Posted by: burusi | 19/03/2010

ერლომ ახვლედიანი – გამონათქვამები

ერლომ ახვლედიანი, მხატვარი ესმა ონიანი

ერლომ ახვლედიანი – Erlom Akhvlediani

“ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წადილი და სიყვარული მისადმი დაემსგავსა იმ უძვირფასეს განძს, რომელიც ტყვეობის წყვდიადშიც ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას, მაგრამ ამოიტანეს რა დღის სინათლეზე, ჩაუქრა ფერები და დაკარგა მაგიურობა. იქნებ პირიქით მოხდა და ჩვენს მზესაც დაეფარა ლიბრი, ანდა თვალი მოგვჭრა დიდმა შუქმა. ის რაც უნდა გამხდარიყო ჩვენი ერთად ყოფნის საფუძველი ის იქცა გათიშვის მიზეზად”

“ჩვენი სამშობლო ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იხსნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში”

‘”ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რა იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება”

“ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად _ უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ ამ სულიერ “კიდობანში” სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: