Posted by: burusi | 28/04/2010

იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია

იოანე ზოსიმე - იოანე “ქებაჲ და დიდებაჲ ქართული ენისაჲ“, Ioane-Zosime's manuscript in the medieval Georgian patristic nuskhuri script

იოანე ზოსიმე – Ioane-Zosime

იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია!

იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ს შიფრის გასაღები ნაპოვნია. ამ სენსაციური აღმოჩენის ავტორი დოქტორი, პროფესორი, კომპიუტერული საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ალიკო ცინცაძეა, რომელიც ბოლო პერიოდში ამ ხელნაწერზე ინტენსიურად მუშაობდა.
იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა. ტექსტის კვლევისთვის გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტექნოლოგიაც, მაგრამ ასო-ნიშანთა ე.წ. სიხშირულმა ანალიზმა შედეგი არ მოიტანა. ვერ იქნა გახსნილი წერილის ვერც ერთი რიცხვული სიმბოლიკა, მაგ. “და სასწაულად ესე აქუს (ქართულს): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელ*ი სხვათა ენათა”; ან “მოწამედ წარმოგითხარ: ასი ესე წილი (წერილი) ანბანისაი”. ამდენადაც ისინი “ლაფსუსკალამად” მიიჩნიეს და შეეცადნენ მათ კორექტირებას. ასე, დაამახინჯეს ტექსტი (მაგალითად, 94 შეცვალეს 104-ით, “მისისა” “მესიი”-თ, გაშიფრეს ხელნაწერის ქარაგმები და ა.შ.). ამ დროს მეცნიერთა ყველა თაობა თახმდებოდა იმაზე, რომ ეს დაშიფრული გზავნილია. დაშიფრულ ტექსტში ქარაგმის გახსნაც არასწორი გამოდგა. მისწრაფებამ ყოველ მიზეზს გარეშე გაეშიფრათ უმთავრესი გზავნილი 94, ანუ წერილის კულმინაცია, ბევრ ცდომილებას დაუდო სათავე.
ჩატარებული კვლევებით მიღებულ არგუმენტირებულ შედეგებთან ერთად, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ:
იოანე-ზოსიმე ცუდი მოქართულეა, ტექსტში ხშირია მართლმადიდებლური დოგმატიდან გადახვევა, ბუნდოვანება მისი წერის სტილია და ა.შ.
“პირWელი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ალიკო ცინცაძესთან:

– ბატონო ალიკო, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გახსნას რა ღირებულებაც გააჩნია ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მე რამდენადაც ვიცი, ამ შიფრის გახსნაზე დღესაც უამრავი მეცნიერი მუშაობს, მართლა გაიხსნა შიფრი….

– დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ შიფრის მექანიზმი სრულადაა გახსნილი და ეს მთელ საქართველოს და პირველ რიგში საპატრიარქოს მინდა მივულოცო.

– ეს სენსაციაა….

– ჯერ ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული, იმდენად დაბნეული და გახარებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ შიფრი ნამდვილად გაიხსნა. მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი ბოლო პერიოდის განმავლობაში და საუბარი უნდა დავიწყო პირველ რიგში მადლობით ჩვენი მეცნიერებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მეცნიერსა და მკვლევარს, რომელთა შედეგებიც გათვალისწინებული იქნა ჩვენი კვლევისას. განსაკუთრებით, სამადლობელი მინდა ვთქვა დამოუკიდებელი მკვლევარის, ბატონ რაულ მამალაძის მიმართ, რომლის წინადადებითაც ხელი მოვკიდე ამ ხელნაწერზე მუშაობას და იმ ეტაპზე მასთან ერთად სწორ კვალზე დავდექი.

– შედეგი…. ანუ რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ? მეცნიერთა გარკვეული წრე თანხმდებოდა იმაზე, რომ წერილი დაშიფრულია, ისინიც და თქვენ მაინც საიდან მიხვედით აქამდე?

– იოანე-ზოსიმე თვითონვე წერს ამაზე, როცა სიტყვა “მარაგს” ახსენებს. ეს კი სულხან-საბას მიხედვით ამოსაშიფრი სიტყვაა. მეორეც, იგი შიფრის რიცხვული მექანიზმის დასაცავად თვალშისაცემ შეცდომებზე მიდის. მაგალითად, ერთგან “დამარხულ”-ის ნაცვლად “დამარხუ”-ს წერს, მეორეგან “დღემმმდე”-ში სამ “მ”-ს, შეგნებულად უხვევს მართლმადიდებლური დოგმატიდან და ა.შ. მეტი რა უნდა ექნა, რომ ჩვენ შიფრი შეგვემჩნია?! საერთოდაც, წერილს იმიტომაც შიფრავენ, რომ გარეშე თვალიდან ანუ არაკეთილმოსურნიდან დაფარონ. მან ასეც გააკეთა, მაგრამ უნდოდა, რომ ჩვენ შეგვემჩნია გზავნილი. ავდექით და ცუდი მოქართულეობა დავაბრალეთ… ამ დროს ქართველ გენიოსთან გვაქვს საქმე. აბა, ერთი ნახეთ სხვა ხელნაწერებში თუ უშვებს შეცდომებს… არა! როგორც კვლევით აღმოჩნდა ეს შიფრია და მერე როგორი, ხელის ხლებაც, რომ არ შეიძლებოდა ისეთი.

-კერძოდ, რა არ უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა ხელნაწერთან მიმართებაში?

– მაგალითად არასწორია მუხლებად ახლებური დაყოფა, დაშორებული სტრიქონები შიფრით ზოგჯერ ერთმანეთს ებმიან და ახალ წინადადებას გვაძლევენ, ახლებურად დამუხვლვა არღვევს ამას. მეორეც, არ შეიძლებოდა ქარაგმების გახსნა, რადგან ამან შიფრი დაარღვია და ა.შ. შიფრია ტექსტის საერთო რიცხვ-ნიშანთა ჯამიც, შიფრია ხელნაწერის შესამოსელიც (თავი და ბოლო). მოკლედ არცოდნა კია არცოდვა, მაგრამ… ეს ძეგლი ხელთუქმნელია…

– და რას გვეუბნება ეს შიფრი?

– შიფრის მექანიზმსაც იოანე ზოსიმე თვითონ იძლევა. ჯერ ერთი თვალშისაცემად ორჯერ გვიმეორებს 4000-ს. ერთხელ ლაზარეს 4 დღის სიკვდილითა და თითო დღის, როგორც 1000 წლის ფასდადებით, მეორედ, როცა “წილი~ (წერილი) გადაჰყავს 4000-ში. ანუ ასო-ნიშანი გადაჰყავს რიცხვ-ნიშანში. ეს ხომ გემატრიაა (ჰემატრია), ბიბლიის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ძირითადად, იოანე-ზოსიმე ბიბლიის ამოკითხვის მეთოდებიდან: ნოტარიკონი, თემურა და ჰემატრია, ამ უკანასკნელს იყენებს და იყენებს დიდებულად. თანაც “ქართული ჰემატრია” მარტივია, სადა და ცხადი, ისევე როგორც ყველაფერი ქართული და დიდებული… ყველაფერთან ერთად, ეს ხელნაწერი ქართული ჰემატრიის ფუძემდებლური ძეგლი აღმოჩნდა.

– მაინც რა შედეგი იქნა ამოკითხული?

– ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ. ვისაუბროთ ხელნაწერის კულმინაციაზე: `და სასწაულად ესე აქუს (ქართულ ენას): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელი, უმეტეის სხათა ენათა, ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე” (აქ ჩვენც გავხსენით ქარაგმა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არაფერს აფუჭებს). მეცნიერთა ერთი ჯგუფი, რადგან სტრიქონში ფრაზა: “ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე” გვქონდა, სწორად მიხვდა, რომ აქ კალენდარზე იყო საუბარი. მაგრამ რომელ კალენდარზე და რით უკავშირდებოდა იგი 94-ს? ეს იყო მთავარი კითხვა.
რამაზ პატარიძემ თავის დროზე ქართულ ანბანში ამოიკითხა ე.წ. ქართული (უზუსტესი) კალენდარი, რომელიც ყოველ 128 წელიწადში თვითონ კორექტირდება და ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში 1 წმ.-ის სხვაობას იძლევა, მას მხოლოდ 86400 წელში ერთხელ დასჭირდება კორექტირება (ჩვენი დღევანდელი კალენდარი, რომელსაც ვიყენებთ ყოველ 128 წელში ერთდღიან კორექტირებას ითხოვს). “ასეთი სიზუსტის კალენდარს არ იცნობს კაცობრიობა” _ ასე შეაფასა პატარიძემ იგი. ამ კალენდრის მთელ რიცხვულ სტრუქტურას, ძირითადად, ქართული ანბანის ერთი, მზის ღვთაების აღმნიშვნელი ასო-ნიშანი “დ~ და მისი სახელდება “დონ”-ი (ნაწილობრივ “წილი”) იძლეოდა (რ. პატარიძე, “ქართული ასომთავრული”). რადგან იგი მხოლოდ რიცხვულ ლოგიკასა და ასომთავრულის გრაფიკულ აღნიშვნებზე იყო დაფუძნებული, ადვილი გამოდგა მის წინააღმდეგ გალაშქრება. ასეც მოხდა. ახლა ჩვენ შევძელით იოანე ზოსიმეს წერილის შიფრით იგივე კალენდრის რიცხვული არსის უკვე ქართულ სიტყვაში მიგნება, თანაც არა უბრალოდ სიტყვაში, არამედ წელთაღრიცხვის ერთეულში. წარმოიდგინეთ არქაული პერიოდის ქართველი სწავლული, რომელიც აკვირდება ცას და ქმნის კალენდარს და მის ერთეულად მიღებულ სიტყვაში დებს კალენდრის მთელ რიცხვულ არსს. ეს დიდებულია! აქ უკვე სიტყვასთან ერთად აზრობრივი დატვირთვაც ხდება ქმედითი და ძნელდება წინააღმდეგობა. მაგრამ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იოანე-ზოსიმეს?

– სწორედ ეგ უნდა მეკითხა…

– საქმე იმაშია, რომ იოანე-ზოსიმესეული “ქართული ენის სასწაული _ 94″, ზემოხსენებული კალენდრის შიფრია (რამაზ პატარიძის ანბანში და ჩვენგან სიტყვაში მიგნებული კალენდრის). ისევე, როგორც მთელი ხელნაწერის რიცხვ-ნიშნების მთლიანი ჯამია, ისევ იმ კალენდრის რიცხვული მტკიცება… თანაც დამტკიცდა, რომ ქართულ ლექსიკაში ეს ამოცანის ერთადერთი ამოხსნაა (!). გესმით, სხვა ამონახსნი არ არსებობს. მოკლედ ამ ვარიანტში “სასწაული” ეს ქართული კალენდარია. ფიგურალურად თუ ვიტყვით, სამად გაჭრილი ნახატიდან, რომლიდანაც ერთს რამაზ პატარიძემ მიაგნო, მეორე იოანე-ზოსიმემ მოგვცა, მე ხელთ შემრჩა შუა ნაწილი, რომელიც ორგანულად მოერგო ორივეს და აღადგინა მთელი სურათი… აქ ყველაფერი ცხადია და სკეპტიკოსთა წინააღმდეგობა ამაო ხდება. ნახსენები სურათი იმდენად ლამაზი და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, გაოცდებით… არ მიკვირს მისი ღვთიურობა. ამაზე მეტს საპატრიარქოს რეაქციამდე ვერაფერს მოგახსენებთ… რადგან ხელნაწერის სასწაულები აქ კი არ მთავრდება, პირიქით აქ იწყება…

– კიდევ ერთი არგუმენტი გვითხარით, ბატონო ალეკო.

– ნახატზე გამახსენდა… იოანე-ზოსიმეს ნახატი მართლაც დარჩა და როგორც კვლევის ბეჭედი, იგი მთელი შიფრის მამტკიცებელი ინფორმაციის შემცველია… მეტი რა გითხრათ. დასრულებულია და გამოცემის სტადიაში 200 გვერდიანი წიგნი სათაურით: “მოელის დღეს მას მეორედ მოსვლასა… (იოანე-ზოსიმეს გაცხადებული საიდუმლო და … საქართველო)”. ჩვენ უამრავ ფაქტობრივ არგუმენტზე ვერ ვისაუბრეთ. ხელნაწერი და აქედან გამომდინარე წიგნი, არქაული პერიოდის სარწმუნოებრივად ახალ, მნიშვნელოვან პასაჟებს წარმოაჩენს და ის ორგანულად, მშვენივრად ეწერება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაში. წიგნი ახალ და გასათვალისწინებელ ასპექტებს იძლევა ქართულ სიტყვასთან, ჟამთაღრიცხვასა და ანბანმცოდნეობასთან მიმართებაშიც.

– ბატონო ალიკო, უფრო მკაფიოდ ვუთხრათ საზოგადოებას, რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ და რა გაიხსნა.

– იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი იმდენად მრავალწახნაგოვანია, ძნელია ორიოდე სიტყვით თქმა. როგორც კი ვკონკრეტდები, უკმარისობის გრძნობა მიჩნდება. მაინც ვცდი. წიგნში დამტკიცებულია: იოანე-ზოსიმემ ქართულ სიტყვაში მიაგნო ქართულ კალენდარს, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება, ანუ ნახა სწავლულთა მიერ ხელოვნურად შექმნილი ქართული სიტყვები, სავარაუდოდ არაერთი (ქურუმთა საიდუმლო ენის ნაშთები?!) და დაწერა: “ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.” მან ქართულ ანბანსა და სახარებაში მიაკვლია ლაზარეს აღდგინების ანალოგიურ სიუჟეტებს და გვითხრა: “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.~ ანუ გააჩინა ლაზარესავით მისი გარდაუვალი აღდგინების იმედი. მისი ხელნაწერის შიფრის, ე.წ. ქართული ჰემატრიის შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და ქართული ლექსიკის გარკვეულ არეალს მოიცავს…

წყარო:

http://pirweli.com.ge

28.04.2010


Responses

  1. ბუყ, ბუყ, ბუყ… უზომოდ საინტერესო საკითხია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მუდამ გარს უვლის სათქმელს და პირდაპირ არაფერს ამბობს კონკრეტულს, ხოლო ქართულ ანბანში ჩადებული ჟამთაღრიცხვის შესახებ ცნობა არახალია.

  2. გეორგიანელი – მასე იმიტომ აკეთებს რომ მკითხველი წიგნით დააინტერესოს. გამოვა წიგნი და დაინტერესებულმა პირებმა შევიძინოთ უნდა 🙂

    ძალიან საინტერესოა.

  3. კონკრეტული მართლა არაფერი არის ნათქვამი მხოლოდ 94 ციფრი რას ნიშნავს ნეტა ეგაა საინტერესო ? 😦

  4. კონკრეტული მართლა არაფერი არის ნათქვამი მხოლოდ 94 ციფრი რას ნიშნავს ნეტა ეგაა საინტერესო ? 😦

  5. IMEDIA WIGNSHI MAINC IQNEBA NATQVAMI GARKVEVIT DA ANALOGIURAD ARAFRIS MTQMELI SITYVEBI IMEDIA AR EWEREBA…MAGRAM ERTI RAME FAQTIA AQ WERIA GASHIFVRIS TEQNIKA DA TU DZAAN GVINDA GAVIGOT MIVYVET INSTRUQCIAS DA GAVIGEBT… ;)P

    HJKL;
    JLK;’JL’;

    JKJ;L’\’K;LJK’

    ;’\OJH;LGKFJDHRU7I8K9L0

  6. sapatriarqos ki miuloca batonma aleko cincadzem, magram, mogehsenebat chwentwis mtawaria sapatriarqo tu iziarebs mis molocwas. aserom batono aleko tu sapatriarqo mogilocawt tqwen mashin chwenc siamownebit sheuertdebit am molocwas. cinaagmdeg shemtxwewashi nurc taws moitkulebt da nurc …ukacrawad.

  7. რეკლამასაც ზუსტად ასეთი ემოცია ესაჭიროება ! 🙂
    მეც მივაგენი რაღაცას და ახლა, მხოლოდ ის მაინტერესებს, ასე იოლად, სხვაც თუ მიხვდა ამას:)))
    თუმცა, შემოვლითმა პასუხებმა, მაინც გამოაჩინა, რომ სხვა გზით წასულა, მგონი…

  8. ძლიან საინტერესო საკითხია, ორი სამი წლის წინ მე ჩემი სადიპლომო ფილმი გადავიღე ამ საკითხზე. დავათში არქეოლოგირი გათხრების შედეგად აღმოჩნდა სტელა ქართული ანბანით, რომელიც მოიაზრება იოანე ზოსიმეს “ქებაის” ქვაში განსხეულებად.
    ძალიან მიხარია ამ საკითხის წინ წამოწევა, ძალიან ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი ერისათვის.

  9. ბატონი ალიკო მალავს თავის აზრებს რომ არ მოპარონ.
    უფრო დაწვრილებით ნახეთ მედიაკავშირი ,,ობიექტივის,,
    საიტი, obieqtivi.net.

  10. მე ვერაფერი გავიგე თქვენ?

  11. ra magari satauria…… arada titiqos axali arc araperi gamigia….. 😦 😦

  12. “”…სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს…”-ზვიად გამსახურდია”

  13. “ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.” აქ საუბარი ასომთავრულ ანბანზე და იმ პირველ პროტოქართულ ენაზეა რომელზეც საუბრობდნენ შუმერები, ბაბილონელები, კრეტელები, კოლხები, ალბანელები, იბერიელები, და რომლის მემკვიდრეებიც თანამედროვე ქართველები ვართ. რომლის ნაწილიც მეგრულ-ლაზურშია შემორჩენილი. ამ ენაზეა შესრულებული “ფესტოსის დისკო”- ასო-ნიშნებით.
    ლაზარეს აღდგინება – პირდაპირ ნიშნავს ქართული ენის შესახებ დაფარული ჭეშმარიტების გამომზეურებას. რომ ასომთავრული ანბანი არის არამხოლოდ ანბანი, არამედ მზისა და მთვარის კალენდარიც, ფიზიკაც ქიმიაც, უმაღლესი მათემატიკაც, და სრულიად კოსმოსი დაშიფრულია მასში.
    ეს არის ქურუმთა ანბანი და ღმერთების ენა.
    მაშინ როდესაც ქართველები ამ კალენდარს ქმნიდნენ არ არსებობდა არცერთი თანამედროვე გაგებით – ღმერთი, აქ სხვა ღმერთები იგულისხმება

  14. rodesac wert komentars gadaxedet Saqartvelos istorias.Stalinis sikvdilis Semdeg xryshovma akrdzala saskolo wigni romlis avtorebi iyvnen:Ivane Javaxisvili,Niko Berdzenishvili da Simon Janashia.

  15. ენა ლაზარე

    _იოანე-ზოსიმეს მიხედვით დაწუნებულ ენას ქვია “ლაზარე”, თუმცა დღეს ჩვენ არ ვიცნობთ ენას რომელსაც “ლაზარე” ეწოდება და ის არის ამასთანავე ქართული ენა, მაგრამ იქნებ იოანე-ზოსიმეს გააჩნდა ცნობა ასეთი სახელწოდებიანი ენის რეალურად არსებობის შესახებ?
    _ცნობილია რომ ეთნოსს და მის სამეტყველო ენას ერთნაირი სახელები ქვია გრამატიკული მაწარმოებლების დამატებით, მაგალითად იტალიელების ენას ქვია იტალიური, ფრანგების ენას ფრანგული, არაბების ენას არაბული და ა.შ. ამდენად “ლაზარე” ენაში ეთნონიმი უნდა ამოვიცნოთ. “ლა” თავსართი მეტყველების აღმნიშვნელ ქართველურ სიტყვებში საკმაოდ მოგვეპოვება: “ლაპარაკი”, “ლაზღანდარი”, “ლანძღვა”, “ლაყაფი”, “ლასარუა”, “ლაბაშუა”, “ლარჯგვალი”, “ლაგვალი”… “ძ”=”ზ”-“ძღა”=”ზღა”-ძირი ქართველურ ენებში ხშირად მეტყველების აღმნიშნელია: “მოძღვრება”, “ძიძღინი”, “ძღაძღალი”, “ძრახვა”=”ზრახვა”, “ძახილი”, “ძირგინუა”, “ძაძგალი”, “ძვაბალი”… ბოლოსართი “რე”=”ე” გვხვდება სიტყვებში: “მოლაზღანდარე”, “მდუმარე”, “მოლაპარაკე”, “მორაგადე” და ა.შ. ამდენად “ლაზარეს” ფუძე გამოდის “ზა” რაც “ზან”(“ლა-ზა-ნ”) ეთნონიმს შეესაბამება. როგორც ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა ძველქართულში სიტყვა “ენა” ნიშნავდა სამეტყველო ენასაც და ეთნოსსაც-ერს, ამდენად “ლაზარე” ერქვა მეტყველებასაც და ეთნოსსაც (ლა’ზან ეთნოსს).
    _იუდეო-არამეულად თარგუმის ენას ქვია “ლაზონი”. აქ ჩნდება კითხვა: იქნებ იოანე-ზოსიმე “ლაზარე ენაში” გულისხმობს არამეულ ენას? რათქმაუნდა არა, რადგან თავად ქრისტე და ლაზარეც არამეულად საუბრობდნენ და მას “ახალი ნინოს” და ჰელენე დედოფალის მიერ “მოქცევა” არ ესაჭიროებოდა, მითუმეტეს რომ პირველი ქრისტიანებიც არამეულად მეტყველებდნენ, წერდნენ და ლოცულობდნენ. თავად არამეული ენა თავისდროზე ზანი ქალდეველების შექმნილი ენაა, მააგრამ ამ პერიოდისთვის ის უკვე საკმაოდ დაშორებული იყო ზანური ფუძე ენისგან, რომელიც დღემდე არსებობს მეგრულ-ლაზურის სახით, თანაც იოანე-ზოსიმე ამბობს რომ ესე ენა “ლაზარე” ქართულია (ქართველური) და მას სახარებისეულ “ლაზარეს” ადარებს, რომელიც ოთხი დღის მანძილზე მკვდარი იყო, ხოლო “ლაზარე” ენა ოთხიათასი წლის მკვდრად მიაჩნია, მაგრამ როგორ და სად მოკვდა ეს ენა “ლაზარე” ოთხიათასი წლის უკან? ალბად შუამდინარეთის ქალდეაში, რომელსაც ბიბლიის პირველ წიგნში (“დაბადება”) ეწოდება “ზენარი”=”ზანარი” (שִׁנְעָר – Σενναάρ). ლოგიკურია ვიფიქროდ რომ ამ ქვეყნის ენას “ლა” თავსართის დამატებით ერქვა “ლაზენარე”=”ლაზარე”=”ლაზანური”, რომელსაც ლურსმნული დამწერლობის გამოგონების შედეგად ფუნდამენტალური ცვლილება უნდა განეცადა, რაც ფაქტიურად აღიქმებოდა როგორც მისი “სიკვდილი”, ლურსმნული დამწერლობა კი იოანე-ზოსიმეს ეპოქამდე დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა.
    _მცხეთაში კი ეს დაწუნებული ენა იოანე-ზოსიმეს მიხედვით “ახალმა ნინომ” და ჰელენე დედოფალმა “მოაქციეს”: სიტყვა “მოქცევის” ფუძეა “ქცევა”=”გადაქცევა” ანუ “ენის მოქცევა=გადაქცევა” გულისხმობს “ერთი ენის მეორე ენად ქცევას”, ამავდროულად “მოქცევა” ნიშნავს აქცენტით ლაპარაკს და წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას, ანუ “ენის მოქცევა” გულისხმობს მის რეფორმას ქრისტიანული რელიგიისათვის განკუთვლი ტერმინოლოგიითა და გრამატიკული ფორმებით.
    _საყურადღებოა რომ ფრანკები გააქრისტიანა “ახალი ნინოს” მამამ, რომელიც იყო რომაელი მხედართმთავარი და კაბადოკიელი დიდებული, “ახალი ნინოს” დობილი ჰელენე დედოფალი კი იყო დედა იმპერატორი კოსნტანტინესი, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიაში დაშვებულ რელიგიად გამოაცხადა, ნინოს ბაბუა კი იყო იერუსალიმის პატრიარქი, ამდენად “ახალი ნინო” ერთი სოფლელი ნინუცა არ გახლდათ – მის უკან იდგა რომის იმპერია, მამამისის მიერ მოქცეული ფრანკები და ბაბუამისის იერუსალიმის საპატრიარქო. ამიტომ შემთხვევითი არაა რომ უძველესი ასომთავრული წარწერები აღმოჩნდა იერუსალიმის მახლობლად, ხოლო საეკლესიო ქართული ენის შემოქმედ-რეფორმატორებად მოგვევლინენ რომის იმპერიის მოხელეები დიდი ბაკური, მისი შვილიშვილი პეტრე იბერი და იოანე ლაზი. თუმცა აღსანიშნავია რომ საქართველოში ქრისტიანობა ვრცელდებოდა პირველსავე საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის და სვიმონ კანანელის ქადაგებით, ამდენად “ახალი ნინოს” დროს ქრისტიანობა უკვე ცნოდილი სარწმუნოება გახლდათ ეგრისში(ლაზიკაში) და ამდენად იბერიაშიც.
    _მირიან მეფის გაქრისტიანების შემდეგ რომის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ იბერიაში რომაელი მღვდელმთავრები აღასრულებედნენ წირვა-ლოცვას ბერძნულ ენაზე, რითაც როგორც ჩანს რომის იმპერია შეეცადნენ იბერიელთა გაბერძნებას თავადაც გაბერძნების გზაზე შემდგარი. IV საუკუნის სამოციან წლებში, როცა რომის იმპერია სპარსელებთან ომში დამარცხდა, იბერია ნაწილობრივ განთავისუფლდა რომის ზეგავლენისგან და ამდენად შესაძლებელი გახდებოდა რომაელთაგან თავსმოხვეული ბერძნულენოვანი მღვდელმსახურების შეცვლა ადგილობრივი საეკლესიო ენით, მაგრამ რომის იმპერიის საბოლოო დაცემისა და მისი ორად გახლეჩვის შემდეგ იბერია ეხლა სპარსელების უშუალო დაქვემდებარებაში აღმოჩნდა და ამ პერიოდში რომაელების რელიგიად მიჩნეულ ქრისტიანობასაც დევნა უნდა განეცადა იბერიაში. ამ პერიოდისთვის იბერიაში მეფობდა დიდი ბაკური, რომელმაც IV საუკუნის ბოლოს როგორც ჩანს ჰუნების დახმარებით მოიგერია ბიზანტიელებიც და სპარსელებიც და ალბად სულ ცოტა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას მიაღწია, რამაც საშვალება მისცა ქართული მღვდელმსახურების შექმნისა ახალი ამბანითურთ. სომხური წყაროების თანახმად (კორიუნი, ხორენაცი) ამ ბაკურის თაოსნობით შეიქმნა ასომთავრული ანბანი. საყურადღებოა რომ რუფუსი ბაკურს იბერიის პირველ ქრისტიან მეფედ მოიხსენიებს – ალბად იმიტომ რომ ტახტზე ასვლისას ის უკვე ქრისტიანი იყო და თუ მას და მირიან მეფეს შორის კიდევ რომელიმე მეფეს ეჭირა იბერიის ტახტი ისიც მირიანივით გამეფების შემდეგ უნდა გაქრისტიანებულიყო. ასე რომ ამ ბაკურის დროიდან იწყება ქართული ენის წარმოქმნა ჯერ როგორც საეკლესიო-სამწერლობო ენისა და მოგვიანებით ის მთლიანად ანაცვლებს არამხოლოდ ბერძნულ საეკლესიო ენას, არამედ ადგილობრივ წარმართთა ენასაც, ანუ ლაზარეს (=ზანურს) რომლის ბაზაზედაც იგი აღმოცენდა.
    _ქრისტიანობას არაერთ სხვა ქვეყანაშიც მიეძღვნა “ახალი ენა” და დამწერლობა, მაგალითად სლავიანური ენაც და დამწერლობაც ეკლესიის წიაღში შეიქმნა და კირილიცას მეორენაირად ბულგარულ საეკლესიო დამწერლობასაც ეძახიან. ნეოლათინური და გერმანიკული ენებიც ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდნენ: მაგალითად გოთური ალფაბეტი მათმა პირველმა პატრიარქმა შექმნა. სომხური და ალბანური დამწერლობებიც ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ შექმნეს. ქრისტიანობასთან ერთად ჩამოყალიბდა ეთიოპური და კოპტური დამწერლობებიც ახალი საეკლესიო-სამწერლობო ენისათვის. თავისდროზე ივანე ჯავახიშვილი ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამდა: “ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართლურია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა უეჭველ ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინათაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ შესაძლებელია, შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა ქართლურ შტოს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ მეგრულ-ლაზურ, ან სვანურ შტოს”. ქართული საეკლესიო ენის ჩაოყალიბებას და მის საერო ენად ქცევას ორი-სამი საუკუნე მაინც დაჭირდებოდა, რაზეც მიგვითითებს VI საუქუნეში მოღვაწე ბიზანტიელი აგათია სქოლასტიკოსის ცნობა: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას” – ესეიგი VI საუკუნეში კავკასიაშიც და მის ირგვლივაც ლაზები, ანუ ზანურენოვანი ხალხი სახლობდა და ქართული ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული როგორც საერო ენა.
    _ქართული დედაენის სახელმძღვანელოს შემდგენელი იაკობ გოგებაშვილი მართებულად აღნიშნავდა: “მეგრელები დიდ პატივს სცემენ ქართულს, რადგან ის საეკლესიო-საღვთისმეტყველო ენად მიაჩნიათო”. დიახ, მეგრელებს დღემდე ახსოვთ, რომ ქართული ენა სწორედ საეკლესიო-სამწერლობო ენად შეიქმნა ზანური ენის ბაზაზე და ეს რომ მართლაც ასეა ამის გადასამოწმებლად განვიხილოთ რამდენიმე სიტყვა: თავად ტერმინი “სიტყვა” ძველქართულად არის “სიტყუაი”-“სიტყუა” (მეგრულში დღემდე ასეა) – “სი” თავსართია, ძირად გვრჩება “ტყუა”. “თქვა” მეგრულად არის “თქუ”, ასე იყო ძველქართულშიც – “უ” ასოს ქართულ ენაში ბევრგან ჩაენაცვლა “ვ” ასო (“ქვა”-“ქუა”). სიტყვების წარმოთქმას ქვია “მე’ტყვ’ელება”; აქაც ძირია “ტყვ-ტყუ”. ძველქართულ ენაში არსებობდა ყრუ-ხორხისმიერი “ყ”(ჸ), ანუ ნახევარი “ყ”, რომელიც ემსგავსება “ქ” თანხმოვანს; მეგრულში ეს ნახევარი “ყ” დღემდე არსებობს. ამგვარი “ყ” ასოთი იწყება სიტყვა “ყინტი”-“კრინტი”(ხმა-კრინტი), “ყია”-“ყორყელი(ხორხი)”-“ყელი”-“ყორყოტი”-“ყანყრატო” – ანუ სახმო აპარატი; აქედანვეა სიტყვები: “ყვირილი”, “ყიჟინა”, “ყიონი”-“ყივილი”, “ყურაფი=ყმუილი”.
    _სიტყვა “ყუდე” მეგრულად ნიშნავს სახლს და აქედანაა ნაწარმოები სიტყვები: “საყდარი”-“საყუდარი” (შეადარეთ სახლი-სასახლე). აქედან სიტყვა “დაყუდება”. “ყუდედან” უნდა იყოს სიტყვა “ბუდეც”, რადგან მეგრულად “ყუჩუა-ყურჩუა” ნიშნავს დაბუდებას, აქედან კი სიტყვა “მოყუჩება”-“გაყუჩება” და “მყუდრო”(ძველქართულად “ყუდრო”).
    _ზანურად და ძველქართულად “ზღვა” არის “ზღუა”, აქედან სიტყვები: “საზღუარი”-“საზღვარი”, “ზღუდე”, “ზღურბლი”…
    _ქართული სიტყვა “წყალი” არის მეგრული “წყარი”-ს, იგივე “წყუ”-ს სახეცვლილი ფორმა; ქართულში თავიდანვე რომ “წყალი” ყოფილიყო სიტყვა “წყურვილი” იქნებოდა “წყულვილი”, “წყარო” კი იქნებოდა “წყალო”. დასავლეთ იმერულ დიალექტში ცხელი და ცივი წყლის გაზავებას ქვია “აწყორვა”. აქვე უნდა გავიხსენოთ ტოპონიმები “აწყური” და “ტაბაწყური” – ეს უკანასკნელი მდებარეობს ტბასთან – “ტაბა” იგივეა რაც მეგრული “ტობა” (ტბა) – ეს “ტაბა” არც მთლად “ტობაა” და არც მთლად “ტბა”- ესაა გარდამავალი ფორმა, იმ გარდამავალი მეტყველების, როცა ხდებოდა მეგრულიდან ქართულზე გადასვლა.
    _მეგრულში სიტყვა “სული” აღინიშნება სიტყვით “შური” – აქ ძირია “შ(უ)” – აქედან სიტყვა “სამშუინველი”; ძველქართული სიტყვა “იშუა” (იშვა-ბაიბადა) ნიშნვს სული ჩაედგას. იესოს ძველქართული სახელი “იესუ” და არამეული “იეშუა” ნიშნავს განსხეულებულ (სხეულში სულდგმულ) ღმერთს.
    _სიტყვა “გოლიათი” ზოგს ებრაული სიტყვა გონია, სინამდვილეში ის არის ებრაულში პალესტინურ-პელაზგურიდან, იგივე ქალდეურიდან შესული ზანიზმი – “გოლიათი” ხომ პალესტინელების ლიდერს ერქვა. “გოლა” მთას ნიშნავს მეგრულად, “გოლიათი” კი მთაკაცს. ამავედროს “გოლა” პალესტინურადაც მთას უნდა რქმეოდა – არამეული სიტყვა “გოლგოთა” განიმარტება როგორც “თავისქალის მთა”.
    _მეგრული სიტყვა “ქვარა” ნიშნავს მუცელს და ამავედროს მუცლიანი ჭურჭლის სიღრუესაც, მაგალითად დოქის “ქვარა”, თავად დოქს და ქვაბსაც მეგრულად ამასთანავე ეწოდება “ქვარქვათანა”; აქედან კი სიტყვები “ქვაბი”, “ქვიჯა”, “გამოქვაბული” (აქედან გამოქვაბულების სახელები: ქვილიშარი, ქვაჯი, ქვაბჩარი…) და ალბად “ქვირითიც”, რადგან ქვირითს სწორედ თევზის მუცელში (ქვარაში) პოულობდნენ.
    _ქართული სიტყვა “თვალი” ძველქართულად იყო “თუალი”, რაც ნაწრმოებია მეგრული სიტყვიდან “თოლი”- ეს ფორმა შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც. მეგრულად თვალს აგრეთვე ქვია “ჭურია”, “ჭურჭული” კი ნიშნავს თვალის გუგას; აქედან უნდა იყო სიტყვა “ჭურეტა-ჭვრეტა”; “ჭვიტინი-ჭვრიტინი”, “ჭუჭრუტანა”, “დახუჭვა”, “მოჭუტვა”, “დაჭყეტვა”, “ჭიტა”…
    _ქართული სიტყვის “დათხოვნას” ძირი არ გახლავს სიტყვა “თხოვნა”; მეგრულად “დათხინაფა”-“დათხიება”-“თხიება”-“დათხია” ნიშნავს ჩამოშორებას, მოცილებას; “დუმეთხი!” ნიშნავს მომშორდის-თავი დამანებეს.
    _მეგრული სიტყვა “ონტება” ნიშნავს გაქცევას – ძველქართულში იყო სიტყვა “ოტება”, რაც ასევე ნიშნავდა გაქცევას; მეგრული “ინტუ” ნიშნავ “იოტნას”-“განილტვოდას”; “გოტება” ნიშნავს “გაშვებას”; აქედან სიტყვები “(და)ტოვება”, “(გან)ლტოლვა”, “განტევება”…
    _სიტყვა “ჩალა” და “ჩალირი” მეგრულად ნიშნავს მხდალ და გონებაჩლუნგ ადამიანს – აქედანაა სიტყვა “ლაჩარი”: “არი” ბოლოსართია, „ლა„ თავსართი, ძირი გამოდის “ჩ”. აქედან სიტყვები “ჩალა”, “ჩაჩანაკი” (ჩუთუ), „ჩამიჩი„…
    _მეგრულში არის ერთ ასოიანი სიტყვა “გ”-გავს; “გუალო” არის “მსგავსი-მაგვარი” – იტალიურში “უგვალე”, ფრანგულში “ეგალ”, გერმანულად “გლაიხ” ნიშნავს მსგავსს-იგივეს.
    _”ულა” მეგრულად ნიშვნას “(წა-ს)ვლას”; როგორც ვნახეთ მეგრული და ძველქართული “უ” ჩაანაცვლა “ვ” ბგერამ; პირვანდელი ფორმა რომ იყო “ულა” და არა “ვლა” ეს ასახულია სიტყვებში “გარდასული” (გარდასულა-გარდასვლა), “წარსული” და ა.შ. მსგავსად ამისა გერმანულ ენაში სიტყვა “(ს)ვლა” – გერმანულად “გეენ” მთელ რიგ სიტყვებს აწარმოებს, მაგალითად: “აუსგანგ”, “ფორგანგ”, “ნახგანგ” და ა.შ. “ულა” ბრუნვაში არის “მეურქ”-მიდიხარ და “მეურც”-“ურს”-მიდის=დადის, აქედან კი სიტყვები “ურემი” და “ურიკა”.
    _სიტყვა “მოდი” მეგრულად არის “მორთი”; “რთ” ფუძე ვიცით რომ ურთიერთმოქმედებებს აწარმოებს ქართველურ ენებში, ამდენად ცხადი ხდება, რომ არქაული ფორმაა “მორთი” და არა “მოდი”.
    _ქართულ სიტყვა “კი” (თანხმობა) მეგრულად არის “ქო”, რასაც შეესაბამება ქართული “ხო”-“ჰო”; აქედანაა ქართულ დიალექტებში არსებული ფორმა “ქე” (ქე ვიცი, ანუ კი ვიცი). ძველართულად “ქო”-ს შეესაბამება “ქუე”; ამდენად სიტყვა “კი” თავიდან იქნებოდა “ქი=ქო”. სიტყვა “დიახ” იქნებოდა “დია”(დედა ღვთაება) და “ხ-ხო-ქო”-ს ერთობა (დიაქ(ო)). “ქო” ძირსვე უკავშირდება სიტყვა “ქორე”-არის და “ქოფე”-“ყოფე” (ყოფილა) – აქედან სიტყვა “ყოფნა”.
    _ქართული სიტყვა “არა” ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან “ვარ(ა)”-“ვა”. სიტყვა “არაში” “ვ” ასოს დაკარგვაზე მიგვანიშნებს ქართულივე სიტყვა “ვერ”, “ვეღარ”, ასევე სიტყვა “უარის” დასავლურ ქართუ დიალექტებზე არსებული ფორმა “ვარი”. თუ “ვ” ასომ უმეტეს შემთხვევებში ჩაანაცვლა “უ” ასო “უარის”-“ვარის” შემთხვევაში პირიქით მოხდა, რადგან თავსართი “ვ” სათავისო ფორმაა: “ვაკეთებ, ვამბობ, ვიქმნი”… “უ” თავსათრი კი ერთის მხრივ “უმეტესობაა” (უფრო, უდიდესი, უძლიერესი) და მეორესმხრივ უქონლობას აღნიშნავს (უფულო, უგუნუი, უჭმელი…), ამდენდ სიტყვა “უარი” გამოდის “უარო” ანუ “არას” გარეშე მყოფი და მეორესმხრივ “უფრო დიდი არა”-“უუარესი”-“უვარესი”- ეს კი ნონსენსია; ამდენად მართებული ფორმა მართლაც არის “ვარი”, მაგრამ ესეთი ფორმით ვერ დარჩებოდა ქართულში, რაბდან სათავისო “ვ”-მ აწარმოვა ისეთი სიტყვები, როგორიცაა “ვარგისი” და “ვარ” (მე ვარ)- მეგრულად “ვორე” – მეგრული “რე” ნიშნავს “არისს”- ძველქართული “არს”. თეოლოგიაში ღმერთი “არსია”-“მაარსებელი” და “არსის-შინაარსის” მიმცემი -ეგვიპტურშიც მაარსებელ ღვთაებას ქვია “რე” (იგივე “რა”); ლათინურად მეფეს ეწოდა მისი სახელი “რე”, რაც ეტრუსკულიდანაა. ეს ქართული სიტყვა “არს-არის” ხელოვნურად-დაზგურად შექმნილი უნდა იყოს საეკლესიო ლინგვისტური რეფორმებისას- “ა” თავსართი “აღმატებაა” ისე როგორც “აგება, აღმართვა, აფრენა, ასვლა”… “ს” ბოლოსართია, იესვე როგორც “გავს”, “მდგომარეობს, “ჩანს”… ძირი გვრჩება “რ” -მეგრულად “რინა”-ნიშნავს არსებობას-ყოფას; ამდენად სიტყვა “არის”-“არსის” ძირია მეგრული “რე”-“რინა”.
    _ასევე დაზგურად შექმნილს გავს სიტყვა “ხარ” – ეს “ხ” უწესრიგოდაა აქ ჩასმული და სხვა სიტყვებთან კავშირს და ანალოგს ვერ პოულობს, მეგრულში კი არის “რექ”(ხარ) რაც ასევე ქარულ ფორმებთანაც მოდის შესატყვისობაში, მაგალითად: “შეზდექ, დადექ”…
    _ამდენად მეგრული ფორმები თვით ქარულისთვისაც კი გრამატიკული თვალსაზრისით უფრო გამართულია, რაც აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ქართული ენა გამოეყო მეგრულს=ზანურს. სვანური ენა კი არის მთიულური მეგრულის და ადიღო-თურქმენული ენების ნაზავი, ისევე როგორც წოვა თუშური არის მთის ქართულის და ნახურის ნაზავი. სვანურ ენაში ის სიტყვები, რომლებიც მეგრულში არაა სვანურში შესულია ადიღო-ყაბარდოული(თურქმენული) ენებიდან, ასევე არის პირდაპირ ქართულიდან შესული სიტყვებიც. თუმცა არის რამდენიმე ისეთი უძველესი კოლხური სიტყვაც, რომლებიც ყველაზე უკედ სვანურშია დაცული. გარდა ამისა სვანურში მთიულური-გაუხეშებული მეტყველების თვისებიდან გამომდინარე ბევრი მეგრული სიტყვა უბრალოდ დეფორმირებულია, ასევე დეფორმირებულია ადუღო-ყაბართოული და ქართული სიტყვებიც. ამდენად შეგვიძლია დავასკვნად, რომ სვანური ენა მთიულური მეგრულია ადიღო-ყაბარდოული მინარევებით. მაგალითისთვის მოვიყვან ზოგიერთ სვანურ-ადიღურ-ყაბარდოულ სიტყვას: ფუსტ-ფუსდ(ფში)=ბატონი(თათრულად ეფენდი); ფაყვ-ფავე=ქუდი; ხედა-ხეთა=რომელი; მეგემ-ჩეგე=ხე; ლე’მესკ-მასკ(ე)=ცეცხლი; ხამ-ხვა=ღორი; ჯიჰრა-აჯჰრა=მუხა; მუს-უ(ე)ს,ასი(აქ ძირია “ს”)=თოვლი; ჩაჟ-(ც)ა(ე)იჟ, ში(ჟ)(აქ ძირია “ჩ(ჟ)”-შ(ჟ)”)=ცხენი; შგვიბ-მი’შკლუ(აქ ძირია “შგ”-“შკ”)=რკო; თხერე-თ(ი)ღუჟ(აქ ძირია “თხ”-“თღ” თურქმენული “თ(ა)ღირიდან”)=მგელი; მიშგვი-(მი)სიჟ=ჩემი; ფხულე-ფხუა=თითი; ეზა-ეზი=ის; ჰაშდექვ-(ჰა)შინდირხუო=ხვლიკი; ლი’პეშვდ-პეშიტი=გადაღობება და ა.შ. სვანურს და ადიღო-თურქმენულ ენებს აქვთ ამასთანავე საერთო გრამატიკული ფორმებიც, რაც შემდგომ კვლევას საჭიროებს.
    _ეს მოკლე ლინგვისტური კვლევაც კი ცხადყოფს რომ ქართული ენა ზანური ენის ბაზაზეა წარმოქმნილი და ამდენად იოანე-ზოსიმეს მიერ ნახსენები “ლაზარე” ენა სწორედ ეს “ზანური” ენაა რომლითაც მეტყველებდნენ მცხეთაში “მოქცევამდე”.

  16. საინტერესოა რა არის სენსაცია,

  17. “სენსაცია” რა არის იცით? ის რომ მეგრული სიტყვა ღორონთი ქართული ანბანის მიხედვითაა შედგენილი. აგრეთვე სიტყვა წელი ასტრონომიული მონაცემია. ასევეა მისი მეგრული შესატყვისი წანა. მაგრამ რა არის იცით? წელი-ს ასტრონომიული მონაცემი უფრო ძველია ვიდრე წანა-სი. ამიტომ “ზოგი” რომ ცდილობს ქართული ენის დაკნინებას(ვერ ეღირსებიან) და მისი კილოკავის(მეგრულის) წინ წამოწევას, აი იოანე ზოსიმე ზუსტად ამტკიცებს იმას რომ ქართული ენაა ქალდეური ენა ანუ ქურუმ-მამამთავართა ენა, ანუ პირველი და უკანასკნელი ენა!

  18. ზვიად გამსახურიას აქ ამ საკითხზე ნაშრომი,ნახეთ წიგნი.

  19. საქმე ისაა რომ.მაგ ადამიანს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე არ სურს დეტალებზე საუბარი.. ხომ დაგვაინტრიგა რაც მთავარია? ეხლა იყიდეთ და წაიკითხეთ.. თვითონ მაინც ბოლომდე ვერაფერს ვერ აგიხსნით.. მაგის დაწერილი არაა.. ეგ მხოლოდ რედაქტირებაში ეხმარებოდა და თანაავტორობაც მოითხოვა. კითხვებზე პასუხებს ვერ სცემდა პირველივე კონფერენციიდან და ეხლა რა გინდათ, დაგვილაგოს ყველაფერი მაგიდაზე უფასოდ?

  20. როგორ გინდა აქაური სიბრძნეების შემდეგ არ გაგახსენდეს ჯაბანა პაპა რადიოა 105 დან? – “შენ ხომ არ გძმარავს?!” bakur morgoshi კი “ზვეზდაა კალოჩე” :)))

  21. და რატომ იყო ვითომ საჭირო კალენდრის გასაიდუმლოება თუნდაც ქურემების მიერ… ვის რას უმალავდნენ?
    ან ახლა თუ გავშიფრეთ ეს რარაც კალენდარი – გაბრწყინდა ივერია ?
    სისულელეა ეს ყველაფერი.
    თუ რა ნამდვილი საიდუმლო იმალება ასმოთავრულში – ეს შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ წიგნში:

    http://saba.com.ge/books/details/2877/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

  22. კარგია კვლევა და დისკუსია,ქართული ანბანი რომ ღვთიურია ამაზე ყველა თანხმდება და საოცრება ისაა,რომ ის დნმ-ის კოდია…იხილეთ ეს ნაშრომი:
    https://drive.google.com/file/d/0B_tfov1cUjRjY1FEaDlWQ2t0clk/view?pref=2&pli=1

  23. https://drive.google.com/file/d/0B_tfov1cUjRjY1FEaDlWQ2t0clk/view?pref=2&pli=1

  24. ეს ახსნა ისედაც ცნობილია.და რა გავიგეთ ახალი???


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: