმარების ქცევის შემაკავებელი აღმოჩნდეს, თუ კი ეს დახმარება დაარღვევს ადამიანის კარგ გუნებგანწყობას. ე.ი. თუ ხელს უშლის კარგი გუნებგანწყობის შენმარჩუნებას.

ნეგატიური ემოციონალური მდგომარეობა და პროსოციალური ქცევა

კვლევები აჩვენებენ, რომ ნეგატიური ემოციონალური მდგომარეობის კავშირი ალტრუიზმთან არ არის ერთმნიშვნელოვანი. აღმოჩნდა, რომ ნეგატიურმა ემოციონალურმა ფონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეაკავოს ან არავითარი გავლენა არ მოახდინოს ინდივიდის ალტრუისტულ ტენდენციებზე. თუ რა გავლენა ექნება ნეგატიურ ემოციას ალტრუისტულ ტენდენციებზე კრიტიკული აღმოჩნდა ის თუ რაზეა ფოკუსირებული ყურადღება. მიუთითებენ, და სავსებით სამართლიანად, რომ ნეგატიური გუნებგანწყობა განსაზღრავს ყურადღების საკუთარ საჭიროებებზე ფოკუსირებას. ყურადღების საკუთარ მეზე ფოკუსირება კი განსაზღრავს იმას, რომ ინდივიდი უგულებელჰყოფს სხვას- მათ შორის იმასაც ვისაც დახმარება სჭირდება. შედეგად, თუ დახმარების თხოვნა არ იქნება სკმაოდ გამოკვეთილი, ნაკლებია ალბათობა ინდივიდმა განახორციელოს პროსოციალური ქცევა. მაგრამ, თუ ნეგატიური გრძნიბა ფოკუსირებულია ინდივიდზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ემპატია, რაც გაზრდის დახმარების ქცევის ალბათობას. (თომპსონ ეტ ალ 1980)
ჩალდინმა და მისმა კოლეგებმა (Cialdini et al,1987) შემოგვთავაზეს ნაგატიური მდგომარეობის შესუსტების მოდელი, იმის ასახსნელად თუ ნეგატიური გუნებგანწყობა ზოგჯერ რატომ უწყობს ხელს პროსოციალური ქცევის განხორციელებას. მათი აზრით ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუსხვისთვის დახმარების გაწევა საკუთარი ნეგატიური გუნებგანწყობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. ჩათვლილია, რომ სხვისთვის დახმარების გაწევა მხოლოდ და მხოლოდ ერთერთი შესაძლებელი საშუალებაა საკუთარი გუნებგანწყობის გამოსასწორებლად. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ნეგატიურ გუნებგანწყობას ყოველთვის არ მივყევართ პროსოციალურ აქტიობამდე.

ზოგადი აღძვრა და პროსოციალური ქცევა

კვლევები აჩვენებენ, რომ ალტრუიზმის ხარისხზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგადმა აღძვრამ, თუნდაც ის გამოწვეული იყოს ფიზიკური ვარჯიშით. დასტურდება, რომ ზოგადი აღძვრა ხელს უწყობს დახმარების ქცევას თუ დახმარების თხოვნა გამოკვეთილია. მაგრამ თუ სიტუაცია ორაზროვანია, ზოგადი აღძვრა აკავებს დახმარების ქცევას.

კაუზალური ატრიბუცია და ალტრუიზმი

ერთერთი დამატებითი ფაქტორი, რომელიც ჩართულია ემოციასა და დახმარებას შორის ურთიერთობაში არის კაუზალური ატრიბუცია.
კერძოდ, პოტენციონალურმა დამხმარემ უნდა გადაწყვიტოს თუ რატომ სჭირდება ინდივიდს დახმარება. ამ პროცესში ჩართულია ე.წ. კაუზალური ანალიზი, რაც გავლენას ახდენს პოტენციონალური დამხმარის ემოციებზე და მომდევნო ალტრუისტულ აქტიობაზე. კაუზალურ ატრიბუციასა და ალტრუისტულ ქცევას შორის ურტიერთობა დაახლოებით ასეთია: ინდივიდი ხედავს, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება. კაუზალური ანალიზის საფუძველზე კეთდება მოვლენაზე მიზეზის ატრიბუცია. იმისდამიხედვით თუ რა მიზეზის ატრიბუცია ხდება გამოიწვევა პოზიტიური ან ნეგატიური ემოცია, შესაბამისად ხორციელდება ან დახმარების ქცევა ან მისი შეკავება.

ვინ ახორციელებს პროსოციალურ ქცევას?

როგორც აღვნიშნეთ, გარემო პირობები გარკვეულ გავლენას ახდენს ინდივიდის პროსოციალურ ტენდენციებზე. ამასთან მიუთითეთ იმაზეც რომ ჯგუფში დომინირებული სოციალური ნორმებიც გავლენას ახდენენ იმაზე თუ რამდენად ექნება ინდივიდს ტენდენცია საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს სხვას. ასეევე კვლევები ადასტურებევ, რომ რელიგიურ ადამიანებს უფრო აქვთ ტენდენცია დახმარება გაუწიონ სხვას ვიდრე არა რელიგიურებს. ბავშვების ალტრუისტულ ტენდენციებზე გავლენას ახდენს მათი ტოლების აზრი და ა.შ. ბოლო ხანებში მკვლევერების ყურადღების ცენტრში მოექცა პიროვნული განსხვაცვებულობის საკითხი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. იყო მცდელობა დაეხატათ ე.წ. “დამხმარე ადამიანის” პორტრეტი, რაც არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ამიტომ დღეისათვის თეორეტიკოსები უფრო ლაპარაკობენ ცალკეულ პიროვნულ ნიშნებზე, რომლებიც სპეციფიკურ სიტუაციაში განსაზღრავენ ადამიანის პროსოციალურ ქცევას.
მორალური განვითარების საფეხურები. საინტერესოდაა გააზრებული ინდივიდის ალტრუიზმი კოლბერგის მიერ შემოთავაზებულ მორალური განვითარების საფეხურებთან კავშირში. კოლბერგის აზრით (Kollberg, 1981) ინდივიდი ბავშვობიდან მოზრდილობამდე გაივლის მორალური განვითარების გარკვეულ საფეხურებს. მორალური განვითარების პირველ საფეხურს, რომელიც ადრეული ბავშვობის პერიოდს ემთხვევა, კოლბერგი უწოდებს განვითარების პრეკონვენციონალურ დონეს. ესაა პერიოდი, როცა ბავშვი ცდილობს აკეთოს კარგი რამეები, რათა აიცილოს სასჯელი და მიიღოს ჯილდო. განვითარების შემდგომი საფეხურია ე.წ. კონვენციონალური დონე. ესაა პერიოდი როცა ბავშვი ცდილობს იყოს “კარგი” ბიჭი ან კარგი გოგო და რათა მიაღწიოს ამას მოქმედებს მშობლების და სხვების მიერ აღიარებული ქცევის წესების შესაბამისად. ჭაბუკობის და მოზრდილობის პერიოდში, რომელსაც კოლბერგი პოსტლონვენციონლურდნეს უწოდებს, ინდივიდი არსებითად გარკვეულ მორალურ ღირებულებებს პასუხობს და იღებს დომინირებულ ეთიკურ პრინციპებს.
კოლბერგის აზრით ადამიანი ვითარდება მორალური განვითარების ამ საფეხურების გავლით. თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ პროგრესი შეიძლება შეფერხდეს არაშესატყვისი მოდელების ან განსხვავებული შემაფერხებელი ფაქტორების მოქმედებით. კვლევები ადასტურებენ, რომ რაც უფრო მაღალია ინდივიდის მორალური განვითარებისდონე, მით უფრო მზადაა ის განახორციევოს დახმარებითი ქცევა.
კოლბერგი ხაზს უსვამს, რომ მორალური გადაწყვეტილება ემყარება ლოგიკურ აზროვნების გარკვეულ დონეს. მაგრამ, არსებობს გამოკვლევები, რომლებიც მიუთითებენ და არა ლოგიკური აზროვნების მნიშვნელობაზე. საერთო ჯამში მოუთითებენ, რომ მორალურ აზროვნებასა და მორალურ აქტიობას შორის არსებობს ზომიერი დამოლიდებულება.
მოწონების მოთხოვნილება. შემდეგი პიროვნული ნაშანი, რომელიც პროსოციალურ ტენდენციებთან მიმართებაშიუა გააზრებული არის მოწონების მოთხივნილება, ანუ სურვილი სხვებისგან მიიღო აღიარება, მოწონება, პრიზი. ზოგადად ჩათვლილია, რომ პროსოციალური ქცევა სხვებში იწვევს მოწონებით რეაქციას. ამიტომაა, რომ ქველმოქმედების სიტუაცაში ადამიანები მეტ თანხას გაიღებენ როცა ამას სხვები ხედავენ, ვიდრე როცა მარტო არიან. ამასთან, ინდივიდები რომლებსაც აქვთ მოწონების მოთხოვნილების მაღალი დონე მეტ თანხას გასცემენ საქველმოქმედო ფონდის სასარგებლოდ ვედრე ის ინდივიდები, რომლესაც მოწონების მოთხოვნილების დაბალი დონე აქვთ. ამასთან მოწონების მოთხოვნილების მაღალი დონის მქონე ინდივიდები იმ შემთხვევაში ახორციელებენ ასეთ პროსოციალურ ქცევას, როცა დარწმუნებულები არიან, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ყველაფერი ეს მიუთითებს მიუთითებს იმაზე, რომ ბევრისთვის პროსოციალური ქცევა არის ჯილდოს მიღების საშუალება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრისთვის პროსოციალურ ქცევას განსხვავებული სახის მიტივაცია უდევს საფუძვლად. მაგ., რელიგიური ღირებულებების მქონე ინდივიდს, ტენდანცია აქვს იყოს დამხმარე მაშინაც კი როცა დახმარებას არ სთხოვენ.
ემპატია. ერთერთი პიროვნული ცვლადი, რომელიც პროსოციალურ ქცევასთან მიმართებაში განიხილება არის ემპატია-ირეაგირო მოვლენებზე სხვისი პერსპექტივებიდან. ემპატია გარკვეულად სიმპატიის მსგავსი ფენომენია, მაგრამ მისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. როდეწსაც ინდივიდი აცნობიერებს სხვის პრობლემას, ეს განიხილება როგორც სიმპატია. ემპატიასთან კი საქმე გვაქვს, როცა ინდივიდი ცდილობს გაიგოს სხბვისი სუბიექტური განცდა. როდესაც ინდივიდი ხედავს სხვის ტანჯვას და განიცდის მას როგორც პიროვნულ მწუხარებას, უწოდებენ ემპატიას. გამოითქვა მოსაზრება, რომ მხოლოდ ემპატიას მივყევართ ალტრუისტულ ქცევამდე. კვლევები აჩვენებენ, რომ ემპატიის მაღალი დონის მქონე ინდივიდები უფრო არიან დამხმარენი, თუნდაც, რომ არავინ იცოდეს (გარდა მსხვერპლისა) ამის შესახებ. აშკარაა რომ ეს მოტივაცია არის შინაგანი. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ალლტრუისტული ქცევის დიდი უმრავლესობა ჩვეულებრივ ემყარება ეგოისტურ მოტივებს.
კვლევებმა აცვენეს, რომ ემპატიის ემოციონალური აღძვრა ალტრუისტული ქცევისათვის ნაკლებადაა მოსალოდნელი ინდივიდებისაგან რომელთა ემოციები მეზეა ცენტრირებული.
ემპატიუკური ტენდენციები კი შეძლება გავზარდოთ ინდივიდისთვის იმის თქმით, რომ ნათლად წარმოიდგინონ თუ რას გრძნობს ინდივიდი, რომელსაც დახმარება სჭირდება. ემპატია და დახმარება იზრდება აგრეთვე მოწმისთვის ინფორმაციის მიწოდებით, რომ ის ვისაც დახმარება სჭირდება მისი მსგავსია (Batson et al, 1981)

ვის აქვს მეტი შანსი მიიღოს დახმარება

ნამდვილი ალტრუისტისთვის შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ უმრავლესობისთვის, გამოავლენს თუ არა სხვის მიმართ ალტრუისტულ ქცევას მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ ითხოვს დახმარებას. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ინდივიდის მახასიათებლები ვინც დახმარებას ითხოვს.. აღმოჩნდა, რომ მეტი შანსი აქვს მიიღოს დახმარება იმ ინდივიდმა რომელიც სიმპატიას იწვევს ან ვინც, ჩათვლიან რომ იმსახურებს დახმარებას.
ვეხმარებით იმას ვენც ჩვენში სიმპატიას იწვევს. მოწონების ფენომენის განხილვისას ვნახეთ, რომ მოწონებაზე გავლენას ახდენსფიზიკური მიმზიდველობა და მსგავსერბა. ათმოჩნდა, რომ იგივე ფაცტორები ახდენენ გავლენას დახმარების ქცევაზე. გარკვეულ სიტუაციაში მიმზიდველი და ჩვენი მსგავსი ადამიანები ააქტიურებენ მის მიმართ ჩვენს პროსოციალურ აქტიობას.
მიმზიდველობის ეფექტის საჩვენებლად, ერთერთ კვლევაში აეროპორტის ტაქსოფონის ჯიხურში დატოვეს ფოსტით გასაგზავნად გამზადებული კონვერტი. ჩანდა, რომ კონვერტი ვიღაცას დარჩა. კონვერტში იდო ასპირანტურაში მისაღები განცხადება და განმცხადებლის ანკეტა.. მიმზიდველობის ფაქტორის მანიპულირების მიზნით ანკეტაზე დაკრული იყო ან ძალიან მიმზიდველი ან ძალიან არა მიმზიდველი ახალგაზრდის სურათი. დამოკიდებული ცვლადი იყო, კონვერტის მპოვნელი გააგზავნიდა თუ არა კონვერტს, კონვერტზე აღნისნულ მისამართზე. შედეგები აჩვენებდა, რომ მპოვნელი, ფაქტიურად შემთხვევითი ადამიანი, უფრო ხშირად იმ კვერტს აგზავნიდა აღნიშნულ მისამართზე, რომელზეც დაკრული იყო მიმზიდველი ახალგაზრდის სურათი. საშუალოდ იგზავნებოდა მიმზიდველი ახალგაზდის სურათიანი განცხადების 47 პროცენტი წინააღმდეგ 35 პროცენტისა არა მიმზიდველი ახალგაზრდის სურათიანი განცხადებისა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პოტენციონალურ დამხმარესა და იმ ინდივიდს შორის მსგავსება, ვისაც სჭირდებოდა დახმარება. ერთერთ ექსპერიმენტში მკვლევარებმა გამოიყენეს დახმარედ გამოიყენეს ახალგაზრდა რომელიც ჩაცმული იყო ან ჰიპურ სტილში, როელიც სტუდენტს (სუბიექტს) სთხოვდა სესხად 10 დოლარს, ან ის ჩაცმული იყო ჩვეულებრივ, სტუდენტურად. პოპტენციონალური დამხმარის შერჩევა ხდებოდა ექსპერიმენტატორის მიერ, გარეგნული ნიშნების მიხედვით, რომლებიც ან ჰიპის სტილში ან ჩვეულებრივი სტუდენტურ სტილში იყვნენ ჩაცმულები. შედეგები აშკარად აჩვენებდა, რომ პოტენციონალური დამხმარეები გაცილებით უფრო ხშირად უწევდნენ დახმარებას თავიანთ მსგავს ინდივიდებს. ბიჭი ჰიპების 77% ეხმარებოდა თავიანთ მსგავსებს, მაშინ როცა, ვინც დახმარებას ითხოვდა თუ ჩაცმული იყო ჩვეულებრივ სტუდენტურად “ჰიპებისაგან” მხოლოდ 33% იღებდა დახმარებას.
ვეხმარებით იმას ვინც იმსახურებს დახმარებას. ინდივიდი მიიღებს თუ არა დახმარებას აღმიჩნდა, რომ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად იმსახურებს ის დახმარებას მოცემულ სიტუაციაში. მაგ., სუპერმარკეტში ადამიანები უფრო ხშირად აძლევენ მთხოვნელს ფულს რძის საყიდლად, ვიდრე როცა ფულს ითხივდნენ ნამცხვრის გამოსაცხობად საჭირო ცომის საყიდლად. ვარაუდობენ, ეს იმიტომ, რომ რძე განიხილებოდა როგორც უფრო საჭირო პროდუქტი ვიდრე ნამცხვარი. ან აღმოჩნდა, რომ ნიუიორკის მეტროში ადამიანები მზად იყვნენ დახმარებოდნენ ადამიანს თუ ის იყო ფხიზელი. მაგრა თუ ის იყო მთვრალი, დახმარება გაცილებით ნაკლები იყო. ორივე შემთხვევაში, დახმარებით ქცევაში განსხვავება აიხსნა იმით თუ რამდენად იყო გამართლებულლი ან სიტუაციის შესატყვისი თხოვნა.
საერთოდ აღმოჩნდა, რომ პოტენციონალური დამხმარე დაეხმაროს თუ არა სხვას, რომელიც ითხოვს დახმარებას დასკვნას აკეთებს კაუზალური ატრიბუციის პრივციპით. მაგ., პროფესორმა შეიძლება საკმაო დრო დაუთმოს ჩამორჩენილ სტუდენტს, რომელმაც ლექციები გააცდინა იმიტომ რომ ახლობელი გარდაეცვალა. მაგრამ შეიძლება არ დაუთმოს დრო იმ სტუდენტს, რომელმაც თავისთავს არდადაგები მოუწყო, რათა სათხილამურო კურორტზე დაესვენა. კვლევები აჩვენებენ, რომ პრობლემაში იმსახურებს თუ არა ინდივიდი დახმარებას, კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს პიროვნულე კონტროლი. აღმოჩნდა, რომ ადამიანები მეტი ალბათობით ეხმარებიან იმას რომელსაც პრობლემები შეექმნათ იმ მიზეზებით რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარებიან. კვლევები აჩვენებენ, რომ კოლეჯის სტუდენტები მზად იყვნენ ფულადი დახმარება გაეწიათ ნაცნობი სტუდენტისთვის თუ ამის საჭიროება განსაზღვრა ავადმყოფობის დრო გსქეულმა ხარჯებმა ( არაკონტრლირებადი მიზეზი) ვირე როცა ამის საჭიროება განსაზღვრა მთხოვნელის სიზარმაცემ (კონტროლირებადი მიზეზი). ერთი სიტყვით, თუ შექმნილი პრობლემისთვის ანდივიდი თვითონაა პასუხისმგებელი, ნაკლები შანსია, რო სხვებმა დახმარება გაუწიონ მას.

გაწეულ დახმარებაზე რეაქცია

თითქოსდა, ბუნებრივია მოველოდეთ, რომ ის ვინც საჭიროებს და იღებს დახმარებას მადლიერი იქნება დახმარებსათვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. დახმარებაზე რეაქცია საკმაოდ რთული Fენომენი აღმოჩნდა. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა ითხოვენ და ღებულობენ დახმარებას ისინი შეფასებული იქნებიან როგორც ნაკლებად კომპეტენტურები. ამიტომაა რომ ადამიანებს არ უყვართ დახმარების თხოვნა. ამასთან ადამიანები დახმარებას უფრო ადვილად ითხოვენ დახმარებას, როცა პრობლემას ქმნის გარეგანი და არა შინაგანი მიზეზები. დახმარების მიღება, ხშირად მიმღებისთვის არაკომფორტულობის გრძნობას იწვევს, ის თავს დავალებულად გრძნობს, რაც იწვევს ვალდებულების გრძნობას ბადაუხადო იმას ნინც დაეხმარა ან თუნდაც სხვა ვინმეს დაეხმაროს. ამ ტიპიოს დისკომფორტი უფრო დამახასიათებელია თვითშეფასების მაღალი დონის მქონე. საქმე ისაა, რომ სხვისგან დახმარების მიღება თითქოსდა ემუქრება ინდივიდის თვითშეფასებას. კვლევებით დასტურდებააგრეთვე, რომ დახმარება ინდივიდისაგან, რომელიც ემპატიის გრძნობითაა მოტივირებული ნაკლებად ემუქრება ადამიანის თვითსეფასებას, ვიდრე დახმარება ინდივიდისაგან, რომელიც მოტივირებულია აკეთოს “სწორი” რამეები,რათა იგრძნოს, რომ არის კარგი კაცი.
მართალია, ადამიანები უპირატესობას აძლევენმიიღონ დახმარება მეგობრისაგან ან თავისი მსგავსი უცნობისაგან, ვიდრე დახმარება მიიღოს მტრისგან ან მისგან განსხვავებული უცნობისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი დახმარება (ნაცნობისგან ან შენი მსგავსი უცნობიგან) უფრო ემუქრება ინდივიდის თვითშეფასებას. დადასტურდა, რომ ეს ეფექტი უფრო გამოკვეთილია თუ დახმარება ეხება მნიშვნელოვან უნარებს როგორიცაა ინტელექტი ან შემოქმედებითობა. ამრიგად დასტურდება, რომ მცირდება იმის თვითშეფასება ვინც იღებს დახმარებას მაგრამ მაღლდება იმ ინდივიდის თვითშეფასების დონე ვინც ახორციელებს დახმარებით ქცევას (Fisher,Depaulo,Nodler, 1981). თვითშეფასების მუქარი ფენომენი დეტალურად იკვლიე ფიშერმა და მისმა კოლეგებმა (Fisher,Depaulo,Nodler, 1981) და ჩამოაყალიბეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი დებულება: რომ, როდესაც დახმარების მიღებით თვითშეფასებას ემუქრება, დახმარების მიმღები პასუხობს ნეგატიური გრძნობით და შედეგად მას არ მოსწონს როგორც დამხმარე ისე თვით დახმარება;რომ ასეთი ნეგატიური რეაქცია ამიტივირებს ადამიანს იზრუნოს შმდგომში თვითდახმარებისათვი; რომ, თუ დახმარების მიღებით თვითშეფასებას არაფერი ემუქრება, დახმარების მიმღებს უჩნდება პოზიტიური გრძნობა და შედეგად მოსწონს როგორც დამხმარე ისე დახმარება, მაგრამ ინდივიდი არ იქნება მოტივირებული იზრუნოს თვითდახმარებისათვის.

ძნელი პროსოციალური ქცევა

დაეხმარო სხვას როცა მას ეს სჭირდება, მოითხოვს დროს, ძალისხმევას, გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობა აიღო შენს თავზე. ამასთან, არის შემთხვევა როცა მიმდინარე აქტიობაში ჩარევა მოითხოვს გარკვეულ შესაძლებლობებს. მაგ.,ჩაერიო ან შეაჩერო გარკვეული კრიმინალური აქტიობა ან ძალადობა, მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას ზიანი მიაყენო მოძალადეს რაც ხშირად სამაგიეროს გსდსხდის რისკთანაა დაკავშირებული. მრავალი შემთხვევაა აღწერილი როცა თვითმხილველები არ ჩაერივნენ ან არ შეაჩერეს ჯგუფური გაუპატიურება, გარკვეული კრიმინალური აქტიობა. ასეთ შემთხვევაში გაჭეული დახმარების საფასური შესაძლოოა საკმაოდ მაღალი იყოს, ის შესაძლოა გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებული. მაგ., ერთერთ გახმაურებულ ინციდენტში, ბარში მოხდა ჯგუფური გაუპატიურება, თვითმხილველებმა არაფერი იღონეს ქალის დასახმარებლად. ნავარაუდევია, რომ ასეთ სიტუაციაში ინდივიდი ჩაერევა თუ არა მოვლენებში დამოკიდებულია სიტუაციის შეფასებაზე. სამერსმა და ფელდმანმა (Summers, Feldman, 1984) იკვლიესსტუდენტების რეაქცია ვერბალურ დაფიზიკურ აგდესიაზე. სუბიექტებს უჩვენეს ვიდეოფირი, სადაც ასახული იყო თუ როგორ უბრაზდება წაჰკრავს კიდეც ხელს მამაკაცი ქალს, იმის გამო, რომ მან მანქანა დააზიანა სადგომზე დაყენებისას. აღმოჩნდა, რომ ასეთ სიტუაციაში სუბიექტები უფრო ადანაშაულებდნენ ქალს, როცა მითითებული იყო, რომ ისინი იყვნენ ცოლქმარი ვიდრე როცა ისინი იყვნენ უბრალოდ ნაცნობები. ამასთან, უფრო ბიჭები ვიდრე გოგონები ადანაშაულებდნენ ქალს. ისინი მიუთითებდნენ, რომ ქმარს ჰქონდა უფლება აგრესიულად მოქცეოდა ცოლს.

მოწმის ეფექტის გამოვლენის ფორმები

მოწმის ეფექტი თავისებურად გამოვლინდა, როცა ინდივიდი დანაშაულებრივი ქცევის თვითმხილველი აღმოჩნდა. ლატანე და დარლეის (Latane,Darley,1970) ერთერთ ექსპერიმენტში სუბიექტები (ბიჭები), რომლებიც ლაბორატორიაში იცდიდნენ ქურდობის მოწმენი გახდნენ. ცრუ სუბიექტმა მოიპარა 40 დოლარი. ამ სიტუაციაში სუბიექტი იყო ან მარტო ან სხვა მოწმეებთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ასეთ სიტუაციაში სუბიექტების უმრავლესობა არაფერს აკეთებდა, რათა შეეჩერებინა ქურდობა. გარდა ამისა,სუბიექტებიაღნიშნული ქურდობის შესახებ სხვებს ეუბნებოდნენ როცა იყვნენ ქურდობის ერთადერთი მიწმე, ვიდრე როცა სიტუაციაში სხვა მოწმეებიც იყვნენ. ერთი სიტყვით ამ და ანალოგიურ კვლევებში ზოგადად დადასტურდა ე.წ. მოწმის ეფექტი. აღმოჩნდა აგრეთვე რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სიტუაციის ორაზროვნება. თუ მსხვერპლი ნათლად აცზ\ხადებდა, რომ ქურდობას ჰქონდა ადგილი მეტი ალბათობა იყო რომ მოწმე იაქტიურებდა,
დადასტურდა აგრეთვე ერთი უცნაური ფაქტი. ადამიანები უფრო ჩაერევიან და დახმარების ქცევას განახორციელებენ როცა საქმე გვაქვს ძალადობასთან ვიდრე როცა საქმე გვაქვს უბრალოდ ქურდობასთან.
საინტერესო კბლევა განახორციელეს ჰუსტონმა და მისმა კოლეგებმა (Huston et al, 1981). კვლევა ეხება ინდივიდების რეაქციას რეალურ საშიშროებაზე და ნაცადია იმ პიროვნული ფაქტორების გამოვლენა. რომლებიც გავლენას ახდენენ თუ როგორ ირეაგირებს ინდივიდი საშიშროებაზე. კვლევაში მოხდა იმ ინდივიდების ინტერვიუირება რომლებიც ჩაერივნენ შეიარაღებულ ძაცვაში, ბანკის ძარცვაში და ა.შ. ამ ინდივიდების მონაცემები შეადარეს იმ ინდივიდების მონაცემებს რომლებიც მოწმენი იყვნენ აღნიშნული ძალადობისა მაგრამ არ ჩაერივნენ მოვლენებში. ძირითადი განსხვავება ამ ორი ჯგუფის მონაცემებს შორის იყო ის, რომ ისინი ვინც ჩაერივნენ მოვლენებში იყვნენ მოცემული სიტუაციის მიმართ უფრო კომპეტენტურები. ისინი ვინცჩაერივნენ კრიმინალში უფრო გავარჯიშებულები ასეთ შემთხვევებში მოქმედებისათვის, იყვნენ უფრო მაღლები, ისინი თავიანთ თავს აღწერდნენ როგორც ძლიერებს, აგრესიულებს და როგორც პრინციპულებს. საერთოდ აღმოჩნდა, რომ ძალადობაზე რეაგირებს ის ვისაც შეუძლია გაუმკლავდე ბოროტმოქმედებას, ემოციონალურად აქტიობისკენაა მიდრეკილი და აქვს შესატყვისი გამოცდილება.
მაღაზიაში ქურდობაზე რეაქცია. აღმოჩნდა, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები, ჩვეულებრივ მაღაზიაში ქურდობის შემთხვევებზე არ რეაგირებენ. ქურდობის მოწმე, როგორც წესი ამ ფაქტის იგნორირებას ახდენს. ველის კვლევები ადასტურებენ, რომ მყიდველთა უმრავლესობა მაღაზიის მენეჯერებს მიაწვდის მაღაზიაში განხორციელებული ქურდობის შესახებ ინფორმაციას თუ თანამოქალაქე (მკვლევარის თანამონაწილე) შეახსენებს მას, რომ საჭიროა ქურდობაზე ოფიციალურად განაცხადოს. აფიშები, რეკლამები ან მასიური მედიუმებით ცნობა ამის შესახებ თურმე არავითარ ეფექტს არ იძლევა. კვლევები აჩვენებენ, რომასეთი იმპერსონალური შეხსენება გავლენას ახდენს მაღაზიის ქურდობის მიმართ ატტიტუდებზე, მაგრამ არა ქცევაზე.

პასუხისმგებლობა, ვალდებულება და პროსოციალური ქცევა

პროსოციალური ქცევია უმრავლესგამოკვლევებში ნაჩვენებია, რომ ადმიანები უცხოსადმი უფრო დამხმარენი ხდებიან, როცა ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ. მაგრამ ადამიანები პასუხისმგებლობას გრძნობენ მხოლოდ მაშინ როცა ისინი ერთადერთი მოწმეები არიან, ან თუ ისინი გავარჯიშებულნი არიან მოუარონ შემთხვევას, ან თუ არსებობს ინდივიდი, რომელიც შეახსენებს მას, რომ კეთილი საქმე უნდა აკეთოს. ამასთან დასტურდება, რომ მამაკაცები აქტიურად დაიცავენ პარტნიორს (სულერთია პარტნიორი ქალი იქნება თუ მამაკაცი), როცა ვინმე ვერბალურად თავს ესხმისმას, ვიდრე როცა თავს ესხმიანუცნობს ან თუნდაც როცა თვითონაა შეურაცჰყოფილი.
პასუხისმგებლობის გრძნობის მანიპულირება შეძლება აგრეთვე უშუალო, პირდაპირი თოვნით. აღმოჩნდა, რომ წინასწარი თანხმობა იყო პასუხისმგებელი ზრდის მოვლენებში ჩარევის ალბათობას. ერთერთი კვლევის შედეგები (კვლევა ჩატერდა პლაჟზე, სადაცსუბიექტი უცნობს სთხოვს ცოტა ხნით ყურადღება მიაქციოს მაგნიტოფონს) აჩვენებდა, რომ როცა ყურადღების მოქცევაზე თანხმობა არსებობდა ინდივიდების 95% იწყებდა აქტიურ მოქმედებას, როცა ვიღაცა ცდილობდა მაგნიტაფონის გსტსცებას. იგივე ეფექტი დადასტურდა სხვა სიტუაციებში: ჩანთაზე ყურადღების მიქცევა მოსაცდელ დარბაზში, ბიბლითეკაში და ა.შ.

ცდუნებისადმი წინააღმდეგობის გაქევა

ადამიანები, არც ისე იშვიათად, აღმოჩნდებიან არჩევანის აიტუაციაში, განახორციელონ მორალურად მისაღები ქცევა თუ აირჩიონ ადვილი გზა მოტყუებით, სიცრუით. შესაძლოა სიტუაცია ძალიან მაცდური იყოს, თუ იმწუთიერი სიამოვნების მიღების შესაძლებლობა არსებობს. ჰასტელმა (Hasset,1981) საკმაოდ ფართე სკალით გამოკითხა 24000 ინდივიდი.
შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა გასაოცრად დიდი პროცენტი არღვევდა ეთიკური ქცევების მთელ რიგ ნორმებს. გამოკითხულთა 40% აღნიშნავდა, რომ ავტომობილს მართავდა ნასვამი. გამოკითხულთა ორი მესამედს წაუღია სახლში ესა თუ ის საგანი სამსახურის ოფისის მომარაგებიდან. ძიძები, აღმოჩნდა, რომ თავიანთი დროის ბიუჟეტიდან
“იპარავდნენ” 25-30 წუთს კვირაში. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა ახორციელებს ამა თუ იმ სახის არა კანონიერ ან ამორალურ ქცევას. მაგრამ, ამავე დროს არის ადამიანების გარკვეული, არც თუ ისე მცირე, რაოდენობა რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ასეთ ცდუნებას.
დგება საკითხი, შეგვიძლია თუ არა სიტუაციების იდენტიფიკაცია, რომლებიც ასტიმულირებენცდუნებას ან შეგვიძლია თუ არა ადამიანების ტიპების იდენტიფიკაცია, რომლებიც წინაათმდეგობას უწევენ ასეთ ცდუნებას.
აღმუჩნდა, რომ ინდივიდები უფრო ადვილად ჩადიან არაძალისმიერ დანაშაულს, როცა სარგებლის ალბათობა არის მაღალი და ალბათობა იმისა, რომ გამოიჭერენ არის დაბალი. ანუ როცა საფასური არის დაბალი. ამ მოდელში ჯდება მოტყუებაც.
შედარებით მეტ რისკს შეიცავს ისეთი დანაშაული როგორიცაა ქურდობა. აღმოჩნდა, რომ ქურდობა უფრო გავრცელებულია ახალგაზრდა ბიჭებში. მომწიფებასთან ერთად იცვლება საფასურისა და სარგებელის შედარებითი შეფასება და ამდენად ასაკოვანი ადამიანები ( როგორც მამაკაცები ისე ქალები) უფრო მოტყუებით დანაშაულს ჩადიან ვიდრე ქურდობას.
გადასახადიდან თავის არიდება ცნობილია როგორც თეთრი კრიმივალი. ჰასეტის მონაცემებით (Hasset,1981) რესპოდენტების 38% ტყუის გადასახადების გადახდისას. დაახლოებით იგივე დადასტურდა ლაბორატორიულ კვლევებში. კვლევის შედეგების ანალიზი ადასტურებდა, რომ სუბიექტების უმრავლესობას სურდა მოტყუება, მაგრამ ეს ტენდენცია მცირდებოდა როცა ტყუილის გამჟღავნების ალბათობა იზრდებოდა.
საინტერესო შედეგები იქნა მიღებული ე.წ. მოსწავლური “ეშმაკობების” კვლევებიდან. კვლევები აჩვენებენ, რომ გამოკითხულთა დაახლოებით ორ მესამედს ჩადენილი ჰქონდა ასეთი “დანაშაული”
ამრიგად ადმიანები ტყუიან როცა სიცრუის გამჟღავნების ალბათობა არის დაბალი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს მეორე პირობა, რომელიც ხელს უწყობს არა ეთიკური ქცევის განხორციელებას. ლაგერი (Lueger, 1980) ვარაუდობს, რომ აღძვრის ნებისმიერი ტიპი ხელს უშლის ადამიანს დაარეგულიროს საკუთარი ქცევა. მის კვლევაში სუბიექტებს
(მოზარდი ბიჭები) შესაძლებლობა ჰქონდათ “ეეშმაკათ” (ეთქვათ ტყუილი) ინტელექტის ტესტირებისას. ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე ბიჭებს აჩვენეს ვიდეო ფილმი რელაქსაციაზე ან ფილმი რომელიც ეხებოდა სიგარეტის მოწევის სავალალო შედეგებს
( ფილმი იყო საკმაოდ ამაღელვებელი). ფილმი ნახვის შემდეგ ხდებოდა სუბიექტების ინტელექტის ტესტირება ისე, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ეცრუათ ( ეთქვათ ტყუილი)..
მიღებული შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ იმ ბიჭებიდან, რომლებმაც ნახეს ფილმი რელაქსაციაზე 43% ამბობდა ტყუილს. ხოლო იმ ბიჭებიდან რომლებმაც ნახეს ფილმი სიგარეტის მოწევის საშინელებაზე ტყუოდა 70%. კვლევის ავტორის აზრით, აღძვრის დონის ეს ეფექტი შესაძლოა აგვიხსნის ერთი შეხედვით იმ უცნაურ Fაქტს, რომ გამოცდების წინ სტუდენტების საგულდაგულო გაფრთხილება “მოტყუებისთვის” მკაცრი სასჯელის შესახებ ზოგჯერ საწინააღმდეგო შედეგს გვაზლევს, ზრდის მოტყუების მცდელობას. ამ შედეგებს მივყევართ მოსაზრებამდე, რომსკოლის შინაგანაწესში მკაცრი ზომების გატარების შესახებ სპეციალურ ხაზგასმას აქვს მოტყუების მცდელობის გაზრდის ტენდენცია.
გამომდინარე იქიდან, რაზეც გვქონდა ზემოთ საუბარი, გამოითქვა საყურადღებო მოსაზრება, რომ – მოთხოვნილება მიაღწიო მაღალ წარმატებას, სხბთან სეჯიბრი და კონკურენცია, შიში აკადემიურ წარმატებაში მარცხისა, ყველაფერი ეს იწვევს სტუდენტებში აღძვრის დონის ამაღლებას და ამდენად მოყუების მცდელობის გაზრდას.

როგორ შეიძლება შევამციროთ მოტყუების მცდელობა

რეაქცია სიცრუეზე (და საერთოდ ბოროტმოქმედებაზე) ჩვეულებრივ არის სასჯელის სიკაცრის გაზრდა. როგორც ათვნიშნეთ, ასეთი მიდგომა არც თუ ისე ეფექტურია თუნდაც აღძვრის დონის ამაღლების ეფექტის გამო. და იმის გამოც, რომ საერთო ძალიან ციტა მატყუარაა გამჟღავნებული. კვლევები ადასტურებენ, რო ყოველი ხუთიდან მხოლოდ ერთი მატყუარაა გამჟღავნებული. დაახლოვებით ამდენივე შეწუხებულია გამჟღავნების რისკით. ამიტომ მიუთითებენ, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება თუ შევძლებთ ინდივიდში დანაშაული გრძნობის გამოწვევას.
საერთოდ ადამიანები ეთანხმებიან აზრს, რომ მოტყუება ცუდია (ბოროტებაა). ისინიც ვინც ტყუიან, გმობენ მოტყუებას. ამიტომ აკოლებში შემოიღეს ეთიკის კურსი, რითაც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ახალგაზრდების ქცევაზე. კვლევების მთელი სერია მიეძღვნა ამ მიდგომის ეფექტურობის დადგენას. ე.ი. იმის დადგენას თუ მოსწავლეებში დანაშაულის გრძნობის გამოწვევა რამდენად ეფექტური იქნებოდა სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთერთ ასეთ კვლევაში (Dienstbier at all ,1980), სტუდენტებს ეძლევათ ტესტი სამუშაოდ, რომელსაც მოსდევდა წასაკითხი მასალა. წასკითხი ტექსტი ეხებოდა მორალურ ქცევას. სუბიექტების ნახევარი კითხულობდა ნასალას მორალურობის შესახებ როგორც რეაქციაზე გარეგან სასჯელზე. მაშინ როცა სუბიექტების მეორე ნახევარი კითხულობდა ტექსტს მორალურობსზე როგორც რეაქცია შინაგნად აღძრულ დანაშაულის გრძნობაზე. შედეგები აჩვენებდა, რომ ასეთ სიტუაციაში მოტყუების მცდელობა იყო გაცილებით დაბალი იმ სუბიექტებში რომლებმაც წაიკითხეს მასალამორალურობაზე როგორც რეაქციაზე დანაშაულის შინაგან გრძნობაზე ვიდრე საკონტროლო ან იმ ჯგუფის სუბიექტებში, რომლებმაც წაიკითხეს მასალა მორალურობაზე, როგორც რეაქციაზე გარეგან სასჯელზე.
ამრიგად, პროსოციალური ქცევის კვლევებიაჩვენებენ, რომ ადამიანები იქცევიან უკეთესად, როცა ისინი იღებენ შეხსენებას მორალურ ქცევაზე, იმაზე რაც მათ დიდი ხანია უკვე იციან.
როგორც აღვნიშნეთ არსებობს ე.წ. სიტუაციური ასპექტები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანებს იცრუონ ან არ იცრუონ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოცემული სიტუაციის ფარგლებში შეეცდება თუ არა ადამიანი მოიტყუოს დამოკიდებული ხდება პიროვნულ მახასიათებლებზეც. კვლევები აჩვენებენ, რომ ისინი ვინც იტყუებიან არიან ადამიანები რომლებსაც აქვთ: მოწონების მაღალი მოთხოვნილება; სიამოვნებისგან თავშეკავების დაბალი დონე; მაღალი სოციოპატიკური ტენდენციები; ინტერპერსონალური ნდობის დაბალი დონე; მაღალი ქრონიკული თვით-დესტრუქტიული ტენდენციები; დაბალი შრომითი ეთიკური ნორმები და სურვილი ერთგულნი იყვნენ შრომითი ვალდებულებებისადმი; მაღალი რწმენა, რომ კანონის დარღვევა ავტომატურად არ ისჯება. ამასთან მიუთითებენ, რომ მატყუარები არიან მორალურად და ემოციონალურად მოუმწიფებელნი, არ თანხმდებიან მძიმე შრომას, არ შეუძლიატ წუთიერი სიამოვნების დათმობა და თვითონ სწამთ, რომ მზად არიან წესების დარღვევისთვის.

წყარო: http://www.davit.ge/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: