Posted by: burusi | 03/04/2010

გიორგი შერვაშიძე

გიორგი შერვაშიძე

გიორგი შერვაშიძე – Giorgi Shervashidze (1846-1918)

აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟი. ქართული ენა იყო მისი მეორე ენა, ამიტომ კარგად იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს.

60-იანი წლების დასაწყისში თბილისის მეფისნაცვლის ადიუტანტი იყო. რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1866 წელს ამბოხებულმა აფხაზებმა მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ ამბოხება ჩაახშეს და შერვაშიძე რუსეთში გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში, მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა.

შერვაშიძე იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდში ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

70-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში (“დროება”, “ივერია”, “სამშობლო”, თეატრი და ცხოვრება”). აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. 1881 წელს თბილისში დაიდგა მისი პიესა “მომაკვდავნი სურათნი”, 1915 წელს – “გიორგი მესამე”, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითიც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: