Posted by: burusi | 02/05/2010

კ/ფ “ჭრიჭინა” – “The Dragonfly”

კ/ფ “ჭრიჭინა” - “The Dragonfly”

კ/ფ “ჭრიჭინა” – “Chrichina” (“The Dragonfly”), 1954

სს “ქართული ფილმი”
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 27.12.1954 წელს

დამდგმელი რეჟისორები: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორები: დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა
დამდგმელი მხატვარი: ლევან შენგელია, ლევან შენგელია
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო

გადაღებულია მარიამ ბარათაშვილის პიესა “მარინეს” მიხედვით.

მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა), ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე), თამარ აბაშიძე (ელპიტე), ალექსანდრე ომიაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (მარინე), მედეა ჩახავა (ცქრიალა), რამაზ ჩხიკვაძე (შოთა), დოდო აბაშიძე (ბიჭიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კირილე), გიორგი შავგულიძე (არჩილი), შალვა ღამბაშიძე (ირაკლი), ალექსანდრა თოიძე (ნატო), დოდო ჭიჭინაძე (თინა), თამარ ციციშვილი (შოთას დედა), გიორგი გეგეჭკორი (ლევანი), ბიძინა წულაძე (პროფესორი), თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია), ჩიტოლია ჩხეიძე (აგრაფინა), ემანუილ აფხაიძე, მიხეილ სულთანიშვილი, იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი), მურად ხინიკაძე, ლეო ბაქრაძე, ირინე მაღალაშვილი (ნონა), გიორგი გელოვანი (სტუმარი)

მარინე, რომელსაც უდარდელი ხასიათის გამო თანასოფლელებმა „ჭრიჭინა“ შეარქვეს, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში მიდის და ნათესავებთან ბინავდება. პირველივე გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ დარცხვენილი ბრუნდება ბიძის სახლში, სადაც მოულოდნელ დახვედრას უწყობენ, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ჭრიჭინა გამოსავალს ეძებს, თავის დასაძვრენად ერთ ტყუილს მეორეს უმატებს და სოფელში ბრუნდება. ტყუილები გამოაშკარავდება, სულელურ ვითარებაში აღმოჩენილი ახლობლები შეურაცხყოფილები არიან. მარინე საქციელს მოინანიებს და გამოსწორდება, ფერმაში დაიწყებს მუშაობას და შეყვარებულსაც შემოირიგებს.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია, ქართული კინოს მონაცემთა ბაზა – Georgian National Film Center


Responses

  1. უსაზღვროა ნიჭიერება ქართველი ადამიანების!!!,ფილმმა ჭრიჭინამ ძალიან ღრმა და ნათელი კვალი დატოვა ჩვენს გულებში.უდიდესი მსახიობები რომლებიც ფილმში თამაშობენ ჩაუქრობ ვარსკვლავებად ანთია ჩვენთვის.რა ბედნიერები ვართ ქართველები რომ ასეთი საამაყო განძი მოგვივლინა უფალმა.მადლობა ყველას ამ განძისთვის და მდლობა უფალს!!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: