Posted by: burusi | 26/03/2010

ანდრია აფაქიძე – ბიოგრაფია

ანდრია აფაქიძე, სიმონ ჯანაშია, კონსტანტინე გამსახურდია. ბაგინეთი, 1946 წ.წ.

ანდრია აფაქიძე – Andria Apakidze (1914-2005)

ანდრია მელიტონის ძე აფაქიძე დაიბადა 1914 წლის 2 სექტემბერს სენაკის მაზრა, სოფ. ზანაში. ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983); წ.-კორ. (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1964), სახელმწიფო პრემიის (1982) ლაურეატი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-52), ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-72), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე ინსტიტუტისა (1972-76) და არქეოლოგიური კვლევის ცენტრში (1977-94), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1980-88), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988). 1994 წლიდან მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლ., საქართველოს ძველი კულტურისა და კავკას. ცივილიზაციის ისტორიის საკითხებზე. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას. მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შეიქმნა “საქართველოს არქეოლოგიის” პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო (1959), პირველი “არქეოლოგიური ლექსიკონი” (1980). მისი თაოსნობით დაარსდა სერია: “მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის”, “საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები” (1953), “დიდი პატიუნტი” (1975), “მცხეთა”, “არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები… “. საფუძველი ჩაუყარა წყალქვეშა რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით დათარიღებას და სხვა. კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის რომის (1958), საფრანგეთის (1963) და დამასკოს (1968) საერთაშორისო კონგრესების მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1994).
თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1998 წელს.
გარდაიცვალა 2005 წელს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: