Posted by: burusi | 24/04/2010

ეკა ქევანიშვილი – ჩემი მკვდრის

კარლო კაჭარავა - Karlo Kacharava

ეკა ქევანიშვილი – Eka Kevanishvili

ჩემი მკვდრის

სულ მინდოდა შენთვის მეკითხა:
მარტო ხარ თუ ვინმე ჩვენიანს გადაეყარე.
მარმარილოდან გამოღწევა თუ შეგიძლია?
მართალია, რომ მანდ სულ ქარია?
სულ მინდოდა,
შემოდგომით შემომევლო,
ჩამემუხლა ბორცვთან წუთებით
და გულის მხარეს ყური მომედო –
იქნებ ფეთქვას ისევ განაგრძობს.
მინდოდა და ხალხს ვერაფრით შევაგნებინე,
შენთვის ჯიბეში ის წითელი, კუბოკრული ცხვირსახოცი არ ჩაეტენათ.
ნურც ფეხსაცმელებს გიპრიალებდნენ.
იმ საღამოს მოვკარი თვალი,
შენს ოთახში, საწოლის ქვეშ ეყარა თეთრი ესპადრელები.
ქამარი კი,
წელიდან რომ არ შეგიხსნია, ობოლს აჩუქეს,
თითქოს აკლდა შევიწროება.
შენ ჩაგაცვეს სულ შავები,
ნიკაპთან სისხლი მოგწმინდეს და როგორც წესია,
მსუბუქი გრიმი. გაგაყოლეს.
ჩემი ნება რომ ყოფილიყო,
დაგმარხავდი აჩეჩილი თმით და ჯინსებით.
ამიტომაც მჯერა დღემდე:
ის, ვინც აწიეს და ატარეს, ბოლოს კი დაფლეს,
უცებ გაზრდილი ვიღაც კაცია.
ის, ვინც მომიკლეს – პატარა ბიჭი.
ზაფხულის სამ თვეს ძველებურად ჩვენთან ატარებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: