Posted by: burusi | 25/03/2010

ნანი ბრეგვაძე – მელოდიის დიდოსტატი (ბიძინა კვერნაძე)

ბიძინა კვერნაძე – Bidzina Kvernadze

ბიძინა კვერნაძე – Bidzina Kvernadze
ნანი ბრეგვაძე – Nani Bregvadze

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინას გვერდით მაქვს გატარებული მთელი ცხოვრება და დღეს ჩვენს მეგობრობას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ. დღემდე წარუშლელად მახსოვს მის და კიდევ რამდენიმე კომპოზიტორის, მათ შორის, არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის წრეში გატარებული დღეები, სადაც წმინდა მეგობრული ურთიერთობის გარდა, ჭეშმარიტი შემოქმედებითი ატმოსფეროც სუფევდა, იქნებოდა ეს თბილისში თუ ქალაქგარეთ ყოფნის დაუვიწყარი წუთები.

ჩემს რეპერტუარში მუდამ დიდი ადგილი ეკავა ბიძინა კვერნაძის სიმღერებს, დუეტებს. ჩვენი პირველი შემოქმედებითი ურთიერთობა მისი ცნობილი სიმღერის “თბილისის ღამის” ჩაწერით დაიწყო. მას შემდეგ, ვფიქრობ, შეუსრულებელი არ დამიტოვებია ბიძინა კვერნაძის არც ერთი სიმღერა, უმთავრესად კი, პირველი შემსრულებელიც ვიყავი და ზოგიერთს სწორედ მე მიძღვნიდა, რასაც, ცხადია, დიდ პატივისცემად ვიღებდი ხოლმე.

როგორც შემსრულებელს, მის შემოქმედებაში მიზიდავს საოცარი მელოდიურობა, უჩვეულო ჰარმონია. იმავდროულად, მისი სიმღერები უდიდესი სიღრმითაც გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს წლების მანძილზე ვმღერი, ყოველი ახალი შესრულებისას უამრავ სიახლეს აღმოვაჩენ ხოლმე და, ამგვარად, ინტერპრეტაციათა მრავალფეროვნების საშუალებაც მეძლევა. ამის ნიმუშია თუნდაც საოცრად პოპულარული სიმღერა “შემოდგომის ყვავილებს”, რომელსაც მუდმივად, წლების მანძილზე ვმღერი და რომლის შესრულე ბის ახალ ვარიანტზე ახლაც ვმუშაობ. ბიძინას შემოქმედების უკვდავსაყოფად მხოლოდ ეს სიმღერა და, საერთოდ, “დათა თუთაშხიასთვის” შექმნილი მუსიკაც იკმარებდა. ვფიქრობ, ბიძინას შემოქმედება შემსრულებლისათვის ამოუწურავი სიახლეების აღმოჩენის საუკეთესო წყაროა.

ძალიან მიჭირს მისი პიროვნული ღირსებების აღწერა, ვინაიდან ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე ბიძინას ჩემს წარმოსახვაში უნაკლო ადამიანის იერი ჩამოუყალიბდა. მართლაც იშვიათია, ერთ ადამიანში იყოს თავმოყრილი ამდენი წესიერება, პატიოსნება, სიკეთე, თავმდაბლობა. ბიძინას აქვს უდიდესი ნიჭი ადამიანების სიყვარულისა და თითქმის ყველაფერში კეთილი საწყისის დანახვისა. მისი უჩვეულოდ დახვეწილი იუმორი ცალკე მსჯელობის თემაა, თუმცა აქაც შეუზღუდავი ნიჭიერება იჩენს თავს.


Responses

  1. გვიან დაიწყო ამ დიდმა კომპოზიტორმა მოღვაწეობა და რამდენი შექმნა, ნამდვილად სამაგალითოა, რომ მონდომების შემთხვევაში გვიან დაწყებული საქმეც შეიძლება წარმატებული იყოს!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: