Posted by: burusi | 30/03/2010

ფრანგული პრესა ბესიკ ხარანაულზე

ბესიკ ხარანაული

ბესიკ ხარანაული – Besik Kharanauli

“სამოცდაათი წლის ასაკში ბესიკ ხარანაულმა ნაციონალური აღიარება მოიპოვა თავის ქვეყანაში და სახელმწიფო ჯილდოც – რუსთაველის პრემია მიიღო. პოეტმა არაფერს არ შესწირა პოეტური ქმნილების მოთხოვნები, რომელიც იყო ამოძახილი სულისა, საქართველოს მთიანი მწვერვალებისკენ რომ მივყავართ. საქართველო არის მიწა კონტრასტებისა, სადაც სათნოება და ქრისტიანობა შეჯვარებულია. ეს არის გზაჯვარედინი სპარსთა, ბიზანტიელთა, არაბთა, მონღოლთა, რუსთა და კომუნისტთა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ბესიკი ხელახლა იგონებს, აცოცხლებს ქართულ პოეზიას, ათავისუფლებს კალამს ყოველგვარი ფორმალიზმისგან, რომელიც იმ პერიოდში მეტად აქტუალური იყო. საბჭოთა კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს არ მოსწონთ ეს ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა და მის მიმდევრებს ირონიით “ვერლიბრისტებს” უწოდებენ. ბესიკის ვერლიბრები მასპინძლობს მთის აქცენტსა და ტონალობას, ადგილობრივ სიტყვებს, იჭერს ხასიათს ლირიზმის გარეშე. აქ პოეზია ყოველდღიური ცხოვრების ამოძახილია.

ამბა ბესარიონის წიგნიდან (“გამომც. “კიდამი”) ყველა ეს ხმა ამოტივტივებულია დაქუცმაცებული სამყაროს გასამთლიანებლად”.

წყარო:“საქართველოს რესპუბლიკა”, # 57, 27 მარტი, 2010 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: