Posted by: burusi | 14/04/2010

აკაკი წერეთელი – “ჩუ! ქართველო”

ილია ჭავჭვაძის დაკრძალვა

აკაკი წერეთელი – Akaki Tsereteli (1840-1915)

“ჩუ! ქართველო”

ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ” ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ, ოხერო,
„მამაცი ვარ”! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!”
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.


Responses

  1. chuu chuu daa chuuuuuu .,,, ,miiiiiiiikvarss akakiiiiiiiii : ********

  2. magadi llecsiaa

  3. arachveulebrivi leqsia!!! ar vici sxva ra vtqvaaa!!!!!!!

  4. es leqsi dgevandel saqartvelozea,samwuxarod,yvelaferi natqvami is rac dges xdeba!

  5. ნამდვილად ზოგადსაკაცობრიო ლექსია. მართალი იყო, არის და იქნებააა.
    მიყვარს ვაჟა!ძალიან მაგარი პოეტი იყო, არის და იქნება.

  6. ჩუ ქართველო გაჩუმდი ნუ ჩერჩეტობ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: