Posted by: burusi | 30/04/2010

კახაბერ ჯაყელი – ლექსები

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

***

„მჯერა რომ ქართველს სჭირდება
ბაგრატიონთა ტახტი
როცა მზე ამობრწყინდება
დავითის იტყვის დიდებას
და შეიკვრება სხივებად…
ძელი ცხოველით
ქართლი“

ე მ ი გ რ ა ნ ტ ო…!!!

ემიგრანტო მოსერინობ ბულვარზე?
აგიწყვია თითქოს ჰარი-ჰარალე,
ბრძოლის ველი შენ რომ დღეს მიატოვე,
სამშობლოა! ეს სასმისი დაცალე?

მე რქაწითელს უხვად გამოგიგზავნი,
კვლავ ვაზის და ჯვრის რაინდად დავრჩები,
ყურთ ჩამესმის მე ფარების ჟღრიალი,
ველზე გავალთ ჩვენ ქართველთა რაზმები,

და როდესაც გავიმარჯვებთ დიდგორზე,
ნუ იცინი, რად დაკარგე იმედი,
მაშინ იქნებ გაიხსენო სამშობლო,
დიასპორას მიაშურო გინებით…

ემიგრანტო ნაშიერო ქართველთა,
დაბნეულო პარიზით და ფრანკპურტით,
არსად მაქეთ, ერთი ხეც არ დაგირგავს,
მაგრამ პირი გაისველე ნაყოფით,

სამწუხაროდ ტყვეობაში დარჩები,
რადგან თავად დილეგი ხარ თავისა,
ვერ შეიგნე ემიგრანტო საბრალოვ,
მისტერია… ჯვარისა და ვაზისა!

2010 წელი

***

იელის უნივერსიტეტს

„მე ვასწავლიდი „ჯუნიორს“,
ბუშთა ოჯახის ნაჟურს,
ეხლა თეთრ სახლში დაფუძნდა,
და პროფესორი ახსოვს?“
ასე ამბობდა მოხუცი,
ბრმა პროფესორი დიდი,
როცა ვესტუმრე მე იელს,
მოწიწებით და რიდით!
იელის უნივერსიტეტს,
სრა-სასახლენი ამკობს,
ნევ ჰეივენს დავსახლდი,
მოჰიკანების ახლოს.
იელს ვეწვიე აგვისტოს,
დამწვა ზაფხულმა ცხელმა,
კონეტქტიკუტის მდინარემ,
მოჰიკანების ბედმა,
იელის სული – მისტიკა,
თავის ქალა და ძვლები,
მე ბედისწერამ შემყარა,
ყალყზე მიყენა თმები…

2007

***

რუსთაველის ეპიტაფია

სიყვარულის ახსნა ვიცი!
მაგრამ ვებრძვი მე ამსიტყვას….
მეშინია მისი ძალის….
რკინის არ ვარ….
ვუსმენ მის ხმას…
ვუსმენ მის ხმას….
ის ვინც გულში….
ჩემს სიყვარულს….
ახმიანებს…..
მაშინ მე ვრთთი….
ცრემლი მომდის…..
რაინდს ვგავარს….
აბჯარაყრილს….

2011 ივლისი

***

ქუულ ბოი ხარ?

საქართველოს ცრემლით
მხოლოდ…
მხოლოდ ცრემლით
ჩაწვდები…
რომ გარბიან….
სად გარბიან….
ვის ტოვებენ….
ეს
ბაცნები?
თუ იშრომებ…
აქ იშრომე….
მიწა აქ გულუხვია….
წერა გინდა
აქ დაწერე….
რად გინდა ირონია….
გმირი თუ ხარ….
აჰა ველი….
დიდი საასპარეზო….
ორი ტანკით მოდის
მტერი….
შენკი
ერთი
“აბრეზით”
სწავლა გინდა?
კაი ძმაო….
სწავლისთვის ხომ
უქნია….
დასავლეთი…
თავად მიშას….
დიდ
სააკას
უქია…
მაგრამ რისი მსწავლელი
ხარ….
ვისი სულხანსაბაო….
უკვე… ტკბილი მოინდომე….
მწარე… ლუკმის სანაცვლოდ….
მოკლედ ძმაო….
დროა…. დროა….
თავი აღმოაჩინო….
მხოლოდ ოფლით…..
მხოლოდ შრომით….
შენ გახდები….
საჩინო….
მხოლოდ
სისხლით….
დისციპლინით….
შენ დაიცავ..
სამშობლოს….
ქუულ ბოიხარ?
არვის სჯერა….
არვინ
გიცნობს….
ვაი…
რომ…..

2011 ივლისი

***


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: