Posted by: burusi | 19/05/2010

სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი

სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი - Salome (Nutsa) Aleqsi-Meskhishvili

სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი – Salome (Nutsa) Aleqsi-Meskhishvili

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 1 მარტს ქ. თბილისში ცნობილი ქართველი ხელოვანების ლადო ალექსი მესხიშვილის და ლანა ღოღობერიძის ოჯახში.
1988 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1988-1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” მხატვრად. 1992-1996 წლებში სწავლობდა პარიზის კინოსკოლა La FEMIS კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო ფილმი „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით“ ერთობ საინტერესო და იმედის მომცემი იყო. კარგა ხანს ნუცა მესხიშვილს არაფერი გადაუღია. 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბედნიერება“, რომელიც ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 66–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “საგანგებო” პრიზით დააჯილდოვეს. ნახევარსაათიანი ფილმი ნუცა მესხიშვილმა ზაირა არსენიშვილის მოთხრობის – „ცოლმა ქმარი დაიტირა“-ს მიხედვით გადაიღო. ნუცას ფილმი – ესაა სევდით და ირონიით სავსე ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ დაიტირა იტალიაში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილმა ქალმა შინ, საქართველოში გარდაცვლილი მეუღლე – მობილური ტელეფონით…

”ბედნიერება” - რეჟისორი სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი; ”Bedniereba” (Felicita) - Director Salome (Nutsa) Aleqsi-Meskhishvili, (2009)

სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი გადაღებულია ფილმებში:”ორომტრიალი” (სალომე, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1986 წ.) და “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (ეკა, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1978). დამდგმელი მხატვარია ფილმის “ვალსი პეჩორაზე” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1992)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: