Posted by: burusi | 03/05/2010

ზაზა შათირიშვილი – “პასტერნაკი და ტიციან ტაბიძე”

მწერალთა საკავშირო პირველი ყრილობა. ბორის პასტერნაკი ქართველ მწერლებთან ერთად 1934წ

  • ბორის პასტერნაკი – Boris Pasternak (1890 – 1960)
  • ტიციან ტაბიძე – Titian Tabidze (1893 – 1937)
  • ზაზა შათირიშვილი – Zaza Shatirishvili
    • ზაზა შათირიშვილი – “პასტერნაკი და ტიციან ტაბიძე”

      შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ის, რა როლიც შეასრულა გოეთეს შემოქმედებაში იტალიამ და რა როლსაც ასრულებს მანდელშტამის შემოქმედებაში სომხეთი, საქართველო ასრულებს ასეთ როლს პასტერნაკის შემოქმედებაში, როგორც ბიოგრაფიულად, ისე პოეტიკის თვალსაზრისით”.

      ალბათ არავის არ დაუწერია საქართველოზე ისეთი რაღაცეები, – რა თქმა უნდა, იყო მანდელშტამის Кое-что о грузинском искусстве, – თუმცა პასტერნაკი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო. როცა ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს უფროს მეგობრებს, რა იყო მისთვის საქართველო, მაგალითად, ალექსანდრ პიატიგორსკის, იგი მპასუხობდა: ალბათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ქრონოტოპოსში, ანუ მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული.

      ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილამდე, ბალიშის ქვეშ, ჰქონდა ორი წერილი, ეს იყო რილკეს წერილი და ტიციან ტაბიძის წერილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ “ექიმი ჟივაგოს” წერა მან დაიწყო ფურცელზე, რომელიც დარჩა ტიციან ტაბიძეს, – 1937 წელს, მოგეხსენებათ, ტიციანი დახვრიტეს – და აი ეს ფურცლები, რომლებიც ვერ გამოიყენა ტიციანმა, ვერ მოასწრო, აჩუქა ნინა ტაბიძემ, და ამაზე დაიწყო თავისი რომანის წერა, ეს ძალიან სიმბოლური აქცია იყო პასტერნაკისათვის.

      წყარო: რადიო თავისუფლება – http://www.tavisupleba.org


      კომენტარის დატოვება

      Fill in your details below or click an icon to log in:

      WordPress.com Logo

      You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

      Google photo

      You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

      Twitter picture

      You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

      Facebook photo

      You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

      Connecting to %s

      კატეგორიები

      %d bloggers like this: