Posted by: burusi | 13/06/2010

ტიციან ტაბიძე – “დადა მანიფესტი”

ნიუ. კირილე ზდანევიჩი. ტილო, ზეთი

ტიციან ტაბიძე – Titian Tabidze (1893 – 1937)

“დადა მანიფესტი”

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!…
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში… შეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

22 ოქტომბერი, 1923წ. თბილისი

http://www.lib.ge


Responses

  1. დიდი მადლობა თქვენი საიტისთვის. აქ მრავალი საინტერესო და ახალი მასალა არის განთავსებული.
    თქვენ ნამდვილად უდიდესი წვლილი გაქვთ შეტანილი ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაში.
    მე ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ვარ. მუზეუმი ამზადებს ტიციან ტაბიძის ნამუშევართა ახალ კრებულს.
    თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, იქნებ მიგვითითოთ სად შეიძლება ვნახოთ ”დადა მანიფესტის” პირველწყარო.

    საუკეთესო სურვილებით ნანა კობალაძე.

  2. გმადლობთ ქალბატონო ნანა გამოხმაურებისათვის – http://www.lib.ge/body_text.php?7360

  3. ra sitavxedeaa :@

  4. tician tabidzis krebulebs gadavavle tvali da versad mivageni am leqss. ikneb mitxrat zustad romel krebulshi vnaxo ?

  5. შენ მაღლა კომენტარში შეგიძლია იხილო, ჯერ კიდევ რა რეაქციას იწვევს ეს ლექსი, და შენი აზრით რომელიმე კრებულში იქნება შეტანილი ?

  6. :)))). es eqsperimentuli xelovneba iyo sanam socialistur realizms chamoayalibebdnen 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: