Posted by: burusi | 28/04/2010

ემზარ ჯგერენაია – ბიოგრაფია

ემზარ ჯგერენაია - Emzar Jgerenaia

ემზარ ჯგერენაია – Emzar Jgerenaia (1963)

დაიბადა 1963 წლის 16 ოქტომერს მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სოციოლოგიის განხრით. 1990-1993 მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე ასპირანტად, ხოლო 2000-2003 დოქტორანტად ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია), 2002 წელს გაიარა სტაჟირება ბაიროტის (გერმანია) უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე.
1994-2003 თსუ სოციოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში.
1998 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
1987-1998 საერთაშორისო საზოგადოება ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი
1998-1999 ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინასებული პროექტის ”წარმატება” დირექტორი
1999-2002 პოლიტიკური კონსალტინგის და კვლევების კოორდინატორი (ვენის გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრი)
2003 წლიდან ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი (ხელშეკრულებით)
2003-2005 საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
2005 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის წევრი
2005-2006 სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის ”უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისაკენ” ექსპერტი. პროექტი დააფინანსა ევრაზიის ფონდმა
2006-დღემდე სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მონაწილეობდა კონფერენციებსა და დისკუსიებში:

სამეცნიერო კონფერენცია ”მითოსი და კულტურა” მიძღვნილი პროფესორს ი.შენგელიას ხსოვნისადმი. თბილისი, 1997. მოხსენება: ”სოციალურობის სამი ტიპი”
სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკადემიკოს ო.ჯიოევის ხსოვნისადმი. თბილისი, 1998. მოხსენება: ”უტოპია და სოციალურობის ველი”
სამეცნიერო კონფერენცია ”თავისუფლების ცნება ფილოსოფიასა და სოციალურ ფილოსოფიაში”. თბილისი, 2003. მოხსენება: ”თავისუფლება წესრიგის წინაარმდეგ ქართულ საზოგადოებაში”
დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში, ლიბერალიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ #6, რედაქტორი ზეინაბ სარაძე. თბილისი, 2001.
საქართველოს მეცნიერებათა აკადმიის ანდ.ჩიკობავას სახელობის ერთმეცნიერების ინსტიტუტი, ბუნებრივ ენათა დამუშავება, ქართული ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. კონფერენციის მასალები. მოხსენება:”ელეკტრონული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკში” თბილისი, 2005.

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლური აზროვნებიდ კვლევის ინსტიტუტი სამეცნიერო ჟურნალის ”ენა და კულტურა” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

რეცენზენტი:

ს.ცაგარელი ”ბიოსოციოლოგია”, რედაქტორი პროფესორი ი.შატირაშვილი, დოცენტი ე.აბზიანიძე, თსუ გამომცემლობა, 2004, 872-გვ.
ი.ჰაბერმასი მოქმწდების კომუნი კატიური თეორიის მონახაზები და დამატებები /გერმ.თარგმნა – გ.ბარამიძე /რედ. – გურამ თევზაძე /ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2003, 548-გვ.
ი.ჰაბერმასი შემეცნება და ინტერესი /ახალი დამართით / გერმ.თარგმნა დ.დუმბაძემ / ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2003, 343-გვ.

რედაქტორი:

ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები, ევროპული განათლების ევროპული სივრცისაკენ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, თბილისი, 2005, 93-გვ.
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისაკენ, სახელმძღვანელო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, თბილისი, 2005, 58-გვ.

სამეცნიერო ხარისხი:

სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

სამეცნიერო შრომების სია:

1. ნაციონალიზმი და სოციალური პრაქტიკების გაგრძელების პრობლემა. პარალელური ტექსტები, #1, თანამედროვე ცნობიერების შემსწავლელი ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 1997 წ.

2. უტოპია და სოციალურობის ველი. პარალელური ტექსტები, #2, თანამედროვე ცნობიერების შემსწავლელი ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 1998 წ.

3. იდეოლოგია და საზოგადოება. დეიდეოლოგიზაციის პრობლემა. სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 1998 წ.

4. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები (სახელმძღვანელო), თანაავტორობით, თბილისი, 1998 წ.

5. უტოპიის ცნება სოციოლოგიაში, კავკასიის მაცნე, #2, თბილისი, 2000

6. ნიკლას ლუმანის სოციოლოგიური კონცეფცია-ახალი პარადიგმა სოციოლოგიაში, ენა და კულტურა, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი, დასავლური აზროვნების კვლევის ინსტიტუტი, 2001 წ.

7. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობები საზოგადოებრივი აზრის ჭრილში (სოციოლოგიური კვლევის შედეგები), თანაავტორობით, საერთაშორისო კონფერენცია რელიგია და საზოგადოება _ რწმენა ჩვენს ცხოვრებაში, მოხსენებების მოკლე შინაარსი.

8. ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ, ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი, 2004 წ.

9. სოციალურობის სამი ტიპი (ბულგარულ ენაზე), Демократически преглед, книга 33, София, 1997

10. Городское население Грузии о вопросах, связанных с религией, (в соавторстве Г. Нижарадзе, Я. Качкачишвили, Р. Мшвидобадзе, Г. Чуцишвили). Роль Православия в государствах Грузии и России, Материалы грузино-российский диалог на неправительственном уровне при поддержке южно-кавказского регионального бюро Фонда им. Генриха Белля, Тбилиси 23-25 января, 2004

თარგმანები:

მაქს ვებერი, რჩეული ნაწერები რელიგიის სოციოლოგიაში (პროფესორ ნინო ფირცხალავასთან ერთად), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, გამომცემლობა მარსი, თბილისი 2004 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: