Posted by: burusi | 18/06/2010

ესმა ონიანი – „სიძე თუ მოდის, მოვიდეს თუ არა და მეძინება“

დუშეთში პრაქტიკაზე - ესმა ონიანი

ესმა ონიანი – Esma Oniani (1938-1999)

„სიძე თუ მოდის, მოვიდეს თუ არა და მეძინება“

(უთქვამს ოსის პატარძალს)

ციკლიდან „დანახული ანდაზები“

„ხაჭაპურის ჭიპივით მოკუმა პირი,
თვალები ატრიალა მძივებად:
„საქმეა გასაკვირი,
თუ მოდის, მოვიდეს, თუ არა და მეძინება“.

კარი არ აჭრიალდა მძიმე,
სიგრილე ლეკვივით ლეკვივით არ შეუვარდა წვივებში.
პატარძალი თავს ძილიდან ვეღარ იძვრენს –
მივიდა ტახტთან, მიეშვა.

ჩამოჰყარა ქოშები, ვეღარას არკვევს,
წითელი თავშალი მგონი შეჰყვა საბანქვეშ.
ძუძუ ცომის გუნდასავით მიეწება მკლავზე;
ოსური მთვარისხელა ღაწვები განივრად ანათებს.

პატარძალი ფშვინავს,
სასთუმალთან ვერცხლის თასში წყალია
აბობოქრების პირას.

გადაბრუნდება – ღონიერ ბარძაყებს
ტახტი ვეღარ უძლებს, ძაგძაგებს.
თაფლით გაწებილ ძილში
პატარძალი შეკრთება, ითრთოლებს –
თბილი ტუჩებით დაეწაფა სიძე
ხორცისფრად კოცნის, ვეღარ იშორებს.

სიძე კი წევს მშვენიერ ბილიკზე ტყეში,
არც აპირებს აგომას,
მთვარე გვერდს უვლის –
შინ ნაქსოვ პერანგის თვალ-ბუდა ხვრელებში
ჭრილობა მოჟონავს, მწიფე ლეღვივით
ძუძუს თავზე გადამთხვეული“.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: