Posted by: burusi | 12/04/2010

სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი – Simon Bagration-Mukhraneli (1895 – 1923)

სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1895 — გ. 1923), ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე 1921–1923 წლებში.

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1895 wels ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1863-1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი; დედამისი, ანასტასია, კი წერეთლის ქალი. თვითონ სიმონიკამ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (1897-1969).

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი; მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წელს დააპატიმრეს გენერალ კოტე აფხაზთან და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: