Posted by: burusi | 26/03/2010

ქეთევან მაღალაშვილი – ბიოგრაფია

ქეთევან მაღალაშვილი. 1970 წ

ქეთევან მაღალაშვილი – Ketevan Magalashvili (1894-1973)

ცნობილი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ქეთევან მაღალაშვილი დაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზია. 1911 წ. სწავლა დაიწყო თბილისში კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1915-1917), სადაც მასწავლებლად იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი.

1914-1917 წლებში მოსკოვში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღრობის სკოლაში ცნობილ ფერმწერებთან კოროვინთან და კასატკინთან. 1917 წ. რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ ეროვნულ გალერეაში, რომლის ხელმძვანელმა დიმიტრი შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა ქ. მაღალაშვილის როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. 1923 წ. ის შეუერთდა მხატვრების ჯგუფს დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, შ. ქიქოძის შემადგენლობით, რომლებიც პარიზში ცხოვრობდნენ და სრულყოფდა თავის ოსტატობას კოლაროსის აკადემიაში.

1926-1937 წლებში მუშაობდა რესტავრატორად “მეტეხის” მუზეუმში, ახდენდა მინიატურების, ფრესკების კოპირებას. ქ. მაღალაშვილი ტრიალებდა ინტელიგენტურ გარემოცვაში და ქმნიდა თანამედროვეების – ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის, სოლიკო ვირსალაძის, ბ.კუფტინის და სხვათა პორტრეტებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: