Posted by: burusi | 12/04/2010

ნინო ბაგრატიონ-მუხრანელის წერილი ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი – Simon Bagration-Mukhraneli (1895 – 1923)
ქაქუცა ჩოლოყაშვილი – Kakutsa Cholokashvili (1888-1930)

ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილი (1897-1969) გახლდათ სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე. სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი 1923 წელს დააპატიმრეს გენერალ კოტე აფხაზთან და იმავე წლის 20 მაისს დახვრიტეს. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე ნინო ბაგრატიონ-მუხრანელი ქაქუცასადმი მიწერილი წერილისთვის ციმბირში გადაასახლეს!

“ძვირფასო ძმებო, ქაქუცა და ვანიჩკა! მიიღეთ უღრმესი და გულწრფელი სალამი ჩემგან – დაობლებული და მარტო დარჩენილი ნინოსაგან. აღარ არის სიმონი, აღარა მყავს ჩემი სიმონიკა! გესმის ქაქუცა, გესმის ვანიჭკა? აღარ არის ბატონიშვილი, ბატონიშვილმა თავი შესწირა სამშობლოს ისე ლამაზად, ისე გაბედულათ, როგორც თვითონ იყო სინამდვილეში. მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა, როგორც გადმომცემენ: “რატომ სწუხართ, ხომ ვაჟკაცები ხართ, ხომ იცით რისთვის იხოცებით? მე ის მაწუხებს, რომ ვერაფერი გავაკეთეთ ჩვენი სამშობლოსათვის, მაგრამ რჩება ჩვენ შემდეგ ხალხი, რომელიც გააკეთებს საქმეს და ჩვენ მივიღებთ ამის შესახებ იქ ცნობას, როდესაც საქართველო იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!” მისი ამ სიტყვების შემდეგ იგი უწამებიათ, უწამებიათ თხუთმეტივე კაცი, საუკეთესო შვილები სამშობლოსი. არ ვსტირი მე მათზე, პირიქით, ვამაყობ მე მათით, როგორც ქართველი ქალი, რადგან იგივნი ყველა ჩვენთვის სასურველი და წმინდა პიროვნებანი არიან. მე, სიმონიკასთან ერთად დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე და მასთან ერთად ხმამაღლა გეუბნებით: გაუმარჯოს ჩვენს მომავალს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მიიღეთ ჩემი დალოცვა.

ბატონიშვილის სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე ნინო“.

13730503_510515875811269_645290721_o


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: