Posted by: burusi | 30/04/2010

გიორგი შავგულიძე

გიორგი შავგულიძე

გიორგი შავგულიძე – Giorgi Shavgulidze (1910-1959)

დაიბადა ქუთაისში 1910 წლის 16 ნოემბერს. გიორგიმ საშუალო განათლება ქ. ქუთაისში ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. ამავე სკოლაში შეარქვეს გიორგის მეტსახელად “ჟორა“. სკოლა 1928 წელს დაამთავრა, რამდენიმე თვის შემდეგ იგი ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. 2 წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). ამ დროისთვის გიორგი შავგულიძეს უთეატროდ ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა და თეატრის დასს თბილისში წამოყვა.
თბილისში გაიცნო მსახიობი ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე. ლიზა ვეჯინის მთავრის კონსტანტინე ვაჩნაძის შვილი გახლდათ. 1924 წელს ლიზი ვაჩნაძის მშობლები დააპატიმრეს და პატარა ლიზიკო თავის 3 დასთან ერთად ფეხით ჩამოვიდა თბილისში და მათი მეურვეობა დეიდამ თამარ ანდრონიკაშვილმა იკისრა.

ლიზი ვაჩნაძე - გიორგი შავგულიძის მეუღლე

1932 წელს მსახიობი ლიზიკო ვაჩნაძე რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, სადაც მოღვაწეობდა გიორგი შავგულიძე. სპექტაკლში “ყვარყვარე თუთაბერი“ გიორგი შავგულიძე და ლიზიკო ვაჩნაძე შეყვარებულებს “ერასტისა“ და “გულთამზეს“ თამაშობდნენ. მალე თეატრში ლიზიკოს და ჟორას სიყვარულზე ალაპარაკდნენ. 1934 წელს ლიზიკო და გიორგი დაქორწინდნენ. ისინი ჩერქეზოვის ქუჩაზე მიწის პირზე აგებულ უსარკმელო ოთახში დასახლდნენ. 1935 წლის 2 იანვარს მათ ტყუპი ვაჟი-ნურადინი და ჯუანშერი შეეძინათ. გაუსაძლისმა საცხოვრებელმა პირობებმა ერთ-ერთი ვაჟი ჯუანშერი იმსხვერპლა. ამ პირობებში მოუწიათ მათ ცხოვრება 14 წელი. ხოლო 1949 წელს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით ოროთახიანი ბინა მიიღეს წულუკიძის ქუჩაზე. შავგულიძეების ოჯახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

30 წლის მუშაობის მანძილზე გიორგი შავგულიძემ შექმნა მრავალი დაუვიწყარი სცენური სახე თანამედროვე, ისტორიულ თუ კლასიკურ რეპარტუარში. გიორგი შავგულიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი იყო. დაუცხრომელი შემოქმედებითი ფანტაზია, ტემპერამენტი, დროის შეცნობის ნიჭი საშუალებას აძლევდა შეექმნა უკიდურესად მრავალმხრივი სახეები, თანაბარი ძალით შეეძლო დრამატული, კომედიური და სახასიათო როლების თამაში.

საიათნოვა - გიორგი შავგულიძე, ლ. გოთუა - ”მეფე ერეკლე”, 1942

შავგულიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში, სადაც 1938 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა. გადაღებულია ფილმებში: “დიადი განთიადი”, “ბედნიერი შეხვედრა”, “გიორგი სააკაძე”, “ქეთო და კოტე”, “დავით გურამიშვილი” და სხვა.

საქართველოს სახალხო არტისტი (1955). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.

გიორგი შავგულიძე, ვასო გოძიაშვილი – კ/ფ ”ქეთო და კოტე”

გიორგი შავგულიძე 1959 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 1959 წელს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, კულტურის სამინისტროს შეკვეთით, გ. შავგულიძის საფლავზე დაიდგა მისი ვაჟიშვილის ნურადინ (ნუკრი) შავგულიძის მიერ ტრაგიკულად დაღუპული მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი სკულპტურა “დარდი“ (ბრინჯაო, მარმარილო). ქანდაკებას ამშვენებს მიხეილ ქვლივიძის შემდეგი ლექსი:

“რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც
კაცი,რომელიც დააკლდა ქალაქს“

გადაღებულია ფილმებში:

1. ზვიგენის კბილი (აბდელკადერი) – (1959)
2. განაჩენი (მერაბი) – (1959)
3. მამლუქი (ასლან-ბეგი) – (1958)
4. ქალის ტვირთი (კლიმიაშვილი) – (1957)
5. მე ვიტყვი სიმართლეს (კოსტა) – (1957)
6. ბაში-აჩუკი (ზაალ ერისთავი ) – (1956)
7. ცისკარა (გრძნეული) – (1955)
8. ჭრიჭინა (არჩილი) – (1954)
9. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (აპარეკა) – (1954)
10. მწვერვალთა დამპყრობნი (სიმონ ლომიძე) – (1952)
11. გაზაფხული საკენში (რაშიდი) – (1950)
12. ბედნიერი შეხვედრა (ერემო) – (1949)
13. ქეთო და კოტე (ნიკო) – (1948)
14. დავით გურამიშვილი (დავით გურამიშვილი) – (1946)
15. გიორგი სააკაძე (ნოდარი) – (1943)
16. ხიდი (ილო – ბატალიონის უფროსი) – (1942)
17. კოლხეთის ჩირაღდნები (არჩილი) – (1940)
18. დიადი განთიადი (პავლე ღუდუშაური) – (1938)

წყარო:


Responses

  1. mikvirs am adamians umTavresad rom ara mtavar rolebshi atamshabdnen.
    ganumeoerebli iqo namdvilad. taqvans vcem.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: