Posted by: burusi | 02/04/2010

გენერალი ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე – Aleksander Chavchavadze (1870 – 1931)

ალექსანდრე ჭავჭავაძე (დ. 4 ივლისი 1870 — გ. 1931), თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი. დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს.

დაიბადა თბილისში, გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის ოჯახში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი და 1989-1905 წწ. მსახურობდა მთავარ შტაბში. 1905 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. პირველ მსოფლიო ომს პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა. 1914 წ. აგვისტოში ჩააბარეს ჩერქეზული პოლკი, რომელიც „ველურ დივიზიად“ წოდებულ კავკასიის მკვიდრთა ცხენოსან დივიზიაში შედიოდა. თავი გამოიჩინა საბრძოლო მოქმედებების დროს და მიენიჭა იმპერიის არაერთი ორდენი. 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის წოდება უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წ. მაისი) შემდეგ, ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წ. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სამხედო სამსახურიდან გადადგა. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წ. თებერვალში კვლავ დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყების“ ბრალდებით და მალე დახვრიტეს.

ალ. ჭავჭავაძის ვაჟმა, პავლემ (1899-1971), მოახერხა ემიგრაციაში წასვლა. პავლეს ვაჟია აშშ დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი და ისტორიკოსი დავით ჭავჭავაძე.

წყარო:


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: