Posted by: burusi | 18/06/2010

ესმა ონიანი

ესმა ონიანი – Esma Oniani

ესმა ონიანი – Esma Oniani (1938-1999)

ესმა ონიანი 1938 წლის 20 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სადიპლომო ნამუშევარმა, „უფროსკლასელები“, მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასაწავლებლების დიპლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. მონაწილეობდა საკავშირო, ამიერკვკასიის მხატვართა, რესპუბლიკურ და საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში. მუშაობდა საქ. ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. შექმნა ილუსტრაციები ერლომ ახვლედიანის საბავშვო წიგნისთვის „ზარმაცი თაგუნას ამბავი“. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. მიიღო მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის „დავით კაკაბაძის პორტრეტი“. იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. გადაიცვალა 1999წ. 31 იანვარს, ყველასათვის მოულოდნელად.

პერსონალური გამოფენები

2002 გალერეა „ჰობი“, თბილისი, საქართველო.
2002 კავკასიური სახლი, თბილისი, საქართველო.
2000 თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო.
2000 ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.

ჯგუფური გამოფენები

2002 „სამეფო პალიტრა“, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
2001 „პორტრეტი“, გალერეა „ჰობი“, თბილისი, საქართველო.
2001 „სამეფო პალიტრა“, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
2000 „Nude“, გალერეა „ჰობი“, თბილისი, საქართველო.
2000 ქართველ მხატვართა გამოფება, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
1998 ქართველ მხატვართა საშემოდგომო გამოფენა, გალერეა „სოლოლაკი“, თბილისი, საქართველო.
1997 ქართველ მხატვართა გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო.
1989 საკავშირო გამოფენა, მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი.
1987 საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა, მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი.
1987 თანამედროვე საბჭოთა ხელოვნება, იაპონია.
1987 ქართული სახვითი რეტროსპექტიული ხელოვნების გამოფენა, თბილისი, საქართველო.
1986 ამიერკავკასიის მხატვართა I ბიენალე, თბილისი, საქართველო.
1981 საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური გამოფენა, თბილისი, საქართველო.
1979 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ–მასწავლებელთა გამოფენა, ქუთაისი, საქართველო.
1979 ქართველ მხატვართა გამოფენა, იაპონია.
1974 სპორტისადმი მიძღვნილი გამოფენა, თბილისი, საქართველო.
1970 საკავშირო გამოფენა, კიშინიოვი, მოლდავეთი.
1970 ქართველ მხატვართა გამოფენა, ბულგარეთი.
1969 ტელევიზიის მხატვართა საკავშირო გამოფენა, თბილისი, საქართველო.
1963 სსრკ–ს სამხატვრო სასწავლებლების დიპლომანტთა მე–10 საკავშირო გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
1962 ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა, თბილისი, საქართველო.

ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და ევროპის კერძო კოლექციებში


Responses

  1. დღეს ჩემიანების დღე გაქვთ ბლოგზე ;))) ?

  2. გამარჯობათ, დიდი მადლობა ამ ვებგვერდისთჳის.

    ესმა ონიანი არის ქართველი პოეტი, გამორჩეული ხელწერისა და საკუთარი ნიშის მქონე. ვფიქრობ უნდა დაამატოთ ბიოგრაფიას მისი წიგნების გამოცემის წლები.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: