Posted by: burusi | 20/04/2010

აკაკი წერეთელი მეგრულ ენაზე

აკაკის სტუმრობა ზუგდიდში დადიანების სასახლეში სალომე დადიან-მიურატთან და ნიკო ნიკოს ძე დადიანთან

აკაკი წერეთელი – Akaki Tsereteli (1840-1915)

აკაკი წერეთელი, ტ. XIII, თბ., 1961, გვ. 428-429 (“უბრალო საუბარი”, აკაკის კრებული, 1899 წ. იანვარი # 1):

“მეგრული დღეს სალაროა ნამდვილ ქართული სიტყვების. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურ-სპარსულ-თათრული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყინს… და მეგრულ ენაში კი შენახულან ობოლ მარგალიტებად ის ძველი სიტყვები… ჩვენ ვურჩევთ ჩვენ მწერლებ-მწიგნობრებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილ სიტყვებით შეივსონ დღეს შელალხული ქართული ლექსიკონი”

“ამ რამდენიმე წლის წინათ ერთმა ვიღაც წინდაუხედავმა კაცმა აიხირა, რომ ჩვენ მეგრლები ქართველები არ ვართ და ჩვენი ენაც სულ სხვა ენა არისო… ეს არ მოეწონათ მეგრელებს!.. ატკიცეს!.. ვინ აბმობს, რომ ჩვენ ქართველები არ ვართო?.. მეგრელები რომ ვართ, ეს მართალია და ნურც მოგვიშალოს ღმერთმა ჩვენი მეგრელობა, ისე როგორც გურულს გურულობა, ქართლელს ქართლელობა, კახელს კახელობა, რაჭველს რაჭველობაო და სხვანი!.. მაგრამ იმავე დროს ნუ თუ საერთოდ ქართველები არ ვართო? და როდის აგვიღია ხელი იმ დედა-ენაზედ, რომლითაც ღმერთს ვადიდებდით მრავალ საუკუნოების განმავლობაში და სამშობლოს ვემსახურებოდითო!.. დაუცაცხანეს იმ ახირებულ ფილოსოფოსს და მოსვენებას აღარ აძლევდენ…”
მეგრელების შორს-მჭვრეტელობამ და წინ-დახედულებამ კუდი აღარ მოაქნევია უჯერობასა და უსამართლობას”…”.


Responses

  1. სვანურიც… და რაც უკეთ იცის ქართველმა მეგრული და სვანური, მით უფრო ქართველია იგი…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: