Posted by: burusi | 09/05/2010

იოსებ ნონეშვილი – “შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია”

მაია ქართველი, ლადო გუდიაშვილი - Lado Gudiashvili, 1941 წ.

იოსებ ნონეშვილი – Iosif Noneshvili (1918 – 1980)

*****
შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი.
ხარ ყინწვისის ანგელოსი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე
გაღიმება გიხდება.
შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: