Posted by: burusi | 26/05/2010

შოთა ნიშნიანიძე – “ცოტნე დადიანი”

„ცოტნე დადიანის გმირობა“, ოსკარ შმერლინგის ნახატი, 1895

შოთა ნიშნიანიძე – Shota Nishnianidze (1929-1999)

ცოტნე დადიანი – Tsotne Dadiani ( -1260)

“ცოტნე დადიანი”

მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრული მოთქმიდან
ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.

იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან,
ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?

მთვარის ყაბალახიანი, ღამის ნაბდიანი
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.

რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა…
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა!
– მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფაფარა, კანჭვრილო,
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,
არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, –
ახრამუნე ჰორიზონტი… გადახუხე მანძილი…
ჩქარობს, ჩქარობს, ჩქარობს ავსებული ურვით,
ცოტნე დადიანის რაინდული გული…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისევ ისმის თქარუნი და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
მოჭენაობს, მოგელავს თოხარიკით… ჩორთით…
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი…
ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს რაინდული გული…


Responses

  1. es saiti vikipedias mirchevnia

  2. ცოტნე დადიანის პერეფრაზირება


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: