Posted by: burusi | 03/04/2010

საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნი

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ღერბი

საქართველოს საბჭოთა პერიოდი – Soviet Georgia (1921-1991)

საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნი — საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1944—1991 წლებში. მუსიკის ავტორი — ოთარ თაქთაქიშვილი. ტექსტის ავტორები — გრიგოლ აბაშიძე და ალექსანდრე აბაშელი.

იდიდე მარად, ჩვენო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ გაუქრობელი,
ქვეყანას მიეც დიდი სტალინი
ხალხთა მონობის დამამხობელი.
შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
დიდი ოქტომბრის შუქით ლენინმა
შენ გაგინათა მთები ჭაღარა,
სტალინის სიბრძნემ ძლევით შეგმოსა
გადაგაქცია მზიურ ბაღნარად.
მოძმე ერების ოჯახში
დამკვიდრდი, გაიხარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს შენს დიდებას, ნათელ მომავალს
სჭედს სტალინური წრთობის თაობა.
საბჭოთა დროშა დაგნათის,
მზესავით მოელვარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.

***

პოსტ-სტალინური ვერსია

იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ განახლებული,
დიად პარტიის ნათელი აზრით
ლენინის სიბრძნით ამაღლებული.
შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
მშრომელი კაცის მარჯვენით
აყვავებულო მხარეო.
დიდი ოქტომბრის დროშის სხივებმა
შენ გაგინათეს მთები ჭაღარა,
თავისუფლებამ და შემართებამ
გადაგაქციეს მზიურ ბაღნარად.
მოძმე ერების ოჯახში
ამაღლდი, გაიხარეო,
მეგობრობით და გმირობით
გამარჯვებულო მხარეო.
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს საქართველოს ნათელ მომავალს
სჭედს ლენინური წრთობის თაობა.
კომუნიზმის მზე დაგნათის,
კაშკაშა, მოელვარეო,
იდიდე მრავალჟამიერ,
ჩემო სამშობლო მხარეო!

***


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: