Posted by: burusi | 05/04/2010

ექვთიმე თაყაიშვილი – “ილია წინამძღვრიშვილი”

ილია წინამძღვრიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი – Ekvtime Takaishvili

ილია წინამძღვრიშვილი – Ilia Tsinamdzgvrishvili (1834-1920)

ილია წინამძღვრიშვილი დიდად დაახლოებული იყო ილიასთან და ნამეტნავად მის მეუღლე ოლღასთან. ის იყო აგრეთვე ნათესავი ივანე პოლტარაცკისა და მის მეორე ცოლის – ნადო გაბაშვილისა.
სპეტაკი ადამიანი იყო. დამაარსებელი და ხელმძღვანელი წინამძღვრიანთ კარის კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. მე კარგად ვიცნობდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უაღრესი ფიზიოკრატი, დარწმუნებული, რომ საქართველოს მარტო მეურნეობის გაჩაღება და განათლება უშველის. ამიტომ, მისი აზრით, ყველა შეძლებულ ქართველს ან უნდა სამეურნეო სკოლა გაეხსნა, ან სკოლისათვის თავისი ქონება შეეწირა. ილიას მამულზე ამბობდა: “რა ოხრად უნდა ილიას საგურამოს მამული? შვილი არა ყავს და ძირი, სჯობს ჩვენს სკოლას შემოუერთოს და ამით გავაფართოოთ საქმეო”. წერილებსა ბეჭდავდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოსცა დიდი წიგნი სათაურით: “ვაზის მოვლა”.
ი. წინამძღვრიშვილი პირველ ხანებში თბილისის მაზრის მომრიგებელ მსაჯულად მსახურობდა (1868-1901), მერე – თბილისის ქალაქის ნოტარიუსად. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ენერგია, მოხერხება და საქმისათვის თავდადება – გამოუთქმელი. პირველად ილია წინამძღვრიშვილი სკოლას თავისი ხარჯით ინახავდა, მერე სათავადაზნაურო ბანკმა დაუნიშნა შემწეობა, მაგრამ მაინც მთელ თავის ჯამაგირსა და მამულის შემოსავალს ზედ ადებდა. ყოველ შაბათს ეტლით მიდიოდა თავის სკოლაში და ორშაბათს უკან ბრუნდებოდა. ზოგჯერ სარევიზიოდ თან მიჰყავდა პედაგოგები, ან შენობის სარემონტოდ – ხელოსნები და სხვანი. თვით საპედაგოგო საქმის არასპეციალისტი იყო, ამიტომ სკოლის გამგეს და მასწავლებლებს ისეთ რამეებს ავალებდა, რის შესრულებაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, სკოლას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰონდა, კურსდამთავრებულნი სოფლებში კარგად მუშაობდნენ. ნიჭიერ შეგირდებს ის ნოვაცკის სამეურნეო სასწავლებელში აგზავნიდა, შემწეობას აძლევდა, მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ყველა მისი შეგირდი მას თავის მამად სახავდა.
ზომიერი ცხოვრების და ჰიგიენის მიმდევარმა ილია წინამძღვრიშვილმა დიდხანს იცოცხლა, მაგრამ უკანასკნელ სამ წელიწადს ლოგინად ჩავარდა. ნიკო ცხვედაძის ყოფილი ცოლი უვლიდა. არც ნათესავებსა და არც მეგობრებს მასთან არ უშვებდა. ეს მანდილოსანი სომხის ქალი იყო. ნიკოდან მას შესძენოდა ერთი ქალი, რომელიც შემდეგ ფილიპე გოგიჩაიშვილმა შეირთო ცოლად, სამი ქალიშვილი შეეძინათ… ერთხანს ნიკოს ნაცოლარი პარიზში ცხოვრობდა… მერე კი დაბრუნდა საქართველოში. ილია წინამძღვრიშვილის მძიმე ავადმყოფობა რომ შეიტყო, უყოყმანოდ მიეშველა და თავგამოდებით დაუწყო მოვლა, არაფერს აკლებდა და უმსუბუქებდა მდგომარეობას.
ილია წინაძღვრიშვილის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო, წესი სიონის ტაძარში აუგეს, შემდეგ წინამძღვრიანთკარში წაასვენეს და იქ დამარხეს ეს შესანიშნავი და უებრო ქართველი მოღვაწე.


Responses

  1. didi madloba aseti saintereso web gverdistvis… mikharia rom chemi didi Tsinapris shesaxeb tsavikitxe. shemidzlia meti informaciis motsodeba ara marto ilia tsinamdzgvrishvilze aramed kidev ert chems tsinaparze giorgi tsinamdzgrishvilze, romelmac tavi shestsira qaquca choloyashviltan ertad saqartvelos. aseve, chemi didi bebiis dzma iyo ivane javaxishvili. kargi iqneba tu datserdit matze raimes. tu gsurt mogatsodebt informacias

  2. საინტერესო იქნება, მოგვწერეთ მეილზე tverulava@yahoo.com

  3. […] წყარო […]

  4. […]    ილია წინამძღვრიშვილი დიდად დაახლოებული იყო ილიასთან და ნამეტნავად მის მეუღლე ოლღასთან. ის იყო აგრეთვე ნათესავი ივანე პოლტარაცკისა და მის მეორე ცოლის – ნადო გაბაშვილისა. სპეტაკი ადამიანი იყო. დამაარსებელი და ხელმძღვანელი წინამძღვრიანთ კარის კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. მე კარგად ვიცნობდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უაღრესი ფიზიოკრატი, დარწმუნებული, რომ საქართველოს მარტო მეურნეობის გაჩაღება და განათლება უშველის. ამიტომ, მისი აზრით, ყველა შეძლებულ ქართველს ან უნდა სამეურნეო სკოლა გაეხსნა, ან სკოლისათვის თავისი ქონება შეეწირა. ილიას მამულზე ამბობდა: “რა ოხრად უნდა ილიას საგურამოს მამული? შვილი არა ყავს და ძირი, სჯობს ჩვენს სკოლას შემოუერთოს და ამით გავაფართოოთ საქმეო”. წერილებსა ბეჭდავდა ქართულ                 ჟურნალ-გაზეთებში. გამოსცა დიდი წიგნი სათაურით: “ვაზის მოვლა”. ი. წინამძღვრიშვილი პირველ ხანებში თბილისის მაზრის მომრიგებელ მსაჯულად მსახურობდა (1868-1901), მერე – თბილისის ქალაქის ნოტარიუსად. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ენერგია, მოხერხება და საქმისათვის თავდადება – გამოუთქმელი. პირველად ილია წინამძღვრიშვილი სკოლას თავისი ხარჯით ინახავდა, მერე სათავადაზნაურო ბანკმა დაუნიშნა შემწეობა, მაგრამ მაინც მთელ თავის ჯამაგირსა და მამულის შემოსავალს ზედ ადებდა. ყოველ შაბათს ეტლით მიდიოდა თავის სკოლაში და ორშაბათს უკან ბრუნდებოდა. ზოგჯერ სარევიზიოდ თან მიჰყავდა პედაგოგები, ან შენობის სარემონტოდ – ხელოსნები და სხვანი. თვით საპედაგოგო საქმის არასპეციალისტი იყო, ამიტომ სკოლის გამგეს და მასწავლებლებს ისეთ რამეებს ავალებდა, რის შესრულებაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, სკოლას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰონდა, კურსდამთავრებულნი სოფლებში კარგად მუშაობდნენ. ნიჭიერ შეგირდებს ის ნოვაცკის სამეურნეო სასწავლებელში აგზავნიდა, შემწეობას აძლევდა, მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ყველა მისი შეგირდი მას თავის მამად სახავდა. ზომიერი ცხოვრების და ჰიგიენის მიმდევარმა ილია წინამძღვრიშვილმა დიდხანს იცოცხლა, მაგრამ უკანასკნელ სამ წელიწადს ლოგინად ჩავარდა. ნიკო ცხვედაძის ყოფილი ცოლი უვლიდა. არც ნათესავებსა და არც მეგობრებს მასთან არ უშვებდა. ეს მანდილოსანი სომხის ქალი იყო. ნიკოდან მას შესძენოდა ერთი ქალი, რომელიც შემდეგ ფილიპე გოგიჩაიშვილმა შეირთო ცოლად, სამი ქალიშვილი შეეძინათ… ერთხანს ნიკოს ნაცოლარი პარიზში ცხოვრობდა… მერე კი დაბრუნდა საქართველოში. ილია წინამძღვრიშვილის მძიმე ავადმყოფობა რომ შეიტყო, უყოყმანოდ მიეშველა და თავგამოდებით დაუწყო მოვლა, არაფერს აკლებდა და უმსუბუქებდა მდგომარეობას. ილია წინაძღვრიშვილის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო, წესი სიონის ტაძარში აუგეს, შემდეგ წინამძღვრიანთკარში წაასვენეს და იქ დამარხეს ეს შესანიშნავი და უებრო ქართველი მოღვაწე. …………………….. წყარო : https://burusi.wordpress.com/2010/04/05/ilia-tsinamdzgvrishvili-3/ […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: