Posted by: burusi | 23/04/2010

თამაზ ვაშაკიძე – Tamaz Vashakidze

თამაზ ვაშაკიძე – Tamaz Vashakidze

თამაზ ვაშაკიძე – Tamaz Vashakidze

ცნობილი ქართველი ბალეტმაისტერი თამაზ ვაშაკიძე დაიბადა 1961 წლის 14 აპრილს თბილისში. მისი შემოქმედებითი გზის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა დედამ მერი ქამხაძემ. ხუთი წლის თამაზი ფიგურული სრიალის ჯგუფში შეიყვანეს. 1972 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მისი პედაგოგები იყვნენ ვივი მეტრეველი და ვახტანგ ჭაბუკიანი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1979 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში წამყვან სოლისტად მიიღეს. 1989 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო თეატრის “რუსული ბალეტი” წამყვანი სოლისტია.

თამაზ ვაშაკიძე - Tamaz Vashakidze

მისი შემოქმედებითი ნიჭი აღიარებულ იქნა საფრანგეთში, ფინეთში, საბერძნეთში,ესპანეთში, რუსეთში, აშშ-ში, მაროკოში, მალტაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში.

1990-1993 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასის არტ-დირექტორია, ხოლო 1993-2004 წლებში თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოსათვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც სამოქალაქო ომისა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ყველა გარბოდა საქართველოდან იგი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ქორეოგრაფიული სასწავლებლის აღდგენისთვის იბრძოდა და ცდილობდა ქართული ბალეტის გადარჩენას.

1993 წელს დაარსა თანამედროვე ცეკვის თეატრი “ახალი ქართული ბალეტი”. თეატრის დებიუტი შედგა 1994 წელს ასპენდოსის საბალეტო ფესტივალზე (თურქეთი), სადაც წარმოადგინა სპექტაკლი “კლასი-კონცერტი”. 1995 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელმწიფო კონსერვატორია ქორეოგრაფიის სპეციალობით. სადიპლომო ნამუშევრის დაცვა განხორციელდა რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. წარმოდგენილ იქნა ბალეტი დ. შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიის მუსიკაზე. 1995 წელს მიენიჭა ბალეტმეისტერის კვალიფიკაცია.

თამაზ ვაშაკიძე - Tamaz Vashakidze

1999 წელს დადგა თანამედროვე ცეკვის ჟანრში პირველი ქართული სპექტაკლი – “ანბანი”. იმავე წელს ბალეტი “ანბანი” წარდგენილ იქნა თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში.

2001 წელს თამაზ ვაშაკიძემ ორი უდიდესი გენიოსის სახელი ერთმანეთს დაუკავშირა და დააარსა “ჭაბუკიან-ბალანჩინის” სახელობის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალ-კონკურსი. პირველი ფესტივალი მიეძღვნა ვ. ჭაბუკიანის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის 85 წლისთავს.

2001 წელს ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის თამაზ ვაშაკიძე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. 2002 წელს თამაზ ვაშაკიძემ დაარსა ფონდი “ჭაბუკიანი-ბალანჩინი”. მისივე ინიციატივით დაარსდა ქართული საბალეტო ხელოვნების ისტორიაში პირველი პრემია, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელს ატარებს

2004 წელს თამაზ ვაშაკიძემ დადგა ბალეტი იოჰან შტრაუსის მუსიკაზე “დიდი ვალსი”. პრემიერა შედგა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. სპექტაკლი მიეძღვნა ჯორჯ ბალანჩინის 100 წლისთავს და ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს.

თამაზ ვაშაკიძე - Tamaz Vashakidze, Part of the Chief, ballet “Amazons”

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როცა ქართული კულტურის განვითარებისთვის პრიორიტეტულ დარგად ბალეტი გამოაცხადეს, ამ სფეროში თამაზ ვაშაკიძისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. 2004 წლის ივლისში თამაზ ვაშაკიძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მერე კი პედაგოგად მუშაობის საშუალებაც არ მისცეს.

ცნობილი ბალეტმეისტერი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი წერს: “ასე მგონია, ადრე დევნილობა უფრო ადვილი იყო ადამიანისთვის, დახვრეტდნენ და თავდებოდა მისი ტანჯვა. მე კი ვუყურებ, როგორ შლიან ჩემს სახელს ქართული ხელოვნების ისტორიიდან და ამის ატანა ძალიან მიმძიმს”.
2005 წელს პ. ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დარბაზში განახორციელა ბალეტის “დიდი ვალსი” დადგმა. 2006 წელს ბალეტის პრემიერა შედგა ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 2006 წლიდან თამაზ ვაშაკიძე ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის ბალეტმეისტერია.
2007 წელს თამაზ ვაშაკიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა “მრავალჟამიერი” მიიღო იივან კირლის სახელობის თეატრალური პრემია “გრან-პრი”.

2009 წელს სვერდლოვსკის აკადემიურ თეატრში მისი ქორეოგრაფიით დაიდგა სპექტაკლის “ხანუმა” (რეჟისორი ა.ისაკოვი, მხატვარი – ნინო კიტია)

წყარო:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: