Posted by: burusi | 18/05/2010

ნინო დარბაისელი – ”მოგონება მუხრან მაჭავარიანზე”

თენგიზ ბუაჩიძე, მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი – Mukhran Machavariani

ნინო დარბაისელი – Nino Darbaiseli

”მოგონება მუხრან მაჭავარიანზე”

კოლეგებმა მომიწონეს, ლიტერატურულ პრესაშიც კარგი შეფასებები ერგო, მაგრამ მთავარი იყო, რას იტყოდა თავად ბატონი მუხრანი. მე ხომ მაინც ვშიშობდი, რომ თავს მისი პოეტური ტექსტის საკმაოდ თამამი, ლამის კადნიერი ინტერპრეტაციის უფლება მივეცი…
როგორ ველოდი!
მაშინდელი ზამთრის ერთ ყინვიან საღამოს შინ ვეახელი. ციოდა ბინაში. ერთი, რაღაც, პატარა გამათბობელი ედგათ, რომელიც მისაღებსა და შუშაბანდს ნამდვილად არ ჰყოფნიდა. დანარჩენი ოთახებით კი, ჩანდა, აღარც სარგებლობდნენ.
იქნებ გარედანაც შემოვიყოლე სიცივე, ამას ჩემი ემოციაც ემატებოდა. ვცდილობდი, მშვიდი იერი შემენარჩუნებინა, მაგრამ კანკალს და კბილების კაკუნს ძლივს ვერეოდი.
ლამფის შუქზე ვმუსაიფობდით ლიტერატურაზე, ცოტა – ყოფაზე, უფრო სწორად, ბატონი მუხრანი საუბრობდა, მე – მსუბუქი კითხვებით ვერთვებოდი. უცებ შეყოვნდა. გულმა მიგრძნო, ჩემი სტატიის ხსენების დრომ მოაწია.
– რა კარგი წერილი დაგიწერია, ჩემო ნინო! – მითხრა დაყვავებით. (ეს სიტყვა ’’დაყვავება’’ დღეისთვის ცოტა მოძველებული კია, მაგრამ მასზე უკეთ ვერა სიტყვით ვერ გამოვხატავ ხსოვნაში აღბეჭდილ მის ხმასა და მზერას).
მეგონა, საუბარს გავაგრძელებდით სტატიის ცალკეულ მომენტებზე, მეტყოდა, რომ რაღაცაში მეთანხმება, რაღაცაში – არა.
მან კი მეუღლეს წყნარად გადაულაპარაკა და ცოტა ხანში მაგიდაზე ბოთლით ღვინო და პატარა ჭიქები გაჩნდა, ცოტაც – პური და ყველი. დროდადრო ღვინოს სიმბოლურად ვწრუპავდი და ცოტა შევთბი კიდეც.
პოეტური სიტყვის ბუნებაზე საუბარს განაგრძობდა. ვეკითხებოდი მისი რამდენიმე ცნობილი ლექსის ლიტერატურულ წყაროებზე, მისი პოეტური ფრაზის სტრუქტურასა და ინტონაციის გამოხატვის თავისებურებებზე, მის ეტიმოლოგიურ ნაშრომზე, რომელიც ოთხმოციან წლებში, ჟურნალ”საუნჯეში” გამოქვეყნდა, ყველა ნათქვამს ვიმახსოვრებდი.
ასე დამებადა იდეა, კრებულ ”სჯანის ” შემდგომი ნომრისთვის დიალოგი მოგვემზადებინა. დამთანხმდა. შინმოსულმა დღიურში ჩავიწერე ჩვენი საუბრის შინაარსი, მერე მის მიხედვით სადიალოგო კითხვების მონახაზზეც ვიმუშავე… მერე ვერა და ვერ მოვახერხეთ. ხან მე გავემგზავრე, ხან – თავად აწუხებდა გული. მოკითხვით კი მოვიკითხავდი ხოლმე, ან დღეობას ვულოცავდი, მაგრამ აღარ მინდოდა ჩემი დაჟინებით შემეწუხებინა.
… და როგორც ყოველთვის, მოკითხვისას მეტყოდა: ”ის რა კარგი წერილი დაწერე, ჩემო ნინო!”

”წერილები დანიელს N 5 – მუხრან მაჭავარიანის ”საბა”, 2000 წ. კრებული ‘სჯანი”


Responses

  1. ყველაზე მწარე და ცუდი ისაა, რომ მუხრან მაჭავარიანი წავიდა ჩვენგან და თან წაიყოლა მე-20-ე და 21- ე საუკუნეების ქართული პოეზიის მშვენიერების, სიმართლისა და გამბედაობის ეროვნული დროშა, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური მარწუხებისა და ტერორის დროს კვებავდა ჩვენს სულსა და გონებას, მისგან გავიგეთ, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა რაღაც უფორმო და უიდეალო დიდი ციხე რასაც სახელად საბჭოთა კავშირი ერქვა.
    ეს მან მოახერხა ქართული სიტყვაკაზმული ლექსით, რომელსაც საბჭოეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ქართველი გულში ამაყად ატარებდა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: