Posted by: burusi | 26/03/2010

ვაჟა აზარაშვილი – ბიოგრაფია

ვაჟა აზარაშვილი დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელში (პროფ ა. შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) მიიღო. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახ. კონსერვატორია კომპოზიციის კლასი (პროფ. ი. ტუსკია). 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ჯერ II და III სამუსიკო სასწავლებლებში, 1971 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია ( პროფესორი 1988 წლიდან). 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1997 – 2007 წლებში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო. მის შემოქმედებით ინდივიდუალობას იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს.
ვაჟა აზარაშვილი წერის ტრადიციულ მანერას ოსტატურად უთავსებს თანამედროვე გამომსახველობით საშუალებებს.
ის ჩინებულად გრძნობს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე ვოკალურ ფაქტურას, მოქნილად უკავშირებს ერთმანეთს კომპოზიციური სტრუქტურის ლოგიკურობას და თავისუფალ იმპროვიზაციას.
თავის შემოქმედებაში ვაჟა აზარაშვილი დიდ ყურადრებას უთმობს ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრს.
1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისატვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა. მან წარმატებით გაიუჟღერა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საკონცერტო დარბაზებში.
70-იანი წლებიდან კომპოზიტორი აფართოვებს შემოქმედების ჟანრულ სფეროს: იგი ქმნის ექვს ოპერეტას, ორ ვოკალურ ციკლს – ბანისა და ფორტეპიანოსთვის, და “თეატრალურ ნიღბებს” ტენორისა და ფორტეპიანოსთვის.
80-იანი წლების დასაწყისში ვაჟა აზარაშვილი პირველად მიმართავს საბალეტო ჟანრს.
1982 წელს შედგა ბალეტ “ხევისბერის” პრემიერა. ნაწარმოებზე მუშაობისას კომპოზიტორი ფართოდ დაეყრდნო ფშაური მუსიკალური ფოლკლორის კანონზომიერებებს და თავისუფლად გამოიყენა თანამედროვე გამომსახველობითი ხერხებიც.
1995 წელს ვაჟა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მუსიკალური კომედიის ჟანრს – დაწერა თავისი საუკეთესო მიუზიკლი “მეჩექმე გაბო”.
მიუხედავად 90-იან წლებში შექმნილი მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური სიტუაციისა, კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა: სუიტა “ძველი თბილისის სურათები”, “ვოკალურ-სიმფონიური ციკლი “პოეტის აღსარება”, “ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე” – ამ ნაწარმოებმა 2003 წელს სანკტ პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსზე I პრემია მოიპოვა; რამოდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე, კამერული სიმფონია, “5 პრელიუდი” და მრ. სხვა.
მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვ. აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს ნ. ბარათაშვილის ქმნილებებს. თანამედროვე პოეტებიდან ძირითადად მ.ფოცხიშვილის და პ. გრუზინსკის ლექსებს.
მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: “თბილისური ლირიკული”, “სიმღერა თბილისზე”, “სიმღერა მეტეხზე”, პოპულარულია მისი სიმღერები: ‘მუსიკა”, “დღეები მიდიან”, “პატარა გოგო”, “მზე ჩემი მეგობარია”, “ისევ წვიმს”, “სიმღერაა მთელი ჩემი ქონება’,” დინამო, დინამო”… მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “თეატრონი” და სხვა.
ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები გამოცემულია და ხშირად სრულდება როგორც ჩვენში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია გრამფირფიტები და ოთხი კომპაქტ დისკი.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა: 1974 წელს მიიღო საქართველოს კომკავშირის პრემია, 1982 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, 1998 წელს გოგებაშვილის სახელობის პრემია, 2003 წელს ზ.ფალიაშვილის სახ. პრემია, სახელმწიფო პრემია (2004). არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1999 წელს.

წყარო: http://www.tbilisi.gov.ge


Responses

  1. We are proud to perform Mr. Azarashvili’s compositions on January 17th in Dallas, Tx, USA at the
    “Blue Candlelight music Series” in Dallas.
    http://www.bluecandlelight.org
    Artistic Director
    Daredjan “Baya” Kakouberi.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: